Jump to content


ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

pre_1456927739__1069879_505547456180987_.

აი ამიტომ არ შეიძლება ენდემურის და შემოყვანილის ერთ საარსებო სივრჩეში მოქცევა.

.

 



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4481 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

თეთრკისერა  ნახე რა ხოდზეა :) , სჯობს მაინც .



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2192 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

14372340_1923954771183608_1908713137076197565_o.jpg

- უნიკალური "სამოთხის ფრინველების" 39 სახეობის ფირზე აღბეჭდვას 18 ექსპედიცია და 39,000 ფოტოს გადაღება დასჭირდა



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგრად უწვალით ფოტოგრაფებს :)



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგრად უწვალით ფოტოგრაფებს :)

აბა ბიჯო...



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
27336509_1957035814309748_56550442480719
 
 
Misha Meskhi-მ(ა) გააზიარა პოსტი.
2 სთ. · 
 
 
 
36231427_187546348603446_253372198668573
წუთები უნდა შეაგროვო თან რომ წაიღო, სუვენირად
შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს არც ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს მაღალზე ფრენას, მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები, კანდიდატურები 1f642.png 
დედალი აკრიფავს სიმაღლეს და უშვებს ნისკარტიდან ამ ტოტს, რომელიც მოახერხებს მის ჰაერშივე დაჭერას, მასთან უკან მიტანას და ნისკარტიდან- ნისკარტში გადაცემას, კონკურსს აგრძელებს მხოლოდ ის მამალი.
დედალი ამ მოქმედებას იმეორებს მეორედაც, მესამედაც და ასე ძალიან ბევრჯერ, მამალს ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა, თუ თავს გაართმევს - დედალი ირჩევს მას და შეწყვილდებიან, რატომ აკეთებს ამას დედალი არწივი, მერე გეტყვით. 1f642.png
ისინი ერთად აფრინდებიან კლდეზე და ირჩევენ ადგილს ბუდისთვის, ბუდეს აკეთებენ ხმელი ტოტებით. ის ძალიან მყარი, მაგრამ ხმელი და უხეშია,(ისეთი დიდი და მაგარია ადამიანსაც კი გაუძლებს,) ამიტომ ორივენი თავისი ნისკარტით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს ( თუ გავითვალისწინებთ, რამსისხო ღერო აქვს მათ ბუმბულს, ალბათ მტკივნეულია) და იქამდე ამოფენენ , სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. მუშაობით რომ დაიღლებიან, ორივენი მაღლა ადიან ჰაერში და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ხიბლავენ,
აი ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და სანამ იგი კვერცხებზე ზის, გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ასეთი ლამაზი ფრენით ართობს მას. 
ბახალები ტიტვლები და ძალიან უსუსურები იბადებიან, მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან და წვიმისგან, ორივეს მოაქვს მათთვის საჭმელი, ძირითადად თევზი. როცა ბარტყები ბუმბულით შეიმოსებიან და ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან მშობლები, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას, მამალი არწივი იწყებს ბუდის ნჯღრევას იქამდე, სანამ ყველა ბუმბული არ ჩამოცვივა და ხმელი, მოუხერხებელი ბუდე არ დარჩება, დედალი ბუდესთან ახლოს დაჯდება და იწყებს მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას, ბარტყები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ მიჩვეულნი, გაოგნებულები არიან, მაგრამ არ იციან როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებთ გადმოვიდნენ ბუდიდან, ისინი აკეთებენ იმ მოძრაობებს, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებდნენ ვერასდროს, თუკი მშობლები გააგრძელებდნენ მათზე ძველებურად ზრუნვას.
ამოფოფხდებიან ბარტყები და რაკი მათი ბუდე კლდის ქიმზეა,(ადვილად რომ ვერ მიუგეს რომელიმე მტაცებელი), ისინი ვარდებიან დაბლა, რადგან არ იციან ჯერ ფრთების გამოყენება და დანიშნულება, აი სწორედ ამ დროს,ხის ტოტით მრავალჯერ გამოცდილი მამა შურდულივით ეშვება ძირს და მისი ბახალა მამის ზურგზე აღმოჩნდება. მამა დააბრუნებს ისევ ბუდეში და ასე მეორდება ბევრჯერ, მანამ პატარა არწივებში არ ჩაირთვება ფრთების გაშლის და გამოყენების ინსტინქტი, და მამას ერთი ბარტყიც არ უნდა ჩაუვარდეს ძირს, ტყუილად კი არ გამოსცადა დედამ, სანამ ცოლად გაჰყვებოდა 1f642.png
****
ჰოდა თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრ რამეზე ამიხილა თვალი ამ ამბავმა :
1.სწორად უნდა აარჩიო ვინ გამოგადგება შვილების მამად; (უმთავრესია!)
2. ერთად უნდა ააშენოთ ბუდე;
3, თანაბრად უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე და ერთმანეთის მოხიბვლაზეც!
4.ოჯახს აწყობს და არჩენს ორივე ერთად, არც მარტო დედალი და არც მარტო მამალი არ არის ვალდებული წამოიკიდოს მთელი ოჯახის რჩენა კისერზე 1f642.png
5. სწორად უნდა განსაზღვრო რა ასაკიდან მისცე თავისუფლება შვილებს და გაუშვა შენგან... ( უძნელესია!)
6. და ხაზგასმით - გზაზე მამამ უნდა დააყენოს, ასწავლოს ფრენა! და არასდროს, არცერთი მცდარი ნაბიჯის შემთხვევაში არ დაუშვას შვილის დაღუპვა!
პ. ს. ბრძენია ბუნება


