Jump to content


ამ თემას აქვს 48 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

პირველ რიგში დიდი მადლობა თაზოს ყურადღებისათვის და ამ თების გახსნისათვის. რა თქმა უნდა პირველი პოსტი დაეთმობა ამერიკულ ნეგენდას 

 

Colt M1911

 

მოდელ M1911-ის შექმნამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითდამტენ პისტოლეტებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ საკმაოდ დიდი გავრცელება, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე, სადაც ბრაუნინგის პისტოლეტები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუმცა, ძირითადად,  ამერიკასა და ევროპაში გავრცელებული იყო ისეთი თვითდამტენი პისტოლეტები, რომლებიც ლულის არხის  თავისუფალი საკეტით დაკეტვის პირნციპით მუშაობდნენ და შესაბამისად მცირე სიმძლავრის ვაზნებს იყენებდნენ.

აშშ-ის არმია XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ რევოლვერებს იყენებდა, რომლებიც არსებითად ჩამოუვარდებოდნენ თვითდამტენ პისტოლეტებს როგორც სწრაფსროლაში, ისე სწრაფი სროლის სიზუსტეში. ასეთი სიტუაცია განპირობებული იყო ამერიკელი სამხედროების კონსერვატიზმით, რომლებიც რევოლვერების საიმედო მუშაობას ეყრდნობოდნენ, რაც არსებითად უფრო მაღალი იყო, ვიდრე თვითდამტენი პისტოლეტების შემთხვევაში. რევოლვერების მნიშვნელოვანი უპირატესობები იყო მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა უსაფრთხოებით  და სიმარტივე გამოყენებაში, დიდი რესურსი, ასევე წარმოების დაბალი ღირებულება და ნაკლები სირთულე, უკვე კარგადათვისებული ტექნოლოგიის გამო.

w1vt.jpgგარდა ამისა, იმ მომენტში შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელ პისტოლეტებს 9 მმ-ზე დიდი კალიბრი არ გააჩნდათ, ხოლო აშშ-ის არმიამ უკვე მოასწრო საბრძოლო გამოცდილების მიღება ფილიპინების კუნძულებზე, სადაც მცირესიმძლავრიანი 9-მმ-იანი რევოლვერები უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა აჯანყებულებთან სწრაფ ახლო ბრძოლებში, რომლებიც ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი და შესანიშნავადაც ფლობდნენ მას. .38 კალიბრის ტყვიებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი შემაჩერებელი ძალა – მათ არ შეეძლოთ მოროს ტომის მებრძოლების შეჩერება, რომლებიც, უკვე სასიკვდილოდ დაჭრილები, მაინც ასწრებდნენ მოწინააღმდეგის მოკვლას ან მისთვის მძიმე ჭრილობების მიყენებას. დროული გამოსავალი გახდა რევოლვერი Colt Model 1909, რომელიც .45 Long Colt-ის ვაზნას იყენებდა, ტყვიის მაღალი შემაჩერებელი მოქმედებითა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ორმაგი მოქმედებით უზრუნველყოფილი. მოქმედი არმიისთვის მიწოდებული იქნა .45 კალიბრის ძველი რევოლვერებიც კი, რომელთაც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გააჩნდათ. მაგრამ აშშ-ის არმიას თანამედროვე თვითდამტენი პისტოლეტის მიღება სურდა, რომელიც არ უნდა ჩამორჩენოდა რევოლვერებს საიმედოობის მხრივ, ასევე უნდა ყოფილიყო სწაფმსროლი, ზუსტი და ეფექტურ, .45-კალიბრიანი ვაზნების გამოყენებაზე გათვლილი.

