Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42865 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

058601425a0d.gif

პირველი დახმარება გულის შეტევის დროს

ოგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ვინმეს გული წაუვიდა?
-თავდაპირველად ავხსნათ, რა არის გულის წასვლა. გულის წასვლა ანუ სინკოპე არის გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც უმთავრესად თავის ტვინში სისხლის არასაკმარისი მიდენით არის განპირობებული. როდესაც თავის ტვინს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები აკლდება, ადამიანს ეწყება თავბრუხვევა, მთქნარება, ყურებში შუილი ჩაესმის, ფითრდება, კიდურები უცივდება, გონება ებინდება, ზოგჯერ გული მისდის. არტერიული წნევა ამ დროს დაბალია, სუნთქვა - ზერელე. სინკოპე რამდენიმე ათეული წამიდან 4-5 წუთამდე გრძელდება. გონს მოსულ ადამიანს ცნობიერება სწრაფად და სავსებით აღუდგება.
არსებობს ორთოსტატიკური გულის წასვლაც, რომელიც მწოლიარე ადამიანის მკვეთრი წამოდგომისას ვითარდება. ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ ასწრებს თავის ტვინის სრულფასოვან მომარაგებაზე გადართვას.
გულის წასვლა ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად, ბეტა-ბლოკერების, დიურეტიკების, ნიტრატების ერთდროული მიღების დროს. ახლა - რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. გულწასული ადამიანის წამოყენება არ სცადოთ. უმჯობესია, დააწვინოთ მოხერხებულად, გაარიდოთ სახიფათო საგნებს. თუ წაქცევამდე მიაშველეთ ხელი და ახლომახლო არც დივანია და არც საწოლი, შეიძლება დასვათ და ზურგით მიაყრდნოთ სკამის საზურგეს. თავი სხეულის დონეზე უნდა იყოს. აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ჟანგბადის კარგი მიწოდება (ზოგჯერ მარტო ამანაც კი შეიძლება გამოიყვანოს ადამიანი მდგომარეობიდან) - შევუხსნათ საყელო, ქამარი. ასევე შეიძლება, სახეზე ვაპკუროთ ცივი წყალი ან ცხვირის ნესტოებთან მივუტანოთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა.


-რა არის კოლაფსი და როგორ დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?
-კოლაფსი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს:
მდგომარეობის შეცვლამ;
ძლიერმა ტკივილმა და სტრესმა;
ხანგრძლივმა დიარეამ (სითხის დიდი ოდენობით დაკარგვამ);
ძლიერმა სისხლდენამ;
სისხლძარღვოვან ცენტრზე ტოქსინების ზემოქმედებამ (მწვავე ინფექციური დაავადებისა და მოწამვლის დროს).

კოლაფსის ნიშნებია:
სიფითრე;
წნევის მკვეთრი დაცემა;
ძაფისებური პულსი;
ცივი ოფლი;
თავბრუხვევა;
ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა.


კოლაფსის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ ექიმი. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და ავუწიოთ ქვედა კიდურები. შეიძლება, ცხვირთან მივუტანოთ ნიშადურის სპირტიანი ბამბა.


-რატომ იყენებენ გულწასულის გონზე მოსაყვანად ნიშადურის სპირტს?
-ნიშადურის სპირტი ანუ ამიაკის ხსნარი ცხვირ-ხახაში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს, რასაც სუნთქვის ცენტრის აღგზნება, ჩასუნთქვის გაძლიერება და ორგანიზმისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდება მოჰყვება.


-ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა სტენოკარდია, რომელმაც შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტამდე მიგვიყვანოს. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ინფარქტს ვეჭვობთ?
-გულის არეში ტკივილს ბევრი უჩივის. ის შესაძლოა იყოს როგორც გულის ორგანული დაავადების გამოხატულება, ასევე ფუნქციური დარღვევის სიმპტომი. გულის ტკივილი ორი ტიპისაა: სტენოკარდია და კარდიალგია. კარდიალგიას ხშირად უჩივიან ქალები კლიმაქსურ პერიოდში. მას ხსნის ვალიდოლის სუბლინგვური მიღება (ენის ქვეშ დადება), რაც სტენოკარდიისა და კარდიალგიის სადიფერენციაციო ერთ-ერთი კრიტერიუმია: სტენოკარდიას ხსნის ნიტროგლიცერინი, კარდიალგიას - ვალიდოლი.
სტენოკარდია იშემიური დაავადების ანუ გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების გამოხატულებაა, ამიტომ პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს ტკივილის დიფერენცირება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა.

