Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სპორტული თოფები

 

სპორტული გლუვ ლულიანი თოფი უნდა გამოირჩეოდეს უზარმაზარი რესურსით , რათა მრავალი წლის განმავლობაში ემსახუროს სპორცმენს, ამ დროს ჩნდება ე.წ. "შეჩვევის" ფაქტორი. მსროლელი უნდა ფიქრობდეს მხოლოდ თეფშების დაზიანებაზე და სხვა არაფერზე. სპორტული თოფის გამოცვლა უარყოფითად მოქმედებს მსროლელის სპორტულ კარიერაზე, კერძოდ კი ტოვებს მას გარკვეულ მიღწევაზე, საფეხურზე, და სპორცმენს უწევს თავიდან გავლა, მძიმედ გავლილი გზის.
ამიტომ სპორტული თოფი უპრობლემოდ უნდა უძლებდეს ათობით ათას გასროლას, ვინაიდან შეჯიბრზე თოფის მტყუნება, რაიმე დეტალის დაზიანების გამო : უახლოესი გზაა ტურნირიდან გამოთიშვისაკენ....
ევროპაში სასტენდო სროლის განვითარებასთან ერთად (ცხადია) ვითარდებოდა სპორტული თოფების ჩამოყალიბება, ნებსიმიერი მეიარაღე იყო ეს უმაღლესი იარაღის მწარმოებელი თუ საშუალო დონიოს საწარმო, განსაკუთრებული გულმოდგინებით ამზადებდა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სპორტული იარაღის კეთებას. სოპტული სროლა, კონკრეტულად კი სროლა სანგრებიდან ამოფრენილ მტრედაბზე არისტოკრატიის გართოფის სფეროს წარმოადგენდა ამიტომ გასაგებია ალბათ რა მოთხოვნილებები ექნებოდა ასეთი სისტემის იარაღს. მაგრამ: ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ისევ და ისევ რესურსს....
ასეთ თოფებს აკეთებდნენ ინგლისელი, ბელგიელი, ფრანგი და სხვა მეიარაღეები თითოეულზე არ გავჩერდებით, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ამ თოფებმა ასობით ათას გასროლას გაუძლეს და კიდევ მუშა მდგომარეობაშ არიან...

 

 

8d1bf2abf9ce.jpg

 

 

ინგლისში ხუმრობენ კიდეც: თითქოს მაღალი კლასის იარაღის მწარმოებლებმა დაკარგეს თავიანთი მუშტარები, რადგან ახალგაზრდა მონადირეები ბაბუების და მამების დანატოვარი იარაღით მშვენივრად ნადირობენ და ისვრიან სტენდებზე, ამ თოფებს კი დაძველების არავითარი კვალი არ ეტყობათ.......
სპორტული იარაღის დახასიათება დავიწყოთ რუსულით.
.... საბჭოთა კავშირში და არა მარტო, სპორტი პოლიტიკის ნაწილი იყო და არის, განვითარებული სპორტი მეტყველებს ქვეყნის რეპუტაციაზე, მეორე მსოფლიო ომამდე რუსეთში ძალიან დაბალ დონეზე იყო განვითარებული ეს "დარგი", როგორც სპორტი ასევე შესაბამისად სპორტული იარაღი პრაქტიკულად არ იყო!. რუსი სპორცმენები ისროდნენე ისევ და ისევ იმ ევროპული იარაგიდან რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ; ი. სტალინმა გასცა ბრძანება შექმნილიყო ასეთი იარაღის მწარმოებელი ორგანიზაცია: Ц К И Б С О О ცენტრალური კვლევით კონსტრუქტორული ბიურო სპორტული სანადირო იარაღის.
საქმე თავიდანვე დაიწყო უცხოური თოფების კოპირებით და გამოვიდა კიდეც ასეთი ორი თოფი
TC 1 და TC2 ანუ ტულის სპორტული. ეს თოფები იყო ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით და სრული საკეტებით, განკუთვნილი სასანგრე სტენდზე სასროლად , თითე ჩამოსათვლელი რაოდენობით вф რათქმაუნდა შეკვეთით!, გამოვიდა მრგვალ სტენდზე სასროლი ლულებითაც. ეს ორივე მოდელი გამოდიოდა 1960 წლამდე. ამ ორ თოფზე ინფორმაცია უკიდურესად მცირეა. რაც მთავარია მათ ვერავითარი გავლენა ვერ იქონიეს სპორტული ცეცხსასროლი იარაღის განვითარებაზე და სპორტზე, მოთხოვნილების 5 % იც ვერ შეავსეს
ორივე თოფი ერთად გამოვიდა ძალიან მცირე რაოდენობით.....

ავტ.ბონე

დღეს დღეისობით ყველაზე პოპულარული სპორტული თოფები, ცხელ ცხელი ათეული

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბატონო ადმინებო .ცალკე თემის გახსნა რომ მოხერხდებოდეს "სპორტული თოფები"  .ეს თემა მაგ განყოფილებაში რომ გადაიტანოთ დიდად დავალებული დაგირჩებით და +დავდებ სხვა დასხვა ავტორების სტატიებს.....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა გუგჯან



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა...

მც-8 -იც მაგ კანტორაში დაიბადა... მაგაზე ცალკე თემა მაქვს გაკეთEბული და ამ განყოფილებაში ჩავაგდებ...



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იცი რა ბონეს აქვს გადასარევად გაკეთებული სტატიები ამ განყოფილებისათვის და შენებიც აქ დადე.....







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?