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1. Краб-отшельник поселился в голове старой куклы

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

2. Мама-многоножка защищает своих детей

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

3. Осы построили своё гнездо вокруг деревянной статуи

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

4. Жуткий гриб, который называется «Пальцы дьявола»

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

5. Рыба Паку, зубы которой очень похожи на человеческие

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

6. Эта лягушка была найдена иссохшая на полу магазина. Менеджер предложил полить её водой, и она чудесным образом ожила.

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

7. Не все рыбы блещут красотой

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

8. Это растение называется «Львиный зев», и оно очень похоже на черепки

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

9. Это 20-сантиметровый золотой морской червь, обитающий в водах Антарктиды

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

10. Питоны сами разделились по цвету после вылупления

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

11. В стене так много пчёл, что их мёд льётся через розетку

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

12. Муравьи строят плоты из самих себя и в таком виде пережидают наводнение на плаву

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

13. Эта лавовая яма выглядит как врата ада

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

14. Гусеница со змеиной головой, которая на самом деле даже не кусается

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

15. Гадюка съела многоножку, но та не сдалась и прогрызла себе выход

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

16. Сова убила больше 70-ти леммингов и окружила ими своё гнездо

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

17. Осы построили гнездо вокруг брошенной детской куклы

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

18. Венерина мухоловка — растение, которое питается насекомыми и слизнями

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

19. Гриб кордицепс, который растет на пауке.

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

20. Геккон с тремя хвостами

27-sluchayev-kogda-matushka-priroda-foto

 

 

~~

 

 

 

 

 

 

 

Источник



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცის დამპყრობლები - "ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამე ყოფილა
 
