Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 399 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

                     Sauer und Sohn M30 Drilling (M30 Luftwaffe)

 

 

 

1941 წელს გერმანიის არმია შევიდა ჩრდილოეთ აფრიკაში  და ლუფტვაფემ (Luftwaffe) (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავის ეკიპაჟები შეეიარაღებინა სპეციალური იარაღით, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ველურ ბუნებაში გადასარჩენადმთავარი მოთხოვნა იყო, რომ პილოტს შეძლებოდა ბრძოლა ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარისკაცების წინააღმდეგ, დაეცვა თავი საშიში მტაცებელი ცხოველებისგან რომლებიც ბინადრობდნენ აფრიკაში და ცხოველებზე ნადირობა საკვების მოპოვების მიზნითსაბოლოოდ არჩევანი გაკეთდა კომპანია ზაუერის სამლულიან სანადირო თოფზე  „მოდელი 30 დრილინგი“ (Sauer M30 Drilling). (Drilling -გერმანულად ნიშნავს ბურღს და გერმანელები ასე უწოდებენ ყველა სამლულიან კომბინირებულ თოფს

 

 

1930 წელს თოფი სერიულ წარმოებაში ჩაუშვა გერმანულმა კომპანიამ „J.P.Sauer & Sohn“. იგი წარმოადგენს გადასახსნელ სამლულიან კომბინირებულ ვარიანტს, რომელსაც გააჩნია ჰორიზონტალურად განლაგებული ორი გლუვი ლულა 12 კალიბრიან ვაზნაზე (12/65) და ქვემოთ ცენტრში განთავსებული ჭრილიანი ლულა გათვლილი ძლიერ სანადირო ვაზნაზე 9.3x74R. 
 

 

 

კონსტრუქცია იყო ღია ჩახმახის გარეშე და გააჩნდა ბლიც-საკეტი დაფარული(შიდა) ჩახმახებითსროლა მიმდინარეობდა ორი ცალი სასხლეტი კავის მეშვეობით. უკანა სასხლეტი კავი განკუთვნილი იყო მარცხენა ლულისათვის, ხოლო წინა სასხლეტი მარჯვენა და ქვედა ჭრილიანი ლულისათვის.  დამრტყმელ-გამშვებ კონსტრუქციაში ჩადებული იყო აგრეთვე დამაჩქარებელიშნელერი“ (Schneller-გერმანულად ნიშნავს დაჩქარებას). როდესაც მსროლელი წინა სახლეტ კავს მიაწვებოდა პირიქით (ანუ წინ) ხდებოდა მისი შემართვა ისე, რომ საკმარისი იყო ოდნავი თითის დაწოლა სასხლეტზე, რომ განხორციელებულიყო გასროლა.

 

 

კონდახის ყელზე მარცხენა მხრიდან განთავსებული იყო ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ირჩევდა ჭრილიან ლულას. ჭრილიანი ლულის არჩევისას ზამბარის მეშვეობით ავტომატურად ხდებოდა უკანა სამიზნე მოწყობილობის ამოსვლა სამიზნე ხაზზე, რომელიც მისროლილი იყო 100მეტრ დისტანციამდე სასროლად.

 

კონდახს უკანა მხრიდან დამაგრებული აქვს პლასტმასის სამხრე, რომელზეც გამოსახულია ზაუერის საფირმო ნიშანი.   გადახსნა                ხდებოდა             ჩამკეტი                ურდულის          მარჯვნივ             გადაწევით. საბრძოლო კომპლექტი ინახებოდა სპეციალურად დამზადებულ ალუმინის ყუთში, სადაც მოთავსებული იყო კომბინირებული თოფი, 20 ცალი შაშხანის ვაზნა ნახევრადგარსიანი ტყვიით, 20 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა ტყვიით ბრენეკე (Brenneke) და 25 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა საფანტის მუხტით, თოფის გადასაკიდი ღვედი, საწმენდი საშუალებების ნაკრები და ინსტრუქცია.

