Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41010 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე
(ნაწილი I)
04.09.2014

არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ განცდა, სიყვარული, ემოცია და ა.შ. თუმცა სინამდვილეში, მათ აქვთ უნარი გამოხატონ სხვადახვა ემოცია.

მეგობრობა, მზრუნველობა, ერთგულება - ყოველივე ეს თვისება გააჩნია თითოეულ ცხოველს და ეს არაერთხელ უჩვენებიათ თავისი საქციელით.

უამრავ ამბებს შორის ჩვენ შევარჩიეთ 5 ისტორია, რომელიც მათ გონიერებასა და ერთგულებას ასახავს:

სპილოები ჯენი და შერლი ცირკში მიიყვანეს ერთი და იმავე დროს. ჯენი იმ დროს ძალიან პატარა იყო, ხოლო შერლი უკვე 20 წლის. ამის მერე მათი გზები გაიყო და მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სპილოების თავშესაფარში.
"ჯენი თავიდანვე განსხვავებულად იქცეოდა, ის ცდილობდა შერლის გალიასთან მიახლოებას და ძალიან ნერვიულობდა. შერლიც მთელი ძალით ყვიროდა, რათა ჯენის მიახლოებოდა. ჩვენ აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია." - იხსენებს თავშესაფრის თანამშრომელი.

spiloebi%20ambavi1.jpg

ორანგუტანგი როსკო პატარაობაში დაობლდა. მას დეპრესია ჰქონდა, სიცოცხლის ხალისი ბოლომდე დაკარგა და საკვებზეც უარს აბობდა. საბედნიეროდ თავშესაფარში მიიყვანეს ძაღლი, რომელიც როსკოს საუკეთესო მეგობარი გახდა. ისინი განუყრელად ყოველთვის ერთად არიან. მაიმუნს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა და ის ბედნიერად გრძნობს თავს.

maimuni%20ambavi2.jpg

როდესაც იანგ იუნი წყალქვეშა დაივინგში ვარჯიშობდა, ფეხი დაუზიანდა და ვერ ახერხებდა ზედაპირზე ასვლას. გოგონა თეთრმა ვეშაპმა გადაარჩინა, რომელიც იანგს დაეხმარა წყლის ზედაპირზე ასვლაში.

veshapi%20ambavi3.jpg

"მხნედ იყავი, მე შენ მიყვარხარ," - ეს სიტყვები უთხრა თუთიყუშმა თავის საყვარელ პატრონს, როდესაც ფრინველი კვდებოდა.

ambavi%20tutiyushi4.jpg

ადრე ძაღლი ტომი ეკლესიაში დადიოდა თავის პატრონთან ერთად, ხოლო როდესაც ტომის პატრონი დაიღუპა, ტომი მარტო განაგრძობდა ტაძარში სიარულს და მოწყენილი უსმენდა ლოცვებს. თქვენი ძაღლს არ შეუძლია შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება, თუმცა თქვენ მისთვის მთელი სამყარო ხართ. 

ambavi%20dzaglze5.jpg

 

zooclub.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41010 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზომა font_up.png font_down.png

b83805d7a6722cbd13df592628cc53bb.jpg
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი II)
05.09.2014

კიდევ რამდენიმე ისტორია ცხოველების შესახებ, რომლებიც მათ გმირობასა და თავდადებაზე მეტყველებს.
ნაწილი I

ისინი იცავენ ადამიანებს, თავის პატრონებსა და მეგობრებს. დედობას უწევენ სხვა ცხოველებს. მართლაც, რომ დასაფასებელია უამრავი მათგანის საქციელი და თანადგომა.

შემდეგი 5 ისტორიაც სწორედ მათ ერთგულებასა და თავდადებას ასახავს:

2011 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძროხებს შეუძლიათ მეგობრობა და ასევე ძალიან განიცდიან მეგობართან განშორებას.

istoria%20cxovelebze1.jpg

როდესაც ცხოველთა დამცველი ლოურენს ენტონი გარდაიცვალა, სამხრეთ აფრიკული სპილოების დიდი ჯგუფი შეიკრიბა და 12 საათი იარეს, რათა მის სახლთან მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილისთვის. ოდესღაც ენტონიმ ეს სპილოები სიკვდილისგან იხსნა.

istoria%20cxovelebze2.jpg

ლაბრადორმა ლიშამ 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცხოველი გამოკვება, რომლებიც დედის გარეშე იყვენენ დარჩენილები და მათ რძე სჭირდებოდათ. ძაღლი შემდეგაც აგრძელებდა პატარა ცხოველებზე ზრუნვას და ასწავლიდა მათ თვითგადარჩენას ამ სამყაროში.

