Jump to content

სურათი

მივიწყებული ტრადიციები


ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მაგარი პრაქტიკულები სხვათაშორის :))) 

ახლა რომ ბოიფრედი და გერლფრენდია თურმე ხევსურების მოგონილი ყოფილა :)

აბაა შენ ეგ თქვი :.. თან გაოფიციალურებულადაც :D ..



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

სისხლის აღების ტრადიციას არა მხოლოდ სვანეთში არამედ ფშავშიც ვხვდებოდით...  

პ.ს  (ზოგადად მთიელი ხალხისთვის  დამახასიათებელი გახლდათ)...

 

 

      სისხლის აღება ფშავში 

 

       მოსისხლეობა ფშაველებსაც ჰქონდათ ჩვეულებად. "სისხლი სისხლითვე იზღვისო" , გვიანობამდე იცოდნენ ამის თქმა.  მაგრამ გადაჭრით უნდა იქთვას, რომ სისიხლის აღება დანაშაული პრევენციის ფორმა იყო უფრო, ვიდრე შურისძიებისა.

სისხლის აღება ხელებს უკრავდა ყველას დანასაულის ჩასადენად. დამჭრელი სხვისი დაჭრით დიდი მატერიალურ ზარალს მოელოდა, მკვლელი კი თვითონაც სიკვდილს ან ახლობლის დაღუპვას.

     შერიგებასაც თავისი წესი ჰქონდა. შუა კაცების მიგზავნა, ხვეწნა და მოლაპარაკება.

ვაჟა-ფშაველას აღნიშნული აქვს, რომ შერიგების შემთხვევაში მოკლულის ნათესავები მკვლელს ,,თავსისხლის” ღირებულების გარდა ართმევდნენ საუკეთესო ნივთებს, რაც მოეწონებოდათ.ამას ეძახდნენ ,,ალმანიას”-,,ყისტ”. გვარში სისხლის მკვლელი ცოდვიანის სახელით ინათლებოდა. მკვლელი შერიგების შემთხვევაშიც ვალდებული იყო მოკლულის ნათესაობას მორიდებოდა.

 

 



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
33074630_1716182335142402_77867812052061
 
 
Dato Tugushi-მ(ა) გააზიარა პოსტი.
 
 
35990985_1681657748555451_64128430500741

საინტერესო რამეს წავაწყდით, 
აბა თუ იცოდით ეს ზომა/წონის საზომები 1f603.png:D



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2654 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ოყა და კოდი გავიგე პირველად   დანარჩენები ვიცოდი ოღნონდ ერთეულები ესე ზუსტად არ მახსოვდა  :0037:



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2679 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ამ ზომის ერთეულებიდან ბევრი რამ პირველად გავიგე

#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იცანით ძმებო?

 

46831142_2092639764121378_78759918635371



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
erekle.jpg
სვანური ტრადიციები, რომლებზეც ბევრს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს...
 
 
 
სვანი კაცისთვის მისი წინაპრების დატოვებული ადათ-წესების შესრულება უპირველეს ადგილას იყო. ამ ბუნებისგან სიბრძნით დაჯილდოებულმა ადამიანებმა საკუთარი სამართალი შექმენს და მათი ცხოვრების მიზნად გაიხადეს. დღემდე ასეა, სვანეთი უძველესი ტრადიციების მატარებელი კუთხეა და დღემდე იგრძნობა სვანი კაცის პატივისცემა იმ ტრადიციებისა და ადათ-წესებისადმი, რომელიც საამაყო წინაპრებმა შემოუნახეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ადათებზე ხშირად დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება და ზოგ ტრადიციას მავნეს უწოდებენ. სვანთა გამქრალ დღესასწაულებზე და ადათ-წესებზე პოეტი ერეკლე საღლიანი გვესაუბრა.

- ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არ შეიძლება იყოს მავნე, მაგრამ არის მეორე მხარე 
 
 
 
 
 
-0:29
 
 
 
 
- ტრადიცია, რომელიც არ ვითარდება და არ პასუხობს დროს, იყინება და მერე რასაკვირველია, კარგავს თავის დანიშნულებას. გამიგონია ხალხისგან, სისხლის აღების ტრადიცია მავნე ტრადიციაა და ა.შ. საზოგადოებამ დამახინჯებულად იცის ამ ტრადიციის შესახებ, საერთოდ რატომ არსებობდა. მე მახსოვს, ბავშვობაში სვანი კაცი ტრადიციებს როგორ სცემდა პატივს, როგორ ვზეიმობდით ერთად მთელი სოფელი ხატობებზე და ეს ჩენთვის მაგალითი იყო კაცობის. 

