Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გერმანული უძველესი ტომები

 

ძველი ტომები

pmev3.png
.
.

გეპიდები

 
pmev3.png

გეპიდები გერმანული ტომების ჯგუფი, სავარაუდოდ გოთებთან მონათესავე. სიტყვა “გეპიდი” წარმოიშვა, გოთური ან გეპიდური სიტყვისგან “გეპანტა” – “ზარმაცი”. გეპიდები, გოთებთან ერთად დაიძრნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან მდინარე ვისლის ნაპირამდე. სამი გემიდან ერთ-ერთი, რომელზეც იყვნენ გეპიდები, გზაში შეფერხდა და ნაპირამდე ბოლოს მიცურდა, ამიტომ მათ “ზარმაცები” უწოდეს.

II საუკუნეში, გეპიდები გადმოსახლდნენ სკანდინავიიდან, ბალტიის ზღვის სამხრეთით, საიდანაც განდევნეს ბურგუნდები. შემდეგ მათ დაიწყეს გადაადგილება სამხრეთ-აღმოსავლეთით და 210 წელს დაკიაში დასახლდნენ. გეპიდების გადაადგილებას სამხრეთით ხელმძღვანელობდა მეფე ფასტიდა. მან ბრძოლებით გაატარა თავის ტომი ბურგუნდების მიწებზე და შეხვდა წინააღმდეგობებს, როგორც მდინარე ვისლას სანაპიროებზე, ისე კარპატის მთიანეთში, სადაც მრავალრიცხოვანი ვენეტები სახლობდნენ.
გეპიდების პირველი შეტაკება რომაელებთან მოხდა 269 წელს, სადაც რომის იმპერატორმა კლავდიუს II-მ, ნაისთან ბრძოლაში მთლიანად გაანადგურა გერმანული ტომების გაერთიანება (გოთები, გერულები, პევკინები, გეპიდები), რომლებიც ქვემო მეზიაში, თრაკიასა და მაკედონიაში იყვნენ შემოჭრილები.
იმპერატორ პრობუსის ჯართან შეტაკების შემდეგ, როგორც თავად იმპერატორის ბიოგრაფი მოგვითხრობს, გეპიდების ნაწილი, ვანდალებთან და ოსტგოთებთან ერთად გადასახლდა იმპერიის ტერიტორიაზე, მდინარე დუნაის სამხრეთით. გეპიდების ლაშქრობები ჩრდილოეთ დაკიიდან, დაკავშირებული იყო მათ მისწრაფებაზე სამხრეთისაკენ. გოთებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ ქალაქ გალტასთან 290 წელს, გეპიდები ისევ იძულებულები გახდნენ თავის სამშობლოს დაბრუნებოდნენ.
გეპიდები – ერთადერთი გერმანული ტომი, რომლებიც აღმოსავლეთით წავიდნენ. ტერიტორიები, რომლებიც გეპიდებმა დაიკავეს მოახერხეს მეფე არდარიხის წყალობით.
გეპიდების სამეფოს საზღვრები, ისტორიკოს იორდანს სამჯერ აქვს აღნიშნული :ერთხელ, როდესაც სკვითიას აღწერდა, მეორედ, როდესაც ძველ დაკიას აღწერდა და იმ მიწების აღწერისას, რომლებიც დროებით ვანდალებს ეკავათ.
