Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 628 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

                                                                                 ეროვნული ტანისამოსი                                                                             1375803_544655598940698_2031993421_n.jpg                                                                                                                                                                                                                          1383657_544658108940447_152753392_n.jpg                                                                                                                                                                                                                            1385571_544658105607114_1455503728_n.jpg                                                                                                                                                                                                                          1380190_544658112273780_640165638_n.jpg                                                                                                                                                                                                                            1377377_544658155607109_20997391_n.jpg                                                                                                                                                                                                                              1382927_544658158940442_1300315913_n.jpg                                                                                                                                                                                                                          1377621_544658162273775_383677787_n.jpg                                                                                                                                                                                                                            1391786_544658202273771_1493841366_n.jpg                                                                                                                                                                                                                         1385144_544658222273769_1894843320_n.jpg                                                                                                                                                                                                                         1383101_544658232273768_961311523_n.jpg                                                                                                                                                                                                                           1385218_544658258940432_1545575877_n.jpg                                                                                                                                                                                                                         1382814_544658285607096_1921851375_n.jpg                                                                                                                                                                                                                         1378757_544671775605747_1832586864_n.jpg                                                                                                                                                                                                                         1374743_544671778939080_963032604_n.jpg                                                                                                                                                                                                                           1393726_544671782272413_577646751_n.jpg                                                                                                                                                                                                                           1374119_544671842272407_591238109_n.jpg



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლამაზი და კარგი დიზაინი აქვს - სამოსელ პირველს



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
13220037_1279322138762189_583008888_n.jp
ადათი, რომელიც ყველა კავკასიელს აერთიანებს
2016-05-10 21:31:34
 
5488
 
 

 

იმ მრავალი ადათიდან, რომელიც, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, კავკასიელ ხალხებს აერთიანებთ, იქნება ეს სტუმარ-მასპინძლობა, უფროსის პატივისცემა თუ სხვა, ალბათ, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ძმადნაფიცობის ინსტიტუტი, რომელიც თავის თავში ხელოვნურ დანათესავებას და ურთიერთობის სიწმინდეს მოიცავს. ამ წესს კავკასიაში და მათ შორის საქართველოში ძირითადად მთაში ვხვდებით, თუმა სადღეისოდ იქაც ნაკლებად, რადგან სხვადასხვა ფაქტორებმა ამ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

 თავის დროზე ძმად შეფიცვა ორ მამაკაცს შორის ძმური კავშირის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. ამისთვის გამოიყენებოდა რამდენიმე წესი, კერძოდ,  საკლავით დაძმობილება (ძმად შეფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე სალოცავში მიდიოდნენ, რომელსაც თავის დროზე აღმოსავლეთ მთიანეთში ხატობას უწოდებდნენ,  ხევისბერი მათ დალოცავდა და საკლავის სისხლს ორივეს აპკურებდა); სისხლის გაზიარებით დაძმობილება (დაძმობილების მსურველები თითებს გაიჭრიდნენ და სასმელით სავსე ფიალაში საკუთარ სისხლს ღვრიდნენ, შემდეგ ფიალებს ცვლიდნენ; ეს წესი ძირითადად დასავლეთ საქართველოს მთიანეთში გამოიყენებოდა) ასევე გავრცელებული ფორმა იყო ტყვიების გაცვლა და ფიცვერცხლის ჭამით დაძმობილება (ამ შემთხვევაში მეგობრები ასევე სასმელით სავსე ფიალაში ვერცხლს ჩათლიდნენ და სვამდნენ. ამ რიტუალის შესრულოებას თან ახლდა ერთგულების ფიცის დადება).

 

ძმობის ფიცი წმინდა, ურყვნელი და ძლიერი კავშირის გამოხატულებას გულისხმობდა. ძმად შეფიცულები არა მხოლოდ მეგობრებად, არამედ ოჯახის წევრებად აღიქმებოდნენ და მათზე ყველა ის უფლება–მოვალეობა ვრცელდებოდა, როგორიც დედმამისშვილზე.  

 

