Jump to content


ამ თემას აქვს 58 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ТТ ტოკარევის პისტოლეტი 

 

yzWsghIiexM.jpg

 

პისტოლეტი ТТტულის საიარაღო ქარხნის საპროექტო-საკონსტურქტორო ბიუროში იქნა შექმნილი კონსტრუქტორთა ჯუფის მიერ, რომელსაც ფიოდორ ვასილევიჩ ტოკარევი ხელმძღვანელობდა. პისტოლეტი კონსტრუირებული იქნა მისთვის წაყენებული მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

ახალი თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავება, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა როგორც საშტატო მოძველებული, 1895 წლის ნიმუშის რევოლვერნაგანის“, ისე წითელი არმიის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სისტემის იმპორტული პისტოლეტების ჩასანაცვლებლად, 1920-იანი წლების მეორე ნახევარში იქნა დაწყებული.

 

აუცილებელი იყო ისეთი პირადი იარაღის შექმნა, რომელსაც უფრო მაღალი საბრძოლო და სამსახურეობრივ-საექსპლოატაციო თვისებები ექნებოდა, ვიდრენაგანისსისტემის რევოლვერს გააჩნდა. რევოლვერნაგანსარ ჰქონდა საჭირო სწრაფსროლა, საცეცხლე ძალა და სროლის ეფექტურობა. იმ დროს ფართოდ გავრცელებული 7.65 მმ კალიბრის პისტოლეტები, Browning- და Mauser-  უვარგისები იყვნენ ჯარებში გამოსაყენებლად, მათი ტყვიის მცირე შემაჩერებელი მოქმედების გამო; ბელგიურ 9 მმ კალიბრის Browning 1903- არ გააჩნდა გარეთა ჩახმახი და გათვლილი იყო საკმაოდ დაბალი სიმძლავრის ვაზნაზე, ამერიკული Colt M1911A1 საკმაოდ მსხვილგაბარიტებიანი და მძიმე პისტოლეტი იყო, ის ასევე საკმაოდ რთული იყო წარმოებაში, თუმცა ძალიან ეფექტური სროლაში; მრავალი წითელარმიელი მეთაურისა და  რევოლუციენერებისათვის საყვარელი Mauser C-96 უიმედოდ მოძველებული იყო, ხოლო გერმანული Parabellum P.08, რომელსაც შესანიშნავი საბრძოლო და საექსპლოატაციო თვისებები ჰქონდა, წარმოებაში საკმაოდ ძვირი და შრომატევადი.

 

ზოგადად, უცხოური სისტემების უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ მათ საწარმოებლად აუცილებელი იქნებოდა იარაღის მრეწველობის ახალი საწარმოო აღჭურვილობით გადაიარაღება და ასევე ახალი სტანდარტების დანერგვა, რაც გიგანტურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომელიც იმ დროს მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის. წითელი არმიის სამეთაურო შემადგენლობის შესაიარაღებლად განკუთვნილ ახალ იარაღს ცეცხლის მოქმედების დიდი სიშორე, არც თუ ძალიან დიდი გაბარიტები, მცირე მასა, ღია ჩახმახი და მაქსიმალურად მარტივი მცველი უნდა ჰქონოდა. იარაღი აგრეთვე უნდა ყოფილიყო ვიზუალურად საკმაოდ ლამაზიც. თუმცა, რაც მთავარია, პისტოლეტი უნდა ყოფილიყო მარტივი კონსტრუქცის, იაფი და შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მოძველებული და პრიმიტიული მოწყობილობების გამოყენებით მისი მასიური წარმოება.