გეპიდებს ემეზობლებოდნენ: აღმოსავლეთით – როქსოლანები, დასავლეთით – იაზიგები, ჩრდილოეთით – სარმატები და ბასტარნები. იორდანი მოგვითხრობს, ვანდალების მიერ გეპიდების დროებით დაპყრობაზე და მეზობლებად სულ სხვა ტომებს აღწერს: “აღმოსავლეთით ცხოვრობდა გოთი, დასავლეთით – მარკომანი, ჩრდილოეთით – გერმუნდოლი”.
პროკოპი კესარიელი აღწერს იმას, თუ ზუსტად სად მდებარეობდა გეპიდების სამეფო. გოთებთან გაცლის შემდეგ, მათ დაიკავეს დაკია. შემდეგ მოახერხეს დაეპყროთ სირმიუმის და სინგიდუნუმის მიმდებარე ტერიტორიები და დაიკავეს ეს ქალაქებიც.
პროკოპი წერს გეპიდების შესახებ: “მათ აიღეს ქალაქი სირმიუმი და თითქმის მთელი დაკია”. სირმიუმი მდებარეობს დაკიის საზღვართან, უფრო სწორედ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი დაკიის საზღვარს უერთდება. რაიონები სირმიუმი და სინგიდუნუმი, რომის იპერიისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები იყო დუნაის გადაღმა მცხოვრები ბარბაროსებისაგან თავის დასაცავად. მდინარე დუნაიზე გადიოდა მდინარის მთავარი ფონი, რომლებსაც გეპიდები ფლობდნენ და უზრუნველყოფდნენ რომის იმპერიის მტრების დუნაის მარჯვენა ნაპირზე გადასვლას.
არდარიხი იყო ატილას ახლო მოკავშირე და უფრო მეტიც – მრჩეველი. მან გამოიყვანა თავისი არმია 451 წელს კატალაუნის ველზე, ჰუნების მხარეს. მათი წინამძღოლის გარდაცვალების შემდგომ, არდარიხმა არ ისურვა, რომ მის შვილებს დამორჩილებოდა და გამოიყვანა თავის ტომი და სხვა ტომები ჰუნების წინააღმდეგ. 454 წელს გამარჯვების მომტან ნედაოს ბრძოლაში დაიპყრო ჰუნების მიწები დუნაის მარცხენა სანაპიროზე.
VI-ე საუკუნის დასაწყისში, გარდა უნგრეთისა და რუმინეთისა ისინი ფლობდნენ თანამედროვე სერბეთის ტერიტორიასაც. გეპიდები რომის იმპერიის მოკავშირეები გახდნენ და ასე დარჩნენ VI-ე საუკუნის შუამდე. იორდანე წერს: “და იმ დღის შემდეგ, ეს ტომი იღებდა საჩუქრებს რომის იმპერატორისგან თუმცა იგივე იორდანე მათ უწოდებს: “რომის მოწინააღმდეგეებს” იმ მიზეზით, რომ გეპიდები ლანგობარდების მოსისხლე მტრები იყვნენ, ამ უკანასკნელებს კი კონსტანტინოპოლი უჭერდა მხარს.
 567 წელს გეპიდები, რომელთაც მხარს უჭერდათ ბიზანტია, დამარცხდნენ ლანგობარდებისა და ავარების ერთობლივ ძალებთან ბრძოლაში. ავარებმა დაიკავეს გეპიდების სამეფოს ტერიტორიები. გეპიდების სამეფო საბოლოოდ განადგურდა.
.
.
როქსოლანები და ალანები
 

