Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერნესტ ჰემინგუეი
1899-1961წწ

ცნობილი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი თავგადაკლული მონადირე გახლდათ.
ნადირობისადმი ლტოლვა მამამისის, კლარენსის დამსახურება გახლდათ, რომელიც კარგი ექიმი იყო და ჩიკაგოს გარეუბნებში იკლავდა ნადირობის ჟინს(სახლში ბლომად სანადირო თოფი ჰქონდა).
როცა ერნესტი წამოიზარდა, მამამ სანადიროდ ტარება დაუწყო და ფაქტიურად დააავადა თავისი გატაცებით_ნადირობით. მომავალი მწერლის დედას უნდოდა შვილი მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ მას ფაქტიურად სძულდა ვიოლონჩელო, სამაგიეროდ ნადირობის სიყვარული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე თან გაყვა... 1961 წლის 2 ივლისს ერთი ვერსიით ბერნარდელის ფირმის ორლულიანით მოისწრაფა სიცოცხლე(არსებობს სხვა ვერსიაც).
როცა ყმაწვილი 12 წლის გახდა ბაბუამ აჩუქა მისი პირველი ცალლულიანი 20 ყალიბის თოფი. ერნესტი ძალიან ამაყობდა მისი საჩუქრით და ოცნებობდა ჯუნგლებში ნადირობაზე; მას ეჯერა, რომ ნატვრა აუხდებოდა.
წამოზრდილმა ჰემინგუეიმ მოასწრო რეპორტიორად მუშაობა, პირველ მსოფლიო ომში სასწრაფო დახმარების მანქანაზე მძღოლად მუშაობა, მიიღო იტალიის მედალი ,,მამაცობისათვის", დამკვიდრდა პარიზში, დაწერა პირველი ნაწარმოები, გამოსცა პირველი წიგნი, პირველი რომანი, ნახა პირველი ფილმი რომელიც მისი რომანის მიხედვით გადაიღეს; დაოჯახდა, განქორწინდა, კვლავ დაქორწინდა, გახდა მამა...
1933 წლის 22 ნოემბერს მწერალი მეუღლესთან ერთად მარსელიდან გემით გაემგზავრა პორტ მომბასისაკენ. აქედან მატარებლით წავიდა ნაირობიში, სადაც მათ ელოდათ მონადირე-გამცილებელი ფილიპ პერსივალი.
აქედან ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანით სამხრეთისაკენ ტანგანიკისაკენ გაეშურენ. საღამოს მათ შეძლეს ლომის მონადირება_ პირველი გასროლა ჰემინგუეის მეუღლემ, პოლინმა შეასრულა, მათი აზრით ნადირი დაიჭრა და გაიქცა, მაშინ ერნესტმა გაისროლა თავისი სპრინგფილდიდან და ლომი დაეცა. მწერალი შემდეგ იხსენებდა: ,,მეგონა დაჭრილი ლომი შეტევაზე უნდა გადმოსულიყო და მზად ვიყავით სულ სხვა განცდებისათვის, მან კი გაქცევა დაიწყო_ სულ სხვას ველოდით".
ნადირის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მას მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. ე.ი. პოლინმა დააცილა.


1934წ აფრიკა_ერნესტ ჰემინგუეი
209cb7e215d4.jpg


აფრიკასთან შეხვედრის სიხარული ავადმყოფობამ შეცვალა. გემზე მწერალი ამების დიზინტერიით დაავადდა და რამდენიმე თვეში ისე შეაწუხა, რომ იძულებული გახდა ნაირობიში დაბრუნებულიყო და საავადმყოიფოში დაწოლილიყო.
1934 წლის იანვრის ბოლოს ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და თავისი კომპანიონებისაკენ გაეშურა(ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ნადირობის ეპოპეას აგრძელებდნენ).
სანამ თავის სანადირო შემადგენლობას შეუერთდებოდა, გზად ანტილოპებსა და კამეჩებზე ნადირობდა.
ზებრებზე ნადირობა, ვისი ტყავიც თავისი მეგობრებისათვის საჩუქრად უნდოდათ, ცოტა მოსაწყენად ეჩვენებოდა. სანადირო ექსპედიციასთან შეერთების შემდეგ, მათ ისევ ერთად გააგრძელეს გზა, რომელიც ჭაობზე(!!!) გადიოდა. აქ მათ შეხვდათ უამრავი იხვი, სადაც მწერალმა კარგად მოიოხა გული ფრინველზე.
მწერალი ოცნებობდა ანტილოპა კუდუს მოკვლას, რომელიც ძალიან ფრთხილი ცხოველია. ათდღიანი ლოდინის შემდეგ ერნესტმა ნახევარი საათის შუალედში 2 ბრწყინვალე ეგზემპლიარი დააგდო...
წვიმების სეზონი ახლოვდებოდა, ტრანსპორტით გადაადგილება მალე შეუძლებელი გახდებოდა და მონადირეებს აფრიკის ეს ნაწილი უნდა დაეტოვებინათ...