10250074_10202268276568525_1431152184698



რაც შეეხება სისხლის აღების ტრადიციას, თუ მოხდებოდა და კაცი კაცს მოკლავდა, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ დაზარალებული ოჯახის წევრებს იარაღი ხელში არ აეღოთ. ეს ტრადიციასავითი იყო დაზარალებული მხარე ორი სამი თვის განმავლობაში იარაღს ხელს არ კიდებდა. ისინი დამნაშავის ოჯახის წევრების სინდისსა და ნამუსს მიანდობდნენ ყველაფერს. ამის შემდეგ დამნაშავის ოჯახის წევრებს ევალებოდათ შეკრებილიყვნენ და დაესვათ საკითხი - მოკალი კაცი? არ გაქვს მორალური უფლება, აქ იყო, მოკლულის ძმები ყოველდღე გიყურებდნენ და ხიჭვად ესობოდე მათ. ამიტომ შეგნებული ადამიანი მიდიოდა, ერიდებოდა მათ. იქნებ მათ სულაც არ უნდოდათ სისხლის აღება? ეს საქციელი სიკვდილს უდრიდა. თუ მაინც არ წავიდოდა, დაზარალებული მხარე ამას დაცინვად აღიქვამდა და უკვე აღარ ზოგავდნენ მას. ხოლო ოჯახის წევრებს შორის შერიგება ხდებოდა.

83920556ee28.jpg


ძველად ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ამ ტრადიციების არსი. მათ ზუსტად და რაც მთავარია სწორად ჰქონდათ განსაზღვრული, რასაც აკეთებდნენ,
მათ იცოდნენ, რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობდა. როცა მედიატორს უნდა განესაჯა ორი მოდავის საქმე, ფიცს პირველი ის დებდა - „ღმერთო, თუ ასე მივიჩნევ, რომ ეს არის სიმართლე და ჩემს ადამიანურ ალღოში შევცდები და ვერ განვსჯი სწორად, მაშინ ნუ დამსჯი, მაგრამ შეგნებულად მიკერძოება თუ დავუშვი, მაშინ დამსაჯე“. მიკერძოება არასოდეს ხდებოდა. ისინი ყოველთვის მართალნი იყვნენ უფლის და ადამიანების წინაშე.
მოვესწარი, სხვათა შორის, რამდენიმე მახვშს. ისე უფასურდებოდა ჩვენი კლასიკური განათლება მათი ღვთაებრივი ცოდნის წინაშე, შედარებაც კი არ შეიძლება. იმდენად მაღლა იდგნენ. 

tour_2_ba9cc4efb216147d170e79cbff1760f9.


- აკვანში ქალის დანიშვნის ტრადიციაზე რას გვეტყვით?
- აკვნიდან ქალის დანიშვნის ტრადიცია ძველად სვანეთში ნამდვილად არსებობდა, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს ფიქრობენ, რომ ვითომ თუ არ მოეწონებოდათ ერთმანეთი ან ერთ რომელიმეს არ მოეწონებოდა, აუცილებლად მაინც უნდა დაქორწინებულიყვნენ. ეს სრული სისულელა. ათასში ერთხელ ხდებოდა და იშვიათად თუ შედგებოდა ხოლმე ეს ქორწინება. იყო შეთხვევები, როცა სადღაც იყვნენ, გადაურჩებოდნენ სიკვდილს და შეუთქვამდნენ ერთმანეთს, რომ დანათესავებოდნენ. იყო ასეთი რამ, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევაში გოგო კატეგორიულ უარს აცხადებდა მის გაყოლაზე, მაშინ აფიცებდნენ ხატზე დაწუნებულ მხარეს, რომ არ გაბრაზდებოდა და აპატიებდა ამგვარ საქციელს. ამას სვანები „ლაგნეში ლიგნეშს“ ვეძახით. ანუ ჩემი თავი დავაყენე იმის ადგილზე და როგორც შენ მომიტევე, ისე მოგიტევებდი მეც, პირიქით რომ ყოფილიყო. იცოდეთ, სვანი ხატს არ გატეხდა, თუ ამისთვის ის მზად არ იყო, ხატზე დასაფიცებლად არ წავიდოდა. ეს არის ჯვრისა და ხატის სამართალი. სვანი კაცი ხატზე რომ იფიცებდა, იცით რას ამბობდა? - დედამიწის ცოდვა მქონდეს, თუ ვტყუოდეო, ანუ ის მზად იყო, მთელი დედამიწის და კაცობრიობის ცოდვა საკუთარ თავზე აეღო.

