Jump to content

სურათი

პნევმატური იარაღის გაფორმება

პნევმატიკა კისტის თოფი ტირი კისტი

ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

დაიწყო პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და გაითვალისწინეთ 200 ლარია ჯარიმა გაუფორმებელ იარაღზე და კონფისკაცია პარალელურად იარაღის, ასე რომ გაითვალისწინეთ ყველა პნევმატიკის მოყვარულმა 

 

ამონარიდი მაცნედან 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება№963
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14
1
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის
№337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. თანდართული რედაქციით დამტკიცდეს:
ა) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესი
(დანართი N1);
ბ) ფიზიკური პირის კუთვნილი პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართ N2);
გ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური და
იურიდიულ პირების კუთვნილი პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართ N3);
დ) პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე გადატანის დროებითი მოწმობა (დანართი N4);
ე) პნევმატური იარაღის გადატანის დროებითი მოწმობა (დანართი N5);
ვ) პნევმატური იარაღის ჩასაბარებლად გადატანის დროებითი მოწმობა (დანართი N6).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი N1
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაციის წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი
ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი  სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და
სპორტული პნევმატური იარაღებისა (შემდგომში – პნევმატური იარაღი), აგრეთვე „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური
იარაღების საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო;
ბ) ნებართვის მფლობელი პირი – პნევმატური იარაღის მესაკუთრე ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
გ) ფიზიკური პირი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე ფიზიკური პირი;
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
დ) დაინტერესებული პირი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი,
რომელიც ახორციელებს სააგენტოში პნევმატური იარაღის რეგისტრაციას;
ე) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან
გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ვ) რეგისტრაცია – „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14
1
მუხლით
განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის N223 დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის
პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პნევმატური იარაღის სააგენტოში
რეგისტრაცია;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი– ამ წესის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს: 
ზ.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში:
ზ.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (მათ შორის, პირადობის ელექტრონული მოწმობა),
საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
ზ.ა.ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას – საქართველოს
მოქალაქის პასპორტს ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემულ
მართვის მოწმობას;
ზ.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს;
თ) პნევმატური იარაღის გადატანასთან დაკავშირებული დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან
იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული პნევმატური იარაღი:
თ.ა) რეგისტირებული პნევმატური იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
თ.ბ) რეგისტრირებული პნევმატური იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და
შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
თ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ი) შეძენის ყუა – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პნევმატური იარაღის შეძენის ფაქტს;
2. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე პნევმატური იარაღის  რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია 
დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
მუხლი 3
1.  დაინტერესებულ პირზე   პნევმატური იარაღის რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციასა და ჩამოწერას
ახორციელებს სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოს უფლება აქვს,
მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი
(მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს სარეგისტრაციო ჩანაწერებში ან სხვა მონაცემებში ცვლილებები ან
შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის
ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური
საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა,
როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული
ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის
თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ
სტრუქტურულ ერთეულს, მიუხედავად საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილისა.
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
4. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (მათ შორის, პირადობის
ელექტრონული მოწმობა) წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი
საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1
აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
დადგენა  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტების გაცემის ამსახველ მონაცემთა ბაზის მეშვეობით.
5. მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო
არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ინახება
ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
6. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით.
7. პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მხოლოდ სააგენტოში რეგისტრირებულ
კონკრეტულ პნევმატურ იარაღზე.
8. დაუშვებელია ერთსა და იმავე პნევმატურ იარაღზე ერთდროულად სხვადასხვა პნევმატური იარაღის
სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა თითოეულ