 

საჰაერო ძალებისათვის ლუფტვაფე ანხორციელებდა იარაღის შესყიდვას სამხედროების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურბისა და  სქემების გვერდის ავლით. აქედან გამომდინარე პილოტების თოფები კომერციული მოდელებისგან განსხვავდებოდა მხოლოდ დამატებითი დამღებით, რომელიც ასახავდა სამხედრო მიღება-ჩაბარებას. ზოგადად იარაღის შეძენა იმ პერიოდისათვის იყო ძალიან ძვირი. სულ 1941-43 წლებში სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის დამზადებულ იქნა 2500 ცალი კომპლექტი.

 

ყუთი აღჭურვილობით ინახებოდა თვითმფრინავის ბორტზე და მისი მთლიანი მასა იწონიდა 15კილოგრამს. ხშირ შემთხევაში ჩამოგდებული თვითმფრინავიდან პილოტები ასრულებდნენ კატაპულტირებას და იარაღი თვითმფრინავთან ერთად ნადგურდებოდა. სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონები და იდეალურად შენახული თოფის ღირებულება თავისი ორიგინალი აღჭურვილობით (შესანახი ყუთი, საწმენდი კომპლექტი, დოკუმენტაცია) შეადგენს 18 000-25 000 აშშ დოლარს.

 

თოფები იყო უმაღლესი ხარისხით დამზადებული და მოპირკეთებული იყო სპეციალური მეთოდით, რომელიც სახასიათო მოცისფრო / იასამნისფერ ლაქებს ტოვებდა ნაწრთობ ფოლადზე. ლულები მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის კრუპის ფოლადისაგან და გააჩნდა შესაბამისი დამღა წარწერის სახით: "KRUPP-LAUFSTAHL"

 

კაკლის კონდახზე და ლულის დასაწყისში დასმული იყო დამღა არწივის სახით, რომელსაც გერმანული სვასტიკა უჭირავს კლანჭებით.

 

თოფში გამყენებული  ვაზნები
 

 

12 კალიბრიანი ვაზნა ტყვიით "ბრენნეკე"

 

ტყვია ბრენნეკე შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი გამომგონებლის Wilhelm Brenneke- მიერ. (პატანტი ბრენნეკეს ტყვიაზე გაცემულია 1898წელს). 

 

 

ბრენნეკე ძირითადად ჩამოსხმულია მთლიანად ტყვიისაგან და გვერდებზე გააჩნია დახრილი ნეკნები. ლულაში გავლისას ნეკნები უზრუნველყოფს ტყვიის ცენტრირებას და გარდა ამისა ზრუნავს იმაზე, ტყვიამ ბრუნვითი მოძრაობა შეასრულოს. მიუხედავად ამისა ნეკნები ძალიან დეფორმირდება ლულაში გავლისას და საბოლოო ჯამში ტყვია კარგავს სიჩქარეს. ნეკნების დეფორმაცია მოქმდებს აგრეთვე სიზუსტეზეც. ტყვიის კუდზე ჭანჭიკის მეშვეობით მიმაგრებულია პიჟი, რომელიც ძირითადად თექისაგან(ქეჩისაგან) მზადდება. ზოგადად ითვლება რომ ტყვია ბრენნეკე სიზუსტეს ინარჩუნებს 50-80 მეტრამდე სროლისას.

 

 

ვაზნა 9,3x74R ნახევრადგარსიანი ტყვიით და შედარებისათვის მის გვერდით წრიული აალების ვაზნა .22LR

 

 

 

ვაზნა შეიქმნა გერმანიაში 1900 წელს.  მისი მასრა არის სუსტად გამოხატული ბოთლისებური ფორმის და აქვს  წრიული შვერილი ნაწიბური (რანტი), ამიტომაც აღნიშვნას დამატებული აქვს ლათინური ასო R (Rant -გერმანულად და  Rimmed-ინგლისურად). რანტის გამო ვაზნა პოლულარულია შტუცერებში. ვაზნის დიდი სიგრძის გამო იგი თითქმის არ გამოიყენება თვითდამტენ იარაღში და ძირითადად კომბინირებულ შტუცერებში და მექანიკურ სრიალა საკეტიან შაშხანებში იყენებენ.   

