Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

m14spec.jpgამჯერად ჩვენი მორიგი სტუმარია კიდევ ერთი ლეგენდარული იარაღი. მიუხედავად იმისა რომ ამერიკული წარმოების ავტომატური შაშხნა  M14 ყველაზე მცირე დრო დაჰყოვნა ამავე ქვეყნის შეიარაღებაში მას პრაქტიკულად ლეგენდარული რეპუტაცია აქვს. ის სასურველი შენაძენია ნებისმიერი  იარაღის მოყვარულისათვის, ხოლო ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის ელიტარული ნაწილები დღემდე იყენებენ მას საბრძოლო ოპერაციებში. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რა არის ამის მიზეზი, რატომ სარგებლობს ის aseTi პოპულარობით გარკვეულ წრეებში მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ხანმოკლე კარიერა ქონდა როგორც ფეხოსნის იარაღის სხვა დანარჩენ სისტემებს შორის, რომელსაც ამერიკლეი ჯარისკაცი იყენებდა. ჩვენ გავისვრით M14-, დავშლით მას, შევისწავლით მას და შევეცდებით ობიექტურად შევაფასოთ ის. დიახ, ჩვენ გვაქვს საშუალება პირადად და უშუალოდ გავეცნოთ იარაღის ისტორიის ამ ნაწილს და შემოგთავაზოთ ქართულ ენაზე ექსკლუზიური სტატია და ფოტომასალები. M14- პრაქტიკულად არ იცნობენ საქართველოში და ბევრისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება წაკითხვა ამ იარაღზე. სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ ექსკურსს M14-ის შექმნის და მსახურობის ისტორიაში სადაც გავამახვილებთ ყურადღებას ყველაზე საკვანძო და საინტერესო ფაქტებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ შაშხანას უკავშირდება.

 

 

როგორც უკვე ავღნიშნე M14 (სრული ინდექსი The U.S. Rifle 7.62 mm M14) ყველაზე ნაკლები დრო იმყოფებოდა შეიარაღებაში, როგროც ფეხოსნის ძირითადი იარაღი. ის მიიღეს შეიარაღებაში 1957 წლის 1 მაისს და ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან 1963 წელს. ამ პერიოდში სულ გამოშვებულ იქნა 1,376,031 ცალი M14. შაშხანას აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის უშვებდა ოთხი კომპანია: Springfield Armory; Winchester; Harrington & Richardson Arms Company და Thompson-Ramo-Wooldridge, Inc. იმ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ეხება M14-ის ისტორიას მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი პრაქტიკულად შემთხვევით მოხვდა შეიარაღებაში. გრძელი ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, მისი გამოჩენა ჯარში მჭიდროდ უკავშირდება 7.62X51 ვაზნას. მე შეგნებულად არ ვწერ .308 winchester-, იმიტომ რომ 7.62X51 NATO და .308 Winchester არის განსხვავებული ვაზნები. მიზეზი მისი გამოჩენის არის მარტივი, სარდლობას სურდა იარაღი, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქი ვიდრე იმ დროს შეიარაღებაში მყოფი გარანდის შაშხანა, რომელიც შეძლებდა ჯერებით სროლას ხოლო ვაზნა იქნებოდა უფრო მსუბუქი და კომპაქტური. შეგახსენებთ 30-06, მასრის სიგრძით 63მმ იყო ყველაზე გრძელმასრიანი საშუალო სიმძლავრის სამხედრო ვაზნა. მიუხედავად უფრო მოკლე მასრისა თანამედროვე დენთების გამოყენებით ახალი ვაზნა იყო ბალისტიკურადდ პრაქტიკულად იდენტური 30-06-ის და ამავე დროს უფრო ზუსტიც. მოგვიანებით M14-ის გამოჩენამ პრაქტკულად ეგერევე გამოდევნა ყველა გარანდის და სპრონგფილდის შაშხანები სპორტული შეჯიბრებებიდან რომელშიც საუკეთესო სამხედრო მსროლელები იღებდნენ მონაწილეობას. 7.62X51 გარდა ამისა იყო 10% უფრო მსუბუქი ვიდრე 30-06, რაც ნიშნავდა რომ ერთი რეისით სატვირთო ტვითმფრინავი გადაზიდავდა 10%-ით მეტ ტყვიაწამალს. ბუნებრივია აშშ სერიოზულად ლობირებდა ახალ ვაზნას და ის მალევე გახდა NATO- სტანდარტული კალიბრი. ამის საპასუხოდ აშშ- უნდა მიეღო შეიარაღებაში ბელგიური კონცერნის FN-ის ახალი შაშხანა FAL. მიუხედავად იმისა, რომ NATO- გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აშშ იქნებოდა ვაზნების ყველაზე საიმედო და სტაბილური მომწოდებელი და 7.62X51 გახდა სტანდარტული კალიბრი ალიანსში შემავალი ქვეყნებისთვის, აშშ- პირობა არ შეასრულა და ბელგიური შაშხანა არ მიიღო შეიარაღებაში. სანაცვლოდ გადაწყდა საკუთარი კონსტრუქციის T-44 მოდელის შაშხანის შეიარაღებაში მიღება, რომელიც უკვე მოგვიანებით გახდა ის რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც   M14-. ჩაითვალა, რომ რახან ახალი იარაღი დაფუძნებულია უკვე წარმოებაში ათვისებულ ჯონ გარანდის M1 ტიპის კონსტრუქციაზე, M14-ის მასობრივი წარმოებაც და ჯარში ათვისებაც არ იქნებოდა პრობლემა. სინამდვილეში ნაწილების თავსებადობა ამ ორ იარაღს შორის არის მხოლოდ 25% და ისიც ეხება მეორეხარსხოვან დეტალებს, შტიფტებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსხვავებებს ორიგინალური გარანდის კონსტრუქციისგან, გამვყოფდი ორ ძირითად სხვაობას. ეს არის 20  ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდი და მოდიფიცირებული დენთის აირების სისტემა, სადაც აირებისაღებალულიდან ხდება შუიდან (გადაიწია უკან 15 სმ-ით), რაც სროლის დროს იწვევს ნაკლებ რხევას და ვიბრაციას და ასევე წნევა უფრო სტაბილურია და შესაბამისად უზრუნველყოფს ავტომატიკის უფრო სტაბილურ მუშაობას. რა თქმა უნდა M14- ასევე ქონდა ჯერებით სროლის საშუალება, როგორც ამას სამხედროები სულ ტყვილა ითხოვდნენ. ავტომატიკის სქემა იყო იგივე და იყენებდა ბრუნავ საკეტს.