არ შეიძლება თვითმკურნალობა, მედიკამენტების მიღება ახლობლების რჩევით. გულმკერდის არეში მწვავე ტკივილის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენებული სტენოკარდიული ტკივილის დროს დატვირთვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ ტკივილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოცენდა, საჭიროა წამოჯდომა და საწოლიდან ფეხების ჩამოშვება. თუ გულის იშემიური დაავადება უკვე დიაგნოსტირებულია, ადამიანმა მუდამ თან უნდა იქონიოს ნიტროგლიცერინის აბები ან საინჰალაციო ფორმა და საჭიროებისას გამოიყენოს.
მიოკარდიუმის ინფაქტი ანუ გულის კუნთის ნეკროზი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მის მწვავე პერიოდში ავადმყოფი სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს. სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველი დახმარება ტკივილის რაც შეიძლება სწრაფად მოხსნას გულისხმობს. გახანგრძლივებული სტენოკარდიული შეტევის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.


-არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ჰიპერტონიულ დაავადებას. რა გვაეჭვებინებს ჰიპერტონიული კრიზის მოახლოებას?
-ჰიპერტონიული კრიზის სიმპტომებია:
მაღალი არტერიული წნევა;
თავის ტკივილი;
თავბრუხვევა;
სიფითრე;
ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
გულისრევა, ღებინება;
აღგზნება ან ძილად მივარდნა;
მხედველობის დარღვევა.


ზოგიერთი ავადმყოფი გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას უჩივის. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. შემდეგ ავადმყოფს მივცეთ რაიმე დამამშვიდებელი საშუალება (ვალერიანი, ვალოკორდინი, კორვალოლი) და ექიმის მიერ დანიშნული ჰიპოტენზიური პრეპარატი.


-არანაკლებ უსიამოვნოა წნევის დაცემა - ჰიპოტონიური კრიზი. იქნებ ამაზეც გვითხრათ ორიოდე სიტყვა?
-პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზად შეიძლება იქცეს ძლიერი ემოცია. ჰიპოტონიური კრიზის დროს აღმოცენდება ყრუ თავის ტკივილი, ზოგჯერ ამას დაერთვის გულისრევა, ღებინება. არტერიული წნევის ციფრები არ აღემატება 90/60 მმ.ვწყ.სვ-ს. ამ დროს ადამიანი უნდა დავამშვიდოთ და დავალევინოთ მაგარი ჩაი ან შავი ყავა - კოფეინი წნევას ასწევს.


-როგორ მოვიქცეთ გულისცემის გახშირების დროს?
-პაროქსიზმული ტაქიკარდია - ეს არის გულის შეკუმშვების მკვეთრი გახშირება, რომლის დროსაც პულსის სიხშირემ წუთში შეიძლება 130-150-ს მიაღწიოს. ამ დროს გულის რიტმი შესაძლოა თანაბარიც იყოს. გულისცემის გახშირებას ერთვის სისუსტე, ქოშინი, შიში. ბევრი უჩივის თავბრუხვევას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. ამ დროს გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.


-როგორ მოვიქცეთ არიტმიის შემთხვევაში?
-არიტმია სხვადასხვა ხასიათისა და ტიპისაა. სხვადასხვაა მისი მიზეზიც. გულის რიტმის დარღვევის შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა, სწორედ გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და სათანადო მკურნალობა ჩატარდეს. რაც შეეხება პირველ დახმარებას, ავადმყოფს უნდა მივცეთ დამამშვიდებელი საშუალება - 30-50 წვეთი კორვალოლი ან ვალოკორდინი - და რაც შეიძლება სწრაფად მივმართოთ ექიმს.


წყარო: mkurnali.ge

თაზო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42865 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გულის წასვლა და გულის შეტევა

 

 

გულის წასვლა

 

გულის წასვლა არის ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. ამ დროს პულსი ძალიან იშვიათდება, მერე კი უცებ ხშირდება. გულის წასვლის შემდეგ ხდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობის სწრაფი აღდგენა. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში, ემოციური გადაძაბვა, გადაღლა ან შიმშილი. ის ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ფიზიკური უმოძრაობის (მაგ. სიცხეში ფეხზე  დგომა)  შემდეგ. უმოძრაობა ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას სხეულის ქვედა ნაწილებში, რაც ამცირებს ჟანგბადით ტვინის მომარაგებას.

 

გულის წასვლის ნიშნები:

·        ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც იწვევს დაზარალებულის დაცემას;

·        იშვიათი პულსი;

·        მკრთალი ფერის ცივი და ოფლიანი კანი.

 

პირველი დახმარება გულის წასვლის დროს:

1.      დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზევით;

2.      უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება;

3.image002.jpg      მას შემდეგ, რაც დაზარალებულს დაუბრუნდება ცნობიერება, გაამხნევეთ და დაეხმარეთ მას ნელ-ნელა წამოჯდომაში;

4.      გულმოდგინედ ჩაატარეთ განმეორებითი დათვალიერება, რადგან შესაძლებელია დაცემისას დაზარალებულს მიეღო ტრავმა, გაუწიეთ პირველი დახმარება დაზიანების შესაბამისად.  თუ დაზარალებულს სწრაფად არ უბრუნდება ცნობიერება, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად.

5. გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ გონზე მოსვლის შემდეგ დაზარალებული კვლავ ცუდად გრძნობს თავს, ურჩიეთ მას დაწვეს ზურგზე და აუწიეთ ფეხები, სანამ ზოგადი მდგომარეობა ბოლომდე არ გაუმჯობესდება.

 

 

 გულის შეტევა

 გულის შეტევას უხშირეს შემთხვევაში იწვევს გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლით მომარაგების შემცირება, მაგ.  გულის მკვებავი რომელიმე სისხლძარღვის სისხლის კოლტით დახშობა ან მისი სანათურის შევიწროება (ათეროსკლეროზის ან სპაზმის გამო). გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში ხდება სისხლის მიმოქცევის შეფერხება. მძიმე შემთხვევებში არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.  

 

გულის შეტევისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

·  მოჭერითი ხასიათის ტკივილის, წვის ან ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ხელში, ბეჭში, ხერხემალში, ქვედა ყბაში და სხვ. ტკივილი არ მცირდება მოსვენებით მდგომარეობაში, ზოგჯერ ის შეიძლება სწორედ მოსვენებულ მდგომარეობაში დაიწყოს;

·        სუნთქვის გაძნელება;

·        სიკვდილის შიში;

·        ნაცრისფერი კანი ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა;

·        გახშირებული სუსტი და არარეგულარული პულსი;

·        უეცრად განვითარებული თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;

·        ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში.

 

გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დაუყოვნებლივ გამოძახება. ხოლო მანამდე პირველი დახმარების ძირითადი მიზანია ­ გულზე დატვირთვის შემცირება, რითაც ავადმყოფთა უმრავლესობის ზოგადი მდგომარეობა ჯერ კიდევ ექიმის მოსვლამდე შეიძლება გაუმჯობესდეს.

 

პირველი დახმარება გულის შეტევის დროს:

1.      image004.jpgთუ შესაძლებელია, ნუ შეუცვლით ავადმყოფს ადგილმდებარეობას, მხოლოდ გადაიყვანეთ იგი მისთვის მოხერხებულ მდებარეობაში (მაგ. ნახევრადმჯდომარე მდებარეობა ფიქსირებული თავითა და მხრებით და მუხლის სახსარში მოხრილი ფეხებით საუკეთესო პოზაა გულის შეტევის მქონე დაზარალებულისათვის). თუ საჭიროება მოითხოვს, ავადმყოფის გადაყვანა უნდა განხორციელდეს ფრთხილად, მისთვის მინიმალური დატვირთვის პირობებში;

2.      image006.jpgდაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. მიაწოდეთ ოპერატორს ინფორმაცია, რომ ეჭვი გაქვთ გულის შეტევაზე. ავადმყოფის თხოვნით, შესაძლებელია  ასევე მისი პირადი ექიმის გამოძახებაც;

3.      მუდმივად გადაამოწმეთ და დააფიქსირეთ პულსი და სუნთქვა. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის;

4.      თუ ავადმყოფს ექიმის მიერ დანისნული აქვს წამალი (ვალიდოლი, ნიტროგლიცერინი), რომელიც უხსნის ტკივილს გულის არეში, დაეხმარეთ წამლის მიღებაში. თუ დაზარალებული გონზეა, მიეცით დასაღეჭად ერთი აბი ასპირინი;

5.      არ დატოვოთ ავადმყოფი უმეთვალყურეოდ ექიმის მოსვლამდე.

 

 

გახსოვდეთ!

 

დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველი დახმარება მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომი მკურნალობის ეფექტურობასა და მის კეთილსაიმედო გამოსავალს.

https://medportal.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42865 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო არ დაიზაროთ და გადაიკითხეთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42865 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემი სამონადირეო ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შევსწრებივარ მომენტს როდესაც ადამიანს გონება დაუკარგავს. მეც ავღმოჩენილვარ ესეთ სიტუაციაში. ამიტომ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ყველა მონადირე , განსაკუთრებით კი ვინც მთაში მოძრაობს . იქ სადაც ხშირად ტელეფონიც კი არ იჭერს -უბრალოდ ვალდებულია რომ პირველადი დახმარების აღმოჩენის ელემენტარულ ანაბანას კარგად იცნობდეს. ყველას გათვითცნობიერებული უნდა ქონდეს პირველადი დახმარების აღმოჩენის აუცილებელი საჭიროება.

იმედია ლეგიონს ასეთი პრობლემა არასდროს დაუდგება ვინაიდან ბევრი ექიმი გვყავს ოჯახში , მაგრამ მაინც...


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2060 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   ისიც გავითვალიწინოთ რომ მანქანის აფთიაქში საჭირო წამლები ვიქონიოთ, მითუმეტეს ზაფხულში ალერგიის საწინააღმდეგო ამპულები.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?