Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
საქართველოს ისტორიული იარაღები
2012, 25 ოქტომბერი, 13:03

10921351152660.jpgყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიადი წარსულის მქონე ქვეყანაა. ამჯერად შემოგთავაზებთ ცოტაოდენ ინფრომაციას ჩვენი წინაპრების საბრძოლო აღჭურვილობაზე.

10921351153675.jpg

მოგეხსენებათ, ჩვენი წინაპრები იარაღს მუდამ თან ატარებდნენ. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ როგორ იყვნენ აღჭურვილები სხვადასხვა კუთხის შვილები. ახლა კი კონკრეტულად განვიხილოთ იარაღის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საქართველოში იყო გავრცელებული.

10921351153578.jpg

ჩვენამდე შემორჩენილი სატევრების სახეობებია:

ბაზალა – ხანჯლის სახეობა
თილიყამყამი – დიდი სატევარი
იამანი – ცივი იარაღი ხატის ენაზე
სატევარი – დიდი ხანჯალი
ყამა – გადრეკილი სატევარი
ყელე – დიდი სატევარი
ცხემლაიში – დიდი სატევარი
ხანჯალი – ცალღარი, ორღარი, სამღარი, სუკიანი, წვერამდი დაწერილი, შავხალი
ხანჯლის ძმა
ხანჯლისშვილა

 

საძგერებელი იარაღები:

აკინაკი – ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი
ალმანი – შუბის სახეობა
ბარჯი – ხოჭი, ჭვილთი, ხეჩაკალი, შაგამი
ბუნი – ტარი, ზრო
ბუნიკი – სათიხარი, ქობინი
გეონი – მოწლო, სამძგიდე, კაცის სიმაღლე
გმური – პირბრტყელი, ბუნგრძელი, გუმური
დუგლუგი – დიბლიგი, გამსხვილებული ბოლო
ზუფანი – მოკლე შუბი, ზუფნა
თრაში – წვერი (აჭარ.)
კინენი – დიდი შუბი
ლახვარი – გრძელტარა შუბი
ლაბაშა – ბუნკაჩო შუბი
ლიბანდა – ლიბარდა
მაზრაკი
მარწახი – სამთითა ბარჯი
მაცახი – ფიწალივით
ოთხფარგელი – ოთხწახნაგა
ოროლი
სათხედი – პირბრტყელი, ბუნზომიერი
ქიმარა – წვეტი
შმაგი – ხიშტივით
შუფი – შუბი (მეგრ.)
შუბაკი – მოკლე შუბი
შუბნაჯახი – საძგერ–საცემი
ჩალათა – შალითა, ბუდე
წათი – აფთშუბა
ხელშუბა – ჯირითივით
ხიშტი – პირგრძელი, ტარკოტა, ძგიდემახვილი
ჯირითი – მოკლე, ცხენიდანათალდი – ფართოპირიანი წერაქვი
არგუნი – ნაჯახი (მეგრ.)
ბურჭული – წალდი (მეგრ.)
კადა – ცული (სვან.)
კადოლ – მცირე ცული (სვან.)
კეკი – პატარა წერაქვი
კინა – ცულივით
ნაჯახი – მცირე ცული, ლანჯახი
ნიღრი – წალდის ცხვირი
ორთოხი – ორგნით სათხროლიანი
სათული – მცირე ნაჯახი
ტაბარი – ორპირი ნაჯახი
ტაბარძენი – უნაგირზე დასაკრავი ნაჯახი
ქარჩი – ცალწვერა ბრტყელპირა წერაქვი
ქუცუცა – ნაჯახის უკანა წვერი
ჩუგლუგი – მცირე წერაქვი ან გრძელტარა ნაჯახი
ცულაფთა –სწორკუთხა ნაჯახი
ცულდი – ცული
ცულთოხი – საჭრელ–სათხროლიანი
ცულკავი – ცულის სახეობა
ცულქარჩი – ნაჯახწერაქვა
წალდი – საჩეხი იარაღიწაკარტი – წერაქვი (მეგრ.)
წალკატი – ორწვერა წერაქვი
წერაქვი – სათხროლ–საჯგვერი