 

35b594d2ada1.jpg
 

როქსოლანები (ლათ.Roxolani, ძვ.ბერძ. Ροξολάνοι, ალანურიroxs alan/ruxs alan “თეთრი ალანი”) – სარმატული ტომი. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი(ძვ.წ I – ახ.წ I) მოიხსენიებს მათ როგორც მომთაბარეებს. დაახლ. 70 წელს როქსოლანები თავს დაესხნენ მეზიას. სტრაბონის დროს ცხოვრობდნენ მდინარე დონსა და დნეპრს შორის მიწებზე და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნერონის მმართველობის დროს ისინი დაიძრნენ მდინარე დუნაისკენ და დაემუქრნენ იმპერიის საზღვრებს მეზიაში. დუნაის მახლობლად ისინი II-III საუკუნეებში სახლობდნენ და ისტორიკოსების მიერ მოიხსენიებოდნენ როგორც პონტოელი ხალხები. როქსოლანებმა მონაწილეობა მიიღეს დაკიის პირველ ომში, რომის იმპერატორის, მარკუს ულპიუს ტრაიანეს წინააღმდეგ. II საუკუნის რომაელი მწერლები სკორტიანი, კაპიტოლინი და ბერძენი პტოლემაიოსი და დიონ კასიოსი წერენ იმპერატორ ადრიანეს მოლაპარაკების შესახებ როქსოლანებთან. ადრიანე იძულებული გახდა წლიური ხარკი ეხადა მათთვის. უფრო გვიან ამ ტომის წარმომადგენლები გადადიოდნენ მდინარე დუნაიზე და რომის სამსახურში დგებოდნენ. ტიტუს ტაციტუსი როქსოლანებს სარმატ ხალხს უწოდებს(Sarmatica gens), მაგრამ თანამედროვე მეცნიერება სარმატებს და ამ ტომის მთავარ წარმომადგენლებს, ალანებს ინდოევროპული ეთნოსის ირანულ შტოს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ვენეტებს, რომლებიც სლავების წინაპრებად მოიაზრებიან, ტაციტუსი სარმატებს უპირისპირებს და გვიჩვენებს, რომ პირველი ხალხს მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია, იბრძვის ქვეითად და იყენებს ფარს, როცა სარმატ-როქსოლანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ცხოვრობენ ურიკებსა და ფორნებში, იბრძვიან ცხენზე ამხედრებულები და არ შეუძლიათ ქვეითად ბრძოლა, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ შეიარაღებას და არ ხმარობენ ფარებს. ცნობები როქსოლანების შესახებ იკარგება მეექვსე საუკუნიდან, გოთი ისტორიკოსის იორდანის დროს.
როგორც სხვა სარმატული ტომები, როქსოლანებიც ჰუნებმა დაიპყრეს IV საუკუნეში, რის შემდეგაც მათი ნაწილი გაითქვიფა ევროპის ხალხებში. არ არის გამორიცხული, რომ როქსოლანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა ახალი, პროტოსლავური ეთნოსის წარმოშობაში. უკრაინაში, ქალაქ ოდესის მახლობლად, სამხრეთით, ახლაც არის სოფელი “როქსოლანები”.


d4726eccd66e.jpg
 

ალანები ( ძვ.ბერძ.Ἀλανοί, ლათ.Alani, Halani) – მომთაბარე ირანულენოვანი სკვითურ-სარმატული ტომი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან ახ.წ I საუკუნიდან, როცა აზოვისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გამოჩნდნენ. ალანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ხალხთა დიდ გადასახლებაში, დანარჩენი ნაწილი კი კავკასიაში დასახლდა. ალანთა ტომების გაერთიანებას ალანია ეწოდა და მან საკმაოდ დიდხანს იარსება, სანამ მონღოლ-თათართა შემოსევებმა არ გაანადგურა და დაიმონა ეს ხალხი. ალანთა ნაწილი ჩრდილო კავკასიის სამხრეთ ნაწილისკენ დაიძრა, რის შემდეგაც მათ ოსებად მოიხსენიებდნენ. ოსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩრდილო კავკასიურ კულტურასა და ისტორიაში და სხვა ადგილობრივ ხალხებზეც მოახდინეს გავლენა.
ახ.წ I-III საუკუნეებში ალანები სარმატულ ტომებს შორის ყველაზე ძლიერები გახდნენ და დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასიისა და აზოვის ზღვის მიდამოები, საიდანაც გაუთავებელი თავდასხმებით აწუხებდნენ ყირიმს, კავკასიას, მცირე აზიას და მიდიას. 372 წელს ჰუნებმა მოახერხეს მათი დამარცხება, რის შედეგადაც ალანთა ნაწილმა ხალხთა დიდ გადასახლებაში მიიღო მონაწილეობა და პანონიის, გალიისა და პირენეის ნახევარკუნძულის გავლით ჩრდილოეთ აფრიკას მიაღწია, სადაც ჩამოყალიბდა ვანდალ-ალანური სახელმწიფო. ალანებმა მონაწილეობა მიიღეს 451 წელს გამართულ “ხალხთა ომში”, კატალაუნის ველზე ბრძოლაში, რომაელების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ გამოიჩინეს თავი, რომაელებმა მაინც შეძლეს ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. ალანთა სახელი ისტორიაში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან ნელ-ნელა ქრებოდა და საბოლოოდ ეს სარმატული ხალხი ოსებად ჩამოყალიბდა, მცირერიცხოვან ხალხის ჯგუფად, რომელიც ახლაც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობს.

