Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე - ქართველთა დნმ-ის კვლევის პასუხები
c617792ca5.images.new_photo.fotoambebi.hქართველთა დნმ-ის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რეზონანსული თემაა. საზოგადოებას აინტერესებს რა შედეგამდე მივყავართ ამ კვლევას. დნმ-ის კვლევა გვაძლევს უტყუარ ისტორიულ სურათს, სად და რა ეპოქაში დაიწყო იმ ხალხის განვითარება, ვისგანაც შემდეგ ქართველი ერი ჩამოყალიბდა... საქმე ეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინანდელ ისტორიას. 

გიორგი ანდრიაძე, კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგენეტიკური კომისიის წევრი:
- ეთნოგენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩვენი განვითარების სქემა... შეიძლება ითქვას, რომ პირველადი სურათი ნათელია: ქართველ ადამიანში დომინანტურია ჟ2 და G2 ჰაპლოჯგუფები. ისინი თანაბარი პროპორციით არიან განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობაში. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ჟ2 და G2 ჰაპლოჯგუფების წარმოშობის ადგილია ვანის ტბის მიდამოები და შუამდინარეთის ზემო წელი, ასევე ზაგროსის მთების რეგიონი. კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ქართველები არიან უძველესი ცივილიზაციების, ურარტუსა და ქალდების გენეტიკური მემკვიდრეები, რომლებიც უწინ ფართო არეალზე იყვნენ განსახლებული. უცხო ტომებისგან შევიწროებულებმა თავისი ქვეყნის ცენტრი თანდათან ჩრდილოეთისკენ გადაიტანეს. ჩამოყალიბდა ქალდეა (ტრაპიზონის რეგიონი), კოლხა, იბერია და მისი შემქმნელი ერთი ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი - ქალდები, ანუ გვიანდელი კოლხები. 

დავიწყეთ ვიწრო ჯგუფების კვლევაც... წოვა-თუშები გამოვიკვლიეთ, რომლებიც ვაინახური ენის ერთ-ერთ დიალექტზე ლაპარაკობენ, არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ცხოვრობენ თუშეთში და ყველა საომარ სიტუაციაში ქართველების გვერდით იდგნენ. დნმ-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ისინი არიან J2 ჯგუფის წარმომადგენლები.

ფერეიდნელი ქართველების 90% წარმოადგენს ქართველთა ჯგუფისთვის დამახასიათებელ J2 ა ჰაპლოჯგუფს.

ვაგრძელებთ ლაზების კვლევას. მათი გენეტიკური ჯგუფიც აბსოლუტურად ქართულია...

გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის. ურარტუ მართლაც უძველესი წინარექართული სახელმწიფოა. წინარექართული რასა არა მხოლოდ აქ დაიბადა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არამედ კავკასიონიდან გაცილებით სამხრეთით იყო განფენილი და ე.წ. ნაყოფიერ შუამდინარეთს ემიჯნებოდა. 

- ქართველების გარდა კიდევ ვინ არიან ამ წინარერასიდან წარმოშობილი 
 
ერები? 

- ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი, ე.ი. ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ წინარერასიდან არიან. ქურთებიც წარმოშობილი არიან ქალდეის ხალხისგან. აღარაფერს ვამბობ ჩრდილო კავკასიის ხალხებზე, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახი. ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ. 

აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული (მეგრული) წარმოშობისაა, დანარჩენი კი ჩვენი მონათესავე აფსუა-ადიღელები არიან. არადა, აფხაზთა გონება საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ სრულიად შეცვალა და შეძლეს კიდეც თავისი საქმის აღსრულება...

კვლევის შედეგებმა ასევე წარმოაჩინა ქართველი ერის ისტორიული ერთიანობის უფრო მყარი საფუძველი - ვფიქრობ, დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს. 

- სქემებზე ჩანს მცირე გენეტიკური სიჭრელე ქართველებშიც. ეს საიდან მოდის?

- ეს არის აბსოლუტურად ყველა ერში... შერეული ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა - ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე მომდინარეობს ისტორიული მოვლენებიდანაც, თუმცა, მიუხედავად მონღოლებისა და სპარსელების თუ სხვა დამპყრობლების მუდმივი თავდასხმებისა, გენეტიკურ დონეზე საქართველოში მათ მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ... 

წყარო/Source: https://www.ambebi.g...l#ixzz3ArbeNSLA



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამას ვამბობდი აფხაზებ იგივე აბაზგები ქართული ტომები იყვნენ , რომლებსაც მეგრული ელემენტიც  დაემატა.

ხოლო აფსუები-ადიღეურერი წარმოშობისა არიან .ანუ შეიძლება გლობალურად ჩვენი მონათესავე , მაგრამ არა ქართული ტომები.

ესენი გადმოსახლებულები არიან ჩედილოკავკასიური აულებიდან. ამის შესახებ თვით რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ნაწარმოები აღწერის მასალებშია დეტალური ინფორმაცია.

ეს მასალა შეიცავს დეტალურ მონაცემებს გვარების , ოჯახების , სულადობის და ყველანაირი წვრილმანის აღწერით ....რამდენი ფრთა ფრინველი წამოიყვანეს და ა.შ.

როდესაც ნამდვილი აბხაზები გაასახლეს ,რუსეთის მეფის ბრძანებით, მათი ნასახლარების ადგილჩანაცვლებით , მოხდა აფსუებით, ანუ მუსულმანი ადიღეელებით ჩანაცვლება. ამიტომაა რომ აბხაზეთის ომის დროს ეს ბითურები , თავისი ვაინახური წარმოშობის ტრადიციებით წრეში დარბოდნენ. აკი ჩრდილოკავკასიელები(ანუ მუსულმანები დაეხმარნენ თავიანთ ძმებს  და არა ჩვენ ძმებს) . ხოლო ბედიის მონასტერი კი რუსებს თეთრად თვითონ შეაღებინეს.იმიტომ რომ  არა აქვთ არანაირი ნოსტალგია და  ლტოლვა ქრისტიანობის მიმართ. აკი მწვანე ფერის ზოლებიც კი დაიტანეს თავიანთ ვითომ დროშაზე.

რატომღაც ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა ამაზე ყურადღების მიქცევა და ჯიუტად სირაქლემასავით ძმებს ვეძახით.......


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?