Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40985 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus

ან მე გავგიჟდი ან საქართველოს წითელი წიგნის შემდგენელები..

 

 

"

 

4c35db25b978.jpg

 

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით
2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003წ.)

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ’’წითელი ნუსხისა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება.''

 

რაის ვეფხვი? რაის გადაშენების პირას მყოფი სახეობა?   

 

ოეეეე საქართველოში ვეფხვი გადაშენების პირასაა. ბაბულიკებოოოოო რაში იღებთ ჰონორარებს? ბენგალიური ვეფხვი საქართველოში გადაშენების პირას ყოფილა. ხო და მონადირეებს ყველას გთხოვთ სადმე თუ ნახეთ ვეფხვი(ზოოპარკში იყო და ისიც მგონი ინფარქტით მოკვდა....იმდენი უძახეს "წადიიიი, წადიიიი")

:0034:  



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1034 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
არ ვიცი ბაბუ სწორად მახსოვს თუ არა, მაჰრამ, წითელი წიგნი არის საერთაშორისო, სადაც ყველაფერია თავმოყრილი, და სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ წითელი ნუსხა. ანუ აქ როგორც ეწერა, წითელწიგნშია შეტანილი ჩვენი წითელი ნუსხა, ხოლო თუ ვეფხვზეა საუბარი, კი გეცოდინება რო 1 შწმთხვევა იყო ვეფხვის, 60 იანებში მემგონი...

#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 810 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

 1921 წელს, თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან უკანასკნელი კასპიური ვეფხვი მოკლეს, რომელიც საქართველოში ბინადრობდა. მისი ფიტული საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.-- გურიელიძე გვამცნობს!!!!

 


ჩამსწორებელი dima71, 20 December 2018 - 09:04 PM.


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 810 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ზურაბ გურიელიძე ასევე გვამცნობს: საერთოდ, ვეფხვის ბინადრობა საქართველოში კარგა ხანს იყო ბჭობის საკითხი, თუმცა დადასტურებულია, რომ ვეფხვი როგორც აღმოსავლეთ, ასევე, დასავლეთ საქართველოშიც იყო გავრცელებული.

მაგალითად, ცნობილ გერმანელ მოგზაურსა და მეცნიერს - გულდენშტადს აღწერილი აქვს ორი ვეფხვის ტყავი, რომლებიც სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში ნახა. გულდენშტადი XVIII საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი იყო, რომელსაც სერიოზული ნაშრომები ჰქონდა ზოოლოგიაში, შესაბამისად, გამორიცხულია, რომ მას შეცდომა მოსვლოდა და ვეფხვი თუნდაც ჯიქში (ლეოპარდი) არეოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეფხვი რთულად მოსანადირებელი მტაცებელია და შესაბამისად, თუკი მეცნიერმა ორი მოკლული ვეფხვის ტყავი ნახა, ესე იგი, ის საკმაოდ ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ვეფხვი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, ეს ცხოველი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ქართულ ფოლკლორსა თუ ლიტერატურაში. თუმცა, როგორც ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, ვეფხვში ჯიქია ნაგულისხმები.

ზოგ შემთხვევაში ეს ვერსია შესაძლოა არც იყოს საღ აზრს მოკლებული. მაგალითად, თუ ავიღებთ „ლექსს ვეფხისა და მოყმისა“, აქ ეს პერსონაჟი შეიძლება ჯიქი იყოს, რადგან ის ჰაბიტატი, რომელიც ლექსშია აღწერილი, ჯიქს უფრო შეეფერება. ვეფხვისთვის, ძირითადად, ტყიანი ზონაა (ტროპიკული, მარადმწვანე და სხვა) დამახასიათებელი, გავრცელებულია სავანაშიც. მიუხედავად ამისა, ვეფხვი ძლიერი ცხოველია, გვხვდება მრავალნაირ ჰაბიტატში  და არაა გამორიცხული, რომ კლდოვან მთებშიც კი გადავაწყდეთ. 

