Jump to content

სურათი

Remington 870 – კონსტრუქციის თავისებურებები და შესაძლო პრობლემები

Remington 870 კონსტრუქცია თავისებურებები პრობლემები

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Remington 870 – კონსტრუქციის თავისებურებები და შესაძლო პრობლემები
 
Remington-870-Express-545x129.jpgRemington 870 Express

ეს სტატია იქნება საინტერესო ყველა მოდიფიკაციის რემინგტონ 870 თოფის პატრონისთვის. სტატია არის შედეგი Remington 870-ის ტესტირების და მისი კონსტრუქციის შესწავლის.

მთლიანობაში რემინგტონ 870 არის კარგი თოფი მაგრამ მას აქვს მთელი რიგი თავისებურებების, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ და რომლებსაც აქ ავხსნით. გარდა ამისა არის რიგი პრობლემების, რომელიც ხშირია ახალი გამოშვების თოფებში.  პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ახალ რემინგტონ 870-ებს ეხება მასრების ექსტრაქციას. გამოკვლევის მიხედვით, ეს ნამდვილად არის საკმაოდ ხშირი პრობლემა სწორედაც, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ში  და გამოიხატება ეს ორ რამეში. პირველი არის მასრის გაჭედვა სავაზნეში, როდესაც თქვენ ხელით ვერ ხსნით საკეტს იმისთვის, რომ მასრა ამოაგდოთ. მიზეზი არის სავაზნის გეომეტრია და არასრულყოფილი დამუშავება. იგივე მიზეზის გამო რემინგტონი როგორც წესი ვერ მოინელებს ხელით დატენილ ვაზნებს, რომელსაც ინელებდა სხვა თოფები. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ხელით სავაზნის გაპრიალება. აქ აუცილებლად დრელი საჭირო არ არის, თუმცა ის ნამდვილად უფრო დაგეხმარებათ ამ საქმეში. საკმარისია ხელითაც გაპრიალდეს სავაზნე. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ აბრაზიული  ქაღალდი (ე.წ. “შკურკა”)  და რკინის ლულის სახეხ ჯაგრისზე გადახვეული შალის ნაჭერი და მწვანე ქვა. ჟღერს ძალზედ არაპროფესიონალურად მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი უკვე ერთხელ გასროლილი მასრების ექსტრაქცია სავაზნიდან  თუმცა აქამდე ეს იყო შეუძლებელი. პრობლემა მეორე არის მასრის “სუსტი” ამოგდება საექსტრაქციო ფანჯრიდან (weak extraction). ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსტრაგირებული მასრა არ ტოვებს იარაღს ენერგიულად და იქვე ახლოს რამდენიმე სანტიმეტრში ვარდება იმის მაგივრად, რომ შორს გაისროლოს ის. გადატენვისას არ არის გამორიცხული მასრის გაჭედვაც (stove pipe, იხილეთ სურათი დაბლა) ექსტრაქციის ფანჯარაში. ეს უფრო გამოხატულია რემინგტონის იმ მოდელებში, რომლებსაც აქვთ სქელი დაფარვა (პარკერიზაცია ან კომუფლირებული საღებავი), რაც ზრდის მასრის ექსტრაქცისას მისი გაჭედვის ალბათობას . პრობლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელია ექსტრაქტორის დაშლა, ზამბარის ამოღება,  და ექსტრაქციის მექანიზმის ყველა ელემენტის საფუძვლიანი წმენდა. ასევე შესაძლებელია შიგნიდან გაპრიალდეს საექსტრაქციო ფანჯარა, რომ შემცირდეს დაბრკოლების წარმოქმნის ალბათობა. არსებობს უფრო რადიკალური გზაც, საექსტრაქციო ფანჯრის დრელის მეშვეობით გაფართოება. რემინგტონის მოდელების უმეტესობაზე გარდა Police Magnum-ის მოდიფიკაციებისა, ყენდება ექსტრაქტორი დამზადებული მეტალის  ჩამოსხმის მეთოდით. მომხმარებლების აზრით ფრეზირების მეთოდით დამზადებული ეს დეტალი უფრო საიმედოა.

