Jump to content


ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დევიმ დამირეკა ქესალოსკენ იხვზე გავიაროთ, თან ლეკვები გავაყოლოთ და გავატაროთო, მეც რათქმაუნდა უარი არ ვუთხარი, ძლივს მოვახერხე და გავატარე ჩემი მდევარი ბუნებაში, მინდა გითხრათ უმაგრესი მონაცემები აქვთ ჩვენს მდევრებს, ბევრჯერ გვასიამოვნებენ.

მოკლედ  2:30 საათზე გამომიარეს მოჩვენებამ და დევიმ, ორთაჭალაში დაგხვდა ვაჟა და გავეშვით ქესალოსკენ, ადგილამდე სულ 200 მეტრი გვეკლდა რომ საშინელი უგზოობის გამო უზარმაზარ ტალახში ჩავვარდით, დარჩენილი გზა ფეხით გავიარეთ გავნაწილდით და გათენებას და პერელიოტს დაველოდეთ, სულ 2 მა გუნდმა გადმოგვიარა ისიც ძალიან მაღალზე, გათენდა დავბრუნდით მანქანასთან შევეცადეთ ჩვენივე ძალებით ამოგვეყვანა ტალახიდან მაგრამ ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო ჩვენმა მცდელობამ, იძულებულები გავხდით სამაშველო გამოგვეძახებინა, სხვათაშორის ძალიან მალე მოგვაქციეს ყურადღება, სანამ სამაშველო მოვიდოდა გავშალეთ მცირეოდენი სანოვაგე ვაჟამ უმაგრესი არაყიც ამოაძრო ბარდაჩოკიდან რაღა გვინდოდა?! ვახსენეთ უფალი, გავიხსენეთ წასულები, დავლოცეთ მონადირეები, ამასობაში სამაშველოც მოვიდა, გააქანა პიკაპი და სადაც დიდი ტალახი იყო პირდაპირ იქ ჩავარდა, ბევრი ჩალიჩის და წვალების შემდეგ როგორც იქნა ამოვიყვანეთ პიკაპი დაგვიბა და ვაჟას მერანიც განთავისუფლდა ტალახისგან, თითო ჭიკით სამაშველოს ბიჭებმაც დაილოცეს და წავიდნენ თავიაანთ გზაზე, გაახაროთ ღმერთმა.

ჩვენც ამოვიწიეთ ზემოთ სადაც ბიჭებს ტურები ეგულებოდათ, გავუშვით ჩვენი მდევრები, ნუ დევის ლეკვზე აღარ მაქვს საუბარი კლასიკური ძებნა აქვს და მშვენივრათ დასდევს, მაგრამ ჩემი ლეკვი პირველად გავიყვანე მინდორში და უზომოთ გამახარა, პირველად ნახა კვალი და წკავწკავით გაყვა კვალს, მერე დევის ლეკვიც მიეხმარა და სდიეს ცოტახანი გერდა დაბრუნდა მალევე ზიზი კი გაყვა კარგათ.

მიუხედავათ ამდენი წვალებისა და ვერაფრის მონადირების უზომოთ კმაყოფილები დავბრუნდით, მაქვს ცოტა ფოტომასალა და დავდებ.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

საკმაოთ დიდი ტალახი აღმოჩნდა, ამხელა პასატკიან მანქანას პოლი ედო და ოთხივე საბურავი ჰაერში ქონდა.

IMG_1412.JPG

გიომ ბევრი ეცადა რომ ამოგვეყვანა მაგრამ....

IMG_1413.JPG

დევიმ ხან მანქანა დაარწია ხან ზედ შეადგა სიმძიმე უნდაო მაგრამ ამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

IMG_1414.JPG



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამ დროს მაშველებიც გამოჩნდნენ.

IMG_1415.JPG

IMG_1416.JPG



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს კი ჩვენი მდევრები რომლებმაც ძალიან გაგვახარეს.

IMG_1417.JPG

IMG_1419.JPG

IMG_1420.JPG

IMG_1423.JPG

IMG_1424.JPG



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მართალია ვერაფერი მოინადირეთ მაგრამ მთავარია ლეკვრბმა გაგახარეს და კმაყოფილები დარჩით მათი მონაცემებით სასიხარულოა რო კიდე ორი მდევარი შეემატა ჩვენს რიგებს ... ისე ეგ პიკაპებიც დიდი ვერაფერი მანქანაა არაა?

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მართალია ვერაფერი მოინადირეთ მაგრამ მთავარია ლეკვრბმა გაგახარეს და კმაყოფილები დარჩით მათი მონაცემებით სასიხარულოა რო კიდე ორი მდევარი შეემატა ჩვენს რიგებს ... ისე ეგ პიკაპებიც დიდი ვერაფერი მანქანაა არაა?

ცუდი არ უნდა იყოს, მე როგორც ვიცი საკმაოდ კარგი გამავლობა აქვს.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგია ბიჭებო, წარმატებები



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ყოჩაღი ძაღლები არიან მაგათი იმედი შეგვიძლია გვქონდეს. ცოტა ხშირათ უნდა ვატაროთ და თუ მოუკლავთ უკეთესი იქნება😊

pre_1417372869__post-118-0-89592600-1417

pre_1417372915__post-118-0-93947400-1417

pre_1417372967__post-118-0-78138700-1417



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგები ხართ გაიხარეთ. ზაზა 2014-2015 წლის სეზონში რო გადავიტანოთ ჯობია ეს თემა... მაგარი გოგოები გყავთ :bravo:

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მართლაც რომ კარგი დღე იყო შემოგევლეთ..ძზალაინ გამიხარდა რომ ზაზას მდევარიც მაგარი გოგოა ...გამიხარდა ზაზას სიხარულით ახსავსე ემოციები რომელსაც არ იმჩნევდა...ორივე და მაგარია სამომავლოდ დიდ კომპოზიციებს შემოგვთავაზებენ.

რათქმაუნდა იხვმა არ "ისირა"   როგორც ზაზამ შეარვქ ამ მოვლენას :ki:  :ki:  :0030:  :0030:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარეთ ქართველებო...მშვენივრად გაგიტარებიათ დღე. ერთად ყოფნით , ლეკვებით, ოფროუდით, სამაშველოს სისწრაფით და გულისხმიერებით....ქართველობით.....

:bravo:

კაი ბიჭები ხართ, ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ ცხოვრების გზაზე..... :good: 

 

 

0-15 ,სურათებს წარწერები გაუკეთე ძმისგულო.. (მე შენის ნებართვით დავმატე...იცი რაც)

ასევე 2014-2015 ის სეზონში უნდა იდოს ( განყოფილებაა შესაცვლელი)


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გაიხარე ბაბუ, ვერ ვუკეთებ წარწერას შენ რომ მასწავლე ისე რომ ვაკეთებ უხარისხო სურათები იტვირთება, მერე თაზო რომ გამოივლის ჩემსკენ უნდა ვთხოვო რომ ამიხსნას როგორ გავაკეთო .



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

შემოგევლეთ ძმებო, გვიმრავლოს ლეგიონს ესეთი და უკეთესი დღეები.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბულიკო პახმელია მაქვს და თან ტელეფონზე გამითავდა . თუ დამირეკავ 2 წუთში აგიხსნი


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბაბულიკო პახმელია მაქვს და თან ტელეფონზე გამითავდა . თუ დამირეკავ 2 წუთში აგიხსნი

ტელეფონით ვარ ეხლა ბაბუ და ვერ გავაკეთებ კომპთან რომ მოვხვდები დაგირეკავ და ამიხსენი იქნება როგორმე მივხვდე. :ki:  :ki:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?