 

 

 ppGg32Iwcrs.jpg

7,62×25 ТТ

 

ახალ პისტოლეტში გამოსაყენებლად შერჩეული იქნა 7.62 მმ კალიბრის მძლავრი ვაზნა, 420 /წმ-ის ტოლი ტყვიის საწყისი სიჩქარითახალი ვაზნა „7,63mm Mauser“-ის ტიპის ვაზნის გადაკეთებული ვარიანტი გახლდათ, რომელმაც შემდეგში მიიღო აღნიშვნა „7,62×25 ТТ“. მოცემული ვაზნის გამოყენება არ საჭიროებდა წარმოების გადაიარაღებას, გარდა ამისა, საწყობებში საკამოდ დიდი რაოდენობით 7.63 მმ კალიბრის ვაზნები იყო, რომლებიც გერმანელებისგან იყო შესყიდული პისტოლეტ Mauser C-96-ებისთვის. წაყენებული დავალებები, რომლებიც თვითონ პისტოლეტის ხარისხს შეეხებოდა, ტოკარევის ახალი კონსტრუქტორული გადაწყვეტილებების წყალობით იქნა შესრულებული, რომელმაც საფუძვლად ბრაუნინგის ჩაკეტვის სისტემა აიღო, როგორც ყველაზე უფრო მარტივი და ოპტიმალურად შესაფერისი მძლავ ვაზნაზე გათვლილ კომპაქტურ იარაღებში გამოსაყენებლად. რაც შეეხება კომპონირებასა და დიზაინს, ესენი ტოკარევმა პისტოელტ FN Browning model 1903-დან გადმოიტანა. 1930 წლის ივნისივლისში . . ტოკარევის პისტოლეტის პირველი საპოლოგონო გამოცდები გაიმართა, . . პრილცკისა და . . კოროვინის ასევე სამამულო კონსტრუქციის პისტოლეტებთან ერთად. ამ უკანასკნელთა პისტოლეტებიც 7.62 ×25 მმ კალიბრის ვაზნებზე იყო გათვლილი. გამოცდებში ასევე მონაწილეობდა უცხოური წარმოების პისტოლეტებიც – 7.65 მმ კალიბრის FN Browning model 1922 და Walther PP, 9 მმ კალიბრის Parabellum P.08 და 45-კალიბრიანი Colt M1911A1. ამ გამოცდების მიმდინარეობის დროს ტოკარევის პისტოლეტმა შესანიშნავი ბალისტიკური თვისებები და სიზუსტე აჩვენა. 25 მეტრის სიშორეზე სროლისას გაფანტვის  რადიუსმა 7.5 სმ შეადგინა. -

 DqbfHzmmggw.jpg

ფიოდორ ვასილევიჩ ტოკარევი

 

 