Svaneti-2006May23-6-129.jpg


- დღეს სამწუხაროდ, არსებობს ბევრი ისეთი რელიგიური დღესასწაული, რომელიც გამქრალია სვანეთში. თქვენ თუ გაიხსნებედით რაიმე მსგავს დღსასწაულს, სადაც მონაწილეობა მიგიღიათ?
- დღესასწაულებიდან შეიძლება ვისაუბროთ „სკარ“-ზე. ეს სიტყვა ერთობას ნიშნავს. გვაქვს ასეთი სიტყვა „ლისკარელ“, იყენებენ მაშინ, როცა ყველა ერთად მიირთმევს საჭმელს. მაშინ პატარა ვიყავი, ჩვენს სოფელში რომ ტარდებოდა. ამ დღსასწაულს მეორენაირად უფლისა ეწოდებოდა. რატომ ერქვა ამას ერთობა და მეორენაირად უფლისა? იმიტომ, რომ როცა ადამიანები ერთად არიან, ეს ადამიანსაც უხარია და უფალსაც. დღესასწაულისთვის მზადებას წინასწარ იწყებდა სოფელი, რადგან სხვადასხვა სოფლიდან მოსულ ხალხს უნდა გამასპინძლებოდა. იყო მიწა, რომელსაც „უფლის მიწა“ ერქვა და მას ვერავინ შეეხებოდა, გარდა იმისა, ვინც იმ წელს სკარობის დღესასწაულის მასპინძელი არ იყო. მაგალითად, თუ წელს ჩემი ოჯახი იყო მასპინძელი, იმ მიწას მე ვამუშავებდი, იქ მოყვანილი საკვებით ვაპურებდი საკლავს, რომელიც დღესასწაულზე უნდა დამეკლა.

32359_1.jpg


სოფელში თუ ვინმე უმძრახი იყო, უნდა შეგერიგებინა, რადგან ნასვამ ხალხს შეიძლება გახსენებოდა და უსიამოვნება მომხდარიყო.
იმ დღეს დაუშვებელი იყო შფოთი, ჩხუბი იშვიათად, მაგრამ თუ მაინც მოხდებოდა, სუფრიდან გაუშვებდნენ მას და ხატობაში დარჩენის საშუალებას აღარ აძლევდნენ. ეს დღესასწაული მარტო ქეიფით და დროს ტარებით არ მთავრდებოდა. მეორე დღეს, საღამო ხანს მხოლოდ ამ სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბებოდნენ და ბჭობდნენ იმ პრობლემებზე რომელიც მათ აწუხებდათ.მაგალითად, შეიძლება გზა გაფუჭებული ან წყალი, საუბრობდნენ როდის გამოვიდოდნენ სამუშაოდ, რამდენი კაცი იყო საჭირო თუ დახმარება იყო საჭირო სხვა სოფლებიდანაც უნდა მოეყვანათ. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში მოისპო ეს დღესასწაული, როგორც „მავნე რელიგიური გადმონაშთი“. რამდენად მავნე დღესასწაულია თქვენ განსაჯეთ. ეს იყო დღესასწაული, სადაც ადამიანები იმის გამო იკრიბებოდნენ, რომ სოფლის საჭირბოროტო საქმეები გადაეწყვიტათ და მოეგვარებინათ.

1

ასევე გამქრალია კაცების მხრიდან დატირება. სვანური ზარი, სვანური დატირება ყველამ იცის როგორი ემოციური და უნუკალურია...კაცების დატირებას კი თავისი ხიბლი ჰქონდა. ნათქვამია - „მამაკაცის ცრემლი მიწას რომ ეცემა, ლოდის სიმძიმეს იძენს და ჩააქვს ის მიწას სიღრმეშიო“. მე მახსოვს, ერთი კარგი ვაჟკაცი დაიღუპა სვანეთში და დაიტირა მისმა თანატოლმა. ასეთი რამ თქვა: - ასე მგონია, თითქოს ვაჟკაცობა მიგაქვს თანო. ანუ ვაჟკაცობის ცნება და შინაარსი ყველაფერი მიდის შენთან ერთადო...
სამწუხაროდ, ბევრი ტრადიცია და დღესასწაული მოისპო კომუნისტების დროს, შემდეგ აღდგენა ვეღარც მოხერხდა. აღარ იყვნენ ხევისკაცები, ის მედიატორები, რომლებიც თავიანთი მსოფლმხედველობით და გამჭრიახობით გამოირჩეოდნენ. აღარ ჰქონდათ საშუალება ოჯახებს, მოსულ სტუმრებს გამასპინძებოდნენ ხატობებზე და გაქრა ნელ-ნელა... 
ნინო ჩიქოვანი

https://www.shin.ge/...YLufD4K-mQLKDzk



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
24989545_1605028809536135_1978573596_n.j
"ბედის კვერები" - უძველესი ქართველების საახალწლო რიტუალი
 
