Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამ ქალაქის ბიოგრაფია ძალიან ჰგავს საშინელებათა ფილმს silent hill. იქ, სადაც დიდი ხნის წინათ სიცოცხლე არსებობდა, ახლა მხოლოდ ეკლესია და რამდენიმე სახლიღა შემორჩა. ცენტრში კი გადამწვარი ველია. ამერიკის შტატ პენსილვანიის ცენტრში ოდესღაც შესანიშნავი მეშახტეთა ქალაქი – ცენტრალია იყო.

uvHwVHr7Rvs.jpg

1962 წელს, ქალაქის მმართველობამ რამდენიმე მეხანძრე დაიქირავა იმისთვის, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი დაეწმინდათ. მეხანძრეებმა ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს. ნაგვის გროვები რამდენიმე დღის მანძილზე იწვოდა. გარკვეული დროის შემდეგ კი, მეხანძრეები მათ ჩასაქრობად გაემართნენ.

როგორც ჩანს, ცეცხლის ჩაქრობა ბოლომდე ვერ მოახერხეს. რის გამოც ნაგვის ღრმა ფენებმა წვა დაიწყო  და საბოლოოდ, ხანძარმა მახლობლად მდებარე მიტოვებულ შახტაში ჩააღწია. იქიდან კი, გვირაბებით ცენტრალიის სხვა მიტოვებულ შახტებს მოედო ცეცხლი.

ხანძრის ჩაქრობის ყოველი მცდელობა კრახით მთავრდებოდა. მოსახლეობა კი დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესებაზე ჩიოდა, რომელიც შახტებიდან გაზის გამოყოფით იყო პროვოცირებული.

უკვე 50 წელია, რაც მიწისქვეშა ნახშირი წვას განაგრძობს. ქალაქი ცენტრალია მსოფლიოს „ქალაქი-მოჩვენებების“ სიაში შედის.

1TURAfrCRI.jpg

90-იან წლებში, ქალაქმა მიწისქვეშ დაიწყო „ჩაძირვა“. უზარმაზარი ნაპრალი 61-ე ტრასაზე გაჩნდა, რის გამოც ქალაქის გარშემო შემოვლითი გზები გაკეთდა.

2000 მაცხოვრებელმა ქალაქი დატოვა, რადგან იქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლებოდა. დარჩა მხოლოდ 11 ყველაზე უშიშარი ადამიანი, რომლებმაც არ ისურვეს სახლების მიტოვება.

0_8d5f9_5866eece_XL.jpg

სპეციალისტების გათვლით, მიწისქვეშა ნახშირი შესაძლოა კიდევ 250 წლის მანძილზე იწვოდეს.

თეა ინასარიძე



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რაა საინტერესოა. ამდენი ხანია იწვის და ვერც შველიან ვერაფრით

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კი მაგრამ სანამ ააშენებდნენ მანამდე არ გამოიკვლიეს ტერიტორია?

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ყველაფერი უკუღმართი მაგათ უნდა დაემართოთ

მოვ.....ან მაგათი ამერიკა



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:DDD :DDD აუ თქვენ კომენტარებს ვკითხულობდი და გლიჯავთ რა.

1 თქვა ..ვაა ვერ შველიანო?

2 თქვა არ გამოუკვლევიათ ტერიტორიაო?

3 მთლად ხელი მოუთავა. ერთი მგათიო.....

გლიჯავთ  ჩემმა მზემ ..... :0024: :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4955 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ერთი პლიუსი აქვს ზამტარში ამ ქალაქს სულ სითბოა , დაწექი მიწაზე და კარგად შეთბები


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
1962 წელს დაწყებული ხანძარი დღესაც გრძელდება და მასში ნახშირის იმდენი რაოდენობაა დარჩენილი, რომ კიდევ 250 წელი არ გამოილევა

დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე სახლი დარჩა სენტრალიაში. მოსალოდნელია ისიც,რომ მოსახლეთა უმრავლესობა შეიძლება დაბრუნდეს ქალაქში 2016 წელს, რათა გახსნან დროის კაფსულა რომელიც დამარხულია მემორიალთან ახლოს

მიმაგრებული გალერეა

  • r0uyad.jpg
  • 4t67p4.jpg
  • 2yox4ia.jpg
  • 4vn3gm.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4955 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საინტერესოა . დროის კაფსულას რომ გახსნია მერე რა მოხდება 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერათი ცეცხლის წაკიდება ნაგავზე , ამხელა ამბავში გადაიზარდა . ნიჩევო სებე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რა ცუდ დღეში არიან.ამ ქალაქის შესახებ ნაღდად პირველად გავიგე.არ მესმის 50 წელი როგორ უნდა იწვოდეს?


