მასალა:
1200 გრამი ლოქო
2 ხელისგულის სიფართე, ტყემლის ტყლაპი
1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ქინძი
გემოვნების მიხედვით მარილი და ნიორი
ლოქო დავჭრათ, გავრეცხოთ და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ.
შემდეგ ქვაბიდან ქაფქირით ამოვიღოთ, რომ წყლისაგან დაიწრიტოს და დავალაგოთ თეფშზე.
სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ტყლაპის საწებელი, რომელიც დამზადდება შემდეგნაირად: ტყლაპი
დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა, ნელთბილი წყალი. 2-3 საათის შემდეგ მოვსრისოთ
ამავე წყალში და შევკაზმოთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილითა და ქინძით
წყარო: legion.ge