ისტორიკოსი ზაზა ჭაია: ადრე იყო თეორია იბერიულ–კავკასიური ჯგუფებისა. მათში შედიოდნენ ყაბარდოელები, აფხაზები, ადიღეელები, დაღესტნელი ხალხები, ვაინახები, ქართველები. შემდეგ ამ თეორიას სხვადასხვანაირად შეხედეს, მაგრამ კავკასიელებს გენეტიკაში   ბევრი საერთო რომ გვაქვს, ამაზე არავინ დავობს. თვით ისეთი ხალხები, რომლებიც შედარებით გვიან შემოვიდნენ, ვთქვათ, ირანული წარმოშობის ოსები და ყარაჩაელები, თურქულ–ირანული წარმოშობის ბალყარელები, – ისინიც, ასე ვთქვათ, სრულყოფილი კავკასიელები გახდნენ. ვინც დღევანდელ ამიერ– და იმიერკავკასიაში ცხოვრობს, წინაპრებისგან იციან თავიანთი ტრადიციების შესახებ, თუ არ ასრულებენ, იციან მაინც. ხალხებს შორის ურთიერთობა, ნდობა და ძმადნაფიცობის ინსტიტუტი ეჯაჭვება მორდუობის ინსტიტუტს. მაგალითად, სვანი თავადები – დადეშქელიანები, გარდაფხაძეები შვილებს აძიძავებდნენ ბალყარელ კარგ გვარიშვილებთან.  ბუნებრივია, ყალიბდებოდა ურთიერთობა. იმ დადეშქელიანისთვის ბალყარეთი ისეთივე სამშობლო იყო, როგორიც სვანეთი. აფხაზების ბოლო მთავარი მიხეილ შერვაშიძე გაძიძავებული ჰყავდათ ჩერქეზული ტომის ხალხში – უბიხებში. სამწუხაროდ, ისინი დღეს რუსეთის „წყალობით“ აღარ არსებობენ. უბიხები სახლობდნენ თანამედროვე სოჭის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იყო მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან მებრძოლი სულის ხალხი და მათთან აღზრდა კარგ ტონად ითვლებოდა. აფხაზი მთავრები კი შთამომავლებს აძიძავებდნენ იქ, რათა მათ ოჯახში მიეღოთ კავკასიური დაწყებითი განათლება. გარკვეულწილად, ამას ემყარებოდა ძმადნაფიცობის ტრადიცია, ზოგადად ურთიერთობა, პოლიტიკა, ნდობა. თავად ძმადნაფიცობის ტრადიციას ძალიან  სიღრმისეული ფესვები აქვს. ის არ ასხვავებს რელიგიას და ეროვნებას, მაგრამ გააჩნია დაფიცების და ურთიერთობების წესს. მაგალითად, თუ ქართველი ფიცს დებდა ჯვარცმაზე, ბიბლიაზე ან ხატზე, მუსლიმი ყოველთვის იფიცებდა ყურანზე. სხვათა შორის, მსგავს წესს ჩვენ ვხვდებით მონღოლებშიც. არ ვიცი, მათ ეს როგორ აიღეს, მაგრამ როდესაც მონღოლი ფიალას ავსებდა, შიგ ვერცხლს ათლიდა და სვამდა, ეს უკვე გარანტია იყო იმისა, რომ საკუთარ სიტყვას არ გატეხდა. ეს წესი ქართველებმაც იცოდნენ და ჩვენთან მას ფიცვერცხლი ჰქვია. ჩვენთან ასევეა სისხლით ძმადნაფიცობა. ბევრი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ძმადნაფიცობის ინსტიტუტი , თავისი წესებით ძალიან საინტერესოდ არის განმარტებული ჭაბუა ამირეჯიბის მართლაც  უკვდავ „დათა თუთაშხიაში“. დათა თუთაშხია სიცოცხლის ბოლო დღეებში თავის ბალყარელ ძმადნაფიცს სტუმრობს. იქ ნათლად არის გადმოცემული, თუ რა არის ძმადნაფიცის ვალდებულება, რა უნდა იკითხოს, რისი უფლება აქვს და რისი არა. თუ ახალგაზრდა ძმადნაფიცმა რაღაც არ იცის, სირცხვილი არაა, რომ იკითხოს და შემდეგ ამისდა მიხედვით მოიქცეს. ანალოგიური საკითხი სხვა კონტექსტში დანახულია ვაჟა–ფშაველაში. იქ ეს გადაჯაჭვულია სტუმარ–მასპინძლობასთან, ვაჟკაცობის აღქმასთან, მოყვასის სიყვარულთან და აქ უკვე ვაჟას გმირები წინააღმდეგობაში მოდიან თავად თემის ტრადიციებთან.

 

თემურ ლენგის შემოსევის შემდეგ კავკასია დიდწილად გადაიხარა მუსლიმანობისკენ და ბუნებრივია, რელიგიამაც თავისი დაღი დაასვა. მართალია, ძმადნაფიცის ინსტიტუტი ძლიერია აზერბაიჯანშიც, თუმცა აქ მას უფრო რელიგიური სახე აქვს, იქ  გარეულია მუსლიმანური ტრადიციებიც. ადრე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანური ტომები ცხოვრობდნენ, ეს უფრო კავკასიური ტომებია. მათ წარმოშობაზე მეცნიერები ჯერ კიდევ დავობენ, მაგრამ არის მოსაზრება, რომ ეს კავკასიური ტომებია. შემდეგ მოხდა არაბული, ირანული, თურქული, თურქმენული ელემენტის შესვლა და ჩამოყალიბდა აზერბაიჯანელი ერი.