 

ვანდალები

 

s7v29.png
 

ბარბაროსები. ვანდალები

 

989b575a7f21.jpg

 

ვანდალები -რომლებიც დიდი გადმოსახლების შემდეგ შეიჭრნენ დასავლეთ ევროპაში და დაემუქრნენ რომის იმპერიის საზღვრებს, საბოლოოდ კი მიწაზე დასცეს კიდეც ეს ერთდროს უძლეველი სახელმწიფო. პირველ ნაწილში ვანდალებს, რომაელთა დაუძინებელ მტრებს განვიხილავ:

ვანდალები (ლათ. Vandili, Wandali, Uuandali, ბერძ. Βάνδαλοι) – გოთებთან მონათესავე ძველი აღმოსავლეთ გერმანული ტომი, დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში. გვიანდელ შუა საუკუნეებში მათ აიგივებდნენ ბალტიელი სლავების წინაპრებთან, ვენდებთან, რომლებიც აქ VII საუკუნის ბოლოს დასახლდნენ, იმ ადგილზე, სადაც გადასახლებამდე ვანდალები მოსახლეობდნენ.
პირველად ვანდალებს მოიხსენიებს პლინიუს უფროსი ახ.წ I საუკუნეში. პლინიუსმა გერმანელები ხუთ ჯგუფად დაყო, პირველ ჯგუფს ვანდალები უწოდა და მასში შეიყვანა ბურგუნდები, ვარინები, კარინები და გუტონები(გოთები). პლინიუსის კლასიფიკაციის მიხედვით ვანდალები ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანულ ტომებს წარმოადგენდნენ. ვანდალების შესახებ წერს ისტორიკოსი ტაციტუსი თავის ნაშრომში “გერმანელების წარმოშობის შესახებ”(დაახლ. ახ.წ 98) და აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი გერმანული ტომის ძველი

დასახელებაა. II საუკუნის ალექსანდრიელი გეოგრაფი, კლავდიუს პტოლემაიოსი თავის გეოგრაფიულ ნაშრომში აღნიშნავს გერმანულ ტომს შილინგაე, რომელშიც ვანდალ-სილინგები იგულისხმება. პტოლემაიოსმა სილინგების ლოკალიზება მდინარე ელბასა და ოდერს შორის მოახდინა. მის მიხედვით სილინგებს სამხრეთით სვებები ესაზღვრებოდნენ, ჩრდილოეთით ლუგიები. VIII საუკუნის ავტორი, პავლე დიაკონი “ლანგობარდების ისტორიაში” იხსენიებს ამბრის და ასის, ვანდალთა ბელადებს, რომლებიც ლანგობარდებს

 

0eae84f1d2df.jpg

 

