სალამი ბატონებო! ვინაიდან და რადგანაც ჩემი აარეულ-დარეული ცხოვრების წესი ვერ მაძლევდა საშუალებას აქტიურად ჩავრთულიყავი ლეგიონის ცხოვრებაში, დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი კლუბში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას, თუმცა ამის სურვილი ყოველთვის მქონდა!!!! დიდი ჭმუნვა-ფიქრის შემდეგ,გადაწყვეტილება გამოცხვა!.. არ გამოდის სხვაგვარად , ამდენი მონათესავე სული შენს ირგვლივაა და შენ დისტანცირებდე არაა სწორი!!!!!! მოკლედ-მეც ქე მინდა ლეგიონში !!!! იმედს ვიტოვებ გამოჩნდება გულისხმიერი 5 რეკომენდატორი და გავხდები ლეგიონის ძმური ოჯახის წევრი!
პატივისცემით დიმიტრი მაჭავარიანი !!!!!
ვააახ დიმიტრი მაჭავარიანო , შენ შემოგევლე რა. დავიღალე შენი მოყოლილი ისტორიების მოყოლით. ჰა როგორ იყო ? ჟუჟუნა ლეიბს რო ბერტყავდა მეორე სართულზე და ამ დროს ეჩმიდან შარვალჩახდილ მეუღლეს დანახვაზე რომ კივის? ამას თუ მოვესრებოდი რო ამფერი გლახა ამბავი დაგემართებოდაო. შენ ძმობას ვფიცავარ აი მთელი დღე სულელივით ვიცინი. ამ ხნის კაცი ვარ და ლუბლიანას ქუჩაზე მანქანაში ვიჯექი სვეტაფორზე და რატომღაც გამახსენდა ხოდა გამეცინა . ამ დროს გვერდზე პატრულის მანქანა ამომიდგა და რო მიყურებს მხრები მიცახცახებს და ვიკრიჭები . მაჩვენა გადააყენეო. მოწიწებით მოვიდა და მეუბნება - რა გაგჭირვებიათ ბატონოო , ხომ კარგად ბრძანდებითო. (იფიქრა თეთრწვერა კაცია და გულმა ან რამემ ხომ არ შეაწუხაო. მადლობა პატრულს)
და იცი რა ვუპასუხე? (აი თუ მიხვდები უეჭველი კანფეტი გეკუთვნის),.
ხო და ვპასუხობ რა მჭირსთქვა და -დიმა მაჭავარიანი მჭირს თქვა.
ისიც კაი ტიპი იყო და მეუბნება -ლეგიონი ვერ გევიგეო?(ჩემ ჯიპს LEGION აწერია როგორც ყველა ლეგიონერის ჯიპებს)
მოკლედ შენი ისტორია მოუყევი და ერთად ავცახცახდით . ეს კიდე მეუბნება აი არ ჩაგასუნთქებო ოღონდ ჩემ მეწყვილესაც მოუყევიო და თან ისიც ხო იკრიჭება და ამ დროს იმ მეწყვილებს უქნევს ხელს გადმოდი გადმოდიო.
რას ვიზავდი? იმ სვეტაფორთან მესამედ ავცახცახდი სიცილისაგან და 3 კაცი ვიდექით კბილებ დაკრეჭილები
მოკლედ ძმობილო ჩემთვის დიდი პატივია შენნაირი კაცის რეკომენდატორი და მეგობარი მერქვას ხო და გააკეთე ახლა განაცხადი , ფოტოთი და რამე რაფერადაც სხვებს აქვთ დადებული და საპატიო პირველ რეკომენდატორად ჩავეწერები თუ ბიჭები დამითმობენ ამ პატივს.
მოკლედ ჩემგან გაქვს
დიდი კიიი!!!