ტოკარევის იარაღი  გამოყენებასა და ექსპლოატაციაში მარტივი აღმოჩნდა, იგი სხვა ნიმუშებს მასაგაბარიტული მახასიათებლებით და  ცეცხლის ხანგრძლივად წარმოებისას  მუშაობის საიმედოობით სჯაბნიდა. იმ წლების საბჭოთა საიარაღო მრეწველობისთვის უდიდეს უპირატესობას წარმოადგენდა ამ პისტოლეტის ტექნოლოგიურობა და წარმოების სიმარტივე. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც . . გუშეცკი ხელმძღვანელობდა, ტოკარევის პისტოლეტი შეიარაღებაში მისაღებად ყველაზე უფრო მისაღებად და შესაფერისად მიიჩნია, იმ პირობით, რომ გამოსწორებული იქნებოდა გამოვლენილი ხარვეზები. კომისიის მოთხოვნები მოიცავდა სროლის სიზუსტის ამაღლებას, სასხლეტის ძალის შემსუბუქებას და უსაფრთხოებას გამოყენებაში. ტოკარევმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეასრულა წაყენებული დავალება. გადაწყვეტილება დამატებითი გამოცდების შესახებ 1930 წლის 23 დეკემბერს  იქნა მიღებული. მომდევნო წლის იანვარში მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკშიმსროლელთა უმაღლესი სკოლავისტრელისპოლიგონზე გაიმართა გამოცდები, რომელსაც სახელმწიფოს მთავარი სამხედრო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ესენი იყვნენ . . ვოროშილოვი, . . ტუხაჩევსკი,  . . უბორევიჩი და ასევე სხვა მრავალი მაღალჩინოსანი. გამცდების შედეგების მიხედვით აღიშნული იქნა ტოკარევის გაუმჯობესებული პისტოლეტის უპირატესობა სხვა ნიმუშების წინაშე. 1931 წლის 12 თებერვალს სსრკ-ის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ყოველმხრივი საჯარისო გამოცდებისათვის 1000 პისტოლეტისაგან შემდგარი პირველი პარტია შეუკვეთა. ამავე წელს ტოკარევის პისტოლეტი, ოფიციალური აღნიშვნით „7.62-მმ-იანი თვითდამტენი პისტოლეტი 1930 წლის ნიმუში“  (7,62-мм самозарядный пистолет обр. 1930 г.), წითელი არმიის შეიარაღებაში იქნა მიღებული, 7,62×25მმ კალიბრს ვაზნასთან ერთად, რომელსაც აგრეთვე მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა „7.62-მმ-იანი პისტოლეტის ვაზნა „П“, 1930 წლის ნიმუში“ („7,62-мм пистолетный патрон «П» обр. 1930 г.“). მოგვიანებით შექმნილი იქნა ამ ვაზნის ვარიანტები ტრასირებადი და ჯავშანგამტანი ტყვიებით. არაოფიციალურად ამ იარაღს ТТ, ანუ ტულის ტოკარევი (Тульский Токарева) ეწოდა, მოგვიანებით პისტოლეტს სწორედ ეს სახელი მიეკერა.

7W9eRubpxDA.jpg

ტტ-ს არასრული დაშლა

 

ტოკარევის პისტოლეტში შეხამებულია სხვადასხვა სისტემების კონსტრუქციული თავისებურებები: ლულის არხის ჩაკეტვის სქემა ბრაუნინგის კონსტრუქციისაა, რომელიც ცნობილ პისტოლეტ Colt M1911-შია გამოიყენებული, დიზაინი FN Browning model 1903-იდანაა გადმოტანილი, ხოლო ვაზნა – 7,63mm Mauser-ის ვაზნის ბაზაზეა შემუშავებული. გარდა ამისა, პისტოლეტს, რა თქმა უნდა, ასევე გააჩნია ორიგინალური კონსტრუქციული გადაწყვეტილებებიც  - დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ცალკეულ ერთიან ბლოკში გაერთიანება (მსოფლიოში პირველად), რომელიც იარაღის დაშლისას თავისუფლად სცილდება ჩარჩოს წმენდისა და გაპოხვისთვის; საბრძოლო ზამბარის ჩახმახში განთავსება, რამაც შეამცირა სახელურის სიგანეპისტოლეტის სახელურის პანელების (ლოყები) დამაგრება მათზე დამაგრებული მოსაბრუნებელი პლანკების საშუალებით, რომლებიც ამარტივებენ პისტოლეტის დაშლას; დამცველი მექანიზმის არარსებობა, რომლის ფუნქციასაც მხოლოდ მცველზე დაყენებული ჩახმახი ასრულებდა. ავტომატიკა ლულის მცირე სვლისას უკუცემის გამოყენების სქემით მუშაობს. ჩაკეტვა ლულის დაწევით ხორციელდება. ორი საბრძოლო ბჯენი, რომლებიც სავაზნის წინ, ლულის გარეთა ზედა მხარეს არის განთავსებული, შედის შესაბამის ნაჭდევებში, რომლებიც შესრულებულია საკეტ-გარსაცმის შიდა ზედაპირში. ლულის სახაზინო ნაწილის დაწევა საკიდის საშუალებით ხდება, რომელიც სახსრულად არის შეერთებული ლულასთან საკიდის ღერძით, ხოლო ჩარჩოსთანსაკეტის შემკავებლის ღერძით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახური ტიპისაა, ერთმაგი მოქმედების, ჩახმახის ნახევრად შეყენებით. ჩახმახის მცველზე დაყენებისას ასევე იბლოკება საკეტ-გარსაცმი.

