Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

იჟ-54      ИЖ-54

 მახასიათებლები:
ჰორიზონტალურ ლულებიანი - 12 კალიბრიანი
ლულები სახსნელი სიგრძე   -  730 ან 750მმ 
სავაზნის სიგრძე    -   70მმ. 
ლულათა შევიწროება -    სტანდარტული, პარაბოლური.
სავაზნე და ლულა-  ქრომირებული. 
მასა შეადგენს   - 3,3 - 3,5კგ.
რესურსი - 7 500 გასროლაზე მეტი.

 

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სანადირო იარაღს მიეკუთვნება რუსული წარმოების გლუვლულიანი სანადირო თოფები, მათგან გამორჩეულია  ИЖ-ის მოდელები, ისინი საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი, საიმედო იარაღებია და თანაც ფასიც ხელმისაწვდომია.

 

 ИЖ-54:
გლუვლულიანი სანადირო თოფი  ИЖ-54, მიეკუთვნება ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდის, გლუვლულიანი თოფების სერიას, რომლებიც სამართლიანად ითვლებიან რუსული სანადირო იარაღის სიამაყედ. მათი სერიული გამოშვება დაიწყეს 1954 წლიდან. კონსტრუქტორი - ა.ა. კლიმოვი(თუმცა  საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან, მისი წინამორბედია ИЖ-49.)
ИЖ-54 -ს 15 წლის მანძილზე უშვებდნენ სამამულო და საექსპორტო სახით. გამოშვებული იყო 500 000 მეტი ცალი აქედან 70 000 საესპორტოდ. ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის დამკვიდრებას.

მოდელი ИЖ-54 გამოირჩევა კონსტრუქციის მაღალი გამძლეობით, ქონდა ლულის სამმაგი ჩამკეტი. ლულის კონფიგურაცია გათვლილი იყო ამ კალიბრისათვის ყველაზე დიდი ზომის საფანტიანი ვაზნებისთვის. ლულის ლითონი იყო მოქრომილი, რაც ამაღლებდა კოროზიისადმი მის გამძლეობას. ამ მოდელიდან დაწყებული ИЖ-ის ყველა თოფს უკეთდებოდა ქრომირება. თოფის კონსტრუქცია დამზადებული იყო ზეგამძლე ფოლადისაგან, გათვლილი იყო დენთის გაზის მაქსიმალურ დაწოლაზე. ამ თოფის გამძლეობა მაქსიმალურად დამტკიცდა მონადირეების მიერ, მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ. მონადირეების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ათასი გასროლის შემდეგაც ИЖ-54 ინარჩუნებს სრულ მუშა მდგომარეობას და არ ახასიათებს ლულის "რხევა". თოფის გადახსნა ადვილად ხდება, რაც აადვილებდა და უსაფრთხოს ხდიდა მის მოხმარებას.

გლუვლულიანი სანადირო თოფი  ИЖ-54 - კონსტრუქციის სიმტკიცით, საიმედობით, შესრულების მაღალი ხარისხით, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იარაღად მონადირეებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მძიმეა თანამედროვე ევროპულ იარაღთან შედარებით(ეს თვისება დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, - გასროლისას თოფის უკუდარტყმა ნაკლებია).
1956 წლიდან გამოუშვეს მოდელი ИЖ-54 "Спорт". ის იყო უფრო დახვეწილი მოდელი კონსტრუქციით და ვიზუალურადაც. ეს იყო სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე. d1a9d4e86188.jpg

ოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ.

1958 წლიდან წარმოებული იყო აგრეთვე ხელნაკეთი სერია, "штучни": ესენია:  ИЖ-54-Ш,   ИЖ-54-Ш1,   ИЖ-54-Ш2,   მათ ჰქონდათ კაკლის ხის კონდახი, ლითონზე კი იყო შესრულებული მაღალმხატვრული გრავიურები, ნადირობის ამსახველი სცენებით. ქონდათ შედარებით მაღალი საბრძოლო ხარისხი. ესენი მზადდებოდა ინდივიდუალური შეკვეთებით.
   სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ИЖ-54 -მა შექმნა მთელი ეპოქა რუსული იარღის ისტორიაში, მისი საუკეთესო თვისებები არარერთხელ აღნიშნულა არამარტო  ყოფილი სსრკ-ს მონადირეთა შორის, არამედ საზღვარგარეთელსპეციალისტებთანაც. ის დღემდე ღირსეულ კონკურენციას უწევს ამ სტილის იარაღს მთელს მსოფლიოში.

 

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუაჩემი ხმარობდა და ძალიანაც ემადლიერებოდა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
badri624

badri624

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 232 პოსტი
  • მისამართი:ბაღდათი
  • წარმოშობა:ბაღდათი

მომკალი და არ მომწონს ჰორიზონტალურ ლულიანი თოფები :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi

1960 წლამდე გამოდიოდა დემობლოკი და არ ქომდა ბრანდტრუპკები, ლულის შიდა დიამეტრი იყო 18.5მ

შემდეგში დაუმატეს ბრანდტრუპკები, გახდა მონობლოკი და ლულის შიდა დიამეტრიც შემცირდა 18,2 მდე. რეალურა ერთი მოდელი იჟ 54 გამოდიოდა ორ სახეცვლილებად სხვადასხვა წლებში და რომელი უფრო გამართლებული არის აი ეგაა საკითხავი.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

 

მომკალი და არ მომწონს ჰორიზონტალურ ლულიანი თოფები  :)

 

მე პირიქით ვგიჟდები ჰორიზონტალებზე



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კლასიკა :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფოტოები დავაკორექტირე


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

აღარც ამას უშვებენ აღარც 58,  ყველაზე მაგარი მოდელები რომლებიც იყო.  43-ს  უკეთებენ ყველანაირ მოდერნიზება-განახლებას, ვის რათ უნდა 43 ? 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?