Jump to content

როგორ მოქმედებს თამბაქოს სუნი ცხოველებზე

თამბაქო ცხოველი შინაური ოთხფეხა მეგობარი თამბაქოს სუნი ზიანი ძაღლი თამბაქო და ზაღლი მეძებარი

ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

8d4e67f3b0fd5599d5737bebc859d701.jpg

ხალხური სიბრძნე და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიკოტინის წვეთი ცხენს კლავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კატა, ან ძაღლი ბევრად პატარაა , შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ნიკოტინს, რომელსაც შეიცავს სიგარეტი, მათი ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვს.

მრავალი წელია, რაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ღელავენ იმის გამო, რომ მოწევა ვნებს ცხოველების ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია ძაღლი ან კატა, რომელიც სიამოვნებით ეწევა სიგარეტს, თუმცა პასიური მოწევა ცხოველებისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ადამიანისთვის.

მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატის ვეტერინარული ცენტრის მკვლევრები 7 წლის განმავლობაში სხვადასვა ასაკის და ჯიშის 180 შინაურ კატას იკვლევდნენ. საბოლოოდ დადგუნდა, რომ კატები, რომლებიც ცხოვრობენ მწეველთა ოჯახში ორჯერ მეტად ავადდებოდნენ ლიმფური ჯირკვლის სიმსივნით, ლიმფომით, რომელიც ყველაზე მალე იწვევს სიკვდილს. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, დაავადება მხოლოდ 1 წელიწადში ცხოველების ¾-ს კლავს.

თუმცა, სიგარეტის კვამლის შესუნთქვის შემთხვევაში არა მხოლოდ დაავადებები ემუქრებიან შინაურ ცხოველებს, არამედ ის ჩვენს შინაურ ცხოველებში სხვა მეტად უსიამოვნო შეგრნებენს იწვევს – მათ თვალები ეცრემლებათ, უჭირთ სუნთქვა, უძლიერდებათ გამონადენი ცხვირიდან. ერთი სიტყვით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ცხოველის რესპირატორული სისტემა.

ამასთან, ძალიან რთულია ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის გარკვევა – ხშირად ვეტერინარები უნიშნავენ მკურნალობას ალერგიისა და სხვა დაავადებებისგან, თუმცა სინამდვილეში პრობლემა ნიკოტონის ზემოქმედებითაა გამოწვეული.

ცხოველები ავადმყოფურად რეაგირებენ არა მხოლოდ სიგარეტზე, არამედ ნებისმიერი სახის თამბაქოს კვამლზე, მაგალითად ყალიონის, სიგარის და ა.შ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ეწევა პატრონი – ერთ კოლოფს დღეში, თუ ერთ ღერ სიგარეტს თვეში, იმიტომ, რომ კვამლიდან გამოყოფილი ნიკოტინი შეიძლება შეითვისოს და მოგროვდეს ავეჯზე, ნივთებზე, ხალიჩასა და ცხოველების ფილტვებში. ამის შედეგად ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ადრე მეტად აქტიურები და ძლიერები იყვნენ, იწყებენ გამოფიტვას, იმიტომ, რომ მათ ფილტვებში ნიკოტინის მუდმივი მოხვედრა ავითარებს გულის უკმარისობას და კიბოს სიმსივნეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცხოველების სიკვდილიანობა პასიური მოწევის შედეგად ზუსტად ისეთივეა, როგორც ადამიანებში.

შინაური ცხოველის ყოველი სახეობა ნიკოტინისგან იტანჯება სხვადასხვანაირად, თუმცა შეუქცევადი და მძიმე ცვლილება ხდება ლიმფურ სისტემაში, რომელსაც სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა იწვევს.

კატები განსაკუთრებით ავადდებიან პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებებით. ეს ხდება იმის გამო, რომ ისინი დიდ დროს ანდომებენ ბეწვის ლოკვას, რომელიც მავნე ნივთიერების ე.წ. "მაგნიტს" წარმოადგენს, რომელსაც სიგარეტის კვამლი შეიცავს. სწორედ მათ ილოკავენ და ყლაპავენ, რითაც ნიკოტინის სასიკვდილო დოზას და კანცეროგენულ ნივთიერებებს იღებენ, რომელიც პირის ლორწოვან გარსს არღვევს. ამასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად კატებს, რომლებიც ცხოვრობენ მწეველი ადამიანის ბინაში ორჯერ მეტად აღენიშნებათ ლიმფური სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. ამასთან, თუ ისინი მწეველ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ 5 წლის მანძილზე ცხოვრობენ, დაავადება სამმაგდება, ხოლოდ თუ მწეველი ორია, დაავადების სიხშირეც შესაბამისად იზრდება. სხვა ჯიშზე მეტად პასიური მწეველის შემთხვევაში სპარსული კატა ზიანდება.

