Jump to content

სურათი

პირველი ოფიციალური საველე შეჯიბრი FCI ეგიდით

საველე შეჯიბრებები

ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

2014 წლის 19-20-21 სექტემბერს
„საქართველოს პოინტერ კლუბი“ ატარებს ბრიტანული ჯიშების სანადირო ძაღლების CACT რანგის საველე შეჯიბრს

სანადირო ძებნაში მწყერზე და CACT რანგის ექსტერიერულ გამოფენას.
ჩატარების ადგილი: ახალქალაქის რაიონი.

19 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ. გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).
2. ექსტერიერული გამოფენა CACT, ექსპ.
გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი).

3. სოლო CACT, ექსპ.გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი).

20 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ. გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).

2. სოლო CACT, ექსპ.გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი).

21 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ.გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).

2. სოლო CACT, ექსპ. გორან ჯორჯევიჩ (სერბეთი).

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სამო გადასარევი ინფორმაციაა...

როგორც იქნბა დაიგემა და ტარდება ეს შეჯიბრი...

აბა მე რით შემიძლია გადეხმარო მომახსენე და მზად ვარ ვემსახურო ამ კარგ საქმეს.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

პირველ რიგში სპორტული ნადირობისა და მეძებარი ძაღლების მოყვარულებს გილოცავთ ამ ისტორიულ დღეებს. ისტორიულია დ მეტად მნიშვნელოვანი რადგანაც საქართველოში პირველად ჩატარდა ევროპული წესებით და გამოცდილებიტ საველე შეჯიბრი ბრიტანული ჯიშის მეძებარ ძაღლებს შორის. ყველაფერი ასე დაიწყო 2 წლიანი ვარჯიშის და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ პოინტერ კლუბმა გადაწყვიტა რომ დრო იყო შეებიჯებინა საერტაშორისო ასპარეზზე ეს ყველაფერი კი შიდა ჩემპიონატით იწყება. საქართველოს დიდი გულშემატკივარი ბატონი სერგო შაგინოვი რომ არა ჩვენ თითქმის ვერაფერს გავხდებოდით ამ დიდ რბოლებში. მისი დამსახურებით მოხდა ეს ყველაფერი. საძირკველი ძაღლების ჩამოყვანის და მომავლის მიზნებიც ხომ მან დაგვისახა. ბატონი სერგო შაგინოვი 25 წელი რუსეტის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი იყო და 45 წლი გეშავდა და მსაჯობდა რუსული სისხლების ძაღლებს. როდესაც ის პირველად მოხვდა ევროპაში და ნახა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეზებარი მან იმ დღიდანვე გვერდზე გადადო რაც კი ამ წლების განმავლობაში ქონდა მიღწეული და ყველაფერი ახლიდან დაიწყო, დაიწყო და თან ძალიან წარმატებულად. იგი საერტაშორისო კატეგორიის მსაჯია და პარალელურად ევროპაში ჩემპიონატებზე გამოყავს თავისი ახსაზდელები წარმატებით. მისი თაოსნობით ჩაეყარა საქართველოში პოინტერ კლუბის დაარსებას, შემდგომ კი შევუერთდიტ ენთუზიაზისტები. იგი ჩვენი დიდი მეგობარია, მეგობარი რომელიც არასდროს იშურებს ძალ-ღონეს და გამოცდილებას რათა წინ წავიდეთ და საერთაშორისო სარბიელზე ვყოთ ერთ ერთი მოწინავეები. (გახსენება შეჯიბრის ერთი საღამოდან. რუსეტის ნაკრების წარმომადგენელი მგეშავი ანდრეი მაცოკინი წამოდგა და ტქვა ჩვენი სადღეგრძელო და თან ჩაურთო ბიჭებო წლების წინ საქართველო ძალიან დიდი ძალა იყო საქართველოს წარმომადგენლებს არაერთხელ უზეიმიატ გამარჯვებიბი საერთაშორისო შეჯიბრებებზე და თქვენც აუცილებლად უნდა იყოთ ისტორიის