Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

MAUSER C-96

collector_weapons_60.jpg

 

 

7dad8e1.jpg

 

 

 

od5c5ca.jpg

 

113 წლის წინ,1897 წელს გერმანიაში დაიწყო პისტოლეტის წარმოება,რომელიც გახდა რევოლუციის,განმანთავისუფლებელი მოძრაობების და .....ბანდიტიზმის სიმბოლო.ის ყველა დასახლებულ კონტინეტზე იყო პოპულარული ავსტრალიის გარდა.მას აწარმოებდა გერმანული იარაღის ფირმა Gebruder Mauser und Co (ძმები მაუზერები და კომპანია).1872 წელს დაფუძნებული ფირმის სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მჭიდიანი შაშხანები.ალბათ ამიტომაც კ-96-ში არის შაშხანისთვის დამახასიათებელი ნიშნები.მაგ.მჭიდი მდებარეობს სასხლეტის დამცველის წინ,როგორც შაშხანები იტენება აბოიმით,სამიზნე მოწყობილობები გათვლილია გრძელ დისტანციებზე,მოყვება კონდახი.

პისტოლეტის პროტოტიპი დამზადდა 1893 წელს ძმები მაუზერების (ვილგელმი და პაული) საიარაღო ქარხანაში.კ-96-ს მამებად ითვლებიან ფიდელ ფედერლე (კომპანიის მართველი),მისი ორი ძმა,უფროსი ხელოსანი გაიზერი და რა თქმა უნდა პაულ მაუზერი.1895 წლის სექტემბერში პისტოლეტი პაულ მაუზერის სახელზე დაპატენტდა გერმანიაში (რეიხსპატენტი N90430),ხოლო 1896 წელს ბრიტანეთში.ამის შემდეგ ობენდორფის ქარხანაში დაიწყო მისი სერული წარმოება.1896 წელს,შტუდგარტში, პისტოლეტი წარმოუდგინეს იარაღის კომისიას და თავდაცვის მინისტრს.
არსებობდა მაუზერ კ-96-ს რამდენიმე ვარიანტი.მაგალითად,1905 წლის მოდელს ქონდა 98მმ-ანი ლულა და 6 ვაზნიანი მუდმივი მჭიდი.1899წ. ეს ვარიანტი შეისყიდა იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა,აგრეთვე თურქეთის სულთანის პირადმა დაცვამ.1899 წლამდე იგი გამოდიოდა როგორც ერთი ხელის იარაღი ანუ მას არ ქონდა ტარზე ღარი კონდახ-კაბურის დასამაგრებლად.ასევე გამოშვებული იქნა 1000ც-ანი პარტია პისტოლეტ-მონსტრებისა,რომლებსაც ქონდათ მუდმივი კონდახი და ძალიან გრძელი ლულა.მაუზერს პლიუსების გარდა (10 000-ანი რესურსი,კარგი სიზუსტე,კარგი ჯგუფი და მაღალი სწრაფსროლა) ქონდა უარყოფითი მხარეებიც.დიდი ზომების,მძიმე წონის,სიარულის და ცხენზე ჯდომისას დასატენად მოუხერხებლობის გამო თავიდან იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არ მიიღეს.ამავე დროს,მაგალითად რუსეთში,ოფიცრებს უფლება ქონდათ ტაბელურ რევოლვერთან დამატებით შეეძინათ კ-96.თუმცა 1913 წელს მაუზერები მაინც მიიღეს რუსეთის სამხედრო ავიატორების შეიარაღებაში,ხოლო 1915-16 წლებში სპეციალური ნაწილების (საავიაციო,სამანქანო და სხვა) შეიარაღებაში.1908 წელს კ-96-თ შეაიარაღეს გერმანელი ცხენოსანი ეგერები.ამ დროისთვის უკვე გამოშვებული იყო 70 000 პისტოლეტი.მაგრამ მხოლოდ 1916 წლისთვის,არა კლასიკურს არამედ მაუზერს 9მმ "პარაბელუმ" ვაზნაზე,იღებენ მასიურად სხვადასხვა ჯარებში.პირველი მსოფლიო ომის ბოლოსთვის ჯარებს დაურიგდათ 138 000 ცალი ასეთი იარაღი,ტარზე წითელი ცხრიანით.უნდა აღინიშნოს რომ 9მმ-ანი პისტოლეტები 1907-08 წლებშიც გამოდიოდა პატარ-პატარა პარტიებით.კ-06/08 ვაზნაზე 9მმ "მაუზერ ექსპორტი" ორიგინალისგან განსხვავდებოდა სხვა ფორმის ტარით,დსმ-თ და მოხსნადი მჭიდით. 