5wwd.jpg
 
ასეთი პისტოლეტის შემუშავება დაიწყო ბელგიაში მომუშავე უდიდესმა ამერიკელმა კონსტრუქტორ-მეიარაღემ, ჯონ მოზეს ბრაუნინგმა. ევროპაში მისი გვარი საზოგადო გახდა ყველა თვითდამტენი პისტოლეტისთვის. ბრაუნინგით მოიხსენიებდნენ ბელგიური FN-ის პროდუქციასა და სხვა ფაბრიკების პისტოლეტებსაც, რომლებიც სხვა სახელმწიფოებში იწარმოებოდა და კავშირი არ ჰქონდათ ბრაუნინგის ქმნილებასთან. მისი კონსტრუქციის პირველი პისტოლეტი, რომლებიც ამერიკაში ფირმა „კოლტის“ ქარხნებში გამოდიოდა, გახდა Model 1900, ლულის მოკლე სვლით უკუცემის გამოყენების სქემით მომუშავე ავტომატიკით და  ლულის დაბლა დაწევის მეშვეობით ჩაკეტვით, რომელიც სახსრულად არის შეერთებული ჩარჩოსთან ორი საკიდით. მოდელ 1900-ს ასევე უწოდებდნენ კოლტ-ბრაუნინგის პისტოლეტს. მრავალი სხვადასხვა გამოცდისა და გაუმჯობესებათა შემდეგ კონსტრუქტორმა შექმნა პისტოლეტი Model 1905, რომელიც პისტოლეტის ახალ ვაზნას,  .45 ACP-ს იყენებდა, ხოლო მოდელ 1909-ს კონსტრუქციაში პისტოლეტს უკვე მხოლოდ ერთი საკიდი გააჩნდა. თუმცა 1900, 1902, 1905 და 1909 მოდელის პისტოლეტები შეიარაღებაში არ მიიღეს და იარაღის სამოქალაქო ბაზარზე გაიყიდა. ბრაუნინგის ნამდვილი წარმატება პისტოლეტი M1911 გახდა, რომელსაც მან წინა მოდელებში გამოვლენილი ყველა ნაკლი მოაშორა და გააერთიანა თავისი ყველა საუკეთესო კონსტრუქციული გადაწყვეტილება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის ახალი თვითდამტენი პისტოლეტისთვის გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე მონაწილეობას კომპანიები – „კოლტი“ და „სევიჯი“ იღებდა. გამოცდები 1910 წლის 10 ნოემბერს დაიწყო. ორივე პისტოლეტი . 45 ACP-ს ვაზნებით ისროდა. ორივე მათგანი იმ დროის ყველაზე უფრო მოწინავე ნიმუშებს წარმოადგენდა. გამოცდები პისტოლეტების დაწვრილებითი შესწავლით დაიწყო. ამასთანავე განსაკუთრების დიდი ყურადღება გამახვილდა გამოყენებაში იარაღის უსაფრთხოებაზე. პისტოლეტები მითითებულ დროში იქნენ დაშლილნი და აწყობილნი. არასრული დაშლისთვის საჭირო დროით „კოლტმა“ გაიმარჯვა, მაგრამ სრული დაშლისთვის საჭირო დროის თვალსაზრისით გამარჯვება „სევიჯმა“ მოიპოვა. „კოლტი“ 64 ცალკეული დეტალისაგან შედგებოდა, „სევიჯი“ კი მხოლოდ 45-სგან. სროლის სიზუსტის მხრივ „სევიჯმა“ დაუთმო „კოლტს“. გამოცდების მსვლელობისას გამჭოლი მოქმედებზე „კოლტმა“ ფიჭვის დიდი დაფები გახვრიტა, იმ დროს, როდესაც „სევიჯმა“ – მუხის.

lsq8.jpg

სწრაფი სროლის სიზუსტის გამოცდებში „კოლტი“ „სევიჯზე“ უფრო ზუსტიც აღმოჩნდა და უფრო სწაფამსროლელიც. ორივე პისტოლეტიდან უნდა განხორციელებულიყო 6000 – 6000 გასროლა. „კოლტი“ გაცილებით უფრო საიმედო აღმოჩნდა – 11 შეფერხება 33-ის წინააღმდეგ. 1911 წლის 15 მარტს გამოცდები მას შემდეგ განახლდა, რაც ორივე კომპანიამ თავიანთი იარაღები ხელახლა დაამუშავეს. ამ განმეორებითმა გამოცდებმა ასევე გამოავლინა ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტის მნიშვნელოვანი უპირატესობა საიმედო ფუნქციონირებისა და გამძლეობის მხრივ. კომისიის დასკვნით „კოლტმა“ აჯობა „სევიჯს“ საიმედოობის, გამძლეობის, დაშლის სიმარტივისა და სროლის სიზუსტის მხრივ. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „კოლტის“ იარაღი რეკომენდებული იქნა შემდგომი გამოცდებისთვის, რომელებიც უკვე ჯარებში უნდა მომხდარიყო. 1911 წლის 29 მარტს აშშ-ის არმიის შეიარაღებაში, ხანგრძლივი და მრავალრიცხოვანი გამოცდების შემდეგ, მიღებული იქნა ჯონ ბრაუნინგის კონსტრუქციის თვითდამტენი პისტოლეტი Colt M1911, ასევე ცნობილი როგორც Government Model-ი. 1913 წლიდან დაიწყო პისტოლეტ M1911-ის მიწოდება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტსა (US Navy)  და საზღვაო ქვეითთა კორპუსში (US Marine Corps).ddxg.jpg

