Jump to content

"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის"

ძაღლი ვეტერინარია მონადირე წამალი ვეტერინარი სიკვდილიანობა საფრთხე მონადირე ძაღლი

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

496ea361b9137326bfa7215e83f71581.jpg

"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის" - წამლების შესახებ კანონში ცვლილებების ვეტერინარული საფრთხე


როგორც ცნობილია, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა. კანონში განხორციელებული ცვლილებები უშუალოდ შეეხო ვეტერინარულ მედიკამენტებსაც, რამაც ვეტერინართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით zooclub.ge ვეტერინარ დავით ნანობაშვილს ესაუბრა:

– "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" განხორცილებული ცვლილებები უარყოფითად აისახა ვეტერინარებზე. ცვლილებების თანახმად, ვეტერინარები შეძლებენ კლინიკაში იქონიონ პრეპარატები, მაგრამ რეცეპტს ვერ გასცემენ. მაგალითად, თუ ძაღლს მედიკამენტოზური მკურნალობა შინ სჭირდება (აქვს ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია ან ჰეპატიტი), ამ შემთხვევაში მედიკამენტების გამოწერა არ შეიძლება და შესაბამისად, ცხოველის პატრონი წამალს ვერ შეიძენს. რეცეპტის ვეტერინარული ანალოგი არ გვაქვს – ადამიანის წამალს ვერ გამოვწერთ, ანუ ადამიანის მედიკამენტების გამოწერის უფლება ვეტერინარს არ ექნება. ეს ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებს შეეხება.

ვეტერინარი, როგორც იურიდიული პირი შეძლებს მედიკამენტების ყიდვას, კლინიკის მომარაგებას, ცხოველისთვის საკუთარი ხელით გაკეთებას (მეორე ჯგუფს ეხება ეს, პირველ ჯგუფს – არა), მაგრამ ის, რომ პატრონმა შინ თვითონ უმკურნალოს თავის ცხოველს (მედიკამენტების – სითხეების, სიროფის ან აბის სახით), ამას ვერ გააკეთებს, რაც მათი სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს.

უცხოეთში აბსოლუტურად სხვა სისტემაა, იმავე ევროპაში, იქ ადამიანის წამალს კლინიკა გასცემს, აქვთ დაფასოებული მედიკამენტებიც, რომლებზეც კლინიკის სახელწოდებაა მითითებული. მაგალითად, კლინიკა გასცემს ალერგიის წამალს და მასზე მითითებულია თუ რა დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა. საზღვარგარეთ კლინიკები უპრობლემოდ გასცემენ მედიკამენტებს პაციენტებზე და ხოლო ჩვენთან ეს შეუძლებელი იქნება.

– წინასწარ თუ გაცნობეს კანონში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ?
– ლაპარაკი იყო, რომ რაღაც გამონაკლისი დაიშვებოდა და კონსენსუსს მივაღწევდით. ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკების სტადიაში ვართ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრა გაიმართება მინისტრთან. შეხვედრას ჩვენგან ორი პრაქტიკოსი ვეტერინარი დაესწრება. თუმცა მივაღწევთ თუ არა კონსენსუსს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნობია ჩვენთვის.
სურათი ძალიან მძიმეა და არ ვიცით სიტუაციიდან გამოსავალი რა იქნება.

ფაქტია, რომ 8 დღეში მედიკამენტებზე აკრძალვა დაწესდება. მათ ნახევარს ვეღარ გავუკეთებთ ცხოველებს და თუ მოლაპარაკების პროცესი დროში გაიწელება, კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ.

– რაში ხედავთ გამოსავალს?
– ვფიქრობ, ლიცენზირებულ ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება უნდა მისცენ, გარკვეული შეზღუდვებით, მაგალითად, რაოდენობასთან დაკავშირებით. რომ არ იფიქრონ, ადამიანებზე გავცემთ მედიკამენტებს, შეზღუდვა უნდა დაწესდეს რაოდენობაზე.

