ბატონებო და ქალბატონებო , მინდა გითხრათ რომ ვინაიდან საქართველო ,მდებარეობს აბრეშუმის გზის მეტად საინტერესო მონაკვეთზე, კავკასიაში, აუცილებელია ტურიზმის განვითარება. მისი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.
ტურიზმი საქართველოში. .
ამას წინათ ზუსტად ამ საკითხს მიეძღვნა კონფერენცია , რომლის მუშაობაში იყო ჩართული ჩვენი წარმომადგენლები. მიმხსენებლები ძალიან საინტერესო კონცეპტუალურ ვერსიებში წარმოადგებდნენ ახალ ხედვებსა და განვითარების არა ტრივიალურ მრავალწახნაგოვანი მიდგომების მრავალდფეროვნულ სპექტრს დაწყებული ეკო ტურიზმით და დამთავრებული სამონადირეო ტურიზმით.
ასე და ამგვარად გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ინფორმაციას.
მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტში (2012 წლის ფასებში) 2.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა 101 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, WTTC-ს შეფასებით, აღნიშნული სექტორის წვლილი 2012 წლის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტის 9%, ერთი ადგილი ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან, 5% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 5% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში (მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე 2013 წელს, წლიური განახლება, WTTC).
ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, რომელიც, მსგავსად სხვა განვითარებადი ქვეყნებისა, ფიზიკური კაპიტალისა და ტექნიკური გამოცდილების ნაკლებობას განიცდის, მაგრამ დაჯილდოებულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ორიგინალური ტრადიციებით, ხელუხლებელი ლანდშაფტებითა და სტუმართმოყვარე კულტურით. მართალია ტურიზმი ვერ გამოდგება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალად, მაგრამ მას საქართველოსნაირი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, ამ სექტორს ამჟამად დაბალკვალიფიციურ და დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ჭარბი მუშახელის უფრო ეფექტურად დასაქმება შეუძლია.
უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობდა ტურიზმის სექტორის სტიმულირებას. ამ მოკლე სტატიის მიზანია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა განმარტებებისა და მაჩვენებლების მიმოხილვა და გასაგებ ენაზე ახსნა. ვინ არიან „ტურისტები“ და რა განასხვავებთ მათ „მოგზაურებისა“ და „ვიზიტორებისგან“? წარმოადგენს თუ არა საზღვრის კვეთის სტატისტიკა ტურიზმის დინამიკის დამაჯერებელ მაჩვენებელს? თუ არა, რა დამატებითი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და რა შეიძლება ვთქვათ ამ მასზე დაყრდნობით?