mimnonmim.jpg

1) ფრეზირებული ექსტრაქტორი. 2) დამზადებული ჩამოსხმით (Metal Injection Molding)

პრობლემა მესამე არის მიწოდებისას ვაზნის გაჭედვა. დაშალეთ იარაღი და დააკვირდით სავაზნის ქვედა ნაწილს. თუ ერთ ადგილას ხედავთ ცვეთის ნიშნებს ესეიგი იმ ადგილას მას ედება ვაზნა. ასვე შესაძლებელია მიწოდებისას მოხდეს პლასტმასის მასრის ათლა სავაზნის ბასრ კუთხეებზე ხოლო პლასტმასის ნაწილაკები იქნება იარაღის რესივერის შიგნით. ეს პრობლემა გვარდება სავაზნის ქვედა ნაწილის პოლირებით. არ არის საჭირო რკინის ფენის მოხსნა (როგორც წესი), პოლირება არის საკმარისი. იმისთვის რომ მიწოდება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შესაძლებელია გაპრიალდეს საკეტის სარკე. ეს პრობლემა შედარებით იშვიათია.  ითვლება რომ რემინგტონის გადატენვის მექანიზმი უფრო რბილად მუშაობს, ხოლო ეხლა მოსბერგ 500 მუშაობს ისე რომ საერთოდ არანაირი დაბრკოლება არ იგრძნობა სახელურის მოძრაობისას და ვაზნის მიწოდებისას.

 

800p.jpg

ასეთი ტიპის დაბრკოლება არის ტიპიური ცუდი/სუსტი ექსტრაქციის დროს. ილუსტრაციისთვის გამოყენებულია კადრი ფილმიდან Blood Work.

ზოგიერთი რემინგტონი აღჭურვილია მჭიდის დამაგრძელებლით. მჭიდის დამაგრძელებელი მაგრდება მჭიდზე ბუშმით (ვტულკა). ჯერ უნდა დაუჭიროთ ბუშმა მჭიდზე და შემდეგ დაიწყოთ დამაგრძელებელის იგივე ბუშმაზე დაყენება. თუ პირიქით გააკეთეთ, ბუშმა ვერ დაეჭირება ბოლომდე ლულაზე და ლულას ექნება “ლუფტი” რესივერში.  ამან კიდე შეიძლება გამოიწვიოს იარაღის დაზიანება გასროლის შემდეგ.  კიდევე ერთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მჭიდის დამაგრძელებელს არის მისი დეფორმაცია. სიმპტომი არის მჭიდის შევსებისას (სავარაუდოთ მეხუთე ვაზნაზე) ვაზნის გაჭედვა. ანუ მჭიდს ბოლომდე ვერ აავსებთ ან შეამჩნევთ რომ თითქოს ვაზნა შიგნით რაღაცას ედება.  ამის მიზეზი არის მჭიდის დამაგრძელებლის კედლის დეფორმაცია.   ვაზნა სწორედ ამ კედელს ედება. გამოსავალი არის, მოხსნათ დამაგრძელებელი, ვიზუალურად დაადგინოთ ადგილი სადაც არის დეფორმაცია და რაიმე მყარი ნივთით, რომელსაც შიგნით ჩაატრიალებთ დაუბრუნოთ დამაგრძელებელს მრგვალი ფორმა. ჩემ შემთხვევაში გამოდგა ჩაქუჩის ხის სახელური. დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული ახალ მაღაზიაში ნაყიდ თოფზე. ეს პრობლემა ადვილად სწორდება პირდაპირი მნიშვნელობით.

 

7890.jpg

ისრით ნაჩვენებია ბუშმა, რომელიც ჯერ უნდა დაეჭიროს მჭიდს და მხოლოდ შემდგომ მჭიდის დამაგრძელებელი უნდა დატრიალდეს ბოლომდე. თუ  დამაგრძელებელზე დამატებით აყენია გადბმა მაშინ სანამ გადაბმას  (barrel clamp) არ დაუშვებთ ბუშმას როგორც წესი ვერ დაატრიალებთ.