ძაღლებში ყელყურისა და ფილტვების ონკოლოგიური დაავადებები იჩენს თავს. ამ ცხოველების მშვენიერი ყნოსვა მათი ყველაზე ძლიერი მხარეა, თუმცა ხშირად ეს სასიკვდილოა მწეველი პატრონის ხელში.

ძაღლის ძალიან მგრძნობიარე ცხვირის ლორწოვანი გარსი შეიძლება დაზიანდეს ყველა დაავადებით, რომელსაც თამბაქოს კვამლი გამოიწვევს. ამასთან, რაც მეტად გრძელია ძაღლის ცხვირი, მით უფრო დიდი შანსი აქვს დაავადდეს – ნიკოტინი და კანცეროგენები ჯდება ყელყურში და ცხვირში, ილექება, გროვდება და ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ყველა პირობას ქმნის.

თუკი ცხვირი მოკლეა, მაშინ უკვე ფილტვების კიბოს საშიშროება იქმნება იმდენად, რამდენადაც მოკლე ცხვირის მცირე ლორწოვანი გარსის გამო მავნე ნივთიერებები ადვილად ხვდებიან სასუნთქ ორგანოებში და ფილტვებში. განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ამ პრობლემებთან ბულდოგები.

მაშ რა უნდა ვქნათ? პასუხი ნათელია – მოწევას თავი უნდა დავანებოთ. ეს ვარიანტი იდეალურია როგორც პატრონისთვის, ასევე მისი ბინადარისთვის. თუკი მოწევისთვის თავის დანებება მეტისმეტად ძნელია, მაშინ საჭიროა მაქსიმალურად დაიცვათ და არ მიაკაროთ ცხოველს სიგარეტის კვამლი – მოწიეთ კიბეზე ან აივანზე.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმ მანქანაში სადაც ჩემი ქალბატონები იქნებიან , არ დავინახო ვინმემ მოწიოს სიგაეტი.... ;) :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:ki:  :0048:  :0045:  კარგი შენიშვნაა ბაბუკო



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჩენი ლედიც ვერ იტანს..სასაციკი როჟას იღებს.
:)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოდა ეგაა რა....ძაღლები სადაც იქანებიან იმ მანქანაში არ მოწიოთ სიგარეტი.

მაგრამ ვინღაა ჩააჯენს ცუგრიკებს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti
es safrtxe am dzagls ar emuqreba :D

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ბაბუს მიბაძეთ და დაანებეთ ამ სიგარეტს თავი . ვააააა 

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

მე ცოტა შეღავათს ვაკეთებ უკვე , ადრე დღეში ორი კოლოფი სიგარეტი მჭირდებოდა ეხლა რაც ახალშობილი მყავს სახლში აღარავინ ეწევა და გარეთ მეზარება ხოლმე გასვლა და 1 კოლოფამდე ჩამოვედი  , მგონი მალე მართლა გადავაგდებ .. 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მე ცოტა შეღავათს ვაკეთებ უკვე , ადრე დღეში ორი კოლოფი სიგარეტი მჭირდებოდა ეხლა რაც ახალშობილი მყავს სახლში აღარავინ ეწევა და გარეთ მეზარება ხოლმე გასვლა და 1 კოლოფამდე ჩამოვედი  , მგონი მალე მართლა გადავაგდებ .. 

1 ბავშვზე 1 კოლოფი? ესე იგი კიდევ ერთი ბავშვი გინდა სასწრაფოდ  :0024:  :0024:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

1 ბავშვზე 1 კოლოფი? ესე იგი კიდევ ერთი ბავშვი გინდა სასწრაფოდ  :0024:  :0024:

 
ხოო ეხლა ბიჭი მინდა  და ეგრევე ვანებებ თავს :D  :D :D



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ჯინა სიგარეტის ბიჩოკს ჯერ აქრობს, მერე ყლაპავს  :0034:  :0034:  :DDD  :DDD  :DDD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

ჩემსას ეზოში ტურნიკზე და ორძელზე ვავარჯიშებ და არამწეველია ეზიზღება სიგარეტი   :D :D :D 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ტურნიკზე და ორძელზე კი არ მინდორში არბენინე და ავარჯიშე



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

მე მეუბნები მაგას ? გამოკეტილი გყავს ძაღლი გალიაში 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კი შენ ეგუბნები აბა ვის

 კი გამოკეტილი მყავს გალიაში მარა დღეში 1 საათი მინიმუმ ეზოშია ან დილით მინდორშI ვარბენინებ .. მიზეზი პირველი ვოლიერი ძაღლს ხდის მორჩილს იმიტო რო თAვის ნებაზე არაა. მეორე ლეკვია და ეზოში ათასი რამე გდია და შეჭამს და მოიწამლება . მესამე მავნე თვისებეს არ ითვისებს და მეოთხე გაცილებით მეტი ჟინია აქვს რო უშვებ მერე უშულაოდ სამეზე გადადის და არ რჩება დრო სამაიმუნოდ


ჩამსწორებელი mantis, 16 December 2016 - 02:41 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?