 

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ არც დღეს და არც წარსულში რელიგია არ უშლიდა ხელს ძმადნაფიცობას. ბევრი ქართული ოჯახია, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩრდილოეთ კავკასიელებთან. ბევრი ტკივილი და უსიანოვნება გვაქვს მიყენებული ერთმანეთისთვის, მაგრამ არის რაღაც, რაც ერთი მიმართულებით აზროვნებისკენ გვიბიძგებს. თუ რელიგიურ მომენტებს გამოვრიცხავთ და კიდევ რამდენიმე ტრადიციას, შეიძლება, ითქვას, რომ აზროვნების ერთი სიმაღლეა. მათ წინაპრებისგან იციან ქართველების პატივისცემა, ისევე, როგორც ჩვენ ვიცით ყველა კავკასიელი ხალხის პატივისცემა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგუშები. ჩვენი ისტორიკოსები მათ ღალღებს უწოდებდნენ. თუ ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე მსხვილმასშტაბიანი საომარი კონფლიქტი არ გვიწარმოებია. ყველა ინგუშმა იცის, რომ ქართველი მისი ძმაა და ყველა ქართველმა იცის და თუ არ იცის, უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი მისი ახლობელია.

 

–        როგორც თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინე და ეს თავად სომხებმაც დამიდასტურეს, მათ ძმადნაფიცობის ადათი არ აქვს...

 

–        ამ თემაზე მათთან არ მისაუბრია. უამრავი მეგობარი მყავს. შეიძლება, თავად წესი გაწერილი არ ჰქონდეთ. ენობრივი ჯგუფი  კავკასიური ცალკე ჯგუფია. სომხები, მაგალითად, ინდოევროპულ ჯგუფში წევრიანდებიან. კი, ამდენი საუკუნის თანაცხოვრობის შემდეგ ჩვენ  ბევრი რამ ავიღეთ ერთმანეთისგან , მაგრამ მათი ჯგუფი მაინც სხვაა, კავკასიური – სხვა. მათაც ძალიან ბევრი ლამაზი ტრადიცია აქვთ, მაგრამ ძმადნაფიცობის და მორდუობის ინსტიტუტს, რამდენადაც მე ვიცი, მაინც ნაკლებად ვხვდებით.

 

–        თავად ამ ადათ წესებზე რომ ვისაუბროთ, რა ვალდებულებებს აკისრებს ძმადნაფიცობა შეფიცულ პირებს?

 

-         ეს დაახლოებით ისეა, როგორც ქართული ნათელ–მირონობა. ნუ, ბუნებრივია, აქ ყველა წესი არ გადმოდის, მაგრამ  როცა ძმადნაფიცი ხარ, იქ უკვე ძალიან სიღრმისეული წესებია. თუშეთშიც, ხევსურეთშიც, ფშავშიც, ქისტებშიც, მთის ხალხებში ყველა თავისებულად აღნიშნავს, მაგრამ არის დაუწერელი კანონები, რომლებიც აუცილებლად  უნდა დაიცვა – ძმობის ფიცის დადების შემთხვევაში შენ ძმა და ოჯახის შვილი ხდები. შეიძლებამ ეს ოჯახი წლების განმავლობაში ვერ ინახულო, მაგრამ ეს ურთიერთობაზე არ მოქმედებს. შენ იცი, რომ იქ, სადღაც შენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ბუნებრივია, ამ ოჯახებს შორის ქორწინება დაუშვებელია. რამდენადაც მე თავად ვაინახებისგან ვიცი, ჯერ ქალი ნაკლებად ტრიალებდა მამაკაცების თვალწინ, მაგრამ სტუმრად მისული თუ ძმადნაფიცი იყო, ის მასპინძლის ოჯახის ქალს თვალებში არ ჩახედავდა. ეს დაუწერელი კანონი იყო. ეს საინტერესო იმიტომ არის, რომ დამოკიდებულების სიწმინდეს ასახავს. აქ არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას, ეროვნებას და ენობრივ ჯგუფს.

 

–        ამ წესს მხოლოდ მამაკაცებში ვხვდებით?

 

–        დიახ, როგორც წესი. მაგრამ გამონაკლისებს ვხვდებით ნაწარმოებებში, ისტორიულ ქრონიკებში. შეიძლება, შვილგარდაცვლილ დედას შეჰფიცოს ახალგაზრდა მამაკაცმა შვილობა, მაგრამ ეს უკვე სხვა ინსტიტუტია.

 

–        კავკასიის გარდა, სად ვხვდებით ამ ადათს?

 

–        ძველ გერმანულ ტომებში, გოთებში, ფრანკებში, ანგლებში და აშ. ეს არ იყო იმ ფორმით, რასაც ფიცვერცხლს ვუწოდებთ, თუმცა ძლიერი მეგობრული კავშირის დამყარება სხვა გარემოებებში და სხვაგვარად ყველა მეომარმა ხალხმა იცოდა ამა თუ იმ გზით, მაგრამ ეს გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული, დაუწერელი კანონებით გაჯერებული იგრძნობა კავკასიაში.

დიანა მუსელიანი

diana.jpg

https://accent.com.g...s/details/14896







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?