M1 კარბინი ამერიკის არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო არმიის შეიარაღებაში. 1940 წელს ამერიკის არმიამ მოითხოვა ახალი იარაღი, უფრო მობილური მოქნილი და ძლიერი, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა მაინც იარაღის მოკლე წონა იყო, თუმცა სროლის ეფექტური მანძილი 300 მეტრს არ უნდა კლებოდა. ეს მოთხოვნები გაიგზავნა 25 კომპანიაში და არმიის მოთხოვნას გამოეხმაურა მხოლოდ 7კომპანია. არმიის წაყენებული პირობების მიხედვით მათ ააწყვეს იარაღი, მაგრამ მოთხოვნები ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილმა. კონკურსი განმეორდა და ამჯერად შეიქმნა M1 Carbine რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, Springfield M1903_სა და M1Garand ისგან განსხვავებით M1 Carbine გამოირჩეოდა მოქნილობით და სიმსუბუქით, ყველაზე მეტად იარაღმა პოპულარობა წყნარი ოკეანის ომში ჰპოვა, რადგან ჯუნგლებში უფრო მობილურობა ფასდება. ომის დასასრულს M1 Carbine_ით ამერიკული არმიის 40% იყო აღჭურვილი, მან ასევე მონაწილეობა მიიღო კორეის ომში და წარმატებით იმსახურა სხვა ქვეყნის არმიებშიც.
შეიქმნა: 6 000 000 ერთეული
კალიბრი: 7,62 მმ
სიგრძე: 905 მმ
წონა: 2,36 კგ
ტყვიის საწყისი სიჩქარე: 600 მ/წმ
სავაზნე კოლოფი: 15 ან 30 ტყვია
წყარო: https://armada.ge/