მოკლედ გუშინწინ უსაქმურად ვიჯექით მეზობლები ....ნარდს ვაგორებდით , ის იყო უკვე პურმარილზე წავიდა საუბარი რო მირეკავს მუმუუ. რას შვები ბაბუო, რას ვეტყოდი იგივე ფილმს უყურებ და იგივე სიუჟეტიათქო.
წამო ცუგრიკები გავიყვანოთო და აპარატი წავიღოთღ და წავივარჯიშოთოოო.
გამიხარდა ....ყანწის ჭერას თოფის ჭერა მერჩივნა რა თქმა უნდა. ამ დროს დიმა მაგისტრმა გამომიარა , ბიძაჩემთან ნანადირევი უნდა გამეტნია, იმას გაგამ დაურეკა , ბექაც შემეხმიანა....მე ამასობაში თემაშიც დავწერე გავდივართ მეთქი და ასე და ამგვარად 3 მანქანა შევგროვდიით!
გავეშვით ჩვენი ნაცნობი ადგილებისაკენ და ცოტა ხანში უკვე ადგილზე ვიყავით.
ცოტა გავიარ გამოვიარეთ და დავიწყეთ აპარატის გამართვა და ატყდა მ მარა რა ატყდააააა....
მეთქი რა ხდება და ცუგრიკებმა ეტყობა სეირნობა სეირნობაში საიდანღაც მკვდარი ტურა არ იპოვეს?
ვაა გამიკვირდა საიდან , როგორ , მაგრამ ფაქტია რა.......