zUoiMJgBYls.jpg

tDd6lMZSceQ.jpg

Browning Model 1903 (ზემოთ) და "ტტ" (ქვემოთ)

ისტოლეტ ТТ-ში მჭიდიდან სავაზნეში ვაზნის მიწოდება ხორციელდება სასხლეტი მექანიზმის კალაპოტების შვერილების მიმმართველი ზედაპირების მიერ, რაც ამაღლებს მიწოდების საიმედოობას, თუკი მჭიდის კოლოფის ყელის გვერდითი კედლების მოკეცილი ზედა მხარეები დაზიანებას მიიღებს. ჩარჩოს მარცხენა მხარეს საკეტის შეყოვნების ბერკეტია განთავსებული, მარჯვენა მხარეს კი საკეტის შეყოვნების ზამბარა მდებარეობს, რომელიც აფიქსირებს  მას, და გამოიყენება იარაღის დასაშლელად. მჭიდის გამოსაგდები ღილაკი, რომელიც სასხლეტი კავის ძირში მდებარეობს, ჩარჩოს მარცხენა მხარესაა. სამიზნე მოწყობილობა შედგება არარეგულირებადი წინა სამიზნისგან, რომელიც შესრულებულია როგორც საკეტის ნაწილი, და უკანა სამიზნისგან, რომელიცმერცხლის კუდისტიპის ჭრილშია ჩამაგრებული, გვერდითი შესწორების შეტანის შესაძლებლობით. პისტოლეტები მისროლილი იყო 25 მანძილზე. პისტოლეტის ყუთის ფორმის მჭიდს, ვაზნების ერთრიგიანი განლაგებით, გვერდით კედლებში ნახვრეტები გააჩნია, ვაზნების რაოდენობის ვიზუალურად განსაზღვრისათვის. ეს ნახვრეტები ჭადრაკული წყობით არის განთავსებული, შვიდი მათგანი მარჯვენა მხარეს არის, ხოლო ექვსიმარცხნივ. სახელურის დახრის კუთხე 105°- შეადგენს. სახელურის ქვედა ნაწილში განთავსებულია ანტაბკა პისტოლეტის ღვედის დასამაგრებლად. პისტოლეტის სახელურის პანელები პლასტიკურია, მსხვილი ნაჭდევებით. ადრე გამოშვებული პისტოლეტების პანელები მთლიანად იყო დაღარული. 1935 წელს გამოუშვეს პისტოლეტები, რომელთაც მოკლე პანელები ჰქონდათ. მოგვიანებით, მხოლოდ შავი პანელები მზადდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ხისაგან დამზადებული სახელურის პანელებიკიდევ უფრო გვიან გამოშვებულ პანელების ცენტრში გამოსახული იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი, სტილიზებულად მიწერილი აბრევიატურით – „СССР“. იარაღი ნახშირბადოვანი ფოლადისაგან მზადდებოდა. ზედაპირი  ოქსიდირებით იყო დამუშავებული.

ტოკარევის პისტოლეტის მასობრივი წარმოება 1933 წელს იქნა დაწყებული ტულის საიარაღო ქარხანაში. ტექნოლოგიის გამარტივების მიზნით 1932 – 1933 წლებში იარაღმა გარკვეული მოდერნიზება გაიარაამის შემდგომ ლულის საბრძოლო ბჯენები სახარატო დამუშავებით სრულდებოდა, ხოლო ფრეზირება უკვე აღარ გამოიყენებოდაჩარჩო ერთიანად დამზადდა, მოსახსნელი სახელურის ხუფის გარეშე; დამუშავებული იქნა გამცალკევებელი და სასხლეტის ზოლურა.