.45 ACP-ს (11,43×23 მმ) ტიპის ვაზნა ჯერ კიდევ 1904 წელს იქნა შემუშავებული Colt Model 1905-სთვის, ფრანკფორდის არსენალის (ამუნიციის ქარხანა)  მიერ, ჯონ ბრაუნინგთან და პოლკოვნიკ ჯონ ტომპსონთან ერთად, ასევე „იუნიონ მეტალიკ კარტრიჯის“ მონაწილეობით. ახალმა გარსიანმა ტყვიამ, რომელიც 1911 წელს შეიქმნა, უფრო მსუბუქი ტყვია ჩაანაცვლა, ის 14.7 გრამს იწონიდა, გააჩნდა 505 ჯოულის ტოლი საწყისი ენერგია და 262 მ/წმ-ის ტოლი საწყისი სიჩქარე. ასეთ ტყვიას მაღალი შემაჩერებელი მოქმედება აქვს, მას სხეულში შეღწევადობის ოპტიმალური სიღრმე გააჩნია, რომელიც 30 – 35 სმ-ს შეადგენს და უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებას დაბრკოლებაში გავლის  შემდგომაც კი, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ხელი ან სხვა მსუბუქი ზღუდე. ამასთანავე ტყვია არ გადის გამჭოლად და სამიზნეს თავისი ენერგიის დიდ ნაწილს გადასცემს. ამრიგად, ექსპანსიური ვაზნების გამოუყენებლობის შემთხვევაშიც კი, რომელთა არმიულ იარაღიში გამოყენებაც აკრძალულია ჟენევის კონვენციით, .45 ACP-ს ვაზნა უზრუნველყოფს მაღალ შემაჩერებელ მოქმედებას და სროლის შესანიშნავ ეფექტურობას, რაც დამტკიცებული იქნა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლების დროს.9oam.jpgავტომატიკა ლულის მოკლე სვლისას უკუცემის გამოყენების სქემით მუშაობს. ლულის გადაბმა საკეტ-გარსაცმთან ლულის სახაზინო ნაწილის ორი საბრძოლო ბჯენის და საკეტი-გარსაცმის შესაბამისი ჭდის მეშვეობით ხორციელდება. დაშორება ხორციელდება ლულის დაწევით, საკიდის საშუალებით, რომელიც სახსრულად დაკავშირებულია ლულასა და ჩარჩოსთან, უკუსვლის დროს. საკეტის შემკავებლის ბერკეტის ღერძი ასევე წარმოადგენს საკიდის ქვედა ღერძსაც. საკეტ-გარსაცმის წინა ნაწილში განთავსებულია ლულის მოსახსნელი მილისი, რომელიც ლულის ტუჩა ნაწილს აკავებს. დამაბრუნებელი ზამბარა ლულის ქვემოთ არის მოთავსებული. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახისებური ტიპისაა, ერთმაგი მოქმედების, ჩახმახის დამცველი ფეხით. სასხლეტი კაუჭი პისტოლეტის ჩარჩოში გრძივად წინსვლით მოძრაობს. იგი შეპტალოსთან ორი სიმეტრიული ზოლურითაა შეერთებული, რომლებიც პისტოლეტის სახელურში, მჭიდის შახტის გვერდებზეა განთავსებული.