 
 
ეთნოგრაფის, მკვლევარის – გიორგი გიგაურის დაწერილი თემა _ `ხალხურ კულტურებში არქეოასტრონომიული კვალი~. ამერიკაში ერთ-ერთ წიგნში -"Handbook of Archaeostronomy and Ethnoastronomy 2014" შევიდა... წიგნი ძალიან ძვირად ღირებულია, რის გამოც საქართველოში ვერ შეიძინეს. ამ წიგნში ათი გვერდი საქართველოზეა~... 
გიორგი გიგაური გვიამბობს უძველეს დრსო საქართველოში რა საახალწლო რიტუალები ჰქონდათ... 
11256594_877681935604163_468475075651785

- ეთნოგრაფიული კულტურა ძველი დროიდან მოდის და ზოგგან ახლაც არის ზოგან შემორჩენილი... ასტრალური იგივე ,,ღვთაებრივი“ სიმბოლო-ნიშნებით არის შემკული სარიტუალო პურ-საწირის და ,,ბედის კვერების“ ზედაპირები, რომლებიც თავისებურ რიტუალის დროს გამოიყენებდნენ. ახალ წელს ხევსურეთში და თუშეთში ,,წელწადი“ 
 
 
 
 
 
-0:05
 
 
 
 
ჰქვიან, რაც ძველი წლის ,,წადი“-ს (წასვლას) დროს ასრულებდნენ ხუცესები და სახლის უფროსი ადამიანები. რიტუალი შემდეგნაირად არის: სახალწლოდ მომზადებული და სულიერად მარხვით განწმედილი საკულტო მსახური ჯვარ-სალოცავის დარბაზში ათენებს ღამეს. დილით ადრე (ახალ წელს) თვითოეული ოჯახიდან მოდის ერთი მამაკაცი მოაქვს ,,ბედის კვერები“ , რომელზეც ,,ღვთაებრივი“ სიმბოლოებია დაჭვრეთილი. ხუცესი აკურთხებს ,,ბედის კვერებს“ და თვითოეულ ოჯახში მივა (ან ოჯახის უფროსი) და თავის ,,ბედის კვერებს’’ სახლის კარებში შეაგორებს და დალოცავს ოჯახს. მსგავსია თუშეთის ტრადიციაც ,,ჭერში ჭყეტია“, რომელიც ბედის კვერს ეხება და ასევე ახალ წელს სრულდებოდა. ,,ბედის კვერის“ ზედაპირის სიმბოლოებით შემკობაც ტრადიციულად უხსოვარი დროიდან მოდიოდა. ე.წ. ,,კვერა-ბერა“ სამი ცალი იყო. მათი სხვადასხვა გამოსახულებები, ძველ დროს, თუ რა სემანტიკას შეიცავდა, დღეს ინფორმაცია დაკარგულია. ერთ-ერთი სპეციალური ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2009 წელს, მოხუცი ხევსური ქალისგან, მისი გადმოცემით: ,,....ქადებს შუაში ნიშნებს დასჭვრეთდეს და გარშემო შამაჭრეხილ იყვ. თვითოეულ ჯვარ-სალოცავს თავისებურ ლიშან-საჭვრეთაიც ჰქონდ“ (ნ. თეთრაული 82 წლის. სოფ: გამარჯვება. დედოფლისწყარო). ე.ი. სალოცავებს თავთავიანთი საჭვრეთლები და ღვთაებრივი სიმბოლოები ჰქონდათ, რომელიც მსგავსებაში მოდიოდა სოფლის მაცხოვრებელთა ოჯახურ საჭვრეთის სიმბოლოებთან. ახალ წელს დილით, ადრე, სახლის კარებში ,,ბედის კვერის“ შეგორება ,,დასაბამს“ გამოხატავდა სიმბოლურად. 
24891492_1605029406202742_1841618864_n.j