 

 

მისი გამოყენება რეკომენდირებულია ევროპის, ჩრდილო ამერიკის და ცენტრალური აზიის მსხვილ ცხოველებზე სანადიროდ. ადრეულ პერიოდში ითვლებოდა, რომ იგი აფრიკულ მსხვილ ცხოველებზე სანადიროდაც გამოდგებოდა, თუმცა დღეს აფრკის ხუთეულში შესულ ცხოველებზე სანადიროდ (სპილო, მარტორქა, ლომი, აფრიკული ხარი, ლეოპარდი) ვაზნა ითვლება მინიმალურად დასაშვებ კატეგორიად. ვაზნას გააჩნია კარგი ბალისტიკური მახასიათებლები 300მეტრამდე სასროლად. ითვლება, რომ ოპტიმალური დისტანცია ამ ვაზნით ნადირობისას არის 150მეტრამდე მანძილი

 

 

ო https://gunbook.blogspot.com/

მიმაგრებული გალერეა

  • 1366967043.jpg
  • Luftwaffen Drilling10.jpg
  • 10495962_1.jpg
  • Luftwaffen Drilling51.jpg
  • 97497462.jpg
  • Luftwaffen Drilling 30 1.jpg
  • Sauer M.30 Luftwaffe Survival Drilling 7.jpg
  • damgha.jpg
  • m30.jpg
  • images.jpg
  • ეეეეტეტ.jpg

Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: გაიხარე ძმობილო. კარგი სტატიაა.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2115 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ნამდვილად 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წყარო მიუთითე გიო და ტეგებიც სასურველია რომ დადო....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 399 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მადლობა მოწონებისთვის, ეს ჩემი პირველი პოსტია და მომავალშიც გავაგრძელებ,  ტეგები რა არის  ბაბუ???


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ABA EXLA NAXE.

 

სათაურის ქვეშ ნახე აბა. ამ სიტყვებით შენ სტატიას ინტერნეტში მოხვწედრილი ბევრი მკითხველიც გაეცნობა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 399 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გასაგებია, მადლობა ბაბუ .


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Sauer & Sohn


da206e5d0b4c.jpg 47d6d08a6cf2.jpg 54025566218a.jpg





ალბათ იშვიათია მონადირე, რომელსაც არ სმენოდეს ზაუერის თოფების შესახებ. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ ფირმის ნაწარმი შემოდიოდა ჯერ რუსეთის, იქედან კი საქართველოს ბაზარზე(გერმანიაში ფაშისტური მმართველობის პერიოდის გამოკლებით).
გერმანიის ყველაზე ძველი ფირმა Sauer & Sohn დაფუძნდა 1751 წელს გერმანიის ქალაქ ზულში იოჰან პაულ ზაუერის მიერ.
მე-19 საუკუნის ბოლოს ფირმა გადადის თოფების სამანქანო(კონვეიერულ) გამოშვებაზე, რამაც საგრძნობლად შეამცირა მათი თვითღირებულიება და გაზარდა კონკურენტუნარიანობა.
კონსტრუქციებში ზაუერის ფირმა არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე იყენებდა სხვა ცნობილი ფირმების დეტალებს. ასე მაგალითად, საკეტ სისტემებში გამოყენებული აქვს პერდეს ჩარჩო, გრინერის ურდული; ბერკეტებში ვესტლი-რიჩარდსი; ჩახმახიანებში სასხლეტ-დამცემი მექანიზმი აღებულია ბრიტანელ და ბელგიელ მეიარაღეთაგან, ხოლო უჩახმახოებში_ ენსონ-დილეის სისტემა, რომელიც დაპატენტებული იყო ინგლისში 1875 წელს.