8ia6.jpg

როგორც ყველა თვითდამტენი პისტოლეტის შემთხვევაში, М1911-ს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაში განმაცალკევებელი გააჩნია, რომელიც არ უშვებს გასროლის განხორციელებას მაშინ, როდესაც საკეტი არასრულად არის დახურული. ჩარჩოს მარცხენა მხარეზე მოთავსებულია ალმისებური მცველის ბერკეტი, საკეტის შემკავებლის ბერკეტი და მჭიდის ჩამკეტი. სახელურს უკანა ნაწილში გააჩნია სახელურის ავტომატური მცველის ბერკეტი, რომელიც ბლოკავს სასხლეტ ზოლურას და მისი გამორთვა ხდება მხოლოდ სახელურზე ხელის მოკიდებისას. სახელურის ქვედა ნაწილის სწორი უკანა ზედაპირი საბრძოლო ზამბარის პენალითაა წარმოქმნილი. ალმისებური მცველი ბლოკავს ჩახმახს, რომელიც შეყენებულ მდგომარეობაში იმყოფება,  და საკეტს. დახურული ტიპის ამომგდები საკეტ-გარსაცმის შიგნით არის მოთავსებული. ყუთის ფორმის ერთრიგიანი მჭიდი 7 ვაზნას იტევს. თავდაპირველად M1911 ასევადებდნენ, შემდეგ დაფარვის სხვა სახეობების გამოყენება დაიწყეს. პისტოლეტის კომერციული ვარიანტები, რომლებიც იარაღის სამოქალაქო ბაზარზე Government Model-ის სახელწოდებით გაიყიდა, შესაძლოა მორთული ყოფილიყო გრავიურით. პისტოლეტის სახელურის დახრის კუთხე 108°-ს შეადგენს, მასზე დამაგრებული პანელები კაკლის ხისგან იყო დამზადებული. პანელები დაფარული იყო რომბის ფორმის გადამკვეთი ნაჭდევებით, ხოლო ხრახნების ჩამაგრების ადგილებში რომბის ფორმის ბრტყელი ზედაპირები გააჩნდა, რომელსაც „ბრილიანტებს“ უწოდებდნენ. თავდაპირველად ამ პისტოლეტის წარმოება ფირმა „კოლტის“ ქარხნებში მიმდინარეობდა, მაგრამ მალე მას ასევე შეუერთდნენ Remington-UMC-ი, Springfield Armory-ი და North American Arms Co. პირველი მსოფლიო ომის დროს Colt M1911-ის ტიპის პისტოლეტები მიწოდებული იქნა დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და საფრანგეთის არმიებსთვის, ხოლო შემდგომ მათ თავად აშშ-ის არმიაც იყენებდა, რომელიც ომში მის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე ჩაერთო. შედეგად მიღებული იქნა ამ იარაღის საბრძოლო გამოყენების ფართო გამოცდილება, რომელმაც გამოავლინა როგორც მისი უპირატესობები, ისე უარყოფითი მხარეები. M1911-ს ტყვიას მაღალი შემაჩერებელი ძალა აქვს, რომელსაც სროლის დიდ დისტანციებზე ინარჩუნებდა, იარაღი ასევე გამოირჩევა საიმედო მუშაობითა და გამოყენების უსაფრთხოებით.adwc.jpg

პისტოლეტს გააჩნია სვლის ერთნაირი სიგრძე, სასხლეტი კაუჭის არ არის მაგარი, აგრეთვე სახელურის ფორმა და მისი დახრის კუთხე უზრუნველყოფს ხელში იარაღის მოხერხებულ და მჭიდრო ჭერას, ასევე იარაღის კარგ კონტროლს  სროლისას. მაგრამ იარაღს ასევე აქვს უარყოფითი მხარეებიც – დიდი გაბარიტები და მასა. თუმცა მათ ხელი არ შეუშლიათ M1911-სთვის გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული პისტოლეტი აშშ-ში. „კოლტები“ შეისყიდეს რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს და ასევე ის ლენდ-ლიზით მიეწოდებოდა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომისასაც, თუმცა მათი ჯარებში ფართოდ გამოყენებას ხელი შეეშალა .45 ACP-ს ტიპის ვაზნების უკმარისობით.

