Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

image_large-222x300.jpg

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 “ცხელ წერტილს”. მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის – მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების – 30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები – 10 სახეობა, ხელფრთიანები – 29 სახეობა, მღრღნელები – 39 სახეობა და კურდღლისნაირები – 1 სახეობა. საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. აქ ასევე გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან გავრცელებულია მხოლოდ 12 სახეობა. მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. ენდემურობითა და მრავალფეროვნებით ასევე გამოირჩევა საქართველოს უხერხემლოთა ფაუნაც.

საქართველოს ფლორის შემადგენლობაში შედის, მარტო ჭურჭლოვან მცენარეთა, 4100-ზე მეტი სახეობა, საიდანაც დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია.

ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას – ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
- 32 სახეობას – საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
- 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
- 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
- 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)

www.red-list.ge

იშვიათობის კატეგორიები

ყოველ სახეობას აქვს მინიჭებული დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელი კატეგორია. კატეგორია აღნიშნულია ლათინური აბრევიატურით (EX ან CR ან LC და ა.შ.). ქვემოთ მოყვანილია კატეგორიების განმარტებები:

EX – ინგლისური სიტყვიდან Extinct, ანუ “გადაშენებული”
ტაქსონი გადაშენებულია როდესაც არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მისი ბოლო წარმომადგენელი დაიღუპა. ტაქსონი ითვლება გადაშენებულად როდესაც მისი დადგენილი ან ხელსაყრელი ჰაბიტატის ამომწურავ გამოკვლევას ხელსაყრელ დროს (იგულისხმება წელიწადის სეზონი და დღე-ღამის საათები) მისი ისტორიული არეალის ფარგლებში არ მოჰყვა ინდივიდის აღმოჩენა. გამოკვლევის ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს ტაქსონის სასიცოცხლო ციკლთან და ცხოვრების ნირთან.

EW – ინგლისური სიტყვებიდან Extinct in wild, ანუ “ბუნებაში გადაშენებული”
ტაქსონი ბუნებაში გადაშენებულია როდესაც ცნობილია მისი არსებობა მხოლოდ კულტურულ პირობებში, ტყვეობაში ან მისი პოპულაცია არსებობს ისტორიული არეალისაგან მნიშვნელოვანი დაშორებით. როდესაც მისი დადგენილი ან ხელსაყრელი ჰაბიტატის ამომწურავ გამოკვლევას ხელსაყრელ დროს (იგულისხმება წელიწადის სეზონი და დღე-ღამის საათები) მისი ისტორიული არეალის ფარგლებში არ მოჰყვა ინდივიდის აღმოჩენა. გამოკვლევის ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს ტაქსონის სასიცოცხლო ციკლთან და ცხოვრების ნირთან.

CR – ინგლისური სიტყვებიდან Critically endandgere ანუ “კრიტიკულ საფრთხეში მყოფი”
ტაქსონი უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას, როდესაც საუკეთესო მისაწვდომი მონაცემების მიხედვით ის ექვემდებარება კრიტერიუმებს A-დან E-მდე უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის, ასე რომ ჩაითვალა, რომ მის ბუნებრივ პირობებში არსებობას უკიდურესი საფრთხე ემუქრება.

EN – ინგლისური სიტყვიდან Endangered ანუ “საფრთხეში მყოფი”
ტაქსონი საფრთხის წინაშე დგას, როდესაც საუკეთესო მისაწვდომი მონაცემების მიხედვით ის ექვემდებარება კრიტერიუმებს A-დან E-მდე საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის (იხილეთ ქვედანაყოფი V), ასე რომ ჩაითვალა, რომ მის ბუნებრივ პირობებში არსებობას ძალზე მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება.