ამით იწყება ახალი წელი (წელწადი - დასაბამი) ანუ ახალი სიცოცხლე. შემდეგ სალოცავში სრულდება ,,ჟამის წირვა“, თითოეული ოჯახიდან რამდენიც მამაკაცია, იმდენი სანთელი მოაქვთ და დარბაზში ერთად ანთებული ,,გადიდებულ“ ლუდებთან ერთად ილოცება. ზაფხულში დიდი დღეობის დროს, ასევეა საყურადღებო რიტუალი , რომელიც ,,აშალებს“ (გადმოშლას) ეხება. ათენგენობაზე დიასახლისებმა იციან პატარა სალოცავებისთვის პურ-საწირების ,,სადობილოების“ გამოცხობა, რომლებთანაც ზოგს სამკუთხა ფორმა აქვს, ზოგს მრგვალი, ზედ ასევე ,,ღვთაებრივი“ სიმბოლოებია დაჭვრეთილი. ლოცვის შესრულების შემდეგ, დიდ ქადებს დაჭრიან, ხოლო ,,აშალებს“ გადმოუშლიან ბავშვებს. ბავშვებიც ცდილობენ ხელთ მოიგდონ ,,აშალის“ კვერები. ამ რიტუალშიც ასევე ვხედავთ ასტრალურ წარმოსახვას. ეს რიტუალები მსგავსია საქართველოს სხვა კუთხეებში შემორჩენილ წესებთანაც, მათ შორის ,,ბასილას“ კვერები რაჭა-ლეჩხუმში და სხვა. სალოცავებში დღეობის ბოლოს ,,ფერხისა“-ის ცეკვა და მღერა იცოდნენ. ნახევარწრეში ჩადგებოდნენ ხელებგადაჭდობილები და მღერდნენ ჯვარ-სალოცავის სადიდებლად, მაგ: ,,ჯვარსა წინასა“ და სხვა…
მანანა გაბრიჭიძე

https://www.shin.ge/...haltslo-rituali



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
იმერეთში შემონახული საოცარი ტრადიცია – ყველი ქვევრში
yveliqvevrshi.jpg
13:11 26 აპრილი, 2018

,,რადიო კომერსანტი”-ს გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ 25 აპრილის თემა ქართული ყველის ისტორიას შეეხებოდა და სტუმრად საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე, ყველის სახლისა და მუზეუმის დამფუძნებელი,  ანა მიქაძე-ჩიკვაიძე იყო, რომელმაც იმერეთის სოფელ „ხანში“ შემონახული ყველის ტრადიციის შესახებ ისაუბრა.

„პირველად ჩემი 15 წლიანი მუშაობის მანძილზე, მხვდა წილად ბედნიერება მოვსწრებოდი იმერული ყველის ნამდვილ „სახეს“. იმ უამრავ სახეობას შორის, რომელიც გვაქვს საქართველოში და ბევრმა არც იცის ჩვენი ქვეყნის რეალური რესურსები, იმერული ყველი ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა არასოდეს გამოკვლეულა იმერული ყველის ნამდვილი ტრადიციები. გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, ზემო იმერეთის სოფელ „ხანში“ არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა ერთ-ერთი ექსპედიციის დროს. ეს აღმოჩენა ქვევრში შენახული ყველია და სოფელ „ხანის“ ყველა ოჯახში არის ქვევრი სადაც ინახავენ ყველს.

ეს ტრადიცია მხოლოდ ამ სოფელმა შემოინახა. ყველაზე აღმაფრთოვანებელია ის ფაქტი, რომ ყოველ წელს, ყველიერის კვირის დასაწყისში, სოფელ „ხანში“ ჩადის ყველა ვინც კი არის ხანელი და მხოლოდ მაშინ ეხდება ქვევრს თავი. ყოველთვის მიმაჩნდა რომ, იმერული ყველი იყო დაჩაგრული და უსამართლობაა მისი „პლასტმასის“ ჭურჭელში გაკეთება, სწორედ ამიტომ, ეს აღმოჩენა გახდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმერეთმა დაიბრუნა თავისი ყველის ნამდვილი სახე.

რაც შეეხება გემოს, ეს არის საოცრება, წარმოუდგენელ გემოს იღებს ქვევრში შენახული ყველი, მიუხედავად იმისა რომ არის მარილიანი, აქვს ძალიან ტკბილი გემო და სულ სხვა შრეები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და ღირს რომ ამ სოფელში ექპედიციის გაკეთება, მეცნიერებისა და ეთნოგრაფების ჩართვა. სოფელმა „ხანმა“ ფაქტობრივად შემოგვინახა იმერული ყველის ფასდაუდებელი ტრადიცია და მას გაუჩინა საკუთარი ემბლემა „ქვევრში შენახული ყველი“.

sopeli-xani1-150x150.jpg sopeli-xani2-150x150.jpg sopeli-xani3-1-150x150.jpg sopeli-xani4-150x150.jpg  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

https://myrest.ge/იმ...frv7SU5QYdZJh1I







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?