M1911-ის კონსტრუქცია გახდა კლასიკური და მას მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში აკოპირებდნენ, გარკვეული გაუმჯობესებებით, რომელთა გამოყენება თანამედროვე პისტოლეტების უმრავლესობაშიც გრძელდება. M1911-ის ისტორიაში არის მისი საბრძოლო კარიერის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. 1918 წლის 8 ოქტომბრის დილით, აშშ-ის არმიის 82-ე დივიზიის ჯარისკაცები გერმანული ტყვიამფრქვევის ცეცხლის გამო მიწას იყვნენ მიკრულნი. ჩვიდმეტი ადამიანმა, სერჟანტ ბერნარდ ერლის მეთაურობით, მეტყვიამფრქვევისთვის ფლანგიდან შემოევლის ბრძანება მიიღო. მალე ისინი გერმანელ ოფიცრებსა და რამდენიმე მოსაუზმე ჯარისკაცს გადააწყდნენ. გერმანელები დანებდნენ, ვინაიდან გადაწყვიტეს, რომ ისინი ალყაში იყვნენ. თუმცა ამერიკელები სწორედ მაშინ გადაფარა ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. რვა ამერიკელი ჯარისკაცი გადარჩა, მაგრამ სერჟანტი ერლი მოკლული იქნა. კაპრალმა ალვინ იორკმა მეთაურობა თავის თავზე აიღო. როდესაც ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცები მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ტყვეებს ბადრაგირებდნენ, იორკმა გერმანული ტყვიამფრქვევის ადგილსამყოფლის განსაზღვრა შეძლო, რომელიც დაახლოებით 30 იარდის სიშორეზე იმყოფებოდა. შაშხანა Enfield M-1917-თან ერთად დამატებით მას ასევე ჰქონდა თვითდამტენი პისტოლეტი Colt M1911. გერმანელ მსროლელები ზოგჯერ თავებს ამოყოფდნენ, რათა ცეცხლი დამიზნებით ეწარმოებინათ და თავიანთი ჯარისკაცებისთვის არ მოეხვედრებინათ. ალვინ იორკმა გამოიყენა ეს და  მათი მიმართულებით თავისის შაშხანიდან ცეცხლი გახსნა. ერთი გასროლა ერთ მკვდარ გერმანელს უდრიდა. იორკი ტენესის შტატის მთიან რაიონში იყო დაბადებული, სადაც მცხოვრებლები თავიანთ საკვებს ნადირობით მოიპოვებდნენ, ამიტომაც იორკი შესანიშნავი მსროლელი იყო, რომელიც მიჩვეული არ იყო ვაზნების უმიზნოდ ხარჯვას. იორკისგან შეუმჩნევლად, რამდენიმე გერმანელი მისი პოზიციისკენ წამოვიდა. ითვლიდნენ რა გასროლებს, მათ გამოთვალეს თუ როდის დასჭირდებოდა იორკს რამდენიმე წამი თავისი შაშხანის გადასატენად. მაგრამ იორკი თავისი პისტოლეტით სარგებლობდა და მცირე დისტანციაზე შეტევაზე გადმოსული ექვსი გერმანელი გაანადგურა. მან განაგრძო სროლა და საერთო ჯამში  25 გერმანელი ჯარისკაცი გაანადგურა. ალვინ იორკი არგონის ტყეში გამოჩენილი გმირობისთვის სერჟანტის წოდებამდე დააწინაურეს და დაჯილდოვეს კონგრესის მედლით „მამაცობისთვის“.

 

ძირითადი მახასიათებლები:

კალიბრი: .45 ACP

იარაღის სიგრძე: 219 მმ

ლულის სიგრძე: 127 მმ

იარაღის სიმაღლე: 140 მმ

იარაღის სიგანე: 30 მმ

მასა ვაზნების გარეშე: 1106 გრ.

მჭიდის ტევადობა: 7 ვაზნა

 

წყარო: https://cecxli.wordpress.com/

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მადლობა შენ კაუ აქტიურობისთვის და ამ საინტერესო სტატიისთვის.. გაიხარე

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

adwc.jpgdsc0018l.jpg

 

კარეტკა ერთი ერთზეა გადაკატავებული.

ბაიოკი გადაკეთებული და სახელურია დამოკლებული.

ტოკარევი მაგარია?!


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

არაფრის თაზ, რისი მადლობა. მართალი ხარ ბაბუ, ყველაფერი მოპარული აქვთ მაგ ბოტიკუტებს მაგათ  :D

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

M1911 სისტემის პისტოლეტი 

-"კოლტი შესანიშნავი პისტოლეტია. რაც უფრო მეტს ვსწავლობ მას, მით უფრო მომწონს. მას და რევოლვრეს შორის უშველებელი უფსკრულია."- 

ლოურენს არავიელის ძმის ფრენკ ლოურენსის წერილიდან, რომელიც მან თავის ძმას მიწერა 1914 წელს. 

 

M1911_450.jpg

 

საერთოდ "პისტოლეტჩიკებში" არსებობს მანტრა, რომ პისტოლეტი არის კარგი მხოლოდ იმ კალიბრში რა კალიბრზეც ის ტავიდან იყო აწყობილი. ანუ მაგალითად გლოკი არის საუკეთესო 9X19 კალიბრში და ასე შემდეგ. ალბათ ბევრმა არ იცოდა, რომ .45 კალიბრის იარაღის ეტალონი, M1911 არ იყო თავდაპირველად შექმნილი .45 კალიბრზე და მისი სავარაუდო კალიბრი უნდა ყოფილიყო .38 ანუ 9 მმ. 
როგორც ჩვენ უკვე ვიცით .45 კლაიბრის იარაღის იდეოლოგი გახლდათ გენერალი ტომფსონი, რომელმაც უზრუნველყო ყველა პირობა იმისთვის, რომ ახალი იარაღი მირებულ ყოფილიყო შეიარაღებაზე, ხოლო ჯონ მოზეს ბრაუნინგმა შესანიშნავად შეასრულა ეს დავალება. 
გენერალი ჯონ ტომპსონი 

