Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ოსმალური ტიპის თო­ფი

legion.ge-82-1556008020.jpg

გი­ორ­გი სი­ა­უ­შის ძე სა­ა­კა­ძე, დი­დი მო­უ­რა­ვი, სო­ფელ ნოს­ტე­ში და­ი­ბა­და და­ახ­ლო­ე­ბით 1570 წელს. 

გარ­და­იც­ვა­ლა 1629 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს ალე­პო­ში. იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე, მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი და სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი. 

სა­ა­კა­ძეს იმ დრო­ი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. იცო­და სპარ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ენე­ბი. გა­მო­ირ­ჩე­ო­და სამ­ხედ­რო საქ­მის დი­დი ცოდ­ნი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით. 

სა­მოღ­ვა­წეო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვი­და XVI სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში. სი­მონ I-თან ერ­თად იბ­რ­ძო­და ოს­მა­ლო დამ­პყ­რობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ხო­ლო 1600-1606 წლებ­ში გი­ორ­გი X-ის თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი იყო.

სა­ა­კა­ძის სამ­ხედ­რო და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ნი­ჭი ლუ­არ­საბ II-ის მე­ფო­ბი­სას წარ­მოჩ­ნ­და. 1626 წელს სა­ა­კა­ძე­სა და თე­ი­მუ­რაზ I-ს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ბა­ზა­ლე­თის ბრძო­ლა მოჰ­ყ­ვა, სა­დაც და­მარ­ცხ­და, ოს­მა­ლეთ­ში გა­და­იხ­ვე­წა და ერთ-ერ­თი ვი­ლა­ი­ე­თის მმარ­თ­ვე­ლად და­ი­ნიშ­ნა.  მი­სი მი­ზა­ნი ოს­მალ­თა დახ­მა­რე­ბით სპარ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო. ოს­მალ­თა­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ დი­დი ვე­ზი­რის, ხუს­რევ-ფა­შას ბრძა­ნე­ბით, სა­ა­კა­ძე, მი­სი ვა­ჟი ავ­თან­დი­ლი და 40-მდე მხლე­ბე­ლი შე­იპყ­რეს და თა­ვე­ბი მოჰ­კ­ვე­თეს.

topi-2.jpg

სა­ა­კა­ძის თო­ფი ოს­მა­ლუ­რი ტი­პი­საა და ბალ­კა­ნუ­რი თო­ფე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

თო­ფის ლუ­ლა გა­რე­დან და­წახ­ნა­გე­ბუ­ლია, შიგ­ნი­დან კი გლუ­ვი. ლუ­ლის ზე­და წახ­ნაგ­ზე ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბის კვა­ლი მო­ჩანს, მაგ­რამ არ იკითხე­ბა. 

გვერ­დით წახ­ნაგ­ზე კი წრი­უ­ლი ფორ­მის დამ­ღაა, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­უ­შიფ­რა­ვია. ლუ­ლა კონ­და­ხის ღარ­ში სა­მი სალ­ტით არის ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი. 

ღა­რის მთლი­ან სიგ­რ­ძე­ზე ფრაგ­მენ­ტუ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი თით­ბ­რის ინ­კ­რუს­ტა­ცია. ლუ­ლის კუდ­სა და სას­ხ­ლეტ რკალ­თან თით­ქ­მის მთლი­ა­ნად ამოც­ვე­ნი­ლია სა­და­ფის ფირ­ფი­ტე­ბი. კა­ჟი­ან ჩახ­მახს გვერ­დი­დან მიკ­რუ­ლი აქვს ვერ­ცხ­ლის ორ­ნა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბი. 

მსგავსი ჩახ­მა­ხე­ბი ოს­მა­ლე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მზად­დე­ბო­და.

სა­მუ­ზე­უ­მო დავ­თ­რის მი­ხედ­ვით, თო­ფი მუ­ზე­უმ­ში შე­მო­სუ­ლია ზუ­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმ­მა 1926 წლის 20 ივ­ნისს შე­ი­ძი­ნა. 

 

topi-7.jpg

 

სა­მუ­ზე­უ­მო დავ­თარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ცნო­ბა: "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძი­სე­უ­ლი", ხო­ლო ამა­ვე დავ­თ­რის შე­ნიშ­ვ­ნი­დან ვი­გებთ, რომ XIX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის პა­პას, ზუ­რაბ კო­ბი­ევს, ეს თო­ფი ერთ-ერ­თი თარ­ხან-მო­უ­რა­ვის­თ­ვის ერთ ფა­შატ ცხენ­სა და ორ მწე­ვარ­ში გა­უც­ვ­ლია.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, თო­ფი ოს­მა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მსგავ­სი იარა­ღი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმა­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოყ­ვა­ნი­ლია ალ­ბა­ნუ­რი თო­ფე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­თა ლუ­ლე­ბი სა­ა­კა­ძი­სე­უ­ლი თო­ფის ლუ­ლის მსგავ­სია და XVII სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. 

პრობ­ლე­მის გა­სა­ღე­ბი თო­ფის ლუ­ლის წარ­წე­რე­ბის გა­შიფ­ვ­რა­შია, რაც შემ­დ­გო­მი კვლე­ვის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია. ამ­ჯე­რად კი წი­ნამ­დე­ბა­რე თო­ფის "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძი­სე­უ­ლად" მიჩ­ნე­ვა მხო­ლოდ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის გად­მო­ცე­მით დას­ტურ­დე­ბა.

მა­მუ­კა ქა­ფი­ა­ნი­ძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის,
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს
მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი
ლითონების ფონდის კურატორი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი


სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", ოქტომბრის ნომერი


ჩამსწორებელი babu, 23 April 2019 - 12:36 PM.

Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალბანური თოფებიც არსებობდა ? ვაა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

პრობ­ლე­მის გა­სა­ღე­ბი თო­ფის ლუ­ლის წარ­წე­რე­ბის გა­შიფ­ვ­რა­შია, რაც შემ­დ­გო­მი კვლე­ვის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია. ამ­ჯე­რად კი წი­ნამ­დე­ბა­რე თო­ფის "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძი­სე­უ­ლად" მიჩ­ნე­ვა მხო­ლოდ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის გად­მო­ცე­მით დას­ტურ­დე­ბა.

   

ფოტო მასალა არსადაა დაცული ამ თოფის ?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1556008020.jpg


ჩამსწორებელი Qartvela™, 23 April 2019 - 12:27 PM.
სურათი გადმოვიტანე ფორუმზე

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ფოტო მასალა არსადაა დაცული ამ თოფის ?

წესით ამ თემის პირველ პოსტში უნდა იყოს.

მაგრამ...

 

უამრავჯერ ვთქვი და კიდე გავმეორდები: სურათს თუ დებთ, ატვირთეთ სურათი ჩვენს ფორუმზე. ჩვენს ფორუმზე ატვირთული სურათი არ იშლება.

მადლობა ყურადღებისთვის.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?