დუდუ

LEGION.GE


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dzigo

Dzigo

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 410 პოსტი
  • მისამართი:მცხეთა
  • წარმოშობა:ქართლი

:468632: ნეჩევო სებეე



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ცენტრალია – ქალაქი მოჩვენება პენსილვანიაში

 

e0c934e894b5.jpg

ცენტრალია – შახტიორთა პატარა ქალაქია პენსილვანიის შტატში. 1961 წელს ეს ქალაქი ათასობით ადამიანის სახლი იყო. 2007 წელს კი მათი რიცხვი 9–დე შემცირდა. რამ აიძულა მოსახლეობა სამუდამოდ მიეტოვებინა ეს პატარა ქალაქი?

909cfe19b805.jpg

მოსახლეობის ასეთი სწრაფი მიგრაციის მიზეზი იყო ცეცხლი, რომელიც ქალაქის შახტებში უკვე ნახევარი საუკუნეა ბობოქრობს.
უფრო უკეთ რომ გავიგოთ ამ შემთხვევის მიზეზი გადავხედოთ ამ ქალაქის ისტორიას. 1841 წელს ჯონათან ფაუსტმა პენსილვანიის არც თუ ისე დიდ დასახლებაში გახსნა პატარა სასადილო სახელწოდებით „მოზვერის თავი“ . 1854 წელს სამთო ინჟინერი ალექსანდრ რეი გამოგზავნილ იქნა რათა ამ დასახლებასთან დამაკავშირებელი გზის პროექტირება მოეხდინა. 1865 წლამდე ქალაქი ცნობილი იყო როგორც ცენტერვილი . თუმცა იმ დროისთვის ქალაქი ასეთი დასახელებით უკვე არსებობდა, რამაც იძულებული გახადა მოსახლეობა ქალაქისთვის სხვა სახელი მიეცათ. ასე დაიბადა სახელი ცენტრალია.

016e2a940128.jpg

ანტრაციტის მოპოვება მოსახლეობის მთავარი საქმიანობა იყო. ქვანახშირის მრეწველობა ცენტრალიაში 1960–იან წლებამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც კომპანიების უმრავლესობა გაბანკროტდა. სამთო მრეწველობა კი 1982 წელს სამუდამოდ შეჩერდა.

d5e79286c05a.jpg

დღესაც უცნობია იმ ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი, რომელმაც ცენტრალია ქალაქ–მოჩვენებად აქცია. ერთი თეორია ამტკიცებს, რომ 1962 წლის მაისში, ქალაქის საბჭომ მეხანძრეები დაიქირავა, რათა ქალაქის სანაგვე გამოენთავისუფლებინათ, თვითონ ეს სანაგვე კი მიტოვებულ კარიერში იყო განთავსებული. მეხანძრეები ხელმძღვენლობდნენ რა წინაზე მრავალჯერ გამოცდილი მეთოდით, ცეცხლი მოუკიდეს ნაგავსაყრელს და ნება მისცეს, რომ ის გარკვეული დრო მწვარიყო. ასეთი მეთოდი სხვა ნაგავსაყრელებთანაც გამოუყენებიათ ქალაქის სხვა ადგილებში, თუმცა ამ ჯერად ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა. კარიერში ნაგავსაყრელის ღრმა განთავსების გამო, ცეცხლმა კარიერის მიტოვებულ შახტებში შეახწია .

