Jump to content

არაადამიანური ერთგულება

გედი ძაღლი არაადამიანური ერთგულება ერთგულება სიყვარული ertguleba siyvaruli araadamianuri ertguleba legioni

ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ომის საინტერესო ეპიზოდებზე, კერძოდ ძაღლის ერთგულებაზე, ფრთოსანთა სიყვარულსა და დადუმებულ იარაღზე მოვუთხრობთ ამჯერად მკითხველს.


dzagli-copy-2.jpg
მამა უთუოდ დაბრუნდება
გულრიფშის ნავმისადგომთან ჩამომდგარმა უკრაინულმა ხომალდმა მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გახიზნოს. ხომალდამდე, ზღვაში შეცურებული ძაღლიც აედევნება მათ… შემდეგ კი სამხედროფორმიანთან ერთად ჯერაც დაუცემელ ქალაქში ბრუნდება და სახლს ორიოდე დღე კიდევ უპატრონებს. ზღუდემორღვეულსა და დაუცველ სოხუმში ადვილად შემოდის მოწინააღმდეგე მხარე. გემის მისადგომებთან მოკლულ ჯარისკაცს სახლში მოასვენებენ თანამებრძოლები და სასწრაფოდ მიაბარებენ მიწას, – ქუჩის ბოლოს, ხის ძირში გაუთხრიან სამარეს. იმ დღიდან დაღუპულის ძაღლი ამ ხის ძირში დაიდებს ბინას. ფხოჭნის მიწას, საცოდავად წკავწკავებს, მაგრამ ომის ხმაურში იკარგება მისი ყმუილი.

სოხუმი ეცემა. მეხთატეხასა და ცეცხლის ალს ოთხფეხაც ვეღარ უძლებს და გზას დაადგება. ივლის ტყე-ტყე, ხან ზღვის სანაპიროთი და დაღლილ-დაქანცული მიადგება ენგურის ნაპირს. გაღმა პატრონის მამისეული სახლია, სადაც არდადეგებზე, ბავშვებთან ერთად ცუგაც მიჰყავდათ. ამ სოფლისკენ ეშურება, რომ პატრონის დაღუპვის ამბავი ჩაიტანოს.

მოხდება სასწაული და ენგურზე, ფონით გამობობღებული ცუგა, ზუგდიდთან მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში ნაცნობი სახლის ჭიშკართან აღმოჩნდება.
ენგურგაღმა, მამისეულ სახლში მის პატრონს ელიან! ქალაქში, ნაცნობ აფხაზთან შეფარებული ეგულებათ, ხან ტყვედ აყვანილად წარმოიდგენენ… სჯერათ, რომ სასწაულები ისევ ხდება, რომ ომიდან დიდი ხნის შემდეგაც ბრუნდებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები…

ცუგას კი არავინ ელოდება. ომის ქარცეცხლში ჩაკარგული ჰგონიათ, ან სულაც მაწანწალად, ქუჩის ძაღლად ქცეული. ხანდახან ბავშვები გაიხსენებენ, თუ როგორ მისდევდა ზღვაში შეცურებულ ნავს, როგორ დაბრუნდა ჯარისკაცთან ერთად ალმოდებულ ქალაქში… აქ წყვეტენ ფიქრს.
მამა არ ჩანს!

…ჭიშკრის მომცრო კარს თათებით დაეკიდა. კარმა დაიჭრიალა. ცუგა ეზოში ვერავინ იცნო. გასაცოდავებულიყო, ფერდები ჩასცვენოდა. თავდახრილი მოდიოდა, თითქოს უმძიმსო აფხაზეთიდან ავის მაუწყებელი ამბის ჩამოტანა. ბავშვებს ფეხებში გაებლანდა და მოწყენილმა თავი მიწაზე დადო. იგუმანეს ბავშვებმა: ცოცხალი რომ იყოს მამა, ცუგა არ მიატოვებდაო…

აღარც ძაღლმა ისურვა პატრონის გარეშე სიცოცხლე. დილით ხის ძირში იპოვეს მკვდარი.



unnamed.jpg
ფრთოსანთა სიყვარული
ამ უმშვენიერესი გრძნობის წინაშე არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ფრინველებიც ქედს იდრეკენ, მსხვერპლად ეწირებიან, თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს.

…ომია აფხაზეთში. სადემარკაციო ხაზი გუმისთაზე გადის. მდინარის აქეთ ქართული მხარე დგას, იქით – აფხაზური, რუსული “გრადებითა” და “ჰაუბიცებით”. ჯავშანტექნიკა უმოწყალოდ ანგრევს და ასახიჩრებს ულამაზეს ქალაქს. კანტიკუნტად ისმის სროლის ხმა.

…აფხაზთა მხრიდან უცნაური ხმები გაისმა. ცაზე ყივილით გამოჩნდა გედების გუნდი, ქართველთა პოზიციებს გადაუარა და ზღვისკენ აიღო გეზი. ასე განმეორდა რამდენჯერმე. წუთით შეჩერდა ომი… ფრთაქათქათა გედების ულამაზესი აღლუმის წინაშე წუთით დადუმდნენ შემართული ტყვიამფრქვევები, მაგრამ პაუზა ხანმოკლე აღმოჩნდა. ისროდნენ ადამიანები, ესროდნენ ერთმანეთს და რა გასაკვირი იყო, სნაიპერის ტყვიას ულამაზესი ფრთოსანიც ამოეღო მიზანში.