175c2350ed50.jpg


უფრო ძვირადღირებულ თოფებზე ზაუერი, გარკვეული დროის მანძილზე აყენებდა ოთხმაგ საკეტს, რომლის მეოთხე კვანძი მდგომარეობდა იმაში, რომ სამიზნე თამასის გაგრძელებას, რომელიც იკეტებოდა კალაპოტში, ჰქონდა ელიფსური ფორმა, თუმცა ამას ჩაკეტვის გაძლიერებაზე უფრო ესტეთიური ეფექტი ჰქონდა.
ზოგიერთი მონადირე დარწმუნებულია, რომ ზაუერს გააჩნდა ლულების რაღაც განსაკუთრებული შევიწროება(ჩოკები). აღნიშნულის თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი: მე-19 საუკუნის დასაწყისში ზაუერის თოფები გამოდიოდა იმ დროისათვის სტანდარტული შევიწროებით, კერძოდ, მარცხენა სრულო ჩოკი და მარჯვენა მეოთხედჩოკი(გაუმჯობესებული ცილინდრი). აღნიშნული სტანდარტები უფრო მისაღებია როგორც სამოყვარულო, ისე სარეწაო ნადირობისათვის. თუმცა შემდგომში თანდათან შემკვეთების სურვილისამებრ მარჯვენა ლულის შევიწროება გაიზარდა და ნახევარჩოკამდე. მეორე მსოფლიო ომამდე გამოშვებული ზაუერის ფირმის თოფები ასეთი(1,0-0,5) შევიწროებებით იძლეოდნენ სიბურჯღლის მაჩვენებელს 50-55% და 60-65%. შეკვეთების შესაბამისად ფირმა აწარმოებდა ნებისმიერი შევიწროების მქონე თოფებს. აღვნიშნავ, რომ ზაუერის ჩოკები ჩვეულებრივია(ევროპაში მიღებული), რაღაც განსაკუთრებული მათში არც არასოდეს ყოფილა!

ახლა განვიხილოთ რამდენიმე საბაზო მოდელი:

ჩახმახიანი მოდელი ,,ყარყატი” არის მასიური ქარხნული წარმოების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. მას დიდი რეზონანსი არ ჰქონია მისი შედარებით არასაიმედო საკეტის გამო. თუმცა მისი ბევრი კვანძი საფუძველს წარმოადგენს ჩახმახიანი ,,მოდელი-2”-სათვის, რომელსაც გააჩნდა სამმაგი საკეტი სისტემა, ზედა ბერკეტი, უკან დაბრუნებადი ჩახმახი(ჩახმახი დაცემის მერე გამოდის უკან და ნემსებს საშუალებას აძლევს დაიხიონ საწყის პოზიციამდე). ,,მოდელი-2” გამოდიოდა 12, 16 და 20 ყალიბისა, კაკლის კონდახით. 12 ყალიბი იწონის 3,1-3,2კგ-ს. მთლიანობაში თოფი არის კარგი მუშა და ლამაზი(მსუბუქი) გრავიურით შესრულებული.
მის ბაზაზე შეიქმნა სპორტული იარაღები ტრანშეული სტენდისათვის, ჩახმახიანი შტუცერები(სხვადასხვა ყალიბი) და კომბინირებულები(ორლულიანი ან სამიანი). ყველა მათგანის წარმოება შეწყდა 20-იანი და 30-იანი წლების გასაყარზე.