7a11603cf5ab.jpg

აგრეთვე ამ თეორიის გამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს.დასუფთავების ერთი თანამრომელი ყვებოდა, რომ ისინი გავარვარებულ ქვანახშირს დიდ ნაგვის ორმოში ყრიდნენ. ქალაქი კანონის მიხედვით ვალდებული იყო ნაგვის ყოველი ფენის დაბლა თიხის ცეცხგაუმტარი ბარიერი შეექმნა, თუმცა ისინი გრაფიკს ჩამორჩნენ და ბარიერიც დაუმთავრებელი დატოვეს. ამ ყველაფერმა კი გავარვარებული ქვანახშირის მიწისქვეშ მოხვედრა გამოიწვია და ხანძრადაც გადაიქცა.

bcfe579d27bb.jpg

ცეცხლმა ჩვეულებრიც განაგრძო წვა მიწისქვეშ და ცენტრალიის ყველა შახტას მოედო. მცდელობები ხანძრის აღმოფხვრისა წარუმატებელი გამოდგა და მან მთელი 10 წლეულის განმავლობაში განაგრძო წვა. მას ყურადღებას აღარავინ აქცევდა მანამ სანამ ადგილობრივ მოსახლეობაში თავისტკივილები არ გახშირდა. ეს თავის ტკივილები კი ცეცხლის წვისგან გამოყოფილი აირების ბრალი იყო, რომელნიც მიწაში და გზებში გაჩენილი ხვრელების გავლით ხვდებოდნენ ჰაერში.

64c6c5d4aecd.jpg

178608c28dbd.jpg

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ კატასტროფის მაშტაბურობა მაშინ გაიაზრეს რაც ბენზინ გასამრთის სადგურის მფლობელმა შემდგომში კი ქალაქის მერმა ჯონ კოდინქტონმა ბენზინის რეზერვუარში სპეციალური საზომი ჩაყო მისი დონის დასადგენად. როცა მან საზომი ამოიღო, ის ცხელი იყო. რეზერვურაში თერმომეტრის ჩაყოფის შემდეგ კი მან დაადგინა რომ ბენზინის ტემპერატურა ცელსიუსით 80 გრადუსი იყო.

08bbd017dbc4.jpg

ყურადღება კი მთელი შტატის მაშტაბით მაშინ მიიპყრო, როდესაც 1981 წელს 12 წლის ბიჭი ტოდ დომბოსკი, მიწაში მოულოდნელად გაჩენილ 150 ფუტიან (45,7 მ) ორმოში ჩავარდა. მისი გადარჩენა კი ბიძაშვილის ერიკ ვოლფგანგის სწრაფი რეაგირების წყალობით მოხდა. ამ ორმოდან ცხელი მომწამლავი გაზების დიდი რაოდენობა ამოდიოდა.

07c9f13368e6.jpg

1984 წელს შტატების კონგრესმა გამოყო $42 მილიონი ადგილობრივი მაცხოვრებლების გადასახლებისთვის. მოსახლეობის უმარვლესობა მთავრობის შემოთავაზებას დასთანხმდა და მეზობელი დასახლებებისკენ გაემართა. დღეს–დღეისობით კი ცენტრალიაში რამოდენიმე სახლიღაა, ქალაქი გადამწვარ მინდორს გავს ჩამომდნარი გზებით. ხანძრის ერთადერთ ნიშნად, რომელიც ქალაქის ქვემოთ ბობოქრობს, კვამლის სვეტებია რომელიც ყველა ნაპრალიდან ამოდის და აგრეთვე რამდენიმე ნიშანი რომელიც გამვლელს მიწისქვეშა ცეცხლზე და მომწამლავ აირებზე აფრთხილებს. მიწისქვეშა ცეცხლი დღემდე არ ჩამქვრალა და არც მომდევნო 250 წელი ჩაქრება.

13dbebfe910a.jpg

9f110243441b.jpg

dd2acf691b15.jpg

f87dfac04c3f.jpg

ქალაქის მოსახლებოს ნაწილი 2016 წელს აქ დაბრუნებას აპირებს და დროის კაპსულას გახსნის, რომელიც ვეტერანების მომორიალთან დამარხეს 1966 წელს.

2579a69ec8f9.jpg

ცენტრალიის ყოფილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, აგრეთვე ფიქრობს რომ შახტებისთვის ცეცხლის მოკიდება შეთქმულების გამო მოხდა, რათა ქალაქის ნიადაგებში არსებულ წიაღისეულზე ყველა უფლება მოეპოვებინათ. ამ საბადოს ფასი ერთ დროს რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღეს–დღეისობით ქალაქის ყველა ქუჩა და მისამართი სახელმწიფო რეესტრში წაშლილია. 2002 წელს კი ცენტრალიის საფოსტო ინდექსიც გააუქმეს.

b0399b001c19.jpg

 

დუდუ

LEGION.GE


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მდაააა :0038:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?