Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
ქართველები შუამდინარეთიდან მოვდივართ და 5000 წლისა ვართ?!
 
- ქართველთა დნმ ანალიზის პასუხები (ექსკლუზივი)
haploggufebi.jpg
12-08-2014

"ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის... უძველესი ცივილიზაციების, ურარტუსა და ქალდების გენეტიკური მემკვიდრე"

"დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს"

"ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ"

ქართველთა დნმ-ის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რეზონანსული თემაა. საზოგადოებას აინტერესებს რა შედეგამდე მივყავართ ამ კვლევას. დნმ-ის კვლევა გვაძლევს უტყუარ ისტორიულ სურათს, სად და რა ეპოქაში დაიწყო იმ ხალხის განვითარება, ვისგანაც შემდეგ ქართველი ერი ჩამოყალიბდა... საქმე ეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინანდელ ისტორიას.

გიორგი ანდრიაძე, კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგენეტიკური კომისიის წევრი:

- ეთნოგენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩვენი განვითარების სქემა... შეიძლება ითქვას, რომ პირველადი სურათი ნათელია: ქართველ ადამიანში დომინანტურია J2 და G2 ჰაპლოჯგუფები. ისინი თანაბარი პროპორციით არიან განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობაში. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ J2 და G2 ჰაპლოჯგუფების წარმოშობის ადგილია ვანის ტბის მიდამოები და შუამდინარეთის ზემო წელი, ასევე ზაგროსის მთების რეგიონი. კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ქართველები არიან უძველესი ცივილიზაციების, ურარტუსა და ქალდების გენეტიკური მემკვიდრეები, რომლებიც უწინ ფართო არეალზე იყვნენ განსახლებული. უცხო ტომებისგან შევიწროებულებმა თავისი ქვეყნის ცენტრი თანდათან ჩრდილოეთისკენ გადაიტანეს. ჩამოყალიბდა ქალდეა (ტრაპიზონის რეგიონი), კოლხა, იბერია და მისი შემქმნელი ერთი ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი - ქალდები, ანუ გვიანდელი კოლხები.

დავიწყეთ ვიწრო ჯგუფების კვლევაც... წოვა-თუშები გამოვიკვლიეთ, რომლებიც ადიღეური ენის ერთ-ერთ დიალექტზე ლაპარაკობენ, არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ცხოვრობენ თუშეთში და ყველა საომარ სიტუაციაში ქართველების გვერდით იდგნენ. დნმ-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ისინი არიან G2 ჯგუფის წარმომადგენლები.

ფერეიდნელი ქართველების 90% წარმოადგენს ქართველთა ჯგუფისთვის დამახასიათებელ G2 ა ჰაპლოჯგუფს.

ვაგრძელებთ ლაზების კვლევას. მათი გენეტიკური ჯგუფიც აბსოლუტურად ქართულია...

გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის. ურარტუ მართლაც უძველესი წინარექართული სახელმწიფოა. წინარექართული რასა არა მხოლოდ აქ დაიბადა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არამედ კავკასიონიდან გაცილებით სამხრეთით იყო განფენილი და ე.წ. ნაყოფიერ შუამდინარეთს ემიჯნებოდა.

- ქართველების გარდა კიდევ ვინ არიან ამ წინარერასიდან წარმოშობილი ერები?

- ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი, ე.ი. ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ წინარერასიდან არიან. ქურთებიც წარმოშობილი არიან ქალდეის ხალხისგან. აღარაფერს ვამბობ ჩრდილო კავკასიის ხალხებზე, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახი. ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ.

აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული (მეგრული) წარმოშობისაა, დანარჩენი კი ჩვენი მონათესავე აფსუა-ადიღელები არიან. არადა, აფხაზთა გონება საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ სრულიად შეცვალა და შეძლეს კიდეც თავისი საქმის აღსრულება...

კვლევის შედეგებმა ასევე წარმოაჩინა ქართველი ერის ისტორიული ერთიანობის უფრო მყარი საფუძველი - ვფიქრობ, დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.

- სქემებზე ჩანს მცირე გენეტიკური სიჭრელე ქართველებშიც. ეს საიდან მოდის?

- ეს არის აბსოლუტურად ყველა ერში... შერეული ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა - ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე მომდინარეობს ისტორიული მოვლენებიდანაც, თუმცა, მიუხედავად მონღოლებისა და სპარსელების თუ სხვა დამპყრობლების მუდმივი თავდასხმებისა, გენეტიკურ დონეზე საქართველოში მათ მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ...

- ჩვენი მეზობელი ერების ეთნოგენეტიკური კვლევის შედეგები როგორია?

- სომხები, ბერძნები და ირანელები ერთი ინდოევროპული ჯგუფია. სომხეთში დარჩა მცირე ჯგუფი ქალდეველებისა და ურარტუელებისა, რომლებიც გასომხდნენ და ეს კვალი მათ გენოფონდში ნათლად ჩანს. ძველი ალბანელების გენოტიპი ფიქსირდება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებში. თურქებში საკუთარი შუააზიური გენოტიპი დღეს მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს. დიდია მათში ქართული გენოფონდის წილიც...

რამდენად ძველია ესა თუ ის ჰაპლოჯგუფი, მუტაციების რაოდენობა განსაზღვრავს გენში. კვლევით დადგენილია ჩვენი გენების სიძველით ზუსტი თარიღი - 5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ლელა ჯიყაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

kvirispalitra.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ა ბატონო ესეც მე ვარ?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?