შიდაჩახმახიანი ,,მოდელი 8" და ,,ქორი” გახდა საბაზო მოდელი უჩახმახოებისა(ჰორიზონტალურების) საკეტით ედისონ-დილეი-პერდე(მოდელი 14, 17, 18, 29ა, 29ც და სხვა.).
,,ქორს” აქვს სამმაგი საკეტი, ზედა ბერკეტი, ავტომატური საკეტი, კაკლის კონდახი. გამოდიოდა 12, 16, და 20 ყალიბისა, წონა 3,1-3,2კგ.
ამ მოდელის გაუმჯობესების შედეგად დამცემი ჩაქუჩები და ნემსები გაიყო, დაემატა ეჟექტორი, შეყენების მაჩვენებელი, შეიცვალა კონდახის კონფიგურაცია კალაპოტთან შეერთების ადგილზე, ზოგიერთ კონდახზე გააკეთეს სალოყე, გაუმჯობესდა გრავიურა. მე-17 და მე-18 მოდელების ბაზაზე გაკეთდა ექსპრეს-შტუცერი_ ,,მოდელი 35” ყალიბით 6,5 დან 12,5-მდე.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ზაუერი უშვებდა ,,მოდელ-15”-ს, რომელიც იყო მაღალი კლასის იარაღი ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებით და მდიდარი გრავიურით. ეს მოდელი გახდა სამლულიანი ,,მოდელი-25ა”-ს საფუძველი, რომელიც ძალიან ძვირი იყო, გამოდინარე იქედან, რომ ფირმა სიიაფეზე აკეთებდა აქცენტს, ზაუერმა დაიწყო კონვეიერული სამლულიანის გამოშვება, რომელიც მცირე ცვლილებებით გამოდის დღემდე სახელით ,,მოდელი-30” , ,,მოდელი-32” და ,,მოდელი-3000”
ფაშისტების მმართველობის პერიოდში 1933 წლიდან სანადირო იარაღის წარმოება შემცირდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ზაუერის ქარხნები გადავიდნენ სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიის აღმოსავლეთში დარჩენილმა ზაუერის საწარმომ კვლავ აღადგინა სანადირო თოფების წარმოება(ფირმის მფლობელები დასავლეთ გერმანიაში გადავიდნენ), თუმცა არსებული მასალების ამოწურვის შემდეგ საბჭოეთიდან შემოტანილმა მასალამ ხარისხი დასწია. პირველი გეგმიური შეკვეთა ზაუერმა საბჭოთა კავშირისაგან 1946 წელს მიიღო.
ზაუერის ქარხანა ნაციონალიზირებული იქნა 1948 წელს და შევიდა გაერთიანებაში VVB MEWA. 1951 წლიდან ფირმას VEB Fortuna Werk ეწოდა. 1990 წელს გაერთიანება დაიშალა და აღმოსავლეთ გერმანიაში არსებულმა საიარაღო საწარმომაც იგივე ბედი გაიზიარა.
გფრ-ს წარმოქმნასთან ერთად ზაუერის მფლობელები გადავიდნენ ამ ქვეყანაში ქალაქ ეკერფორდში და აღადგინეს წარმოება. ძველი სახელწოდებით J.P. Sauer & Sohn. ამ საწარმოში პირველი ორლულიანი 1951 წელს გამოუშვეს. ამ პერიოდში ფირმა ადგილობრივ საცდელ სადგურზე ცდიდა თოფებს, რომელსაც საკუთარი დამღა გააჩნდა. ეს იყო მუხის ფოთლის სტილიზებული გამოსახულება. მოგვიანებით საფირმო პროდუქციის გამოცდა გადავიდა უფრო დიდ საცდელ სადგურზე.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოშვებული იარაღი გათვლილი იყო ამერიკის ბაზარზე და შესაბამისად შედარებით(გდრ-გფრ) ხარისხზე კომენტარი აქ ზედმეტია. დაიწყეს ვერტიკალურების გამოშვებაც და კომბინირებულებისაც. მათ გააჩნდათ კერსტონის საკეტები და პერდეს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი.
ფირმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გაერთიანება შვეიცარიულ(ქ.ნოიჰაუზენი) კომპანიასთან SIG (Schweizerische Industrie Gesellschaft ). პირველი კონტრაქტი შედგა 1973 წელს. 1974 წელს შვეიცარიელებმა ფირმა ზაუერი შეიძინეს და უწოდეს SIG Arms Sauer, იარაღის სავაჭრო მარკა გახდა SIG Sauer.
ზაუერი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კარგ რეკლამას. ბრენდი J.P. Sauer & Sohn იმდენად კარგადაა ცნობილი მსოფლიოში, რომ საწარმოს მფლობელებმა გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ძველს და 2001 წლიდან სახელი J.P. Sauer & Sohn GmbH კვლავ აღადგინეს.
საწარმო თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ფირმებთანაც და რამდენიმე მოდელი ერთობლივად გამოუშვეს. პირველი ასეთი ერთობლივი პროდუქტი იყო ამერიკულ ფირმა ვეზერბისთან ერთად დამზადებული მჭიდიანი კარაბინი Weatherby-Sauer Mark V. 1972 წელს ფირმამ ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს კოლტთან და დაამზადა სამლულიანი Sauer-Colt 3000. 1980-იან წლებში დაიწყო თანამშრომლობა ფრანჩისთან, რის შედეგადაც გამოვიდა ოთხი გლუვლულიანი ვერტიკალური მოდელი Sauer-Franchi. ბერეტასთან თანამშრომლობით გამოვიდა ჰორიზონტალური მოდელი Sauer-Beretta VIII და ვერტიკალური Sauer-Beretta Imperial.

