Jump to content

სურათი

შემწვარი კალმახი ნუშითა და ღვინით

კალმახი ღვინით დაჭრილ ლიმონთან

ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

შემწვარი კალმახი ნუშითა და ღვინით

 

 

52401.jpg

 

ულუფა- 4, მომზადება 20-30 წთ, სირთულე – 2  
საჭირო მასალა:

4 საშუალო ზომის გასუფთავებული კალმახი
2 ლიმონი
100 გრ თეთრი ღვინო
50 გრ კარაქი
4-5 ს.კ. ნუშის ფირფიტები (წინასწარ მოხალული მშრალ ტაფაზე)
2-3 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თითოეული ლიმონი გავჭრათ სიგრძეზე, შემდეგ კი 6-8 ნაჭრად დავყოთ. კალმახს წავუსვათ მარილი შიგნითაც და გარედანაც.

ტაფაზე დავადნოთ კარაქი და შევწვათ კალმახი დაჭრილ ლიმონთან ერთად, საშუალო ცეცხლზე. ამოვიღოთ ლიმონი ტაფიდან, გადავაბრუნოთ კალმახი, დავასხათ ღვინო და დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება.

შემწვარი კალმახი ამოვიღოთ ტაფიდან, დარჩენილ წვენში კი ჩავყაროთ ნუში და ოხრახუში, მოვურიოთ და რამდენიმე წამში ცეცხლიდან გადმოვიღოთ. მოვასხათ თეფშზე დადებულ თევზს, მივულაგოთ შემწვარი ლიმონი და მივიტანოთ სუფრაზე.

 

 

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი".


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41379 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იფ კაია ჩემმა მზემ კაუ , მარა კალმახი მხოლოდ ხელოვნური მოშენების. ამის დაჭერა აკრძალულია. ეგ ყველამ გაითვალისწინეთ ბიჭებო. არადა მაგარი კია რა...

:good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41379 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა რომ გავალთ , კალმახებს წამოვიღებ , ხო და ვეკუამ იჯადოქროს


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კალმახი შემწვარი ისედაც გემრიელი ეგ ფიმფამფო რაღაცეები სუ არ უნდა , ეგრე თევზის გემპოს ვაფშე ვერ გაიგებ და ისე ნუშ კიდე დახლილი მირჩევნია :D







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?