JohnTaliaferroThompson.jpg

 

კონკრეტული პისტოლეტების მოდელების გამოცდა დაიწყო 1906 წელს. კონკურსში მონაწილეობდნენ Colt, Luger, Savage, Knoble, Bergmann, White-Merrill და Smith & Wesson. ბრაუნინგის მიერ შემოტავაზებულმა დიზაინმა გაიმარჯვა გამოცდებში კომპანია სევიჯის პისტოლეტტან ერთად. დამატებითამ ტესტებმა, გამოავლინეს გარკვეული პრობლემები ორივე გამარჯვებულთან. შეიარაღების დეპარტამნეტმა დანიშნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია, რომელი პისტოლეტი იმსახურებდა შემდგომ დახვეწას და რომელსაც უნდა მიეღო საბოლოო გადაწყბეტილება. ამავე დროს თავად ბრაუნინგი "გადაბარგდა" ქალაქ ჰარტფორდში სადაც იყო განლაგებული კოლტის ქარხანა და ახალგაზრდა ინჟინერ ფრედ მურთან ერთად პერსონალურად აკონტროლებდა პისტოლეტების აწყობის პროცესს. 

1911 წლის სამ მარტს დაიწყო მორიგი გამოცდები. ტესტი გამძლეობაზე შედგებოდა 6000 გასროლიანი სერიისგან. 100 გასროლის შემდეგ, პისტოლეტი გრილდებოდა 5 წუთის განმავლობაში. 1000 გასროლის შემდეგ იარაღი იწმნიდენოდა და იზეთებოდა. ასეტ ტემპში 6000 გასროლის შემდეგ, იწყებოდა შემდეგი ეტაპით. ამჯერად იარაღში იტენებოდა დეფრომირებული და უხარსხო ვაზნები. ტესტის გავლის შემდეგ ხდებოდა საიმედობის ემოწმება ქვიშით დაბინძურების შემთვხვევაში, იარაღი იძირებოდა ტალახში, მჯავაში, რის შემდეგ მოწმდებოდა საიმედოობა. გამარჯვებული გამოდგა ბრაუნინგის პისტოლეტი. მაგ დროს ცეცხლსასროლი იარაღისთვის 6000 გასროლიანი ტესტი იყო ყველაზე ხანგრძლივი ასეთი სახის გამოცდა. ტესტირებისას ბრაუნიგის პისტლეტში არც ერთი გაუმართაობა აღმოჩენილი არ იყო, სევიჯის შემტხვეაში მათო რაოდენობა იყო 37. 
1911 წლის 29 მარტში, ბრაუნინგის პისტოლეტი მიღებულ იქნა შეიარაღებაში, და მიენიწა ოფიცილაური ინდექსი M1911. 1913 წელში M1911 შეიარაღებაზე მიიღეს ერთი სზღვაო ძალებმა და საზღვაო ქვეითთა კორპუსმა. 

1924 წელს უმნიშვნელო ცვლილებები იქნა შეტანილი პისტოლეტის დიზაინში. 
ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური იყო და სურათიდან ის ყველა ადვილად ჩანს. ახალ პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი M1911A1 

 

მეორე მსოფლიო ომამდე M1911 უშვებდა კოლტის ქარხანა და პირველი მსოფლიო ომის დროს დამატებითი რაოდენობა გამოშვებულ იქნა სპრინგფილდ არმორის მიერ, რომელიც მაგ დროს სახელმწიფოს ეკუთცნოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ასევე მიმდინარეობდა ტრანშეებში და აკოპებში, ანუ ძალზედ მოკლე დისტანციებზე, გაიზარდა მოთხოვნილება პისტოლეტებზე, როგორც ახლო მანძილებზე მაგ დროს ყველაზე სწრაფმსროლელ და ძლიერ იარაღზე. ვინაიდან სხვა ქარხნები ასე მალე ვერ გადადიოდნენ M1911-ის წარმოებაზე, ერთ დროს მტავრობამ მიმართა მოქალაქეებს ჩაებარებინათ, მათ მიერ კერძო საკუთრებაში მყოფი კოლტები. როგორც ამბობენ ძალიან ბევრი აირაღი არ აგროვდა. 
მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს, გაზრდილი მოთხოვნილების გამო M1911-ს უშვებდნეს უკვე Remington Rand (900,000 ცალი), Ithaca Gun Company (400,000 ცალი), Union Switch & Signal (50,000ცალი), Singer (500), the Springfield Armory და Rock Island Arsenal. 1945 წლიდან M1911 აღარ გამოდიოდა და არსებული დეალების მარაგით ხდებოდა მათი "განახლება". 