ებრძოდნენ ჩრდილოეთ ევროპაში. ორივე ტომს ერთი ღმერთი ჰყავდა, ომის ღვთაება ვოდენი(სავარაუდოდ სკანდინავიაში ოდინი). გოთი ისტორიკოსის, იორდანის ცნობებით, როდესაც გოთები სკანდინავიიდან ბალტიკის სანაპიროებზე გადავიდნენ, თავდაპირველად ულმერუგების, შემდეგ კი I-II საუკუნეების მიჯნაზე ვანდალების დაპყრობა მოახერხეს. წლების განმავლობაში, იორდანეს და დექსიპეს ცნობებით, ვანდალებმა ცენტრალური გერმანიისკენ აიღეს გეზი და რომის იმპერიის საზღვრებთან დასახლდნენ. II საუკუნისთვის ვანდალები მიუახლოვდნენ მდინარე ტისის აუზს. მათ აღმოსავლეთით გოთები სახლობდნენ, დასავლეთით მარკომანებს ესაზღვრებოდნენ. III საუკუნეში ბარბაროსებმა რომაელები აიძულეს დაკიიდან დაეხიათ და მდინარე დუნაიზე შეექმნათ თავდაცვითი ზოლი. მესამე საუკუნის სამოცდაათიან წლებში რომის იმპერატორი ავრელიანე ებრძოდა ვანდალებს, მოახერხა მათი დამარცხება და მშვიდობის დამყარება. მათთან ბრძოლას აგრძელებდა იმპერატორი პრობუსიც.

იმპერატორ კონსტანტინე დიდის მმართველობის პერიოდში(306-337) ვანდალები დასახლდნენ პანონიაში, დღევანდელი უნგრეთისა დ ავსტრიის ტერიტორიებზე. IV საუკუნის მეორე ნახევარში რომის იმპერატორს, გრაციანეს გალიის ტერიტორიების დაცვა უწევდა მათი შემოსევებისგან.

მე-5 საუკუნეში ვანდალები სვებებთან და ალანებთან ერთად იბრძოდნენ გალიაში ფრანკების წინააღმდეგ, თუმცა თავიდან წარუმატებლობას განიცდიდნენ.

დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სტილიხონი, წარმოშობით ვანდალი იყო. ეს ფაქტი გამოიყენეს მისმა მტრებმა და სტილიხონს ვანდალების გალიაში მოწვევა დააბრალეს, თითქოს ის მათი დახმარებით თავისი შვილის რომის ტახტზე დასმას აპირებდა.

409 წელს ვანდალები ორი მეთაურის, ჰენზერიხისა და ჰუნდერიხის მეთაურობით აგრძელებდნენ რომის იმპერიის დალაშქვრას ალან მოკავშირეებთან ერთად. მათ შემოსევას პოეტი ორიენციუსი ასე აღწერს: “ერთ კოცონად აგიზგიზდა მთელი გალია”. გოთებისაგან

 

 

n1ml7.png

 

 

მოსალოდნელი საფრთხის გამო ვანდალები არ გაჩერდნენ გალიაში და ესპანეთისკენ დაიძრნენ. მათ ისარგებლეს არეულობით დასავლეთ რომის იმპერიაში, რაც ალარიხის მიერ რომის აღების შემდეგ გრძელდებოდა და პირენეი გადალახეს, თუმცა მიუხედავად ამისა ვერ შესძლეს ესპანეთში შეჭრა მანამდე, სანამ უზურპატორმა იმპერატორმა კონსტანტინე III-მ არ დასაჯა ძმები დიდიმუსი და ვერონიანე, რომლებიც პირენეის გადასასვლელებს იცავდნენ იმპერიის ჯარებით. კონსტანტინე ერთდროულად ებრძოდა ბარბაროსებს გალიაში და ჰონორიუსის ერთგულ ლეგიონებს ესპანეთში, რითაც ძალიან დაეხმარა ვანდალებს და მათ ადვილად მოახერხეს ესპანეთის სამხრეთისკენ თავისუფლად დაძრულიყვნენ. ესპანელი ეპისკოპოსი იდაციუსი თავის ქრონიკაში გვატყობინებს, რომ ბარბაროსებმა ასე გაინაწილეს ესპანეთი: ვანდალები გალიციაში(ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთი)გაბატონდნენ მეფე ჰუნდერიხის მეთაურობით, სვებები უკიდურეს დასავლეთ მხარეს, ოკეანის სანაპიროზე, ალანები ლუზიტანიასა და კარტახენაში, ვანდალი-სილინგები კი მეფე ფრიდუბალდის მეთაურობით სამხრეთ ესპანეთში, ბეტიკაში დასახლდნენ. ესპანეთის ჩრდილოეთი, ტარაკონის პროვინცია რომის იმპერიას დარჩა. 415 წელს ესპანეთში გოთები შეიჭრნენ ატაულფის მეთაურობით და შეებრძოლნენ ვანდალებს, შემდეგ კი ეს ომი გოთების ახალმა მეთაურმა, ვალიამ გააგრძელა 418 წელს. მასთან ბრძოლაში ვანდალ-სილინგები მთლიანად განადგურდნენ, ხოლო მეფე ფრიდუბალდი ტყვედ ჩავარდა და რომში გაიგზავნა. ამის შემდეგ ჰუნდერიხმა მიიღო ალანებისა და

