Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

შემწვარი ბანანი ნაყინით

არ ელოდი მეგობრების ვიზიტს? გაუმასპინძლდი მათ მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი საზაფხულო დესერტით და ყველა გაოცებული დარჩება. იხილეთ რეცეპტი და ერთად მოამზადეთ შემწვარი ბანანი ნაყინით!

Semwvari-banani.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 55 გრამი კარაქი
  • 2/3 ჭიქა (145გ) ყავისფერი შაქარი
  • 3 1/2 სუფრის კოვზი (50მლ) რომი
  • 1 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 3 ცალი ბანანი
  • 1/4 ჭიქა (30გ) დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 265 გრამი ვანილის ნაყინი

~ მომზადების წესი ~

1. გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში.

2. დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ მოათავსეთ მასში ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ ეს მასა ბუშტებს არ გაიკეთებს.

3. მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ თითოეული მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. ამასობაში გადაანაწილეთ ნაყინი ოთხ ცალ ფიალაში. შემდეგ თითოეულში ჩაამატეთ სამ-სამი მომზადებული ბანანი და მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი. გემრიელად მიირთვით მალევე, სანამ ნაყინი გადნება.

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ra kaloria eqneba ...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა დაიწყეთ ეხლა ისევ რაააა.....ეუჰ გააფუჭე დევო ყველაფერი რა....... :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?