კიდევ ერთი რამ რასაც უნდა მიაქციოთ არის ეჟექტორი. თუ იარაღი დაშალეთ და საკეტი ამოიღეთ არ დააჭიროთ სასხლეტს თითი. დამრტყმელი დაარტაყვს ეჟექტორს, რომელიც არ არის დაპრესილი საკეტით. ეს დარტყმა გამოიწვევს ეჟექტორის დეფორმაციას და შემდგომში გატეხვას. წმენდისას დინჯად მოეპყარით მაგ დეტალს, ისე რომ არ გაღუნოთ ის. ის არის ზამბარა, რომელიც ერთი ბოლოთი არის დამაგრებული რესივერზე, ხოლო მეორე მისი ბოლო თავისუფალია და ამიტომაც მისი გაღუნვა ადვილია. აწყობისას ასევე მიაქციეთ მას ყურადღება და ძალით ნუ დააწვებით საკეტს, რომ ის შიგნით მოათავსოთ. თუ რემ 870-ის ეჟექტორს სათანადოდ მოეპყრობით ის დიდხანს იმუშავებს.

flexi-tab.jpg

რემინგტონ 870 უნდა იყოს ე.წ. flexitab ელევატორით. ეს მოდიფიკაცია გამორიცხავს ვაზნის გაჭედვას ელევატორსა და საკეტს შორის. უფრო სწორედ თუ ვაზნა იქ გაიჭედა მაინც შეძლებთ ხელით გახსნათ საკეტი. სურათზე ისრით ჩანს დეტალი, რომელიც იბრიცება და იძლევა საშუალებას საკეტი გაიხსნას. ადრინდელ მოდელებზე ასეთ შემთხვევაში გახდებოდა საჭირო იარაღის დაშლა. გავიხსენებთ რა მოსბერგის კონსტრუქციას, რომელიც გამორიცხავს ასეთი პრობლემის წარმოქმნას.  აღნიშნული პრობლემა ერთადერთია, რომელიც ეხება ძველ რემინგტონებს.

საერთოდ როდესაც ამერიკულ ფორუმზე შეკითხვაზე ვიყიდო თუ არა რემინგტონი ხშირად წერენ იყიდე ბენელი და არ მოგიწევს ქლიბვა და ხერხვა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს.

ასევე დამატებითი ინფორმაციისათვისნახეთ ქვემოთ მოცემული ბმულები ვიდეო კლიპებზე, სადაც აღბეჭდილია პროცედურები, რომელზეც აქ დავწერეთ. თუ რომელიმე ბმული არ მუშაობს ძიებისთვის გამოიყენეთ  მითითებული ინგლისური სიტყვები

ექსტრაქტორის გამოცვლა  How to change out the extractor on a Remington 870

საქსტრაქციო ფანჯრის გეომეტრიის შეცვლა Remington 870 ejection window modification

ექსტრაქტორის დამუშავება how to solve the ejection / extraction issues with Remington 870

სავაზნის გაპრიალება how to polish the Remington 870 Chamber.

თოფის სრული დაშლა და აწყობა  disassembly Remington 870

ექსტრაქტორის მოდიფიკაცია remington 870 extractor modification

სანამ რამის ქლიბვას და გადაკეთებას დააპირებთ კარგად აწონ დაწონეთ ყველაფერი. იქნებ ჯობია თოფი გამყიდველს დაუბრუნოთ და თავიდან აიცილოთ უფრო დიდი პრობლემების წარმოქმნა. კარგადაც უნდა გესმოდეთ რას აკეთებთ და მზად უნდა იყოთ შედეგებისთვის.

სტატიის წყაროა shooterscentral.ge

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

c6cd4cf729aa.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

cae1a2b8658a.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

8e7a1117dcd0.jpg



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1008 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?