 

საცემნი:

ამუდა, ემუდა – ჯაჭვებიანი რკინის ჯოხი
გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირისა
გურზი – უფრთო ლახტი
ეკალბურთა – ჯაჭვიანი საცემი
კედა – რკინის გრძელი ჯოხი
კვერთხი – საცემი იარაღი
კინიკეტი – ქარცახი, რკინის ჯოხი
ლახტი – უმკვეთლო საცემი
ომბოხი – კვერთხისნაირი
სანგი – რკინის დიდი კვერი
ურატა – მომცრო ურო
ურო – რკინის ხვედა
ხეტი – კაუჭიანი კინიკეტი

10921351154328.jpg

ხმლების სახეობები:

აშურმა – მხარიღლივ დასაკიდი თასმა, ყაწიმი, ქაშქანი, სამრევლი

ბალთანი – ხმლის მოსართავნი
ბაწარაული – გრეხით ნაჭედი
ბერა – მომცრო, პირფართე, ცალლესულა
გველისპირული –
გოთურგა – ხმლის საკიდი თასმა
გორდა – მოკლე ხმალი
დავითფერული – თავითფერელი
დაშნა – მოკლე ხმალი, დაშლა
დაშნილ – დაშნა (სვან.)
დვარი – ხმლის ტარის ღილი
ვადი, ვადა – ხმლის ჯვარედი
ვადაჯვრიანი –
თალხანი – ხმლის თასმის წასაწევ–წამოსაწევი
თარანგი – ხმლის სალტე
იატაგანი – გადრეკილი, ორპირა
კაკუბაში – ცუდი ხმალი
კალმიდი – კალდიმი
კვრინჩხა – ხმალა (მთიულ.)
კოტა – თიკებად გაშლილი ტარი
კუდახმალი – მოკლე ხმალი
ლეკური – უვადაჯვრო ხმალი
მისრული –
ნაკუდაური –
ნიბჩა – მოკლე ხმალი
პირი – ბასრი მხარე, შუფრა
საბარკალი – უნაგირზე დასაკრავი მოკლე ხმალი
უვადაჯვრო
ფრანგული – დედალფრანგული რუსულია, მამალფრანგული – ევროპული
ქარქაში – სამკვეთლოთა ბუდე
ღარი – გასწვრივი ჩაღრმავება
ყუა – ხმლის ულესი მხარე
შაშარი – ნესტარსა და ნიღრს შუა
შიშნა –
წვერი – დაბოლოება
წვრილა – ხმლის სახეა
ჭარული –
ჭოლაური – გამჭოლგამკვეთი
ხიპი – დაშნაცუდა, რეცახმალი
ხმალჯოხა – ხელჯოხში


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ აჭარაში მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე ჩხუტუნეთში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკაა. მაჭახლის ხეობაში განთქმული მჭედლები იყვნენ ნაგერვაძეები, ძნელაძეები და ქავთარაძეები.

„თოფი 30-40 მეტრის მანძილზე ისროდა. უფრო მეტად საფანტით გამოიყენებოდა. ლულიდან ჯერ ჩაყრიდნენ დენთს, მერე საფანტს, კონდახთან იდებოდა კაფსოლი, მერე დასხლეტდნენ და თოფი გავარდებოდა,“ – იხსენებს ზემო ჩხუტუნეთელი ვასო ძნელაძე.

სხვადასხვა ცნობით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის 30-მდე მჭედელი ყოფილა. თოფი მაჭახელა ცნობილი იყო მთელს კავკასიაში და ყირიმში დამზადებულ თოფზე წინაც მდგარა. მაჭახელა თოფი პოპულარული იყო იმერეთში, ფშავსა და გურიაში. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს აჭარა, მაჭახელას თოფით დაინტერესდნენ იმპერიის დიდგვაროვნები და ამბობენ, რომ სტამბოლში ბევრი ფაშის სახლში შეიძლებოდა მაჭახელას თოფის ნახვა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85ea390abc699c.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85ea390e096b9c.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85ea391028b94e.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?