თუმცა შეზღუდვა არ უნდა შეეხოს იმ მედიკამენტებს, რომლებიც ინტენსიური გამოყენებისთვის არის დანიშნული. აბების სახით ანტიბიოტიკების სახლში გამოწერა მაინც უნდა შეგვეძლოს. თბილისის ბაზარზე არსებული ვეტერინარული ალტერნატივა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მთლიანად ვერ შეგვიცვლის მედიკამენტებს.

წარმოიდგინეთ, ძაღლს ან კატას უკბინა ფუტკარმა და მისცა შეშუპება ან ალერგიული რეაქცია – შოკი. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენო ჰორმონი, პრედნიზოლონი. თქვენ აფთიაქში ვერ იყიდით ამ მედიკამენტს, იმიტომ, რომ აკრძალვაშია. სანამ კლინიკას ღამის 3 საათზე გავხსნი, სანამ მოვალ, სანამ ცხოველს წამალს გავუკეთებ, შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს. ასეთ შემთხვევაში ალბათ, სასწრაფოს ექიმი უნდა გამოიძახოთ და მან გაუკეთოს ცხოველს წამალი, სხვა გამოსავალი არ არის.

თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.


წყარო:www.zooclub.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ სერგეენკოს უტვინო დედა ვატირე რა. ნარკომსნების გულისთვის მთელ საქართველოს პრობლემები შეუქმნა . ნარკომანიის პრობლემა რომ ესე აღმოიფხვრებოდეს , ამას ჩვენამდე დანერგავდნენ, მაგრამ ამეებმა , იმათ ხომ უნდა გადაუჯოკრონ ექსპერიმენტებით???? ისევ ჩვენზე ტყდება. ე4ხლა მსხვილი მონიპოლისტები ავერსი, პსპ და ჯპს ცალკე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რომ რაღაც რაოდენობა და დასახელებები შეზღუდვიდან ამოიღონ........ ხო ხვდებით რაც ამათ შემოაქვთ იმ წამლებს ეხლა ფასებს გაუზრდიან და ისევ მოსახლეობის ხარჯზე იქნება. იმის არ იყოს , ახალ ნომრებს არ დავუშვებო , პრემიერმა ...ა ბატონო.,თუ არ დაუშვა. ფული ხომ უნდა გაკეთდეს????? მაიცათ გაისათ ტეხასმოტრზე რამდენ სისხლს გააშრობენ......მგონი ესენი იმდენს იზავენ , ნაციონალები სანატრელი გაგვიხდეს....თფუ ამათი რა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეგრეა ზუსტააად. ხან რა აკრძალეს ხან რაა მარა მაგას ასე არაფერი ეშველება. მეთვითონ ვიცი ფქსიქოტროპულიდან რიგი წამლების გაყიდვა ურეცეპტოთ რო არ შეიძლებოდა, ლისტებით გაჰქონდათ ვისაც უნდოდა ამიტო მარტო ფურცელზე დაწერილი კანონი არ შველის მაინც არ ეშველება ასე



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

სურათზე – შემოქმედის მონასტერი, გამოსახულია, დავითს ვარსკვლავი, ჯვარი და ტაძრეულთა(ტამპლიერთა) ვარკვლავი...

 

400696_454440827974948_1387101012_n.jpg?


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: ვაა შენ შემოგევლეეე მე. შემოქმედიდან ვართ მე და დიდი მაგისტრი. შენ რა ? იცოდი თუ ინტერნეტში წააწყდი????

მაგრამ ეს აქ არ უნდა იყოს ...ან გურიის თემაში ან ...ადმინებო, მოდერებო  იქნებ ამპოსტს გამოუძებნოთ შესაბამისი თემა????

 

გაიხარე კაო


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სურათი და პოსტიც გადასატანია , მარა სურათს რაღაც არ ხსნის მგონი..


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?