Jump to content

სურათი

მოყვარულ მსროლელთა ლიგის წესდება


  • თემა დახურულია This topic is locked
პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“

 

აღნიშნული ტურნირის ამოცანებს წარმოადგენს, სასატენდო სროლის ერთერთი სახეობის, სპორტინგის, პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მაშტაბით, იარაღთან მოპყრობის და სროლის ეთიკის დანერგვა და განვითრებას ახალბედა თუ გამოცდილ მსროლელთა შორის, მოყვარულ მონადირეთა შორის ნადირობის, როგორც დასვენების და ბუნებასთან დაახლოების ერთერთი საშუალების პროპაგანდირებას და მონადირეებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარების საშუალებას.

ზოგადი ინფორმაცია

შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“ ჩატარდება წელიწადში ოთხჯერ

1.      „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა“

2.      „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზამთარი“

3.      „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - გაზაფხული“

4.      „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზაფხული“

ყოველი ტურნირის შემდგომ შედგება რეიტინგები და მოაწილეები შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან ორ ლიგაში. ეს საშუალებას მისცემს დამწყებ მსროლელბს, იასპარეზონ მათთვის შესაფერის მსროლელბთან და გამორიცხავს უკონკურენციო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის.

პირველი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის შემოდგომაზე და მასში მონაწილებaს მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

მსროლელები წინასწარ დარეგისტრიდებიან „მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ და მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომლითაც ისინი მონაწილებას მიიღებენ შემდგომ შეჯიბრებზე.

პირველი შჯიბრის „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“-ის დასრულების შემდგომ, პირველ 12 ადგილზე გასული მსროლელები გადავლენ პირველ ლიგაში, ხოლო დანარჩენი და შეჯიბრის შემდგომ დარეგისტრირიებული მონაწილეები მეორე ლიგაში. შემდეგი შეჯიბრისთივის, ზემოთ აღნიშნული 12 მონაწილე, რომლებიც პირველ ლიგაში მოხვდნენ იასპარეზებენ ერთმანეთში, ხოლო ახლად დარეგისტირიებულები და პირველი ტურნირის ის მონაწილეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 12 მსროლელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შემდგომ შეჯობრზე მეორე ლიგაში გამრჯვებული 6 მონაწილე დაიკავებს პირველ ლიგაში ბოლო 6 ადგილზე გასული მსროლელის ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო ეს უკანასკლენი გადაინაცლებენ მეორე ლიგაში.

 

https://www.facebook.com/amsligue

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?