Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჭოვილო (დუპელი)

 

kwygk-300x238.jpg

 

ჭოვილო გადამფრენ სანადირო ფრინველთა შორის საქართველოს მონადირეების ერთ-ერთი საყვარელი სანადირო ობიექტია გაზაფხულზე ჭოვილო საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარე მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ხეობებით და მიისწრაფვის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედის გავლით. ჭოვილო დროებით ჩერდება გარდაბანის ტრამალებში, მტკვარის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკირის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ჭაობებში, აგრეთვე ქარელის, აფხაზეთის, აჭარის, ლანჩხუთის, ფოთისა და სხვა რაიონებში. ჩვენში ჭოვილო აპრილის მეორე ნახევარში გამოჩნდება ხოლმე. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ინვისის დასაწყისამდე გრძელდება.მისი საყვარელი ადგილებია ნესტიანი, ოდნავი წყლით დაფარული ბუჩქიანი საძოვრები, ძველი მოუხნავი ბალახიანი ადგილები და ზოგჯერ კარტოფილისა და კომბოსტოს სავარგულებიც. შედარებით სწორი და თხელი ბუჩქნარიანი ადგილი საწინდარია იმისა, რომ მეძებარმა კარგად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, ხოლო მონადირე დატკბეს თავისი აღზრდილის ფრინველზე მუშაობის ყურებით. ჭოვილოზე ნადირობა იყოფა ორ პერიოდად: საგაზაფხულო ნადირობა_მაისის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე და მასიურად მოფრენილ ფრინველზე ნადირობა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ჭოვილო დროებით შეჩერდება გამოსაკვებად თბილ ქვეყნებში გადაფრენისას. როგორც წესი, ჭოვილო ახლოს უშვებს მეძებარს და ძაღლს საშუალებას აძლევს ახლო მანძილზე გაუკეთოს მას ნაბული. აფრენის შემთხვევაში მიფრინავს დაბლა, პირდაპირ და ნელა და თუ თოფის სროლისაგან დამფრთხალი არ არის ახლო მანძილზე გადაადგილდება. ეს კი საშუალებას იძლევა ხელმეორედ გავაგზავნოთ ძაღლი მის მოსანახავად.
ჭოვილოს აფრენის შემთხვევაში საჭიროა კარგად გაისინჯოს ყველა ის ადგილი, სადაც გვიხდება ნადირობა. ზოგჯერ ჭოვილო ერთადაა თავმოყრილი პატარა ფართობზე და რაც მთავარია ხელიდან არ უნდა გავუშვათ კარგი შესაძლებლობა-დავტკბეთ მასზე ძაღლის მუშაობისაგან მიღებული შთაბეჭდილებით. შემჩნეულია, რომ ჭოვილო დილის და საღამოს საათების გარდა არ უჩერდება ძაღლს ნაბულზე და რომ არ გადავღალოთ ძაღლი სასურველია შუადღის საათებში დავასვენოთ იგი. ჭოვილოზე ნადირობისას მეძებარი ძაღლი უნდა იყოს კარგი დამჯერი, ქონდეს სწორი ძებნის მანერა და კარგი ყნოსვა, შეეძლოს განსაკუთრებით, გადამჯდარი ფრინველის კარგად დამუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი დააფრთხობს და ააფრენს ფრინველს მასთან ახლო მისვლამდე, ნაბულის გაკეთებამდე. ვინაიდან გადამჯდარი ჭოვილო კარგად იმალება და ქარის ნაკადს ცუდად მიაქვს მისი სუნი, ამიტომ ძაღლი მას უნდა ეძებდეს ფრთხილად, მაღლა ეწიროს თავი და კარგად იყენებდეს ჰაერის ნაკადს, თუ ჭოვილო ძაღლის მასთან მისვლამდე აფრინდება და ვერ მოვასწრებთ სროლას, ჯობს საერთოდ არ ვესროლოთ, ვაცალოთ ახალ ადგილზე გადაფრენა და ვინაიდან შორს არ გადაადგილდება შესაძლებლობა მივცეთ ძაღლს ხელმეორედ დაამუშაოს იგი და რეზულტატიანი სროლაც გარანტირებულია. ჭოვილო ვერ უძლებს პატარა ჭრილობასაც და მის მოსაპოვებლად 10-11 ნომერი საფანტია საჭირო. შემჩნეულია, რომ ყველა ჯიშის მეძებარი, მათ შორის სპეციალურად მწყერზე გაწვრთნილი ძაღლი, ჭოვილოს ნაბულს უკეთებს და მის სუნს დაიჭერს 25 ნაბიჯზე, მწყერს კი 10-15 ნაბიჯზე.ამიტომაც ჭოვილო ერთი იმ ფრინველთაგანია, რომელზეც შეიძლება ძაღლის გაწვრთნა და სანადიროდ მომზადება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძალიან საინტერესოა....

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

მე როგორც ვიცი აკრზალულია დუპელზე ნადირობა , რამე ახალი ხოარარი ხოარ დაუშვეს ? შარშან დავრეკე სამინისტროში და არ დაუშვიატო ესე მითხრეს :( რამე იმფორმაციას თუ ფლობთ განსხვავებულს დაწერეთ რა



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალი სეზონი 6 თვეში იწყება და , რა ცვლილება იქნება ეხლა ძნელი სათქმელია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ანუ დაშვებული არარი ხო ? 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ ობიექტებზეა ნებადართული

 

დანართი 1(15.01.2014 N 98)
 
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

 

ლათინური დასახელება ქართული დასახელება   ვადები         გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა.

1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი

4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი

6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი

8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი

12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი

3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 10.11 3 ცალი

4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 10.11 5 ცალი

5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 10.11 2 ცალი

6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი

7 Fulica atra მელოტა 10.09 – 10.11 5 ცალი

8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი

9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 10.11 3 ცალი

10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი

11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 10.11 2 ცალი

12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 10.11 3 ცალი

 

სხვა ფრინველები

1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03  3 ცალი

2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  5 ცალი

3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  20 ცალი

4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  10 ცალი

5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  10 ცალი

6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  10 ცალი 7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე  10 ცალი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ეს დანართი გადაათვალიერე. აქაა საერთოდ რაც შეიძლება , მონადირებულ იქნას , თავისი ვადებით და რეგიონებით , მითითებული.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ეს გასაგებია, მოკლედ დუპელი არარი ამ ჩამონათვალში და რატო ვერ ვხვდები :((( არმინდა შეურაცყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ მგონი არაპროფესიონალიზმის ამბავია :(( ბოდიში მომითხოვია 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

ბოდიში კი არა უტვინოები არიან  ;) მაგათ ფლორა და ფაუნის არაფერი გაეგებათ როგორც მე ჩინურის არ გამეგება არაფერი



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კორექტულობისაკენ მოგიწოდებთ , ახალგაზრდებო ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?