VU – ინგლისური სიტყვიდან Vulnarable ანუ “მოწყვლადი”
ტაქსონი მოწყვლადია, როდესაც საუკეთესო მისაწვდომი მონაცემების მიხედვით ის ექვემდებარება კრიტერიუმებს A-დან E-მდე მოწყვლადი სახეობისათვის (იხილეთ ქვედანაყოფი V), ასე რომ ჩაითვალა, რომ მის ბუნებრივ პირობებში არსებობას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება

NT – ინგლისური სიტყვებიდან Near threatened ანუ “საფრთხესთან ახლოს მყოფი”
ტაქსონი მოწყვლადთან მიახლოვებულია, როდესაც შესწავლილი იყო, შეესაბამება თუ არა ის (ამ საბუთში მოცემულ) უკიდურესი საფრთხის წინაშე, საფრთხის წინაშე და მოწყვლადი ტაქსონის კრიტერიუმებს და ის მათ სადღეისოდ არ შეესაბამება, მაგრამ ის ამ კრიტერიუმებს უახლოვდება ან ისე ჩანს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ის ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში შევიდეს

LC – ინგლისური სიტყვებიდან Low concern ანუ “საჭიროებს ზრუნვას”
ტაქსონი ნაკლები შეშფოთების გამომწვევია მაშინ, როდესაც შესწავლილი იყო, შეესაბამება თუ არა ის (ამ საბუთში მოცემულ) კრიტერიუმებს და ის არ შეესაბამება უკიდურესი საფრთხის წინაშე, საფრთხის წინაშე და მოწყვლადი ტაქსონის კრიტერიუმებს. ფართოდ გავრცელებული და ჩვეულებრივი ტაქსონები ამ კატეგორიაში შედის.

DD – ინგლისური სიტყვებიდან Data deficient ანუ “არასრული მონაცემები”
ტაქსონის შესახებ მონაცემები არასრულია მაშინ, როდესაც არსებული ინფორმაცია არაა საკმარისი, რათა მოხდეს, მისი გავრცელებისა ან პოპულაციის სტატუსზე დაყრდნობით, მისი გადაშენების რისკის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეფასება. ამ კატეგორიაში შემავალი ტაქსონი შესაძლოა კარგად იყოს შესწავლილი, ხოლო მისი ბიოლოგია – კარგად ცნობილი, მაგრამ არ გაგვაჩნდეს მისაღები მონაცემები მისი რიცხოვნობისა და (ან) გავრცელების შესახებ. ასე რომ, “მონაცემები არასრულია” არ ნიშნავს საფრთხის გამნსაზღვრელ კატეგორიას. ტაქსონის მოხვედრა ამ კატეგორიაში ნიშნავს, რომ მეტი ინფორმაცია გვესაჭიროება და მიგვინიშნებს, რომ მომავალ გამოკვლევებმა შესაძლოა გვიჩვენონ, რომ ამ ტაქსონის მოხვედრა საფრთხის წინაშე ან მოწყვლადი ტაქსონების სიაში შესაძლოა. მნიშვნელოვანია ნებისმიერი მონაცემების გამოყენება (სტატუსის დადგენისათვის). მრავალ შემთხვევაში უკიდურესი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ სიტუაციას, როდესაც ვირჩევთ “არასრულ მონაცემებსა” და საკონსერვაციო სტატუსის რომელიმე კატეგორიის შორის. თუკი არსებობს ვარაუდი, ტაქსონის არეალი შედარებით შეზღუდულია, და საკმარისი დროა გასული მისი ბოლო პოვნის შემდეგ, საფრთხის წინაშე მყოფის ან მოწყვლადის სტატუსი შესაძლოა ჩაითვალოს გამართლებულად.

NE – ინგლისური სიტყვებიდან Not evaluated ანუ “არ არის შეფასებული”
ტაქსონი შეუფასებელია, როდესაც მისი შესაბამისობა ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან არ იყო შესწავლილი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ამ ხალხს არც წითელი და არც გდი არ უშველის ....რაც მოძრაობს ყველაფერსაც ესვრიან.
 
 
არადა ამ რუქას დააკვირდით



რეალურად კავკასიური დომბა (იგივე ბიზონი) რეალურად საქართველოში და ჩრდ.კავკასიის მცირე ნაწილში  იყო გავრცელებული. ესეც რუსების ბრალი ხომ არ არის?(ისე მაგათი დედაც ყველა ვარიანტში .....).
ამ საქმეშიდაც ნიჭიერები ვართ.

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ეს თემა ყოფილა გახსნილი ძალაინ კარგი 

 

ამ ლინკზე არის საქართველოს წითელი ნუსხა ფრინველებიც და ცხოველებიც 

ყველას ვთხოვ რო გადახედოს და გაითვალისწინოს თუ გინდათ რო თქვენ შვილებმა რაღაც ნახონ მაინც

 

https://ucnauri.com/...ს-წითელი-წიგნი/

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

4c35db25b978.jpg

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით
2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003წ.)