9e417f4f07e3.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეორე მსოფლიო ომამდე ფირმა ზაუერი სალულედ იყენებდა შემდეგი დასახელების კრუპის ფოლადს: ,,სალულე ფოლადი", ,,სპეციალური სალულე ფოლადი", ,,ნიროსტა"(შესაბამისი დამღების სურათები არის ჩვენი ფორუმის განყოფილებაში ,,ფოლადის მარკები").
2c1fa090476e.jpg

ზოგიერთ გლუვლულიანსა და შტუცერზე(1945 წლის აპრილამდე გამოშვებულები) იყო დასმული წარწერა SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL, FRIED. KRUPP A.-G. ESSEN, რაც ნიშნავდა, რომ ამ ლულათა ნამზადი სპეციალურ, გაძლიერებულ წრთობას გადიოდა. თავად კრუპი არეკლამებდა ამ ხარისხის ფოლადს, როგორც უნივერსალურს გლუვი და ხრახნილი ლულებისათვის.
1947 წლის გაზაფხულზე კრუპის წარმოებული მასალის მარაგი ამოიწურა და ფირმა ზაუერი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ,,შემთხვევითი" მასალის ხარჯზე გადიოდა ფონს. ამ პერიოდში ლულებს აწერდნენ SPECIAL-LAUF-STAHL(ფოლადის მწარმოებლის მითითების გარეშე) და დამღავდნენ სამი არა გადაჭდობილი, არამედ სამი ერთმანეთის მიმდებარედ მდებარე რგოლით. თითოეულ ამ რგოლში S იყო ჩაწერილი. აღნიშნული დამღა არ იძლეოდა ინფორმაციას ფოლადის ხარისხზე და წარმოადგენდა ფირმა ზაუერის დროებით მარკას.

b3b966017e54.jpg

დასავლეთგერმანულ კონცერნ კრუპთან ხელშეკრულების განახლებისა და ზულში სალულე ნამზადის შემოტანის აღდგენის შემდგომ ზაუერებზე კვლავ გამოჩნდა წარწერა SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL, FRIED. KRUPP A.-G. ESSEN და ლეგენდარული სამი გადაჭდობილი რგოლის გამოსახულებაც კვლავ გამოჩნდა ლულებზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სოციალისტური გერმანიის(გდრ) ტერიტორიაზე არსებული ზაუერის ლულებზე ისმებოდა ოთხრგოლიანი დამღა. ეს გახლდათ 50А მარკის საბჭოთა ფოლადი, რომელიც შემოჰქონდათ გდრ-ში.
ადვილად რომ განესხვავებინათ იჟევსკისა და კრუპის ნაკეთობა, სწორედ ამიტომ იდამღებოდა ,,სოციალისტური" ნაკეთობა ოთხი რგოლით და წარწერით SPEZIAL-GEWEHR LAUF-STAHL


0de03ba0e8bd.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1536 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

cc064c455887.jpg

 

699c16b7e884.jpg

ძალიან ვისიამოვნე. არხ ვიცოდი ამდენი ამ იარაღის შესახებ. მაჩუქეს და რომ გავსინჯე შედეგი მართლა უმაღლესი იყო. გაიხარე ბაბუ ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
stechkin

stechkin

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:kartli

სალამი საზოგადოებას :) 

მადლობა რომ მოგეწონათ ეს სტატია. დიდიხნის წინ დავწერე. გლუვლულიან იარაღზე ნაკლებად ვწერ სტატიებს ძირითადად ექსპერიმენტალური იარაღი მიზიდავს.

 

ამ სტატიის პირველწყარო შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ https://www.iaragi.c.../blog-post.html სპეციალურად საფრენი აპარატების ეკიპაჟისათვის შექმნილ სხვადასხვა იარაღს ეხება სტატია

 

პატივისცემით

ყოფილი https://gunbook.blogspot.com/ ის და ახლა უკვე  https://www.iaragi.com/ ის ავტორი :) 

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
stechkin

stechkin

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:kartli

პ.ს. ადრე მაგ სტატიის დაწერისას შეცდომა დავუშვი ჭრილიან ლულაზე გადამრთველი დროშისებური ღილაკი გვერდით არ არის. ეგ გვერდითა არის მცველი :) 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სტეჩკინ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო სტატიის მოწოდებისთვის, და კიდევ ერთხელ გილოცავ იუბილეს ძმობილო!

:beer: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1536 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ბიჭები ამ იარაღით რამდენ გრამიანინვაზნა შემიძლია ვისროლო მაქსიმუმ? მაჩუქეს ;)

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1536 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
სასწაული რამეა





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?