"ბათუმთან ზღვა და მთა ძალიან ახლოს არის, გადამფრენი ფრინველები ორივეს ერიდებიან და უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს. მსგავსი რამ ბევრ ადგილას არ ხდება, ამიტომ ასეთი ადგილები ყოველთვის იწვევდა სპეციალისტთა ინტერესს"
შემოდგომაზე საქართველოში ფრინველთა ყოველწლიური გადაფრენა იწყება. მას უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ძველი საბერძნეთის, რომის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების სწავლულები. გადაფრენის უმთავრესი მიზეზი ზამთრობით ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობაა, ამიტომ ფრინველები, ინსტინქტის კარნახით, სამხრეთში მიფრინავენ, სადაც სითბო და საკვები ხვდებათ.
საქართველოზე, შავი ზღვის სანაპიროზე გადის ერთ-ერთი უდიდესი გზა, რომელსაც გადამფრენი ფრინველები იყენებენ. ბათუმსა და მის შემოგარენში ყოველწლიურად ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს, რის გამოც ეს ტერიტორია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად არის მიჩნეული. ის ცნობილია, როგორც "შავი ზღვის­ სამიგრაციო მარშრუტი", ანუ ე.წ. ძაბრი. გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი. - ბათუმთან ახლოს არის ადგილი, სადაც ათასობით გადამფრენ ფრინველს შეიძლება დავაკვირდეთ. ეს არის კონკრეტულად მტაცებელი ფრინველების სამიგრაციო დერეფანი. მტაცებელთა უმეტესობა გადამფრენია. ზაფხულის დასრულებისთანავე სამხრეთისკენ მიეშურებიან. არსებობს ფრინველთა გადაფრენის მრავალი გზა, სხვადასხვა ჯგუფში შემავალი ფრინველები სხვადასხვანაირად მიგრირებენ, მაგალითად, წყალმცურავი ფრინველების მარშრუტი სხვაა, მტაცებლებისა - სხვა.
თავდაპირველად მტაცებელი ფრინველები სხვადასხვა ადგილიდან მოფრინავენ ლივლივით ან ირაოთი, რაც ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევთ. ხშირად ფრთებს არც ამოძრავებენ და თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადებს იყენებენ. მაგალითად, წრიულად მოძრაობის დროსაც ამ ნაკადებით სარგებლობენ. ირაოსა და ლივლივის მეშვეობით მათ შეუძლიათ ფრთა საერთოდ არ დაიქნიონ და კილომეტრები გადაიარონ. მიგრაცია ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს­ და სწორედ ასე ახერხებენ ფრინველები ასეულობით კილომეტრის გავლას. - რატომ გროვდება ფრინველთა დიდი ნაკადი ჩვენს სანაპიროზე? - გადამფრენი ფრინველები ერიდებიან წყლის ზედაპირზე ან მაღალ მთებზე გადაფრენას, რადგან იქ თბილი ჰაერის ნაკადები არ წარმოიქმნება. დედამიწის ატმოსფეროში არსებობს ე.წ. სამიგრაციო ძაბრები, სადაც ეს ფრინველები თავს იყრიან და კონცენტრირებულად გადაიფრენენ. ბათუმთან ზღვა და მთა ძალიან ახლოს არის, გადამფრენი ფრინველები ორივეს ერიდებიან და უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს. მსგავსი რამ ბევრ ადგილას არ ხდება, ამიტომ ასეთი­ ადგილები ყოველთვის იწვევდა სპეციალისტთა ინტერესს.
- მხოლოდ მტაცებლები სარგებლობენ ამ მონაკვეთით? - იქ კიდევ რამდენიმე სახეობის ფრინველების კონცენტრაციის ადგილია, მაგალითად, ბეღურასნაირებისა. ამიტომაც არის ბათუმი და მისი შემოგარენი საუკეთესო ადგილი ფრინველების შესასწავლად და რაოდენობის დასადგენად. მაგალითად, კრაზანიჭამია, რომელიც ძირითადად კრაზანებითა და მწერებით იკვებება, ყოველ შემოდგომაზე ბათუმის თავზე მიფრინავს. ვიდრე ბათუმის სამიგრაციო ძაბრზე სრულმასშტაბიანი დაკვირვებები დაიწყებოდა, მანამ კრაზანიჭამიების რაოდენობა ნავარაუდევზე ნაკლები ეგონათ. აღრიცხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი მსოფლიოში 50%-ით მეტია - საშუალოდ 800 ათასამდე კრაზანიჭამია, ნაცვლად 300-400 ათასისა. - საქართველოზე მეორე გზაც გადის გადამფრენი ფრინველებისთვის... - ჯერ შევთანხმდეთ, რომ "გზას" ასეთ მონაკვეთებს პირობითად უწოდებენ. გადამფრენი ფრინველები ყოველწლიურად გადაიფრენენ აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის ტერიტორიაზეც. მათი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს, შეგიძლიათ ჯავახეთსა და ივრის ზეგანზე დააკვირდეთ საკმაოდ კარგ გადაფრენის ზონას. ოღონდ ამ ადგილებში არ იქმნება ე.წ. ძაბრი ანუ ვიწრო ზოლი, რადგან იქ დიდი წყალსატევები არ არის, რომ ფრინველებს ხელი შეუშალოს. ამიტომ ისინი უფრო გაშლილად მოძრაობენ და ნაკლებად ჩანან. ბათუმის სამიგრაციო ძაბრში კი (ზოგიერთი ასეთ ადგილს დერეფანსაც ეძახის და ბოთლის ყელსაც) ერთ დღეში შეიძლება ნახოთ 150 ათასზე მეტი ფრინველიც კი, ჯავახეთში ან ივრის ზეგანზე კი - მხოლოდ რამდენიმე ათასი. ამიტომ ბათუმის სამიგრაციო გზა დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილია მსოფლიოს ორნითოლოგებისთვის.