 

T25_Experimental_Rifle.jpg

T-25. ერთ ერთი პროტოტიპი, რომელიც ასევე შეიქმნა გარანდის შაშხანის დიზაინზე დაყრდნობით. ამ ექსპონატს მჭიდი მოხსნილი აქვს.

 

 

 

 

 

three-prototypes.jpg

სურათიდან კარგად ჩანს გარანდის დიზაინის გარდაქმნა M14-ად. პირველი შაშხანა არის გარანდის კონსტრუქციის M1. მეორე არის პროტოტიპი 20 და მესამე, პროტოტიპი 44. აშშ- მთავრობას M14-ის შექმნა საერთო ჯამში დაუჯდა 10,927,523 დოლარი.

 

 

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პირველი ნაწილი, რომელმაც მიიღო ახალი შაშხანა შეიარაღებაში იყო ლეგენდარული 101- საჰაერო სადესანტო დივიზია.   1963 წლისთვის M14-ით უკვე დაკომპლექტდა ყველა  საბრძოლო ნაწილი რომელსაც ეს იარაღი ეკუთვნოდა  საშტატო განრიგით. სამწუხაროდ ამ იარაღის მიღება მოხდა მაშინ, როდესაც უკვე კარგად იყო ცნობილი ამ კალიბრის იარაღის ყველა მინუსი, მათ შორის ვაზნის დიდი წონა რაც ამცირებდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს, თუმცა ამავდროულად ეს ვაზნა 10%-ით ნაკლებს იწონიდა ვიდრე მანამდე სტანდარტული 30-06. ასევე შეუძლებელი იყო ეფექტური სროლა ჯერებით დიდი უკუცემის და ლულის ხტომის გამო.  ამის გამო ბევრ M14-ზე ჯერებით სროლის რეჟიმი გაუქმებული იყო, ან ჯერებით სროლა დაშვებული იყო მხოლოდ ჩასაფრებაში მოყოლის დროს. თვითონ შაშხანა იყო მძიმე და გაბარიტული. ვიეტნმაში დაწყებული კონფლიქტის ინტენსიურობაც იზრდებოდა და დიდი და მოუქნელი M14-ის გამოყენება ჯუნგლებში იყო გართულებული, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატებოდა 150 მეტრს. გარდა ამისა გენიალური სტოუნერი ასრულებდა მუშაობას თავის AR-15-ზე, რომელიც საბოლოოდ შეცვლიდა ფეხოსნის პირადი იარაღის კონცეფციას.

 

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა კაუ.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?