საქართველოშიც, ისევე, როგორც ყველგან, სადაც ვეფხვი იყო ან არის გავრცელებული, ამ ცხოველის მიმართ საკმაოდ დიდი პატივისცემა აქვთ. პატივისცემას იწვევს ვეფხვის ფიზიკური და ვიზუალური მონაცემები - ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად „მოხატული“ ცხოველია. იმ ქვეყნებში, სადაც ვეფხვია გავრცელებული, ის გარკვეულწილად თაყვანისცემის ობიექტიც იყო. ცხოველი ინტენსიურადაა წარმოდგენილი ბუდისტურ რელიგიასა და ჩინურ მითოლოგიაში. ასევე, ღვთაებას წარმოადგენდა ციმბირულ ტომებში. ტუნგუსები ვეფხვს ისე მიმართავდნენ, როგორც უფროს ადამიანს.

ზოგადად, აზიისთვის ცხოველთა მეფე ვეფხვი იყო და არა ლომი. ინდოეთში მას ტყის რაჯად მოიხსენებდნენ.

საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ზოგადად ითვლება, რომ ჩვენთან გავრცელებული სახეობის ლათინური სახელწოდება იყო - Pantera Tigris Virgata, ანუ კასპიური ვეფხვი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვესახეობა იყო, დაახლოებით ისეთი ზომის, როგორიც ციმბირული ვეფხვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებული ვეფხვები გაცილებით უფრო ღია შეფერილობის არიან, ვიდრე ინდონეზიის კუნძულებზე მცხოვრები მტაცებლები, რომლებსაც სხვადასხვა მახასიათებელთან ერთად, უფრო მკვეთრი შეფერილობაც გამოარჩევთ.

დღეისათვის ითვლება, რომ კასპიური ვეფხვის მთლიანად გადაშენებულია - ბოლო ცხოველი 1970-იან წლებში, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოკლეს.

მაგრამ, სულ ახლახან გამოქვეყნდა ახალი ნაშრომი - „კატისებრთა ტაქსონმია“, სადაც მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვეფხვის სულ ორი ქვესახეობა არსებობს: მატერიკზე გავრცელებული ვეფხვი და ვეფხვი, რომელიც კუნძულებზეა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, არ ვყოფილვართ მართალი, როცა კასპიური ვეფხვი უიმედოდ დაკარგული გვეგონა და თუ ოდესმე საქართველოში ვეფხვის პოპულაციის აღდგენის საკითხი დადგება, ამ ბოლო კვლევების მიხედვით, ამის შესაძლებლობაც არსებობს. 

ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვი ასეთი დიდი და ძლიერი მტაცებელია და ადამიანებში სიმპატიასა და რიდს იწვევს, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დევნილი სახეობაა. ცხრა ქვესახეობიდან ოთხი: კასპიური ვეფხვი, ბალის ვეფხვი, იავურივეფხვი და სამხრეთ ჩინური ვეფხვი გადაშენებულია.

დღეისათვის, მთელ მსოფლიოში ვეფხვის რაოდენობა 3000-დან 4500-მდე ინდივიდს ითვლის, რაც საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ცხოველის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ბრაკონიერობაა. ვეფხვის მოპოვება მისი ტყავისათვის ხდება, თუმცა ასევე ძალიან ხშირია ვეფხვის მოპოვება მისი ძვლებისთვის, რომელიც ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. მისი სამკურნალო ღირებულება საკმაოდ საეჭვოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2000 წლიდან დღემდე, 1031 ჩონჩხი იქნა ამოღებული. ასევე, ხშირია ცოცხალი ვეფხვების კონტრაბანდაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მათი საცხოვრებელი გარემოს შემცირება.

საერთოდ, ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე უფრო დიდი წარმომადგენელია, რაც კი დედამიწაზე ოდესმე არსებულა. ის გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თუნდაც პალეობიოლოგიიდან ცნობილი სმილოდონი - ხმალკბილა ვეფხვი. ის წონითა და ზომითაც კი აღემატება ლომს, რომლის საშუალო წონა 186 კილოგრამია. ხვადი ვეფხვის წონა 90-დან 306 კილოგრამამდე მერყეობს, საშუალო წონა კი 198 კგ-ია. მდედრი ვეფხვი საშუალოდ - 145 კილოგრამს იწონის. მიუხედავად იმისა, რომ ციმბირული ვეფხვი ყველაზე დიდ კატისებრად ითვლება, რეკორდი ბენგალურ ვეფხვს ეკუთვნის, რომელიც 1967 წელს, ინდოეთში მოკლეს, ის ზუსტად 388,7 კილოგრამს იწონიდა. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ვეფხვის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 1.22 მეტრია და ის ამ მახასიათებლითაც ყველაზე დიდი კატისებრია.