ასევე მეორე მსოფლიო ომამდე M1911 მცირე რაოდენობით გამოდიოდა ნორვეგიაში (Kongsberg Vaapenfabrikk), გერმანელების ოკუპაციის დროს მათი წარმოება განახლდა. M1911 ზუს კლონებს უშვებდა არგენტინული ფირმა Ballester-Molina. ესპანური Star-ის და Llama-ს პისტოლეტები ასევე იმეორებენ M1991-ის დიზაინს. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია კოლტმა წარმოადგინა რამოდენიმე მოდიფიკაცია. პირველი იყო M1911 A1 "Commander". ის წარმოადგენა M1911A1-ის მოკლელულიან ვარიანტს და რაც მთავარია პირველად იყენებდა ალუმინის მსუბუქ გეჯას. იგივე ზომების პისტოლეტს მაგრამ ფოლადის გეჯათი ერქვა "Combat Commander". შემდგე კოლტმა გამოუშვა კიდევ უფრო კომპაქტური მოდიფიკაცია "Officer's" უფრო მოკლე ლულით და დამოკლებული ტარით, რომელიც იტევდა 6 ვაზნას. ამჯერად ტერმინები კომანდერ და ოფისერს გამოიყენება ამა თუ იმ მოდელის (კლონის) ზომის აღსანიშნავათ. 
ალბათ ყველაზე წარუმატებელი ორიგინალური კოლტები გახლდათ Colt MKIV - Series 80. ამ სერიის პისტოლეტების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი მოდიფიცირებული იყო, და გაჩნდა დამატებითი უსაფრტხოების სიტემა, რომელიც კეტავდა ნემსას მანამ სნამ სასხლეტი არ იქნებოდა ბოლომდე დაჭერლი. ამ სისტემაა გაართულა მექანიზმი, დამძიმა სასხლეტი და იქონია გავლენა პისტოლეტის საიმედოობაზე, რის გამოც ამ სერის ორიგინალური კოლტები არასდროს არ იყვნენ პოპულარული. ის კლონები, რომელიც გამოდიან დღესმ წარმოადგენენ M1991A1-ის ბაზაზე შექმნილ იარარს. 
თითქმის 100 წლის შემდეგ M1911A1 კვლავ რჩება მწყობრში და არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში და ასევე მთელ მსოფლიოში. M1911Aქ ასევე რცება შეიარაღებაში. აშშ-ს საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ნაწილები, რომლებიც ედიან სპეციალური დანიშნულების ძალების შემადგენლობაში იყენებნ, მოდიფიცირებული M1911A1-ებს, რომელიც იწარმოება მათი მოთხოვნების მიერ კომპანია კიმბერის მიერ. ასევე ალბათ ყველაზე ცნობილია სეთი ტიპის ქვედანაყოფი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამნეტის სპეციალური დანიშნულების დანაყოფი (LAPD SWAT) იყენებს ასევე კიმბერის მიერ დამზადებულ კასტომიზირებულ M1911A1 სისტემის პისტოლეტებს. გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, მძევლების გათავისუფლების ჯგუფი (FBI Hostage Rescue Team) იყენებს M1911ა1 ისტემის პისტოლეტებს, რომელსაც მათ აწვდის ომპანია სპრინგფილდ არმორი. ასევე ფილმებიდან და კომპ. თამაშებიდან ცნობილი შენაერთი - პირველი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი - დელტა შეიარარებულია უცნობი წარმოების M1911A1 პისტოლეტებით. ტაქომას პოლიციის დეპარტამენტი გახლდათ პირველი მუნიციპალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელმაც 50 წლის განმავლობაში ოფცილაურად მიიღო M1911A1 სისტემი პისტოლეტი შეიარაღებაში (მოდელებო Kimber Pro Carry II და Pro Carry II HD. 
დამატებულია 
ერთ ერთი ჩემის აზრით ყველაზე საინტერესო პისტოლეტია ზემოთ ნახსენები საზღვაო ქვეითთა სპეციალური დანიშნულების ნაწილის შეიარაღებაში მყოფი ე.წ. MEU SOC Pistol პისტოლეტი. აღნიშნული პისტოლეტი წარმოადგენდა გადარჩეულ ორიგინალურ M1911A1 სერიის პისტოლეტს, რომლებსაც ორიგინალურ ანუ 1945 წლამდე გამოშვებულ გეჯაზე უყენდებოდა ახალი საკეტი (წარმოებული სპრინგფილდ არმორის ან კასპიანის მიერ), ლულას ამზადებდა ბარ-სტო, შიდა ნაწილებს სხვა კომერციული ფირმები. პისტოლეტი წარმოადგენდა საერიოზულად მოდიფიცირებულ M1991A1 სისტემის პისტოლეტს, რომელსაც უყენდებოდა ახალი ტიპის სამიზნე მოწყობილობები, ორმხრივი დამცველი, პაჩმაირის მიერ წარმოებული კომფორტული სახელური და შუერფაიერის (Suerfire) ფანარი და რა თქმა უნდა მოდიფიცირებული შემსუბუქებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ასეთი მოდიფიცირებული პისტოლეტი მაგ დროს შეიარაღებულ ძალებში არ ქონდა ალბათ არავის. პისტოლეტის მოდიფიცრებას და მომსახურებას ახორციელებდა საზღვაო ქვეითთა კორპუსის სპეციალური სამსახური, რომელიც ახორცილებდა იარაღის მოდიფიკაციას (Precision Weapons Shop). იარაღის მომსახურება ხდებოდა ყოველი 10 000 გასროლის შემდეგ. ამ ნაწილის ყოველი მებრძოლი თავისი მსახურობის პერიოდში საშუალოდ ისროდა 80 000 ვაზნას. ზოგიერთი პისტოლეტიდან გასროლილი იყო 500 000 გასროლა ერთი და იგივე 1945 წლამდე გამოშვებული გეჯებით. საოცარი მაჩვენებელია ნამდვილად. 2003 წელს ეს პისტოლეტები შეიცვალა კიმბერის მიერ წარმოებული მოდელით, რომელიც დამზადდა სპეციალურად ამ ნაწილისთვის და ფუნქციურად თითქმის აბსოლუტურად იდენტურია, იმ იარაღის რომელიც შეცვალა, ყველაზე დიდი განსხვავება, გეჯაზე უნივერსალური სამაგრის არსებობა. როგორც უკვე მიხვდით საზღავო ფეხოსნებმა უარი თქვეს ხეკლერ&კოხის MK23 ტიპის პისტოლეტზე, რომელიც გახდა სტაბდარტული აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ნაწილებისათვის. MK23-ზე უარი ითქვა მისი ზომების და მასის გამო. კიმბერი ასევე უშვებს ამ პისტოლეტის სამოქალაქო ვერსიას რომელსაც ქვია Kimber Desert Warrior. 
"პირველი თაობის" MEU SOC Pistol 