istoria%20cxovelebze3.jpg

ბავშვები თამშობდნენ ჯეკ რასელ ტერიერ ჯორჯთან, როდესაც მათ თავს დაესხათ რამდენიმე პიტბულის ჯიშის ძაღლი. ჯორჯი შეეცადა ბავშვების დაცვას და ეს პატარა ძაღლი თავდაუზოგავად ბრძოლობდა აგრესიულ ძაღლებთან. ძაღლმა არაერთი სასიკვდილო ტრამვები მიიღო, თუმცა თავისი გმირული საქციელით 5 ბავშვი გადაარჩინა. ჯორჯი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოეს.

istoria%20cxovelebze4.jpg

ძაღლებმა სოლტმა და როზელმა, რომლებიც უსინათლო ადამიანებს ეხმარებიან, გამოიყვანეს თავისი პატრონები მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან 11 სექტემბერს და ასე იხსნეს ისინი დაღუპვას. (2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მოხდა მასშტაბური ტერაქტი, შენობა მთლიანად დაინგრა და ათასობით ადამიანი დაიღუპა).

istoria%20cxovelebze5.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41010 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

istoria%20cxovelebze3.jpgრა საკალელია...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 656 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ძალიან დიდი წინათგრძნობა აქვთ ცხოველებს და მათ ადამიანზე მეტი სიყვარული შეუძლიათ. მე მოგიყვებით პატარა ისტორიას რომელიც ჩემს ირგვლივ მოხდა და არავის მონაყოლი არ არის და თავად ვარ შემსწრე ვარ ყოველივე ამის.

დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი ინგლისური სეტერი გვყავდა სახლში რომელსაც ფელიქს ერქვა მას კი მეზობლის ძაღლთან ვაჯვარებდით ისიც სეტერი იყო და ძალიან მეგობრობდენ ეს ძაღლები და  ხშირი მიმოსვლა ქონდათ ერთმანეთთან. ერთ დღეს როდესაც ფელიქსი სახლში ბრუნდებოდა ჩვენი სახლის წინ მანქანა დაეჯახა და ფეხი და კუდი მოტეხა. მოვიყვანეთ ექიმი რომელსაც თავიდან მიკარება შეეშინდა ძაღლი გამწარებული არისო და არ მიკბინოსო, დაძინება უნდოდა . მამაჩემა კი უთხრა მე დაგიკავებ ძაღლს ისე რომ გარანტიას გაძლევ ხმას არ ამოიღებსო, მამამ ფელიქს უთხრა თავი დამადე ხელზეო და ისიც დაემორჩილა  და ყოველივე გაუმტკინვარების გარეშე მოკვეთა კუდი და თაბაშირში ჩაუსვა ფეხი. ძაღლს ერთხელაც კი არ წამოუწევია თავი და ადამიანივით ცრემლები სდიოდა სიმწარისგან. მეორე დღეს ფელიქსი რომ ვერ მივიდა თავის ასე რომ ვთქვათ ცოლთან ის მოვიდა ჩვენთან სახლში არადა ფელიქსი დადიოდა მასთან სულ, თან ახალი დართული იყო. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ის  ძაღლი ამის შემდეგ ყოველ დღე დადიოდა ჩვენთან და რომ შემოუშვებდით ეზოში სადაც ფელიქსი იწვა ისიც მიუწვებოდა გვერდიტ და საღამოს სახლში ბრუნდებოდა. გავიდა სადღაც ორი თვე ფელიქს თაბაშირი მოვხსენით და მისმა ცოლმაც იმშობიარა, რომელიც მშობიარობას გადაყვა. ფელიქსი კი სახლიდან წავიდა , მისი ცოლის სახლის წინ დაწვა, იმ დღის შემდეგ ის სახლში არ დაბრუნებულა არც საჭმელი უჭამია და არც კი წამომდგარა იმ ძაღლის ეზოს შესასვლელი კარიდან ისე გარდაიცვალა.

 ამ ისტორიას რომ ვიხსენებ ყოველთვის ცრემლი მადგება თვალზე.

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41010 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან ემოციური ისტორიაა. ჩემზე ძალიან იმოქმედა. სხვათა შორის ძაღლების ერთგულების შესახებ , ცალკე თემა გვაქვს გახსნილი. სადაც ესეთი ფაქტებია მოყვანილი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1782 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  საღოლ კაკი ემოციური ამბავია, მაგარი ერთგულები კი არიან ეს ოხრები:)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?