 

ვანდალების მეფის ტიტული. როდესაც 419 წელს გოთებმა დატოვეს ესპანეთი, ჰუნდერიხმა შეუტია სვებებს და დაიკავა ვანდალ-სილინგების განადგურების შემდეგ დაცარიელებული ბეტიკა. 422 წელს ვანდალებმა გაანადგურეს გოთი ფედერატებით(მოკავშირეებით) გაძლიერებული რომის არმია, რომელიც რომის იმპერიის მხედართმთავარმა კასტინმა გააგზავნა ესპანეთში. ჰუნდერიხის სიკვდილის შემდეგ 428 წელს ახალი მეფედ გამოცხადდა მისი ძმა, ჰენზერიხი, რომელიც 49 წლის განმავლობაში განაგებდა ვანდალებს. 429 წლის მაისში ვანდალებმა დატოვეს ესპანეთი და ჰიბრალტარის გავლით აფრიკაში შეიჭრნენ. რამ აიძულა ვანდალები დაეტოვბინათ ესპანეთი? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ისინი ვესტგოთებთან ბრძოლას მოერიდნენ, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით ჰენზერიხი ლიბიაში დანიშნულმა რომაელმა სარდალმა, ბონიფაციუსმა მიიწვია, რათა განემტკიცებინა აფრიკაში თავისი მმართველობა და რომისგან დამოუკიდებლად ემართა ეს პროვინცია. სამაგიეროდ ვანდალებს ის ტერიტორიის 2/3 პირდებოდა. 429 წელს ჰიბრალტარი 80 000-მა ვანდალმა გადაკვეთა, რომლებიც არათუ დაეხმარნენ ბონიფაციუსს, ბრძოლა დაუწყეს მას და ტერიტორიების დიდი ნაწილი წაართვეს. 435 წელს გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება რომსა და ვანდალებს შორის, რაც იმპერატორ ვალენტინიანე III-ს მიერ ჰენზერიხის დაპყრობების აღიარებით დასრულდა. 439 წლის19 ოქტომბერს ვანდალებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და აიღეს კართაგენი, რომელიც ჰენზერიხის რეზიდენციად გამოცხადდა. ეს წელი ვანდალების აფრიკული სახელმწიფოს დაარსების წლად ითვლება. ეს ახალი სამეფო მოიცავდა დღევანდელი ტუნისის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირის და ჩრდილო-დასავლეთ ლიბიის ტერიტორიებს. ამ მიწების რომანიზებული მოსახლეობის ნაწილი ან განიდევნა, ან მონებად და მსახურებად იქცა. ადგილობრივი მავრული ტომების ნაწილი ვანდალებს დაემორჩილა, ნაწილი კი მათი მოკავშირე გახდა. 442 წელს დასავლეთ რომის იმპერია იძულებული გახდა კვლავ ეღიარებინა ვანდალთა გაფართოებული მიწები. ჰენზერიხმა კვლავ დაარღვია ახალი ხელშეკრულება და დაიპყრო მავრიტანია, სარდინია, კორსიკა, ბალეარის კუნძულები და სიცილია. 455 წელს ჰენზერიხმა ისტორიაში წარუშლელი სახელი დატოვა, როდესაც დასავლეთ იმპერიის დედაქალაქი, მარადიული ქალაქი, რომი აიღო და სასტიკად დაარბია. სხვა გერმანული ტომებისაგან განსხვავებით ვანდალებში სამეფო ძალაუფლება აბსოლუტური გახდა და