გამაგრძელებლები) ბატონი სერგოს მეშვეობით და სერბი მგეშავი პეტარ პეტროვიჩის დახმარებით საქართველოს ეწვია უდიდესი გამოცდილების და ცოდნის პატრონი ექსპერტი გორან ჯორჯევიჩი. ბატონ გორანს 700ზე მეტი შეჯიბრი აქვს ნამსაჯი ევროპაში ის იყო მოსწავლე თვით დოქტორი გუბერტის. ბატონი გორანი იურისტია განათლებით მაგრამ მან თავისი იურიდიული ცოდნა გვერდძე გადადო და მთელი თავისი ცხოვრება ძაღლებს დაუთმო. სტუმრები და მონაწილეები უკვე ცამოსულები იყვნენ და დაბინავებულები ახალქალაქის სასტუმროებში. თბილისში მხოლოდ მე გიორგი კუხალეიშვილი და გიგა მეგუთნიშვილი ვიყავით დარჩენილები ბატონ გორანს უნდა დავხვედროდით. სულმოუთმენლად ველოდებოდით როდის გახდებოდა გამის ოტხის ნახევარი და თვითფრინავის ტრაპიდან ჩამოსულიყო ექსპერტი და ეხლა უკვე ჩემი ერთ ერთი მასწავლებელი გორან ჯორჯევიჩი. რატომღაც გამოსვლა დააგვიანდა მე და გიგა კი აწრიალებულები დავაბიჯებდიტ აეროპორტში და თავში ორივეს ერთი აზრი გვიტრიალებდა მალე მალე გამოსულიყო. აი გამოჩნდა გამოსასვლელში ბატონი გორანიც ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მივესალმეთ მოვიკითხეტ ერთმანეთი და პირველივე წამზე შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩავსხედიტ მანქანაში და გავეშურეტ ახალქალაქისკენ. გზად ძალიან დიდი ბურუსი შეგვხვდა 10 15 კმ/სთ ზე მეთით თითქმის არ გვივლია. გზა ძალიან გაგვეწელა მაგრამ ვერავინ ვერ ვიგრძენიტ რომ თურმე მანქანაში 5 საათი ვიჯექიტ სანამ მივიდოდიტ ახალქალაქში სასტუმროში. გზად ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა როგორც ისტორიიიდან ასევე დრევანდელ კინოლოგიაზე. გვიყვებოდა უდიდესი ძარლების შესახებ ცვენც კითხვებიტ დახუნძლულები სულის მოთქმას არ ვაცდიდით. ჩევნ წინ იყო ადამიანი რომელსაც ნამსაჯი ყავდა ბიგ ჯიმი, კაპო, ორიო, რიბოტი, არდიტო, ფაუნო და ასეთი ლეგენდები. გვიყვებოდა მატ შესახებ და ჩვენ კი პირ დარებულები ვუსმენდით. ყველაზე ძალიან რაც გასახარი იყო ჩვენთვისაც და მისთვისაც როდესაც ტაძარს მივუახლოვდიტ ყველამ ერთდროულად გადავიწერეთ პირჯვარი. ბატონი გორანიც მართლმადიდებელია. რომ გენახატ ვერ გაარჩევდით ქართველისგან ძალიან დიდი მსგავსებაა ქართველებსა და სერბებს შორის. მოკლედ ჩავედით ახალქალაქში სასტუმროს ეზოში გველოდებოდნენ სტუმრები უკრაინიდან, რუსეთიდან, სასომხეთიდან, ბელორუსიიდან ბატონი სერგო შაგინოვი შეგვეგება ეზოშივე. ცოტა გავისაუბრეთ და დილის საუზმეს შევექეცით. შემდეგ ცოტა დავისვენეთ შუადღეს მინდვრებში გავისეირნეთ და საღამოს ვახშამტან ერთად სემინარი ჩავატარეთ. კითხვებზე რარათქმა უნდა ბატონი სერგო და ბატონი გორანი გვპასუხობდნენ.  სემინარმა იმდენ ხანს გასტანა და ტან ისე საინტერესოდ რომ ვერც კი გავიგეტ როგორ მოვიდა გამის 12 საათი. ყველამ მშვიდობიანი რამე ვუსურვეთ ერთმანეთს და წავედიტ დასაძინებლად დილიტ ხომ პირველი ისტორიული შეჯიბრი უნდა ჩატარებულიყო. გათენდა ყველამ ვისაუზმეტ და გავემართეთ მინდვრისკენ კენჭისყრა ჩატარდა და დაიწყო შეჯიბრი. უდიდესი გრძნობაა ვერ გადმოგცემთ სიტყვებით როდესაც პირველად შენს ქვეყანაში ტარდება მსგავსი შეჯიბრი მსაჯობს უდიდესი გამოცდილების მსაჯი და მისი სტაჯიორი ხარ პარალელურად.(ეს კიდევ ერთი უდიდესი სკოლა გავიარე) შეჯიბრი დაიწყო ფრინველის კონცენტრაცია საკმარისი იყო ძაღლი რომელიც გაშლილ პარალელზე და სწორად ეძებდა ფრინველს ყველა პოულობდა. 

შეჯიბრმა 3 დრეს გასტანა.სულ ჯამში ჩატარდა 6 შეჯიბრი. დილიტ სოლოში სარამოს წყვილებში. 

