Jump to content

სურათი

მოკეჭნავე სტუმარ-მასპინძელი, ანუ საგზლად წასაღები ვაჟკაცობა

გამსახურდია კოწია ტრადიცია წიგნი ავტორი სტუმარ-მასპინძელი

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მოკეჭნავე სტუმარ-მასპინძელი, ანუ საგზლად წასაღები ვაჟკაცობა
 
"ლაჩარი ყოფილხარო, - ბეწიკას მიაძახა გამსახურდიამ. იშიშვლა იარაღი ხევსურმა, დაუხვდა კონსტანტინეც. იმ ორთაბრძოლაში ბეწიკამ იმარჯვა, მაგრამ ნიშანი მაინც არ დაადო სტუმარს, თურმე ბრტყელი პირით ურტყამდა მხოლოდ..."
ძველი კარადიდან რუხყდიანი წიგნი გადმოიღო მასპინძელმა და ჩემ წინ გადაშალა. გაკრული ხელით წაუწერია კონსტანტინე ბატონს: "ნიკო გამყრელიძეს, ჩემს საყვარელ ნათლულს, ვუძღვნი ამ უსაყვარლეს წიგნს, რათა როცა ნიკო დავაჟკაცდება, გაიგოს საქართველოსთვის ამ წიგნის ავტორის დიდი ტკივილები. კონსტანტინე გამსახურდია. ტფილისი, 1949 წელი.I".
ეს წიგნი ექვსი ათეული წელია ნიკო გამყრელიძესთან ინახება, ისე როგორც მოგონებები ნათლიის ცხოვრებაზე და მისი იშვიათი ფოტო - კონსტანტინე გამსახურდია ხევსურ ძმადნაფიცს ეკეჭნავება...
ბატონი ნიკოს მამა - გიორგი გამყრელიძე კონსტანტინე გამსახურდიას მეგობარი იყო. ზვიადის ერთ-ერთ დაბადების დღეზე გიორგისთვის უთქვამს ბატონ კონსტანტინეს, დღეს ჩვენი შვილები უნდა მოვნათლოთო. მაშინ ეს წარმოუდგენელი სითამამე და დიდი რისკი იყო. საღამო ხანი გახლდათ. ბატონმა კონსტანტინემ ყურმილი აიღო და საქართველოს პატრიარქს, კალისტრატე ცინცაძეს დაურეკა. ნათლობის დრო დაინიშნა. იმავე საღამოს სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
"ნათლობა ჩატარდა, - იხსენებს ბატონი ნიკო გამყრელიძე, - კონსტანტინე ჩემი ნათლია იყო, მამაჩემი - ზვიადის ნათლია. ნათლობა რომ დასრულდა, ჯვრები აირია. მე მამაჩემის ნაყიდი ჯვარი ჩამომკიდა პატრიარქმა, ზვიადს კონსტანტინეს ნაყიდი ჯვარი დარჩა. ეკლესიიდან გამოვედით და ჯვრები შევცვალეთ"...
უცნაური ნათლობა იყო...
ნათელ-მირონმა დააგვირგვინა მეგობრობა, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებდა გიორგი გამყრელიძეს კონსტანტინე გამსახურდიასთან. მთავარი ის საერთო ხედვა იყო, რასაც საბჭოთა წლებში კონსტანტინე გამსახურდია თავგამოდებით გამოხატავდა... ტყავის პრიალა აზიურებსა და ძველებურ ჩოხაში გამოწყობილი, იარაღის მოტრფიალე ქართველი კლასიკოსი ვაი, რომ ნერვებსაც უშლიდა მავანთ და ყელშიც ეჩხირებოდა... ოღონდ არ დაუხვრეტიათ, არ შეეხნენ. რატომ?
1937 წელს კოწია გიორგი გამყრელიძესთან მივიდა და დაემშვიდობა, აწი ვეღარ მიხილავ, ბერია მიბარებსო. ღვთის განგებით დაბრუნებულს უამბია გიორგისათვის: "ბერია მაგიდაზე მუშტებს ურტყამდა, შენ ჯავახიშვილსა და ინგოროყვასთან კეთილგანწყობილი ხარ, როგორ ფიქრობ, როგორ იქცევიო... კარგა ხანს ხმამაღლა ილაპარაკა ბერიამ. მერე გაჩერდა და მეუ ყუდეშა... - წადი სახლშიო, - მეგრულად მითხრა. აღელვებულმა კარს ვეღარ მივაგენი და კარადა გავაღე... ოფიცერი შემოვიდა და იმან გამიყვანა. - მეგრელობამ გადამარჩინაო", - ასე ჰყვებოდა გიორგი გამყრელიძე კონსტანტინე ბატონის ნაამბობს.
არაერთგზის ასულა კონსტანტინე ხევსურეთში. ფოტოს შეუნახავს ერთი სტუმრობა ხახმატში. ხევსურ ბეწიკას არ მოეშვა თურმე, ვიკეჭნაოთო. თავი შორს დაიჭირა ბეწიკამ, არ ვიზამ მაგ საქმეს არასდიდებითო. არ უნდოდა, სტუმარს, მის გულსა და სულთან ახლოს მყოფ ვაჟკაცს მისგან ნიშანი დადებოდა. არადა დაუმარცხებელი იყო ბეწიკა. კონსტანტინე ბატონს კი იმისი გამოცდა უნდოდა, რასაც მერე ან დაწერდა, ან საგზლად წაიღებდა ვაჟკაცობაგამეჩხერებულ ბარში. ვერ დაიყოლია ჯიუტი ხევსური, მაშინ იქ გაწყვიტა, სადაც სუსტი იყო: ლაჩარი ყოფილხარო, - ბეწიკას მიაძახა. იშიშვლა იარაღი ხევსურმა, დაუხვდა კონსტანტინეც. იმ ორთაბრძოლაში ბეწიკამ იმარჯვა, მაგრამ ნიშანი მაინც არ დაადო სტუმარს, თურმე ბრტყელი პირით ურტყამდა მხოლოდ...
ეს ფოტო კი, როგორც ჩანს, სამახსოვროდ გადაიღეს... უკან სტუმარ-მასპინძელი ჩამწკრივდა, წინ მოკეჭნავეები დადგნენ და პაატა გუგუშვილმაც ფოტოაპარატი გააჩხაკუნა. ხევსურეთს მაშინ კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად გიორგი გამყრელიძე და პაატა გუგუშვილიც სტუმრობდნენ.
დრო გავიდა... ამ ფოტოზე გადაღებულთაგან ბევრი უკვე ცოცხალი აღარაა. შეიძლება პატარა ხევსურებს, 5-6 წლის ბიჭებს, თვალს რომ არ აშორებენ აპარატს, ახლაც ახსოვთ ის დღე, ახსოვთ ის კეჭნაობა და დღის დასასრულს სტუმარ-მასპინძლის ლაზათიანი ლხინი... ჩვენ კი მხოლოდ ფოტო დაგვრჩა, ფოტო, რომელსაც სათუთად ინახავს კლასიკოსის ნათლული ნიკო გამყრელიძე...
დანარჩენი უნდა წარმოვიდგინოთ...

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ააა, ბატონი კონსტანტინე რა მაგარი  ყოფილა, ფარიკაობაში განთქმულ ხევსურებს , არ ეპუებოდა :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აი მაგის ამსახველი ფოტოც... 

 

12-e18399e1839de1839ce183a1e183a2e18390e







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?