Jump to content

სურათი

შემწვარი ხოხობი ხახვით და სოკოთი

შეწვა ხოხობი ხახვი სოკო ხოხბის ლეგიონი კულინარია გურმანია

ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2115 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ხოხბის მომზადების მრავალი წესი არსებობს.

ქართული, ეროვნული "ჩახოხბილი", ალბათ, თავიდან

ხოხბით მზადდებოდა. უმარტივესია და უგემრიელესი

ჩვეულებრივი წესით შემწვარი ფრინველი. მსოფლიო

კულინარიაშიც ხოხბის კერძების უამრავი რეცეპტი არსებობს, 

გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, შედარებით მისაღებს ქართული გემოვნებისათვის და მარტივს.

 

 

 

შემწვარი ხოხობი ხახვით და სოკოთი

 

 

 

ინგრედიენტები: 1 ხოხობზე - 1 სუფ. კოვზი გამდნარი ღორის ქონი, 2 სუფ. კოვზი კარაქი, 150 გრ ქამა ან თეთრი სოკო, 120 გრ ხახვი, 40 მლ თეთრი ღვინო.

 

მომზადება: ხოხობი დავამუშაოთ, გავრეცხოთ და შევწვათ ტაფაზე, აირღუმელში. როდესაც შეწითლდება ყველა მხრიდან, დავამატოთ სოკოს პატარა ქუდები და მცირე ზომის, მთლიანი ხახვის თავები, რომლებიც ოდნავ მოშუშულია ცხიმში. დავაფაროთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ შუშვა. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ ღვინო, 1 ჭიქა მაგარი ბულიონი და წამოვადუღოთ. ეს კერძი ღვინის გარეშეც შეიძლება მომზადდეს. სუფრაზე გატანისას ხოხობი ჩავდოთ ღრმა ჭურჭელში და შემოვულაგოთ სოკო, ხახვი, მოვასხათ წვენი. გარნირად შეგიძლიათ მიატანოთ შემწვარი კარტოფილი 

 

 

 

წყარო: ჟურნალი "ნადირობა თევზაობა" 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_სტუმარი_*

სტუმარი_სტუმარი_*

  • Find Topics
  • სტუმარი

წყარო ცოტა გაუგებარია......



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2115 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მაპატიეთ შევასწორებ



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამის დეგუსტაციის დროც მალე მოვა. ადვილი მოსამზადებელია. პოვარა და ბერძენა რომ ამზადებენ ხოხბის ჩახოხბილებს , იმაზე ბევრად ადვილია...

;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?