 

 

M1911 ასევე ძალიან პოპულარულია, როგორც სამოქალაო, სპორტული და თავდაცვის იარაღი. კომერციული სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების ბაზარი არის ყველაზე დიდი, ასევე დიდია არჩევანი, და იმ კომპანიების რიცხვი, რომელიც ეხლა უშვებს ამ სისტემის იარაღის სხვა და სხვა მოდიფიკაციებს. ფასები იწყება 250 დოლარიდდან და ადის 3000 დოლარამდე სერიულ პისტოლეტებში. კასტომიზირებულიდა მოდიფიცირებული იარაღის ფასი პრაქტიკულად არ არის სეზღუდული. ყველა მოდელების და მოდიფიკაციების მიმოხილვა არ შედის ამ სტატიის დანიშნულებაში და ამიტომაც მე ავტვირთავ მხოლოდ რამოდენიმე პისტოლეტის სურათებს, რომლებიც წარმოადგენენ M1911A1 სიტემას.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: :bravo: გაიხარე გიო , ბევრი საინტერესო ამოვიკითხე......


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

legion.ge_6445edbe66b47588.jpg



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

legion.ge_6445edbe677ece96.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი ლამაზი იარაღია. და არა მარტო ლამაზი. ;) 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კარგი სტატიაა. ფოტოებია გასაახლებელი.

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

 

ძალიან მიყვარს 1911


ჩამსწორებელი Koka, 12 July 2020 - 11:57 AM.


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

მადე ინ თურქული

 

 

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?