 

წითელმა არმიამ ტოკარევის პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებით თანამედროვე პირადი იარაღი მიიღოთვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც საუკეთესო კონსტრუქციული გადაწყვეტილებების საფუძველზე იყო შექმნილი და რომელსაც მაღალი საბრძოლო და მომსახურეობრივ-საექსპლოატაციო თვისებები ჰქონდა. თუმცა ტოკარევის  პისტოლეტს მაინც არ შეეძლო წითელი არმიის შეიარაღებაში მყოფი რევოლვერნაგანისსრულიად ჩანაცვლება, რომელიც მუშაობაში საიმედო იყო, თუმცა უკიდურესად დაბალი სწრაფსროლა და ტყვიის   მცირე შემაჩერებელი მოქმედება გააჩნდა. ტოკარევის პისტოლეტი და „7,62-მმ-იანი რევოლვერნაგანი“ 1895 წლის ნიმუშიერთმანეთის პარალელურად გამოდიოდა დიდი სამამულო ომის დასრულებამდე, ხოლოშემდეგ ტტ- ის სრულიად გამოდევნა წარმოებიდან.

7qcSN0WuFK8.jpg

პისტოლეტი ТТ, 1942 წლის ნიმუში. სურათზე ნათლად ჩანს ომისდროინდელი ტტ-ების შესრულების დაბალი ხარისხი. 

1941წელს, გერმანული ჯარების ტულისკენ შეტევასთან დაკავშირებითსსრკ-ის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტოკარევის პისტოლეტების წარმოების იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში გადატანის შესახებ. თუმცა, აღჭურვილობის ევაკუაციის შემდეგ, ტულის მეიარაღეებს შეეძლოთ პისტოლეტების მცირე სერიებით გამოშვება, გაარემონტეს რა მოძველებული დაზგები და ინსტრუმენტებიდა ასევე რემონტს ჩაუტარეს ფრონტიდან შემოტანილ მოძველებულ პისტოლეტებს. მოსკოვთან ვერმახტის შეტევის მოგერიების შემდეგ, ტულის საიარაღო ქარხანაში პისტოლეტების წარმოება რამდენიმე თვეში აღდგენილი იქნა. ომის წლებში გამოშვებული პისტოლეტები გამოირჩეოდა დამზადებისა და ზედაპირის დამუშავების დაბალი ხარისხით, და ასევე სახელურის ხის  პანელებით. ტოკარევის პისტოლეტების ომისშემდგომი წარმოება ტულისა და იჟევსკის ქარხნებში მიდიოდა.

 eeW2UsET7xo.jpg

მაქს ალპერტის ცნობილი დოკუმენტური ფოტო „კომბატი“. უმცროსი პოლიტხელი ალექსეი გორდეევიჩ ერემენკო, ასეულის მეთაურის დაჭრის შემდეგ, საკუთარ თავზე იღებს მეთაურობას და მებრძოლებს შეტევაში მიუძღვება ვოროშილოვგრადის მახლობლად, 1942 წლის ივლისში. ალექსეი ერემენკოს ხელში სწორედ ტტ უჭირავს. -

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
თავის დროზე კი იყო აღიარებული, ოფიცრების ტაბელური.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ძველი ლეგენდარული "ტტ".

საინტერესო პოსტია  :good:


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: საღოლ ...   კუკლა გამოვიდა რა . :good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ძალიან მაგატი პოსტია და იარაღიც ძალიან საინტერესოა მაგრად მომწონს

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

ძაან ეგზოტიკური ტეტე 30 მაუზერ კალიბრზე

 

 

legion.ge_6445e417f2b4d8d4.jpg



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

ყველაზე ხარისხიანი ტტ ტარის სიგრძეს დააკვირდით



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

ესეც ტეტეა ჩინური



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

როგორც ამ რუსმა თქვა 18 000 გასროლას გაუძლოო. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
მაგრად მევასება ტტ. ვიდზე, თორე ისე ერთხელ მაქ გასროლილი ვაბშე. :D

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  რა ლამაზად  და ფრთხილად დაშალა ტტ :0041:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?