იწივლა ტყვიამ! ფრთებმოცახცახე გედი დაბლა დაეშვა და უსიცოცხლოდ დაენარცხა მიწას. დამფრთხალმა გუნდმა ზღვის მხარეს მიაშურა… ერთადერთი გედის გარდა!.. იგი საცოდავად წრიალებდა, წრეს არტყამდა. შემდეგ კი… თავადაც შეიკეცა ფრთები და შურდულივით დაენარცხა მიწაზე.

თევზის კონსერვის გარდა არაფერი ჰქონდათ სამხედრო ნაწილში, მაინც არავის მოსვლია აზრად ულამაზესი ფრთოსანი ჯარისკაცის ულუფად ექცია.
მაშ, რატომ ესროლეს?

ომი იყო და ისროდნენ. ერთმანეთსაც ესროდა საუკუნეობით ძმობაგამოტარებული ქართველი და აფხაზი. ეს დარჩა გუმისთის სანაპიროს საუკუნო სირცხვილად და სინანულად. გედების სიყვარული კი… სხვა იყო! იგი ომიდან ამოჭრილ, უნაზეს ეპიზოდად შემორჩა აფხაზეთის ომიან ცას.

სვეტლანა კვიკვინია

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1218 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

უნდა აგვატირო თაზო????



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მირზა მოგადგა ცრემლები ხომ? :პ

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1218 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

აბა რაი ბიჯო ;)

დავბერდი მგონი  :ki:  :ki:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა დროს სიბერეა შე კაცო ამ ყმაწვილკაცობაში. დევი მოვა ახლა ცოტას გაატრაკებს და წავა :D

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

vai XCems dRes ubedurs sa naxe ai tema?

Sen gagatrakeb me Soridan rom laparikob

:)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1218 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

გიტრაკებენ დებუკა ხო აი ყაზილარები :0030:  :0030:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:ki:  :ki:  :ki:  :good:  :good:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კაი ერთხელ შენც გააოფე თუ გააოცე დევო... ხო კაი ყოფილა? :p

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰაიტ რასაა რომ ხედავს ჩემი თვალები? გაოცებული და გადარეული დავიარები თქვენი გადამკიდე...


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მასხრათ ამიგდეს ბაბუ ძვლივს ტელეფონით სურათებიანად დავამატე ახალი თემა, 1 საათი მოვუნდი და სასაცილოდ არ ეყვნენ :(( :D

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰატ ტა ტა ტა მაგათა....

აი ხომ დაუტატანე მაგათ შენი გულისთვის წესრიგ?....


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაღლებზ ცეალკე იყო გახსნილი ,მაგრამ ვერ ვიპოვე და ამიტომ აქ დავდე. თუ მაპოვნინებთ , მაშინ დიდი სიამოვნებით გადავიტან.

 

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს
  •  
 
14:28 08.07.2015 ["პრესა.ჯი"] ძაღლების ერთგულების უამრავი ფაქტია ცნობილი. საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორიები, სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით … ისინი ელოდებიან, ეჭიდებიან იმედს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონმა სულ მიატოვა.. მათთვის დრო არაფერია, ისინი განშორების შემდეგ მთელი დარჩენილი სიცოცხლე იმ სითბოს, სიყვარულის, სიმყუდროვის დაბრუნების იმედით ცხოვრობენ, რაც მხოლოდ პატრონთან იყო.. ამბავი, რომელიც სულ ეხლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება. ოთო ფანცულაიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ძაღლი ქალბატონის საფლავზე წევს, ძალიან თბილი კომენტარი ახლავს: "ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი პატრონის საფლავს რამდენიმე თვეა არ შორდება. აქამდე ასეთი კადრი მხოლოდ ინტერნეტში თუ მქონდა ნანახი. იმდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ იმედია მალე მე და ეს ძაღლი დავმეგობრდებით". სასაფლაოებზე სევდა დადის და სიჩუმეა… ერთი ახალგაზრდა იქ თავისი ძვირფასი ადამიანის საფლავს აკითხავდა და უეცრად, ერთ-ერთ საფლავთან ძაღლი შენიშნა.. ის მშვიდად იწვა, თითქოს დროს აჩერებდა.. ან სულაც აბრუნებდა… - რომ მისთვის ძვირფასი ადამიანიც დაებრუნებინა.. მას შემდეგ ოთოს ყოველ მოსვლაზე ძალისთვის სასუსნავები მიაქვს, ეფერება, ესაუბრება.კიდეც..
 
b0ddf948537fffc9ae40eb6b99c71af6.jpg
თბილისელი "ჰაჩიკო", პატრონის საფლავზე.
 
 
წყარო : presa.ge გამოქვეყნება July 08 2015
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

The saddest 10 second video ever. Dog is taken to the grave of his former owner. <3 x

Posted by Gem 106 on 2014 წლის 6 აგვისტო, ოთხშაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

აუ ბიჯო დედას გეფიცები ჟრუანტელმა დამიარა რაა


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?