აქ ყოველ შემოდგომაზე 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. - იციან მსოფლიოში ამ მონაკვეთის შესახებ? - საბჭოთა კავშირში ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ქართველმა და საბჭოთა ორნითოლოგებმა კი კარგად იცოდნენ ამ ადგილის არსებობა.­ პირველად ეს ცნობა 1980-იანი წლების დასაწყისში გაავრცელეს ბათუმში მყოფმა ფინელმა ორნითოლოგებმა. ეილათისა და ვერაკრუზის შესახებ კი ადრევე იყო ცნობილი. ამიტომაც ვერაკრუზში შემოდგომაზე, როცა გადაფრენა იწყება, ათასობით სტუმარი ჩადის. ქალაქს დიდი შემოსავალი აქვს ტურისტებისგან, რომლებიც გადაფრენის პროცესს აკვირდებიან. ადამიანებმა, რომლებსაც ბანიანი სახლები აქვთ, მათი გაქირავებაც კი დაიწყეს. გადაფრენის დროს ასევეა ეილათშიც, სადაც ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფრინველებზე დაკვირვებაა. ის საზღვაო ქალაქია და ისედაც ბევრი ადამიანი ჩადის დასასვენებლად. ფრინველების გადაფრენის დროს დამკვირვებელთა სტუმრობა ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო ხდება ამ ქალაქების მცხოვრებთათვის.
"ფრინველებს ლივლივის მეშვეობით შეუძლიათ ფრთა საერთოდ არ დაიქნიონ და კილომეტრები გადაიარონ, ამისთვის ისინი თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადებს იყენებენ"
- ასეთი რამ ჩვენთანაც ხდება, თუ ჯერ არა? - დიახ, აჭარაში უკვე იგრძნობა ბერდვოჩერების მომრავლება. 2009 წლიდან იქ დაიწყო მასშტაბური პროექტი, ყოველ შემოდგომაზე მტაცებელ ფრინველებს აღრიცხავენ. საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ შეიტყო, რომ ასეთი ადგილი არსებობს და ეს მიმართულებაც ვითარდება. იყო ასეთი ორგანიზაცია, "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრი", სწორედ მან მოახერხა პირველად გადამფრენი ფრინველების აღრიცხვა და მათზე დაკვირვება. დღეს ბათუმთან ბერდვოჩერები ორ ადგილას იყრიან თავს - სოფელ სახალვაშოსა და ჩაქვში. მტირალას ეროვნული პარკშიც აშკარად გაიზარდა ფრინველების გადაფრენაზე დამკვირვებელი ტურისტების რაოდენობა.
ბათუმის ახლოს, მდინარე ჭოროხის შესართავთან, არის ბეღურასნაირების გადაფრენის ადგილი, რაც ასევე მსოფლიო მნიშვნელობის გზაა. აქაც მიმდინარეობს პროექტი მცირე ბეღურასნაირი ფრინველების შესწავლისთვის. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან საგანგებოდ მოდიან სპეციალისტები, რომ ფრინველები დაიჭირონ და დარგოლონ. ზოგადად, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ძალიან მნიშვნელოვანია მტაცებელი ფრინველებისთვისაც და ბეღურასნაირებისთვისაც.
თავისი მწირი სახსრებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც მონაწილეობს, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ცდილობენ, სპეციალური პლატფორმები ააშენეს, რეკლამას უწევენ ამ ტერიტორიას. ეს მხოლოდ დასაწყისია.
"ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამეა
მსოფლიოში ფრინველთა ყველაზე დიდი გადაფრენის ადგილი ვერაკრუზში, მექსიკაშია. ის ვიწრო ხიდივით არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის. როცა ფრინველები ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოდგომის დაწყებისთანავე სამხრეთ ამერიკაში მიფრინავენ, ოკეანეს თავს არიდებენ, რის გამოც ვერაკრუზთან ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილია ისრაელის ქალაქი ეილათი, რომლის მახლობლად ყოველ შემოდგომაზე ევრაზიიდან აფრიკაში მიმავალი 2-3 მილიონამდე ფრინველი გადაიფრენს. ბათუმი და მისი შემოგარენი კი სიდიდით მესამე გადაფრენის ადგილია მსოფლიოში. მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ორნითოლოგები. დადგენილია, რომ "ბათუმის ძაბრს" ყოველ შემოდგომაზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი სტუმრობს.


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დედა და შვილები

47325148_1185597064926002_64349646742691



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან, საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს. - მიზეზი საქონელზე თავდასხმის ფაქტები.
ახლა კი ეს ვეფხვი ეროვნული მუზეუმის ექსპონატია, ფოტოს კომენტარებში დავდებ.

53303488_2015612415226809_36762115783713



#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?