მიუხედავად იმისა,რომ მაუზერ კ-96 ვერ გავრცელდა სხვადასხვა არმიებში ისე როგორც ბრაუნინგები და პარაბელუმები,იგი მაინც დიდი რაოდენობებით იყიდებოდა უამრავ ქვეყანაში და XX საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საომარ მდგომარეობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.ალბათ მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში კონტრაბადული იარაღის ბაზრის გამო მოხდა.მაუზერით იარაღდებოდნენ ლათინური ამერიკის და შუა აზიის სხვადასხვა ფორმირებები,რევოლუციური ორგანიზაციების ბოევიკებ და ა.შ. ჩემთვის ცნობილია რომ საუკუნის დასაწყისში,ფოთში გემი შემოვიდა მაუზერებით დატვირთული,რომელიც განკუთვნილი იყო გურული ფირალებისთვის.

 

     სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძინა 30 000ც. 1920 წლის მოდელი,რომელიც შეიარაღებაში დარჩა 30-ების დასაწყისამდე.მას ქონდა მოკლე ტარი და 98მმ-ანი ლულა.ეს პისტოლეტები,რომლებსაც ეწოდება "ბოლო-მაუზერი" (სიტყვა ბოლშევიკიდან),გახდა ნკვდ-ს თანამშრომლების განუშორებელი ატრიბუტი ტყავის ლაბადასთან ერთად. 

 

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროისთვის გაჩდნენ მაუზერ კ-96-ს ახალი მოდელები M-711 და M-712 (ჩემი ოცნების იარაღი) 10,20 და 40-ანი მოხსნადი მჭიდებით.M-712 ქონდა ავტომატურად სროლის რეჟიმი 850გასრ/წუთში.

 

RFT29-K-F1-H.jpg

M-711

 

მაუზერ კ-96 ასევე აწარმოებდნენ ჩინელები და ესპანელები სადღაც 60-ანების შუამდე.იძახიან საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყო.

 
tumblr_lhnpzwnM4A1qhgv3ao1_500.jpgcollector_weapons_73.jpg
 
ტექ.მონაცემები

მოდელი კ-96 კ-96 კ-96 კ-06/08 კ-96 კ-96 M-712
1896 1902 1908 1908 1912 1920 1932

იარაღის სიგრძე მმ 296 260 290 260 296 250 288
ლულის მმ 140 100 140 110 140 98 131.5

წონა კგ 1.11 1.08 1.18 - 1.18 1.035 1.3

ტყვიის საწ.სიჩ მ/წ 426 400 430 320 430 400 425

ვაზნა 7.63 "მაუზერი" (7.63X25)

სიგრძე მმ
ვაზნა 34.8
ჰილზა 25.15
ტყვია 13.8
წონა გრ.
ვაზნა 10.2-11
ტყვია 5.51
დენთი 0.48- 0.52

ჩამსწორებელი babu, 24 December 2021 - 01:06 PM.

Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46789 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: მაგრად მომწონს ეს იარაღი.....გამორჩეულია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4789 პოსტი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4789 პოსტი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46789 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთერთი პოპულარული იარაღი წინა საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2586 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მოდელი.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 915 პოსტი

ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვეტრფოდი , ამ ბოლო წლებში ისე აიწია ფასები რომ სასწაულია პირდაპირ 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3043 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ლეგენდა!!!


დუდუ

LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4789 პოსტი

მეც მომწონდა ადრე მაგრამ დღევანდელ დღეს გლოკმა დაჩრდილა მე ასე ვთვლი



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46789 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეც მომწონდა ადრე მაგრამ დღევანდელ დღეს გლოკმა დაჩრდილა მე ასე ვთვლი

რომ მოგწონს გასაგებია ქსოვრელ. მე ბერეტა მომწონს , ჩემთვისულამაზესი იარაღია , მაგრამ მაუზერი კლასიკაა.

თან ორიგინალური დიზაინი

ორიგინალური დატენვის მექანიზმი

ერთერთმა პირველმა გამოიყენა იარაღის კეისი -კონდახათ

 საუკეთესო სიზუსტე

საიმედო მოქმედებაში

მრავალი ქვეყნის არმიისა თუ ძალოვან სტრუქტურაში შეიარაღებაში.

არსებობს მაუზერის საზღვაო მოდიფიკაცია...

აღარ გავაგრძელებ მაგრამ მარტო კლასიკა კი არა ფაქტიურად იარაღის ისტორია შექმნა . 

ეპოქა


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4789 პოსტი

z2dcd25.jpg



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46789 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარია რააა. ოპტიკის ვარიაციული "კრეპიოჟი"


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4789 პოსტი



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46789 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ადგილი სადაა ვინმემ ხომ არ იცით?


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2024 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
აუ მეც
აგას ვაკენტარებ სულ მაგის ვიდეოებზე და არ მიწერს არავინ :( არადა ხშირად ვესტუმრებოდი :(





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?