.
..
.მოკლედ წარმატებული ნადირობის მერე , ავბარგდით და ჩავბარგდით. ვინაიდან ერთერთს ჩვენთაგანს ძალიან ეჩქარებოდა....პირველად დავარღვიეთ ჩვენი ტრადიცია და....
წამოვედით კარგი ნადირობით კმაყოფილები.
ვინაიდან ერთერთ ჩვენთაგანს ძალიან ეჩქარებოდა....პირველად დავარღვიეთ ჩვენი ტრადიცია და პირდაპირ გამოვქუსლეთ ისე რომ არ დავილოცეთ. რაც შეიძლება სწრაფად გვინდოდა უკან დაბრუნება , ამიტომ ძალიან ვჩქარობდით.... და ცოტა ხანში დაიწყო პრობლემები. (იმ წუთას გამახსენდა"მოჩქარეს მოუგვიანდეს)
-რატომღაც გაგვითავდა გაზი,
-გადავერთეთ ბენზინზე.
-გაფუჭდა ბენზო ნასოსი...
-გაუკეთებელი და შეუცვლელი რა არისთქო , მაგრამ.......
-აღმოჩნდა რომ ამ მოდელს (4 რანერს, ტოიოტა) ბენზონასოსი ბენზინის ავზში აქვს და მისი გარემონტება შეკეთების..... შანსი არ იყო
ეკიპაჟის შეფიქრიანებული წევრი
რა უნდა გვექნა????
.ასე რომ იქვე კიკეთიდან ჩვენი ძმის მამუკას იმედი მოგვეცა , რომ ბუქსირით აგვათრევდა და იქ გავარემონტებდით ან დავტოვებდით მანქანას , მაგრამ აქაც ხელი მოგვეცარა, იმ აღმართებზე სუძუკი გრანდ ვიტარამ ვერ აგვათრია.
ხოდა გადავწყვიტეთ უფრო ძლიერი მატორის მქონე მანქანით ტრანსპორტირება ბუქსირის მეშვეობით პირველ გაზგასამართ სადგურამდე , რომ გაზით დაზაპრავკებულები , ჩვენი ხოდით მოგვეხერხებინა თბილისამდე ჩამოსვლა.
მამუკას იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა , და თანაც ჩვენ ძმას ძალიან მაგრა უფუჭდებოდავსაქმე ბანკში. ხო და ჩვენი ნოზმა გადავაჯინეთ მამუკასთან და გამოვამგზავრეთ თბილისში.(მაგრამ ჯობდა დარჩენილიყო, ტვინი გაბურღა ყოველ 5 წუთში რეკვით .
მერე დაურეკეთ მეტეორას და ისიც გაემზადა წამოსასვლელად , მაგრამ უცებ გამახსენდა , უფრო ახლოს ჩვენი ძმა მიხეილა იყო , ჯორჯიაშვილში და იმას გადავურეკეთ. ისიც ეგრევე გამოვარდა და 10 წუთში უკვე ჩვენთან იყო...
ასე რომ ჩავებით ჩვენ დასახმარებლად მოსულ მიხას და გავუდექით გზაას!
გაგვიხარდა ცოტა ამოვისუნთქეთ და მოვეშვით,,,,იმ იმედით რომ ეხლა მთავარია მშვიდობიანად მივიდეთ გაზ გასამართ სადგურამდე თქო, მაგრამ,,,,,,
ერთი რამე უნდა ვთქვა , რომ რასაც ძველები იძახიან ...უეჭველი მართალია. გამიგია რომ გასამება იცისო და ესეც მოხდაა......
ასურეთთან ვიყავით მისულები , რომ წინა საბურავმა გვიღალატა და მშევენიერი პროტექტორის მიუხედავად უზარმაზარზე კორდი გამოყარა.
რას ვიზამდით სათადარიგოთი უნდა შეგვეცვალა. ის იყო მიხამ დიდ მაგისტრს უთხრა სასწრაფოდ დავუშვათო და ასეც ვაპირებდით , რომ კიდეც გასკდა და მის დასაშვებად მისულ გორდას მართულები და რეზინის ნაფლეთები შეაყარა. ჩვენი ბედი რომ გორდამ მოასწრო და გვერდზე გაწია სახე , თორემ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა....
როგორც იყო , ესე იყო .....
გამოვცვალეთ საბურავი და ისევ გამოვეშურეთ მარნეულისკენ , იმიტომ რომ უახლოესი გაზგასამართი სადგური მანდ გვეგულებოდაააა...