ყველა გამოსვლა შედგა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

დღე პირველი:

სოლო:გამარჟვებული  aristanis kira პოინტერი ძუ (უკრიანა) მფლობელი ვლადიმერ გრიცაი. გამომყვანი: ვლადიმერ გრიცაი

წყვილები : გამარჯვებული aristanis kira პოინტერი ძუ (უკრიანა) მფლობელი ვლადიმერ გრიცაი. გამომყვანი: ვლადიმერ გრიცაი

დღე მეორე: 

სოლო: გამარჟვებული ganja ინგლისური სეტერი ძუ(რუსეთი) მფლობელი კასტრიცკი, გამომყვანი მაცოკინი

წყვილები: გამარჯვებული ikiladnas greis პოინტერი ძუ (საქართველო) მფლობელი გიგა მეგუთნიშვილი გამომყვანი გიგა მეგუთნიშვილი

მესამე დღეს სამწუხაროდ რუსმა და უკრაინელმა მეგობრებმა დაგვტოვეს რადგანაც სამშაბათს აუცილებლად მოსკოვში უნდა ყოფილიყვნენ და ავტომობილით 1 დრეში ვერ ჩავიდოდნენ.

მესამე დღეს ძაღლებმა დაუშვეს შეცდომები ზოგმა უშეცდომოთ გაიარა თავისი დრო მაგრამ უფრინველოდ და სამწუხაროდ მესამე დღეს შეჯიბრზე შეფასება ვერცერთმა ძაღლმა მიიღო.

 

შეფასებები მიიღეს:

ირლანდიური სეტერი lino(უკრაინა) MB ძლიერ კარგი

ინგლისური სეტერი kamhunhting lima(საქართველო) CQN (2ჯერ)

ინგლისური სეტერი oliver (რუსეთი) 2ECC

 

 

განმართებები:

ECC ფრიადი

MB ძლიერ კარგი

CQN სერთიფიკატი მარალი ბუნებრივი თვისებების გამოვლენისთვის (ამას გაკიდების შემთხვევაში იღებს ძაღლი)

 

შეჯიბრის ბოლოს მგეშავებმა მიიღეს კორექტივები მომავლისთვის და ხარისხის გასაუმჯობესებლად. გაეცა პასუხი მათ ყოველივე კითხვას პასუხი დეტალურად და ამომწურავად.

ჩამოვედით თბილისში 3 დღე ბატონი გორანი ჩვენთან საქართველოში იყო შეჯიბრის შემდეგ და ყოვე დღე ვაკეტებდიტ ექსკურსიებს დავათვალიერებინეთ ღირსშესანიშნავი ადგილები ვიყავიტ კახეთში რთველში ამის გარეშე როგორ გავუშვებდით კაცს რომელიც ღვინის მოყვარულია. ერთი ძალიან საღამო გამოვიდა კახეთში შუა ვენახში დაახლოებით 200 წლოვან ხეზე მაგიდა და სკამები არის გაკეტებული ჰო და აქ გაიმართა ნამდვილი ქართული მოლხენა. დავათვალიერებინეთ მცხეტა და მისი შემოგარენი. გაკვირვებული დარცა როდესაც VI V საუკუნის ისტროული ძეგლები ნახა. მალე გაფრინდა ეს 3 დღეც დავხუნძლეტ ქართული ღვინოებიტ სუვენირებით და გავაცილეთ სერბეთში. მომავალი წლის შეხვედრამდე სურვილით.  

 

  

 

 

 

 

 

 

 

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40112 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.....და სურათები არ გადაიღე ? ასთი მაგარი ტურნირ-ვოიაჟის სურათების გადაღება დაგავიწყდათ? არ მჯერა



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

კი სურათები არის მარა ჯერ არ მაქ. გამომიგზავნიან. 2 პროფესიონალური ციფრული პაპარაცობდა. მომაწვდიან თუ არა ეგრვე დავდებ  აუცილებლად



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგია სამო გაიხარეე... გილოცაავ, მახსოვს რო ყვებოდი ამ ტურნირზე და ემზადებოდი... :bravo:

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მალადეც სამუელ....

როგორც იქნა ჩატარდა ნამდვილი შეჯიბრი საქართველოში ...



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4424 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ოოო წარმომიდგენია რა ჯიშიანი ძაღლები იქნეობდნენ :) , ირლანდიურმა სეტერმა ლიმო მაგარი შეფასბეა დაიმსახურა :) , მაგარი ჯიშია თუმცა სამწუხაროა ჩვენტან რომ არ არის მასეთი ჯიშიანი ირლანდიური სეტერები :( 

 

 სამო სანამ წავიდოდა ამ შეჯიბრზე წინა დღით ვანხე, თვალებში ეწერა უზომო ბედნიერება ამ კაცს. საღოლ სამო მართლა მაგარი ამბავია ასეთი შეჯიბრის ჩატარება საქართველოში 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ბედნიერი მართლა ვარ. ჩემი სურვილების ასრულება დაიწყო კინოლოგიური განხრით.

და უფრო ბედნიერი ვიქნები ლეგიონერებს რო გიხილავთ შეჯიბრებებზე წარმატებით გაბრწყინებულებს



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
შენ პირს შაქარი სამუელ

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
აუცილებლად უნდა გავიყვანო ჩემი კურცჰარი





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?