პნევმატურ იარაღზე ცალ-ცალკე.
მუხლი 4
1. პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება პნევმატური იარაღის რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი;
გ) პნევმატურ იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
2. რეგისტრაციის მიზნებისათვის პნევმატური იარაღი ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელმაც
განახორციელა მისი  რეგისტრაციის მიზნით  სააგენტოში წარდგენა, თუ აღნიშნული იარაღი არ არის
რეგისტრირებული სხვა პირზე ან არ იძებნება - ლეგალიზაციის შემთხვევაში.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უფლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი პნევმატური იარაღის
რეგისტრაცია განახორციელოს წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელი) საკუთრების უფლებით
(ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის პნევმატური იარაღის ან/და პნევმატური იარაღის მფლობელის მიერ
სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება პნევმატური იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი;
გ) პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; 
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელმა ფიზიკურმა ან
იურიდიულმა პირმა კუთვნილი პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი;
გ) პნევმატურ იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის ასლი;
ე) პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
5. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ხორციელდება ფიზიკური პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ მოთხოვნის
მომენტისათვის:
ა) ფიზიკურ პირს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო
ცეცხლსასროლი ან გაზის (აირი) იარაღი;
ბ) ფიზიკურ პირს რეგისტრირებული აქვს სხვა პნევმატური იარაღი;
გ) ფიზიკურ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება;
დ) ფიზიკური პირი ახორციელებს პნევმატური იარაღის ხელახალ რეგისტრაციას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება:
ა) თუ ფიზიკური პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის სახდელშეფარდებული პირების შემთხვევაში;
გ) თუ ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში არსებობს ინფორმაცია ფიზიკური
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის
თაობაზე; 
დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების მიუხედავად, სააგენტოს თანამშრომელს აქვს
დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის
წარმოშობისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (თანამშრომელი) არ არის
ვალდებული, დაასაბუთოს ფიზიკური პირის  ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს
კანონმდებლობით  განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.
9. პნევმატური იარაღის გასხვისების შემთხვევაში  ფიზიკური პირი ვალდებულია მიმართოს სააგნეტოს
რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, გასხვისებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 5
1. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:
ა) ფიზიკური პირი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) პირს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მასზე პნევმატური იარაღის რეგისტრაციას;
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
გ) ფიზიკური პირი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ფიზიკური პირი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ფიზიკურ პირს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული;
ვ) ფიზიკური პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ზ) ფიზიკურ პირს არ შესრულებია18 წელი;
თ) ფიზიკური პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ
შემთხვევებში და ვადით;
ი) პნევმატური იარაღი მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებულია კუსტარული წესით;
კ) ვერ დგინდება იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები, გარდა პნევმატური იარაღის ნომრისა;
ლ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა პნევმატური იარაღის კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მისი
დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია;
მ) წარმოდგენილი დოკუმენტები ან/და პნევმატური იარაღი არ აკმაყოფილებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.
2. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაცია უქმდება:
ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) ფიზიკური პირის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) პნევმატური იარაღის გასხვისების შემთხვევაში;
დ) უვარგისი პნევმატური იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში
დადგენილი წესით ჩაბარებისას;
ე) სააგენტოში პნევმატური იარაღის ჩამოწერისას;
ვ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ ნებართვის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პნევმატური იარაღის მესაკუთრე
(მფლობელი) ვალდებულია, 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს პნევმატურ იარაღზე საკუთრების
უფლების სხვა პირისათვის გადაცემის, პნევმატური იარაღის ჩამოწერის ან პნევმატური იარაღის საკომისიო
წესით ჩაბარებისათვის პნევმატური იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად.
4. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება პნევმატური იარაღის
მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების
საფუძველზე.
5. პნევმატური იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე პნევმატური იარაღის  რეგისტრაციით მინიჭებულ
უფლებამოსილებას კარგავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან,
მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარმოებების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის
განახორციელა მან რეგისტრაციაში არსებული ჩანაწერის შეცვლა ან გაუქმება.
6. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
რეგისტრაციის განხორციელების გზით.
მუხლი 6
1. პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება:
ა) დაინტერსებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:
ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი,
სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;
ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი,
სამართლებრივი ფორმა, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;
ბ) პნევმატური იარაღის:
ბ.ა) მარკა;
ბ.ბ) მოდელი;
ბ.გ) იარაღის სახეობა/ტიპი;
ბ.დ) ლულის სიგრძე;
ბ.ე) გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (ჯოული), კალიბრი (ყალიბი), პნევმატური იარაღის ნომერი;
გ) პნევმატური იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი;
დ) პნევმატური  იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის უნიკალური ნომერი, გაცემის თარიღი, რეგისტრაციის
ვადა;
2. ფიზიკურ პირზე  პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შედეგად გაიცემა პნევმატური იარაღის
სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი N2).
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელზე პნევმატური იარაღის
რეგისტრაციის შედეგად გაიცემა პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი N3).
მუხლი 7
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს პნევმატური იარაღის ხელახალი რეგისტრაციის
მიზნით.
2. პირს პნევმატური იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა ამ წესის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას.
3. პნევმატური იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
4. პნევმატური იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას გაიცემა პნევმატური იარაღის ახალი სარეგისტრაციო
მოწმობა, ხოლო ძველი ითვლება ძალადაკარგულად და უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.
5. პნევმატური იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო
უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით მოითხოვოს
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის
შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
6. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ პნევმატურ
იარაღს არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, ნომრის მინიჭება ხორციელდება
უფლებამოსილი პირის მიერ პნევმატური იარაღის დადამღვით.
მუხლი 8
1. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე
სააგენტოში წარდგენის მიზნით, ფიზიკური პირის სახელზე გაიცემა პნევმატური იარაღის ბალისტიკურ
შემოწმებაზე გადატანის დროებითი მოწმობა (დანართი №4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს
მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს პნევმატური იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების
განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ პნევმატური იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის
ადგილზე.
2. პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე გადატანის  დროებითი მოწმობის (დანართი N4) I ნაწილს
ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც
განსაზღვრავს პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფით –
„ძალაშია“ განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, გადაიტანოს
პნევმატური იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად.
3. პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე გადატანის  დროებითი მოწმობის (დანართი N4) II ნაწილს
ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი
უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების
ადგილიდან პნევმატური იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფით – „ძალაშია“
განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა.
4. პნევმატური იარაღის გადატანასთან დაკავშირებული დროებითი მოწმობები (№4, №5 და N6 დანართები)
მოქმედებს მხოლოდ გრაფით – ,,ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.
5. პნევმატური იარაღის გადატანასთან დაკავშირებული დროებითი მოწმობები (N4, N5 და N6 დანართები)
გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული პნევმატური იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12
სამუშაო საათს.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პნევმატური იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა 
შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა
მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.
7. პნევმატური იარაღის გადატანასთან დაკავშირებული დროებითი მოწმობების მქონე პირი ვალდებულია
დაიცვას იარაღის გადატანისა და გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
მუხლი 9
1. პნევმატური იარაღის ჩამოწერისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საკუთრებაში არსებული პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ჩამოსაწერი პნევმატური იარაღი.
2. ჩამოსაწერი პნევმატური იარაღი ბარდება სააგენტოს, ხოლო პნევმატური იარაღის მესაკუთრეს გადაეცემა
სათანადოდ დამოწმებული პნევმატური იარაღის სააღრიცხვო ბარათის ასლი შესაბამისი აღნიშვნით.
3. ჩამოსაწერი პნევმატური იარაღის სააგენტოში ჩაბარების მიზნით პნევმატური იარაღის მესაკუთრეზე
გაიცემა პნევმატური იარაღის ჩასაბარებლად გადატანის დროებითი მოწმობა (დანართი N6), რომელიც
უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს პნევმატური იარაღის
შენახვის ადგილიდან ჩამოწერის განმახორციელებელ ორგანოში გადატანა.
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390
4. პნევმატური იარაღის ჩასაბარებლად გადატანის დროებით მოწმობას (დანართი N6) ავსებს სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს პნევმატური იარაღის ჩაბარების ადგილსა და
გადატანის ვადას. პნევმატური იარაღის გადატანისათვის მიცემული ვადა მიეთითება მოწმობის გრაფაში –
,,ძალაშია“ და არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პნევმატური იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება
დაიწყოს პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს
არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.
6. სააგენტოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, არ განახორციელოს
ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი პნევმატური იარაღის ჩამოწერა.
https://www.matsne.gov.ge 14013000022034016390


