მე ერთ ამბავს მოგიყვებით, შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ მაგრამ მართალს ვყვები.
ძმაკაცებმა გამაღვიძეს გამთენიისას,( მაშინ სოფელში ვცხოვრობდი) კარგი მდევარი მყავდა, კურცქვიტაზე გავიაროთო, (მაშინ კურცკვიტაზე ნადირობა ბრაკონიერობა არ იყო) 
წავედით გავუშვი ძაღლი და 20 წუთში გაბმული ყეფაც გაისმა, გავარდა თოფი და ჩემმა ძმაკაცმა კურცქვიტა აათამაშა ხელში, მოვნახეთ იქვე ქოხი, დავანთეთ ცეცხლი შევბრაწეთ ნანადირევი და შევუდექით მონადირული სუფრის გაშლას, ისე მოხდა რომ სასმალი იმაზე მეტი აღმოგვაჩნდა ვიდრე გვეგონა, კარგათ მოვულხინეთ, სიმართლე გითხრათ აღარცერთს არღარ გვახსოვდა სუფრა როგორ ავალაგეთ, იმიტომ რომ თურმე არ აგვილაგებია, წამოვედით სახლებისკენ, უკვე ახლოს ვიყავით სოფელთან რომ ისევ გაისმა ჩემი მდევრის გაბმული ყეფა, გავჩერდით, ყეფა გვიახლოვდება და სულმოუთქმელათ ველოდებით რა გამოვა, უცბათ ტურა გამოხტა ჩვენგან 20 მეტში, მაგრამ რათ გინდა? არცერთს თოფი არ გვაქვს, უცბათ გამოგვფხიზლდა, დიდი ფიქრის და ბაასის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე რომ თოფები იმ ქოხში უნდა დაგვრჩენოდა სადაც ვიქეიფეთ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის აღმოჩნდა რომ, ჩვენ სანადიროთ ფეხით არ ვიყავით წასულები, მოტოციკლეტით ვიყავით(აი გადაკეთებული რომ იყო ხოლმე, ეხლაც კი არის სოფლებში რუსულ მოტაციკლეტებს რომ კუზაოს უყენებდნენ) და საკმაოთ კარგი მანძილით ვიყავით მოშორებული იმ ადგილს სადაც თოფები და ტრანსპორტი დაგვრჩა
ბოლოჯამში ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა ჩვენ ძმაკაცს დავურეკეთ მოგვაკითხაა მანქანით ჩაგვიყვანა ჩვენს ქოხში და ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა. 