Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

Armi Perazzi

 

კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა. 

დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა.

902%20(3).jpg

20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე ოცნებობს. ამავე პერიოდში მას გაჩნია არა მარტო თავისი შემუშავებული სქემები, არამედ პატენტები და გამოგონებანი. თავის გამოგონებებს ახალგაზრდა პერაცი ქარხანას სთავაზობს, მაგრამ უარს ღებულობს. მაშინ პერაციმ თავისი გამოგონებები კონკურენტ ფირმებს მიჰყიდა, ამ ფულით კი საკუთარი კონსტრუქციის იარაღს აწყობს სახლის პირობებში. 
თავისი პატარა საამქრო პერაციმ 1957 წელს დააფუძნა 23 წლის ასაკში. აქ ყველა ოპერაციას ოსტატი თავად ასრულებდა. წარმატება მოულოდნელად მოვიდა. იმ დროში ცნობილმა სპორცმენმა მატერელიმ ახალგაზრდა პერაცის იარაღი შეუკვეთა, რომლის გაკეთებაშიც ოსტატმა მთელი სული და გული ჩააქსოვა. ამ თოფმა მატერელის 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო პერაცის მსოფლიო აღიარება. 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადისათვის პერაცი წარმოებაში უშვებს უფრო სრულყოფილ МХ8-ს(შემოკლებული სახელი MEXICO-68). ეს მოდელი დღემდე რჩება ამ ფირმის თოფების პროტოტიპად. მისი წონა მერყეობს 3,4კგ-დან 3,7 კგ-მდე, ლულის სიგრძე 660მმ-დან 760მმ-მდე, სახსნელი ტიბჟირითა და ინგლისური ან ნახევარპისტოლეტური კონდახით. ეს თოფები გამოდის სტანდარტული, ლუქსი, სუპერლუქსი და ექსტრა ლუქსის კლასით. 
კომპანია ასამდე სხვადასხვა მოდელს უშვებს, მართალია მცირე რაოდენობით ჰორიზონტალურებსაც აკეთებენ, თუმცა იარაღის ძირითადი რაოდენობის ტიპი უცვლელი რჩება, ესაა ლულათა ვერტიკალური განლაგება. გამოდის სანადირო და სპორტული ვარიანტები, თუმცა ძირითადი სპეციალიზაცია მაინც სპორტულია. ამ იტალიური ფირმის თოფებით ბევრ სპორცმენს უზეიმია ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც დიდი რეკლამაა საწარმოსათვის. პერაცის საერთო პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის. საწარმოში დღეისათვის 100 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 12 ერთეულ თოფს უშვებენ. კომპანიას აქვს თავისი წარმომადგენლობა აშშ-ში. ადგილზე კი საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ოსტატები მომზადებასა და გადამზადებას გადიან. 
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ის, რომ შემკვეთს თავად შეუძლია შეამოწმოს ქარხნის სტენდზე თოფი საბოლოო დამუშავებამდე და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კორექტივები შეიტანოს. 
პერაცის თოფების მაღალ ხარისხზე დიდ ხანს შეიძლება საუბარი. სპორტული და სანადირო მოდიფიკაციების ლულათა სიგრძე 65სმ-დან 93სმ-მდე მერყეობს. ჩოკური შევიწროებანი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება(ჩასახრახნი ჩოკების ჩათვლით); არხის დიამეტრი 12 ყალიბისათვის მერყეობს 18,3 დან 18,7-მდე. შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა ხის მასალის სტრუქტურა და ფერი; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან სახსნელი. პირველი ტიპის მექანიზმის შემთხვევაში მცველი(ავტომატური ან არა) კალაპოტის თავზეა განლაგებული, სახსნელის შემთხვევაში კი ფართან; საბრძოლო ზამბარა არის 2 ტიპის სპირალური ან ფირფიტოვანი, სასხლეტი კავები სელექტორულია და მისი მდებარეობა რეგულირდება; სამიზნე და შემაერთებელი თამასა შეიძლება იყოს შემდეგი ზომების: 11x11, 9x11, 7x11, 7x7 ,5x7. 
თოფების ბალანსი იმდენად სრულყოფილია, რომ ხელში აღებისას არსებულთან შედარებით ყოველთვის ნაკლები წონის გეჩვენებათ თოფი. 
პროდუქციაში ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 ყალიბი, თუმცა გამოდის 20 და 28 ყალიბის გლუვლულიანებიც და 410 ყალიბი. 
კერძო შეკვეთებით შესაძლებელია ერთ კალაპოტზე აეწყოს წყვილი 20 და 10 ყალიბის გლუვლულიანები. 

 

inc2.jpge590015f1dc8.jpgpag.4-5%20(Large)_0.jpg15605000_5.jpg?v=8CFDDB05D5910F0

perazzi-shotguns.jpg

 

866-ldx.jpg

45.png


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აშკარად ეტყობა რომ ხარისხიანი და ძვირფასი იარაღია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

შენ რომ მითხარი იქნებ გლუვლულიანზეც დადოო დავინტერესდი და მოვდზებნე რაღაცეები. მეც მომეწონა ეს თოფები, გრავიურაც მაღალი ხარისხით არის შესრულებული.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 235 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

მაგ თოფების ფასი ზოგ შემთხვევაში 300 000 დოლარს აღემატება



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 235 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

ხოლო სპორტული ვარიანტები MX2000 და ასე შემდეგ 8000 ეურო სადღაც



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგებიუს დამატებულიუს :tegius


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4332 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ნუ ამ იარაღის გამო ჩემ მუღამზე ვიტყვი უარს და ვერტიკალზე გადავალ :D (თავის დაფასების სამილი ) :D

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 842 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

a288335d9393.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2277 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვა ვა ვაა.რა მაგარი სათამაშოებია.

უნდა გადამაგდებინოთ მაინცდამაინც ჩემი თოფი რა  :D


          DUDU

          LEGION.GE


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 842 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

d5a9ddd453c6.jpg



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 842 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ მასალას ქვია "არლინი გლაზ" (არწივის თვალი) და ყველაზე ძვირად ფასოფს,


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?