1934 წელი(თებერვალი). ფილიპ პერსივალი და ჰემინგუეი აღმოსავლეთ აფრიკაში
8c744660c586.jpg


გავიდა ორი ათეული წელი. მწერალმა კიდევ ორჯერ შეიცვალა მეუღლე, მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში, გახდა ძალიან ცნობილი... გადაწყვიტა დაესვენა და ამისათვის საუკეთესო ადგილი აფრიკა აირჩია. ერნესტს ენატრებოდა იქაური ჰაერის ჩასუნთქვა. ამჯერად მეოთხე მეუღლის თანხლებით(მერი ერქვა) გაეშურა შავ კონტინენტზე და იქ კვლავ გამცილებლად ფილიპ პერსივალი დახვდა.

4283086630c8.jpg

ნადირობაში გზად გაიცნო ეგერი დენის ზაფირო, რომელთანაც ისე დამეგობრდა, რომ ერთად დაიწყეს ნადირობა მარტორქებზე, ლომებზე, ანტილოპა-გნუებზე. უფრო მეტიც, როცა დენისს სასწრაფოდ დაჭირდა ცოტა ხნით სხვა ადგილზე წასვლა, ჰემინგუეიმ შეცვალა პოსტზე ეგერი! მწერალი სიამოვნებით არჩევდა ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საჩივრებს(ჩივლობდნენ სპილოებს), კლავდა შინაურ თხებზე მონადირე ლეოპარდებს და ა.შ.

1954 წელი_ ერნესტ ჰემინგუეი საფარიზე
e134408657e6.jpg

90f98a431385.jpg

აფრიკის თავზე ერთ-ერთი გადაფრენის დროს მწერლის პატარა თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა უკაცრიელ ადგილზე. ერნესტს ხელი ჰქონდა ამოვარდნილი, ხოლო მის მეუღლეს რამდენიმე ნეკნი ჩამტვრეული... რადიოკავშირი ვერ მყარდებოდა, ხოლო სურსათი სულ რამდენიმე დღეს ეყოფოდათ... მცირე თვითმფრინავთა ავიაკატასტროფებში მწერალი და მისი მეუღლე რამდენჯერმე მოხვდნენ, თუმცა უვნებელი რჩებოდნენ. მწერალს უყვარდა ამ კატასტროფათა შემდეგ გამოქვეყნებული თავისივე ნეკროლოგების კითხვა. ამ დროს ყოველთვის ირონიით ამბობდა: ასე კარგად ჩემს თავზე მეც ვერ დავწერდიო...
მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. მისი კალმით აღწერილი ნაწარმოებები ასე თუ ისე აფრიკული საფარის განცდებითა და ემოციებით იყო ყოველთვის დატვირთული. როცა მწერალი პირველად მოხვდა შავ კონტინენტზე ის წერდა: ,, მე ისევ მოვალ აფრიკაში... იმიტომ რომ მე მომწონს აქ ცხოვრება_ ნამდვილი ცხოვრება და არა მხოლოდ არსებობა"



ffa29971d463.jpg

https://club-monadire.ge. ავტ.გურულო



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4483 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მაგარი ადამიანი როგორც ვიცი თევზაობის მოყვარულიც იყო , ამ კაცს ეთქმის ვინადირეო :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე მეთევზეც მაგარი ყოფილა. კუბაზე ცხოვრებისას , სირიოზულად თევზაობდა (ხმალთევზას ჩათვლით.)... ის ხომ გახსოვთ მისი ნაწარმოები, "მოხუცი და ზღვა" .  ამ შთაბეჭდილებებითაა გაჟღენთილი 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

max-and-ernest-269x300.jpgეს სურათი მაგ დროინდელია ზუსტად....



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი კაცი იყო მართლა......

 

ერნესტ ჰემინგუეის საფლავზე წერია: „ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა – შემოდგომის ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე ფოთლები, ზევით კი, ლურჯი, უქარო ცა. ახლა იგი, სამუდამოდ, ამ ყველაფრის ნაწილი იქნება.“

გთავაზობთ ჰემინგუეის რამდენიმე ბრძნულ ციტატას“

1. ნურასდროს დაეცემით სულიერად. ეს ჩემი წარმატების საიდუმლოა. არასოდეს დაეცე სულიერად ხალხის თანდასწრებით.

2. ფხიზელ მდგომარეობაში აქციეთ რეალობად ყველაფერი, რასაც სიმთვრალეში დაჰპირდით – ეს დაგეხმარებათ, რათა ენაზე კბილის დაჭერა ისწავლოთ.

3. იმოგზაურე მხოლოდ იმასთან ერთად, ვინც გიყვარს.

