Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54

 

 

 

 

%D0%98%D0%96-54.jpg

 

 

 

.

..

.8578643.jpg

..

 

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სანადირო იარაღს მიეკუთვნება რუსული წარმოების გლუვლულიანი სანადირო თოფები, მათგან გამორჩეულია ИЖ-ის მოდელები, ისინი საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი, საიმედო იარაღებია და თანაც ფასიც ხელმისაწვდომია.

გავეცნოთ ИЖ-54:

.

 

.

.2514679.jpg.

.

.

 

გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54, მიეკუთვნება ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდის, გლუვლულიანი თოფების სერიას, რომლებიც სამართლიანად ითვლებიან რუსული სანადირო იარაღის სიამაყედ. მათი სერიული გამოშვება დაიწყეს 1954 წლიდან. კონსტრუქტორი – ა.ა. კლიმოვი(თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან, მისი წინამორბედია ИЖ-49.)
ИЖ-54 -ს 15 წლის მანძილზე უშვებდნენ სამამულო და საექსპორტო სახით. გამოშვებული იყო 500 000 მეტი ცალი აქედან 70 000 საესპორტოდ. ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის დამკვიდრებას.
მოდელი ИЖ-54 გამოირჩევა კონსტრუქციის მაღალი გამძლეობით, ქონდა ლულის სამმაგი ჩამკეტი. ლულის კონფიგურაცია გათვლილი იყო ამ კალიბრისათვის ყველაზე დიდი ზომის საფანტიანი ვაზნებისთვის. ლულის ლითონი იყო მოქრომილი, რაც ამაღლებდა კოროზიისადმი მის გამძლეობას. ამ მოდელიდან დაწყებული ИЖ-ის ყველა თოფს უკეთდებოდა ქრომირება. თოფის კონსტრუქცია დამზადებული იყო ზეგამძლე ფოლადისაგან, გათვლილი იყო დენთის გაზის მაქსიმალურ დაწოლაზე. ამ თოფის გამძლეობა მაქსიმალურად დამტკიცდა მონადირეების მიერ, მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ. მონადირეების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ათასი გასროლის შემდეგაც ИЖ-54 ინარჩუნებს სრულ მუშა მდგომარეობას და არ ახასიათებს ლულის “რხევა”. თოფის გადახსნა ადვილად ხდება, რაც აადვილებდა და უსაფრთხოს ხდიდა მის მოხმარებას.
გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54 – კონსტრუქციის სიმტკიცით, საიმედობით, შესრულების მაღალი ხარისხით, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იარაღად მონადირეებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მძიმეა თანამედროვე ევროპულ იარაღთან შედარებით(ეს თვისება დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, – გასროლისას თოფის უკუდარტყმა ნაკლებია).
1956 წლიდან გამოუშვეს მოდელი ИЖ-54 “Спорт”. ის იყო უფრო დახვეწილი მოდელი კონსტრუქციით და ვიზუალურადაც. ეს იყო სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე.
თოფის მახასიათებლები:
ჰორიზონტალურ ლულებიანი – 12 კალიბრიანი
ლულები სახსნელი სიგრძე – 730 ან 750მმ
სავაზნის სიგრძე – 70მმ.
ლულათა შევიწროება – სტანდარტული, პარაბოლური.
სავაზნე და ლულა- ქრომირებული.
მასა შეადგენს – 3,3 – 3,5კგ.
რესურსი – 7500 გასროლაზე მეტი.

წყარო:monadire.info


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძალიან აქებენ ამ მოდელს...იჟ-58
ამ თოფის ბაზაზეა წარმოებული თუ არ ვცდები

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მანტისა რომ ეძებდა ნახა ?

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მანტისამ იყიდა რაღაც ჰორიზონტალი თურქულია მაგრამ რა ჯიშია არ ვიცი

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
იჟ 58 არის ამის მერე შექმნილი მოდელი, ამის ბაზაზეა აწყობილი კი. მაგათი სურვილი იყო გაუმჯობესებული იჟ-54 მიეღოთ

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

იჯ 54 გრავირება აქვს კარგი

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ისედაც მაგრად მევასება იჟ-54.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იჯ 54 გრავირება აქვს კარგი

 

ხო, შედარებით
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?