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ’’წითელი ნუსხისა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.

ფლორა

ფარულთესლოვანები:

ქართული ნეკერჩხალი/Acer ibericum M. Bieb. ex Willd.
დურღენი/Anabasis aphylla L.
ქართული ნუში/Amygdalus georgica Desf
ხემარწყვა/Arbutus andrachne L.
სომიეს გლერძი/Astragalus sommieri Freyn
ტანას გლერძი/Astragalus tanae K.Koch
მედვედევის არყი/Betula medwedewii Regel
სამეგრელოს არყი/Betula megrelica Regel
რადეს არყი/Betula raddeana Trautv
კოლხური ბზა/Buxus colchica Pojark
ჩვეულებრივი წაბლი/Castanea sativa Mill
სამხრეთის აკაკი/Celtis australis L.
შიშველი აკაკი/Celtis glabrata Steven ex Planchon
მცირენაყოფიანი ბალამწარა/Cerasus microcarpa C. A. Meyer
პონტური საკმელა/Cistus creticus L.
კოლხური თხილი/Corylus colchica Albov
ყამბრო/Crataegus pontica K. Koch
ალბოვის მაჯაღვერი/Daphne albowiana Woronow ex Pobed.
ცრუაბრეშუმისებრი მაჯაღვერი/Daphne pseudosericea Pobed.
ამიერკავკასიური მაჯაღვერი/Daphne transcaucasica Pobed.
გაულთერიასმაგვარი ეპიგეა/Epigaea gaultherioides Boiss.
ხემაგვარი მანანა/Erica arborea
ნახევრადეკლიანი ევერსმანია/Eversmannia subspinosa Fisch & (DC)
აფხაზეთის კურდღლისცოცხა/Genista abchasica Sachokia
მლაშობის ჩინგილი/Halimodendron halodendron L.
კაკლის ხე/Juglans regia L.
კეთილშობილი დაფნა/Laurus nobilis L.
შობერის ნიტრარია/Nitraria schoberi L.
ზეთის ხე/Osmanthus decorus Boiss. & Balansa
უხრავი/Ostrya carpinifolia Scop.
საღსაღაჯი/Pistacia mutica Fisch & Mey.
თურანულა/Populus euphratica Oliv.
ლაფანი/Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth.
დემეტრის ბერყენა/Pyrus demetrii Kutath.
კეცხოველის ბერყენა/Pyrus ketzkhovelii Kutath.
სახოკიას ბერყენა/Pyrus sachokiana Kutath.
კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev
იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev
მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey
ჭალის მუხა/Quercus pedunculiflora C. Koch.
პონტური მუხა/Quercus pontica C. Koch.
სმირნოვის შქერი/Rhododendron smirnowii Trautv
უნგერნის შქერი/Rhododendron ungernii Trautv.
ქიქოძის ტირიფი/Salix kikodseae Goerz
გარეჯის სალბი/Salvia garedji Troitzk.
ტიგრანის ანწლი/Sambucus tigranii Troitzk
სომხური ამპურა/Sorbus hajastana Gabr.
კოლხური ჯონჯოლი/Staphylea colchica Stev.
კარიაგინის ბეგქონდარა/Thymus karjaginii Grossh.
შიშველი თელადუმა/Ulmus glabra Huds.
პატარა თელადუმა/Ulmus minor Mill.
ძელქვა/Zelkova carpinifolia Pall.

შიშველთესლოვნები:
შავი ღვია/Juniperus foetidissima Willd.
მრავალნაყოფა ღვია/Juniperus polycarpos K.
ბიჭვინთის ფიჭვი/Pinus pityusa Stev.
უთხოვარი/Taxus baccata L.

 

ფაუნა

ძუძუმწოვრები:

