სახელი: პაატა
გვარი: ჩადუნელი
დაბადების თარიღი: 13.02.1985
ტელ.ნომერი: 2963828: მობ: 577522556
Skype: Paata chaduneli
mail: [email protected]
რეკომენდატორები: ... 1-ბაბუ 2-მოსე 3-პაპა 4-მუსტაფა 5-გორდა 6-ფხოველა 7-თორღვა 8-ფარა
მოგესალმებით კაცებო! სულ რამდენიმე თვეა შემოვუერთდი ლეგიონის ვებ გვერდს და ფორუმს და ამ დროის განმავლობაში უკვე გამოვიტანე დასკვნები, დასკვანა არის ერთმნიშვნელოვანი, აქ თავმოყრილია ნამდვილი მონადირეები, სამშობლოს და ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული კეთილშობილი ხალხი, სულ ორჯერ ვიყავი ლეგიონთან ერთად სანადიროდ და ორივე შემთXვევაში აღფრთოვანებული დავრჩი ადამიანობით და მეგობრული განწყობით, ერთმანეთზე ზრუნვით და გაფრთხილებით, რაც მეც გადმომედო. ჩემთვის როგორც ადამიანისთVის, პირველ ადგილზე დგას ადამიანებს შორის ურთიერთობა, ურთიერთგაგება და პატივისცემა და ამსი შემდეგ მოდის ყველაფერი. მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ, რომელსაც ნადირობა მამამ შეაყვარა, მას შემდეგ რაც ფიზიკურად მოვერიე და ხელში დავიჭირე 2 ლულიანი თოფი "მოწამლული" ვარ ბუნების სიყვარულით და ნადირობით... დავიბადე და გავიზარდე ბორჯომის ულამაზეს ხეობაში და ალბათ მიხვდებით თუ როგორ მიყვარს ბუნება. მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა ამ ოჯახის წევრი, მზად ვარ საკუთარი საკმაოდ დიდი კარიერული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო კლუბის ინტერესებს ნებისმიერ საკითხში. ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ და მოწიწებით ვთხოვ ლეგიონის გამგეობას, განიხილოს ჩემი კანდიდატურა კლუბის წევრობაზე
პატივიცემით
პაატა

გილოცავ ძმობილო გილოცავ.!!! ბარბარობას გილოცავ ჩეროკიან და ლეგიონის ოჯახში შენი მიღების პროცესის დაწყებას. ამ ბიჭებმა ოჯახის კარიც გაგიღეს ძმაო და გულებიც. ის რომ უკვე 7 ლეგიონერი გიცხადებს ნდობას და ძმობას , შენი კაცობის დადასტურებაა. არ დაგიმალავ ძმობილო და მიხარია რომ აბსოლუტურად ყველამ , ვინც კი გაგიცნო, აბსოლუტურად ყველამ გამოთქვა თავისი კაცური აზრი შენს შესახებ. გილოცავ ძმობილო!!! დღეიდან გერთვება დახურულიც და შენი მიღების დღემდეც ჩაირთო წამზომი