საინტერესოა ისიც, რომ კუნძულებზე გავრცელებული ვეფხვები, მატერიკზეგავრცელებულ ეგზემპლარებთან შედარებით, გაცილებით უფრო მცირე ზომისანი არიან.

ვეფხვს ეკუთვნის კიდევ ერთი „რეკორდი“ - კაციჭამიობაში. XX საუკუნის დასაწყისში, წელიწადში დაახლოებით 1000 თავდასხმა იყო აღწერილი. მათ შორის ერთმა, სახელად „ჩამპავატის“ ვეფხვმა - 430 ადამიანი მოკლა. პრობლემა კვლავ აქტუალურია, მაგალითად, სუნდარბანში (ინდოეთი), სადაც დაახლებით 600 ვეფხვი ბინადრობს და წელიწადში საშუალოდ 5-6 თავდასხმა ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, როცა სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ადამიანმა უფრო მეტად აითვისა ტყე, თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა. ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა დაფიქსირდა მეზობელ ბანგლადეშშიც, სადაც ვეფხვები ჰაბიტატის შემცირების გამო გადადიოდნენ. თუმცა, არ ფიქსირდება შემთხვევა, რომ ვეფხვი ადამიანს თავის საცხოვრებელთან ახლოს დასხმოდა თავს. ასეთი ინციდენტები ადამიანების საცხოვრებელი გარემოდან შორს, სწორედ იქ ხდება, სადაც ადამიანი ცხოველის ჰაბიტატში იჭრება. 

ლიტერატურას და ფოლკლორს რომ დავუბრუნდეთ, მთავარი გმირების ძლიერებისა და მამაცობის ხაზგასასმელად, მათ კონკურენტებად საკმაოდ ხშირად გამოჰყავდათ ვეფხვი. რადიარდ კიპლინგსაც კი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ცხოველთა სამყაროს და რთული წარმოსადგენია, რომ ვეფხვს, როგორც #1 მტერს ისე უყურებდა, მაუგლის მთავარ ოპონენტად შერხანი ჰყავს გამოყვანილი. არა ლეოპარდი - ბაგირა, ან რომელიმე სხვა მტაცებელი, არამედ ვეფხვი, რომლის წინააღმდეგაც მთელი ჯუნგლების ცხოველები ერთიანდებიან. ესეც საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს იმას, თუ რამდენად ძლიერ ცხოველზე ვსაუბრობთ.

საერთოდაც, ვეფხვი სოლიტარული ცხოველია, რომელიც მარტო ცხოვრობს და მხოლოდ გამრავლების პერიოდში ჰყავს მეწყვილე. შესაბამისად, მარტო მყოფ ცხოველთან ბრძოლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე სოციალურ ცხოველებთან.

ზოგადად, ვეფხვს არა მხოლოდ ქართულ ფოლკლორში, არამედ თბილისის ზოოპარკის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს - ჩვენი ზოოპარკის ლოგოზე კასპიური ვეფხვია გამოსახული. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი, საინტერესო ცხოველი, ერთ-ერთი პრიორიტეტული სახეობა, რომლის ხილვაც დამთვალიერებელს პირველ რიგში სურს.

დღეისათვის თბილისის ზოოპარკში ჯერჯერობით ერთი ციმბირული ვეფხვი გვყავს, სახელად - „თორი“, რომელიც რიგის ზოოპარკმა გვაჩუქა. ახლა კი ვემზადებით, რომ თორს მასავით ჯიშიანი, სუფთა სისხლის მდედრი ჩამოვუყვანოთ, რომელსაც რუმინეთში მივაგენით. ზოგადად, ცხოველის ამ სახეობის ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ ბიუროკრატიულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს მატება გვექნება. 



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2679 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესო პოსტია დიმა  :good:



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40985 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან უცნაურად მეჩვენება ადამიანმა 2 ვეფხვი მოკლას და ტყავი დატოვოს. ეს მაშინ როდესაც ბრაკონიერებისთვის ტყავი ფულის შოვნის წყაროს წარმოადგენს ხოლო რიგითი მონადირისთვის იმ შორეულ საუკუნეებში ვაჟკაცობის დამადასტურებელი იქნებოდა. არა რეალურ ამბავს გავს.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?