36c77dcbddc0.jpg

 

 

მონათმფლობელობიდან თანდათანობით ფეოდალიზმის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის(ბიზანტია) იმპერიებმა სცადეს ვანდალების მოსპობა, მაგრამ უნიჭო ბიზანტიელი სარდლის, ბასილისკეს უზარმაზარი ფლოტისგან მომავალი საფრთხე ჰენზერიხმა ადვილად აიცილა და გემების ნაწილიც გაუნადგურა ბიზანტიელ მეთაურს. ვანდალთა ლეგენდარული მეფე მოესწრო იმ დღეს, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა ბარბაროსთა ფეხქვეშ. ჰენზერიხის დროს ვანდალებმა ჩამოაყალიბეს ერთიანი ძლიერი ქვეყანა და მოჭრეს მონეტა, რომელზეც თავდაპირველად ისევ იმპერატორი ჰონორიუსი იყო გამოსახული. დოკუმენტებში ლათინური ენა გამოიყენებოდა. ჰენზერიხი არიანული ქრისტიანობის მიმდევარი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ კათოლიკობის შემთხვევაში ვანდალებზე რომის გავლენა გავრცელდებოდა. თუმცა ალანებისა და ვანდალების ნაწილი კათოლიკე იყო და ამან გამოიწვია უამრავი შიდა კონფლიქტი ქრისტიანობის ორ განშტოებას შორის. ჰენზერიხის შემდეგ ვანდალთა სამეფოს მისი ვაჟი ჰუნერიხი(477-484), თრასამუნდი(496-523) და ჰილდერიხი(523-530) მართავდნენ. ჰილდერიხი სუსტი მეფე გამოდგა და მის დროს ვანდალებმა დაკარგეს ის სანაქებო ბრძოლისუნარიანობა და ბარბაროსული ხასიათი, რაც ადრე გააჩნდათ და რითაც აღწევდნენ გამარჯვებებს რომსა და სხვა ბარბაროსულ ტომებზე. ჰილდერიხი ტახტიდან გელიმერმა ჩამოაგდო(530-534). გელიმერი ვანდალების უკანასკნელი მეფე გახდა. 533 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა 15 ათასიანი არმია გადასხა აფრიკაში ველიზარის მეთაურობით. პირველივე ბრძოლების შემდეგ ბიზანტიელებმა დაამარცხეს ვანდალები და აიღეს კართაგენი. 534 წლის მარტში ტყვედ ჩავარდა მეფე გელიმერიც. ასე დასრულდა ვანდალთა აფრიკული სამეფოს ისტორია, ხოლო მათI ჩრდილოელი თანამოძმეები ავარებს და სლავებს შეერივნენ და მათი სახელი ნელ-ნელა გაქრა მსოფლიო ისტორიდან.

 

https://samxedro-istoria.blogspot.com/

ნიკა ხოფერია

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს გეპიდების სამოფო რაღაც ცუდ ასოციაციებს იწვევს:))



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს გეპიდების სამოფო რაღაც ცუდ ასოციაციებს იწვევს :))

 

:DD
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს გეპიდების სამოფო რაღაც ცუდ ასოციაციებს იწვევს :))

ბაბულიკო ამსტატიის წაკიტხვის შემდეგ მხოლოდ ეგ ასოციაცია ჩამოგიყალიბდა? ჰა ჰააა მერე გიკვირთ ლიბერალები რა$აც რაღაცეებს რომ გვსაყვედურობენ.... :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?