4. თუკი ცხოვრებაში, თუნდაც, მცირე სამსახურის გაწევა შეგიძლიათ, ნუ მოარიდებთ მას თავს.

5. ნუ იმსჯელებთ ადამიანზე მხოლოდ მისი მეგობრების მიხედვით. გახსოვდეთ, იუდას უზადო მეგობრები ჰყავდა.

6. ნახატებს მიუკერძოებლად შეხედე, წიგნი პატიოსნად წაიკითხე და იცხოვრე ისე, როგორც გეცხოვრება.

7. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა ვინმეს ნდობა, მისდამი ნდობაა.

8. უნდა იყიდოთ, ან ტანსაცმელი, ან ნახატები. სულ ესაა. ძალიან მდიდარი ადამიანებიდან არავის შეუძლია ორივეს შეძენა. ნუ მიანიჭებთ დიდ მნიშვნელობას ტანსაცმელს, ნუ მიედევნებით მოდას, იყიდეთ გამძლე და კომფორტული ნივთები. ამგვარად, ნახატებისთვისაც დაგრჩებათ ფული.

9. ყველა არსებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი, თუმცა, სწორედ მას აქვს ამისათვის ყველაზე ნაკლები მიზეზი.

10. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვისთან ერთადაც ადვილია და ასევე ადვილია მათ გარეშე. და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, მაგრამ მათ გარეშე – შეუძლებელი.

11. ინტელიგენტი ადამიანი ზოგჯერ იმის გამო თვრება, რომ დრო თავის სისულელესთან ერთად გაატაროს.

12. თუ საკუთარ თავს ხუმრობის უფლებას აძლევ, ხალხი არ გიყურებს სერიოზულად. და ზუსტად ამ ადამიანებს არ ესმით, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც ვერ გადაიტან, თუკი არ იხუმრე.

13.ადამიანი არაა შექმნილი მარცხისთვის. შესაძლებელია ადამიანის განადგურება, მაგრამ შეუძლებელია მისი დამარცხება.

14. ჭკვიანი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან ბედნიერნი.

15. ნამდვილად მამაც ადამიანს არ სჭირდება დუელი, მაგრამ მას ხშირად მშიშრები მართავენ, იმისათვის, რომ საკუთარი თავი თავისსავე სიმამაცეში დაარწმუნონ.

16. ადამიანს არ შეუძლია მარტო. მას არაფერი შეუძლია მარტო.

17.ყველა კარგი წიგნი ერთმანეთს ჰგავს: ისინი ცხოვრებაზე უფრო ჭეშმარიტია.

18. რა უშლის ხელს მწერალს? – სასმელი, ქალები, ფული და ამბიცია. და ასევე სასმლის, ქალების, ფულისა და ამბიციის არარსებობა.

19. მწერალმა სათქმელი კი არ უნდა ილაპარაკოს, უნდა დაწეროს.

20. დაწერე მთვრალმა, დაარედაქტირე ფხიზელმა.

21. ვხვდებით მაგრები იქ, სადაც ვტყდებით.

22. ბედნიერება – ეს ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერებაა.

23. მას, ვინც ერუდიციითა და ცოდნით ტრაბახობს, არ გააჩნია არც ერთი და არც მეორე.

24. სჯობს, არ გქონდეთ იდეოლოგია, ვიდრე – სამსახური.

25. ჩემთვის სულერთია, რა არის სამყარო. ყველაფერი, რისი ცოდნაც მსურს, ესაა – როგორ ვიცხოვრო მასში. თუმცა, თუ მიხვდები როგორ იცხოვრო მასში, გაიგებ, როგორია სამყარო.

26. არსებობს ომზეც უარესი რამ: სიმხდალე, ღალატი, ეგოიზმი.

27. არც ისე რთულია, მოეწყო ცხოვრებაში, როდესაც არაფერი გაქვს დასაკარგი.

28. ის, ვინც იგებს ომს, არასოდეს წყვეტს ბრძოლას.

29. რაც ბედნიერებასა და სიამაყეს გაძლევს, შეუძლებელია, იყოს სამარცხვინო.

30. სამყარო კარგი ადგილია, მის გამო ღირს ბრძოლა და მე ძალიან არ მინდა მისი დატოვება



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის ძალიან საინტერესო აფორიზმებია. განსაკუთრებით ეს.

"სამყარო კარგი ადგილია, მის გამო ღირს ბრძოლა და მე ძალიან არ მინდა მისი დატოვება"



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო ძალიან საინტერესო ადამიანი იყო...

 

2. ფხიზელ მდგომარეობაში აქციეთ რეალობად ყველაფერი, რასაც სიმთვრალეში დაჰპირდით – ეს დაგეხმარებათ, რათა ენაზე კბილის დაჭერა ისწავლოთ.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2679 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

გენიალური ადამიანი იყო


ჩამსწორებელი დუდუ, 25 September 2018 - 11:15 AM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?