სამხრეთული ცხვირნალა/Rhinolophus euryale Blasius
მეჰელის ცხვირნალა/Rhinolophus mehelyi Matschie
გრძელყურა მღამიობი/Myotis bechsteinii Kuhl
ევროპული მაჩქათელა/Barbastella barbastellus Schreber
თახვი/Castor fiber Linnaeus
კავკასიური თაგვანა/Sicista caucasica Vinogradov
ქლუხორის თაგვანა/Sicista kluchorica Sokolov, Kovalskaya, and Baskevich
ყაზბეგის თაგვანა/Sicista kazbegica Sokolov, Baskevich, and Kovalskaya
ბრუცა/Nannospalax nehringi Satunin
ნაცრისფერი ზაზუნელა/Cricetulus migratorius Pallas
ამიერკავკასიური ზაზუნა/Mesocricetus brandti Nehring
პრომეთეს მემინდვრია/Prometheomys schaposchnikovi Satunin
წითური მემინდვრია/Clethrionomys glareolus ponticus Schreber
მცირეაზიური მექვიშია/Meriones tristrami Thomas
პაწია თაგვი/Micromys minutus Pallas
ლელიანის კატა/Felis chaus Schreber
ფოცხვერი/Lynx lynx Linnaeus
ჯიქი/Panthera pardus Linnaeus
ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus
აფთარი/Hyaena hyaena Linnaeus
წავი/Lutra lutra Linnaeus
ჭრელტყავა/Vormela peregusna Güldensthdt
თეთრმუცელა/Monachus monachus Hermann
მურა დათვი/Ursus arctos Linnaeus
ზღვის ღორი/Phocoena phocoena Linnaeus
აფალინა/Tursiops truncatus Montagu
ირემი/Cervus elaphus Linnaeus
ქურციკი/Gazella subgutturosa Güldenstaedt
დასავლეთკავკასიური ჯიხვი/Capra caucasica Güldenstaedt and Pallas
დაღესტნური ჯიხვი/Capra cylindricornis Blyth
ნიამორი/Capra aegagrus Linnaeus
არჩვი/Rupicapra rupicapra Linnaeus.

2b9272509af5.jpg
1e9f8d1f9c46.jpg
f4c8e844291c.jpg
44307699d1d2.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვფიქროდ ყველა მონადირემ უნდა იცოდეს ეს 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

კი ნამდვილად აჩი, ისე არა მარტო მონადირეებმა,  კარგი და საინტერესო თემაა... 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 671 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

კი მონადირემ განსაკუთრებით უნდა იცოდეს. (კი აუცილებელიცაა)!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ჯიქი და ვეფხვი     ?????


legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ჯიქი ალგეთის ნაკრძალში დააფიქსირა ვიდეოხაფანგმა, კლდის ვეფხვი კიდე საბჭოების დროს მოკლა ჩმმა სოფლელმა სვანეთში, იმ ვეფხვის ტყავი მე არ მინახავს თურმა ბევრი ევაჭრებოდა და ალბათ სარფიანად მოიშორაკიდეც.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ჯიქი ალგეთის ნაკრძალში დააფიქსირა ვიდეოხაფანგმა, კლდის ვეფხვი კიდე საბჭოების დროს მოკლა ჩმმა სოფლელმა სვანეთში, იმ ვეფხვის ტყავი მე არ მინახავს თურმა ბევრი ევაჭრებოდა და ალბათ სარფიანად მოიშორაკიდეც.

კ;დის ჯიქი ლაგოდეხის ნაკრძალშიც დააფიქსრა ხაფანგმა


legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

მე ვერ დამაფიქსირა ვერავინ და ვერაფერმა, ალბათ უკვე გადაშენებულები ვგონივართ ნანსყანები მაგიტო არ ვართ სიაში, ან ჩვენ ცალკე წითელი ნუსხა გაგვიკეთეს  :ki:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ვერ დამაფიქსირა ვერავინ და ვერაფერმა, ალბათ უკვე გადაშენებულები ვგონივართ ნანსყანები მაგიტო არ ვართ სიაში, ან ჩვენ ცალკე წითელი ნუსხა გაგვიკეთეს  :ki:

ჯვარი გეწეროს.... :0025:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მე ვერ დამაფიქსირა ვერავინ და ვერაფერმა, ალბათ უკვე გადაშენებულები ვგონივართ ნანსყანები მაგიტო არ ვართ სიაში, ან ჩვენ ცალკე წითელი ნუსხა გაგვიკეთეს :ki:


კლდის ვეფხვი ხარ სვანსკი კლდის ვეფზვი :)
თავს გაუფრთხილდი არ გაცივდე თორემ ბრაკონიერობაში ჩაგეთვლება :D

legion.ge-837-1527156940.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

თავს გაუფრთხილდი არ გაცივდე თორემ ბრაკონიერობაში ჩაგეთვლება

:DDD  :DDD  :DDD  :goood:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ყველა უნდა გაეცნოს ნამდვილად.საინტერესო პოსტია


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?