Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

MK14SEI-L.jpg

Mk14 Enhanced Battle Rifle Mod 0. პირობითად პირველი თაობის Mk14, გამოდიოდა 2004-2005 წლებში. შედარებით გრძელი ლულა შეცვლილია 457მმ სიგრძის ლულით. ტრადიციული კონდახი შეცვლილია ალუმინისშასითრომელსაც ამზადებს Sage International. ალმქრობი შეცვლილია უფრო ეფექტური მოდელით SEI 2000V. გამომდინარე იქიდან თუ ვინ არის ამ შაშხანების კლიენტურა, ყველა მათგანი არის განსხვავებული და მორგებული ინდივიდუალურ მსროლელზე. მათ შორის ეს ერთეულიც.

 

M110_ECP_Left.jpg

სავარაუდოთ ამ იარაღს აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სნაიპერული იარაღის როლში, მითუმეტეს როდესაც უკვე დღეს არსებობს ამ სისტემის შაშხანები მძლავრ .300 Win Mag-ზე. სურათზეა M110 Semi-Automatic Sniper System. ავღანეთში ის პირველად გამოჩნდა 2008 წელს საბრძოლო შენაერთფიური”-ში (Task Force Fury) და სნაიპერებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. ამ შაშხანას შეუძლიამინუტაზენაკლები ჯგუფები ისროლოს და ამისთვის არ იქნება საჭირო ოსტატების ჩარევა.

სტოუნერის AR-10-ზე დაფუძნებული სისტემების გამოჩენა პრინციპში ნიშნავს, რომ M14-ის სამხედრო კარიერია საბოლოოდ სრულდება და მესამედ მოსვლა არ მოხდება.  ერთი თაობით უფრო ახალგაზრდა AR-10- შეუძლია, როგორც იტყვიან პირდაპირ ყუთიდან უზრუნველყოს სიზუსტე რომელიც არ აღემატება ერთი კუთხის წუთს 100 მეტრზე. ის მოდულურია, უფრო ტექნოლოგიურია და ადვილად ექვემდებარება მოდიფიკაციებს. მოვლა მომსახურებაც უფრო ადვილია. M14- რაც შეეხება, მგონი ამ მოკლე სტატიის წაკითხვის შემდეგ არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს შაშხანა ნამდვილად იმსახურებს ლეგენდის სტატუსს. ერთხელ ჯარისკაცი ყოველთვის ჯარისკაცია და რაც არ უნდა მოხდეს M14 კიდევ დიდხანს შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული დავალეებები ისევე როგორც ის გაახარებს მის სამოქალაქო მფლობელებს, უმწიკლო მუშაობით, შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით.

 

ბუნებრივია, რომ როგორც ეს ყოველთვის ხდება საბრძოლო იარაღის მოდელები სამოქალაქო ბაზარზეც მოხვდა. 1971 წლიდან დღემდე M14-ის სამოქალაქო ვერსიებს უშვებს ან უშვებდა ათამდე კომპანია და თავისი რეპუტაციის და მაღალი საბრძოლო თვისებების გამო ეს იარაღი ძალიან პოპულარუული მსროლელთა და კოლექციონერთა წრეებში. გარდა ამისა ამერიკელები არიან პატრიოტები და საკუთარი ქვეყნის ისტორიას დიდ პატივს სცემენ, რის გამოც M14 ყოველთვის არის სასურველი შენაძენი. სამოქალაო მომხმარებლის თვალსაზრისით, რომელიც დაეძებს ეფექტურ იარაღს და ნაკლებად აინტერესებს კოლექციური და/ან ისტორიული ღირებულება M14 რა თქმა უნდა ყოველმხრივ მოძველებული იარაღია და ეს არის ფაქტი. როგორც თავდაცვის იარაღი ის ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე შაშხანებს/კარაბინებს თითქმის არც ერთ პარამეტრში გარდა იმისა, რომ M14 იყენებს ძლიერ .308 კალიბრის ვაზნას. დანარჩენში ახალი თაობის კარაბინები ბევრად უკეთესი სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ უკეთესი ერგონომიკა, მერტივი კონსტრუქცია. როგორც უკვე ავღნიშნე M14- აქვს დიდი გაბარიტები და მასა, სიგრძე არის 112სმ, ხოლო წონა 5.1 კგ. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ბერვს არ ექნება M14 ცოცხლად ნანახი ამიტომ ვიტყვი რომ ის პრაქტიკულად იგივე სიგრძის არის რაც საქართველოში უკეთესად ცნობილი სვტ-40, ხოლო წონა სვტ-სი არის 1.5 კგ-ით ნაკლები!  ეს შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე თუ რამდენად მძიმე იარაღია M14. კონკრეტულად ჩვენ შაშხანაზე, რომელაც ჩვენ ამ სტატიის მეორე ნაწილში გამოვცდით,  დამატებით აყენია Por-Mag-ის ფოლადის ოპტიკის კრონშტეინი, ოთხჯერადი გადიდების მქონე კომპაქტური ოპტიკური სამიზნე Shirstone, ასევე Por-Mag-ის 20 ვაზნიანი პოლიმერის მჭიდები და სტანდარტული სინთეტიკური ღვედი. ასეთ კომპლექტაციაში, სავსე მჭიდით იარაღის წონა ურტყავს 6.5 კგ- რაც ძალიან ბევრია. იარაღი მძიმეა და მისიმართვაგართულებულია ჩემნაირი კომპლექციის ადამიანისთვისაც კი. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხელში გვიჭირავს ზუსტი და საიმედო ნახევრად-ავტომატური შაშხანა, რომელშიცზისარც მეტი არც ნაკლები ოცი .308 კალიბრის ვაზნა. ეს კიდე შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა.

m1a111.jpg

ვისაც აქვს ამის საშუალება და სურს ფლობდეს M14 და მისცეს მას პრაქტიკული გამოყენება მაშინ ეს Springfield Armory-ის  M1A Squad Scout კარაბინი იქნება ერთ ერთი საუკეთესო არჩევანი.  Springfield Armory უშვებს სამოქალაქო M14-ის ვერსიებს 1974 წლიდან. კონკრეტულად ეს კარაბინი ასევე აღჭურვილია შესანიშნავი ოპტიკური სამიზნით Nightforce 2.5-10x, რომელიც დაყენებულია Springfield Armory-ის კრონშტეინზე. სურათი ეკუთვნის ოლეგ ვოლკს.

supersass.jpg

სამოქალაქო ბაზარზე სულ უფრო მეტი AR-10-ის კლონი ჩნდება . ისინი უფრო მსუბუქება, შედარებით უფრო იაფია, უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვთ და გარდა ამისა ადვილად მოდიფიცირდება. ერგონომიკაც იმეორებს AR-15- ანუ ის პრაქტიკულად იდეალურია. ასევე დახარჯულ ფულში გაცილებით უკეთეს შედეგს იღებთ ვიდრე M14-ის მოდიფიცირებისას. სურათზე არის Armalite AR10A. 

 

 

 

ო: https://shooterscentral.ge

 

 

https://www.youtube....eAF87-5e8o#t=15

 

 

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: :bravo: :bravo: :bravo:

ოღონდ 1 და მეორე ნაწილზე ტეგები დავდე და მე 3 ზე შენ თვითონ დადე რა...მე გასასვლელი ვარ და რეპორტს მივამატებ სურათებს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

დამავიწყდა დავდებ


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: :bravo: :bravo: :bravo: კარგია, ნამდვილად. ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგე. მადლობა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მადლობა ბაბუ. :0058:


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ველქამ მაი ფრენდ, ველქამ....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?