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მდააა.... ნებისმიერ პნევმატურს უნდა გაფორმება? ისეთი მაქვს ჩიტს ვერ კლავს და...:-D ან გაფორმება რა ჯდება?

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კისტის თოფებიც უნდა გაფორმდეს? ;)  ვაი ამათ პატრონს? რა იყო ფული საიდან აკრიფონ , მეტი ვერაფერი მოიფიქრეს???

მართლა ქოცები არიან რა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს მეზობელი შემხვდა. ამას წინათ ქავთარაძეზე მივიტნე კისტის თოფიო და ვერ გაუფორმებიათ და ვეღარ გავიგე, .

   გაუფორმებელი კონფისკაცია და 200 ლარიანი ჯარიმაო. გაფორმებით არ აფორმებენ და აბა რა გამოდის ??????

  ამათ ცოტა შიფერი ხო არა აქვთ დაცურებული?  არც გაუფორმებელიო და ვერც აფორმებენ?????

:0076: :0034:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:@@ სუ გაუბერეს ამათმა მგონი.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კი ნამდვილად ეგრეა, მოკლედ რისი თქმა შეიძლება-დებილიზმია ისე როგორც ამ ქვეყანაში ბევრი რამ 

 

გრძლად აღარ დავწერ მერე გინებით მთავრდება :) 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო. გუშინ შემხვდა გაფორმების (ქავთარაძეზე) სერვის ცენტრის თანამშრომელი. მოკლედ გაზით დატუმბული  ბალონებზე  რომლებიც მუშაობენ ის არის გასაფორმებელიო. ნუ წნევაზე დ რაღაცეებზე ლაპარაკობდა. ანუ ჩვენ ენაზე კისტის თოფის პრინციპით მომუშავე თოფებს არ ეხებაო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ანუნპნევმატურ პისტოლეტებს ეხება ძირითადად ხო?



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თაზო , როგორც ამიხსნა , რომელ იარაღსაც გაზის ბალონი აქვს , ანუ იტუმბება იმ იარაღზეო. თან ისიც მოაყოლა , გაფორმება რომ მოგინდეს და თანახმა იყო მოსაკრებელის გადახდის, გაფორმების წესიც (რეგულაცია არ გვაქვს ჯერჯერობითო), მაინც ვერ გაგიფორმებთო.    ანუ იარაღი რომ გაქვს გაუფორმებელი ეს დანაშაულია , მაგრამ გაფორმებით მაინც ვერ გაიფორმებ , რეგულაციის უქონლობის გამო. როგორ მოგწონს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არ დაიჯოროთ არავის ნაბოდიალები , არც იქაური თანამშრომლის და არც არავის, წაიკითხეთ კანონი და იქ გარკვევით წერია , რა უნდა გაიფორმო და რა არა , ვინ დაადგინა რომ ზამბარაზე მომუშავე, ან მულიკომპრესული, ან კომპრესული იარაღი არ არის პნევმატური? რა სისულელეა ,, მაგათ რომ კითხო 4.5 ზევით პნებმატურს გაფორმებაო უნდა რა პრობლემაა ჩამოიტანეო გეტყვიან და არაერთხელ უთქვამთ , კანონშI კი რა წერია მგონი ყველამ კარგად იცით ;) 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ კისტის თოფიც გასაფორმებელია? და რო არ აფორმებენ? ჟორჟიკ რაც ეს კანონი მიიღეს ერთი 100 ცალი ყვავი მაქვს სიცოცხლე ვადა შემოკლებული და გინდა თქვა რომ არა რეგისტრირებულით? ვსიო ხვალ მტკვარში, მოვისვრი  . არა არა მე კანონმორჩილი მოქალაქრ ვარ. ვერ მიფორმებენ და .....მტკვარში ბლიაძ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ზუსტად ეგრეა, თუ გინდა მითხარი ზუსტად  სად გადააგდებ :D :D 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზუსტად ეგრეა, თუ გინდა მითხარი ზუსტად  სად გადააგდებ :D :D

 

ბაბუ , მირჩევნია გაჩვენო, ესე ზუსტად ვერ აგიხსნი.... :0024:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
რეზიკო

რეზიკო

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:zugdidi
  • წარმოშობა:zugdidi

გაუმარჯოს,პნევმატური იარაღის ყიდვა მინდა ასე 600-700 ლარის ფარგლეში და მირჩიეთ რამე

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?