დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და კლუბში ბიღებისთვის გენაცვალეტ გულში
ბაბუ არ მინდა ვინმეს ზედმეტად არც მკაცრი მოვეჩვენო და მითუმეტეს არც ურთიერთობების გამაოფიციალურებელი. უბრალოდ ჩვენივე თამაშის წესებს(პრინციპებს) . ვიცავთ და არასდროს ვარღვევთ. გამონაკლისების დაშვება შეიძლება , პრინციპების დარღვევის დაშვება-გამორიცხულია.
ამიტომ ახილეს ჩვენ კლუბში მიღება გვაქვს 6-12 თვის თავზე.მას მერე რაც ადამიანს გამოუჩნდება რეკომენდატორი.(ები) ამ პერიოდის განმავლობაში შენ ურთიერთობ ყველა ლეგიონერთან, ვინაიდან კლუბში მიღება ხდება ერთხმად100% მხარდაჭერის შემთხვევაში. 1 ხმაც(არგუმენტირებულად) თუ წინააღმდეგია კანდიდატს უარი ეთქმება.ეს პერიოდი კი მისთვისაა რომ კანდიდატმა და ლეგიონერებმა მოახერხონ ურთიერთ გაცნობა და საერთო ენის გამოძებნა. ვინაიდან შენ ყველა ლეგიონერს კარგად იცნობ დარწმუნებული ვარ რომ ყველა დაგიჭერს მხარს. მაგრამ მიღება ხდება ან სეზონის გახსნაზე ან დახურვაზე . გამონაკლისის სახით -საახალწლოდ , მაგრამ არა უადრეს 6 თვისა. გამომდინარე იქედან რომ განაცხადი გააკეთე მაისის ბოლოს მიღება გიწევს სეზონის დახურვაზე-თებერვალში.
მანამდეც კანდიდატი რომელსაც ყავს რეკომენდატორების სრული შემადგენლობა სარგებლობს ლეგიონერის ყველა უფლებით და ასევე აქვს ისეთივე პასუხისმგებლობა როგორც ლეგიონის დანარჩენ წევრებს.
გილოცავ პირველი 2 ეტაპის გავლას და წარმატებებს გისურვებ მესამე ეტაპზეც.