Jump to content


ამ თემას აქვს 225 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GIOGIO

GIOGIO

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

Beretta

225df3a4aedc.jpg


Fabbrica d'Armi Pietro Beretta - ესაა ერთ-ერთი უძველესი საწარმო მსოფლიოში, რომელსაც წარმოების წყვეტა არ ჰქონია. 1526 წელს გარდონელმა მასტრო ბართოლომეო ბერეტამ გაყიდა 185 ცალი ლულა, რომელშიც მიიღო იმ დროში საკმაოდ დიდი ანაზღაურება, 296 დუკატი. უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისათვის ბერეტას ნაწარმი აღიარებული იყო მისი ხარისხის გამო. სახელი ბერეტა ასოცირდებოდა(ახლაც ასეა ) უკომპრომისო ხარისხთან, დიზაინთან, მასალებთან, კონკურენციასა და იტალიის საზღვრების გარეთ მუშაობასთან. ფირმა ინარჩუნებს ტრადიციებს 15 თაობის შემდეგაც.
1800-ების დასაწყისში პეტრო ანტონიო ბერეტა, სხვადასხვა სიძნელეების მიუხედავად, მოგზაურობდა იტალიაში რათა მისი ნაწარმის დემონსტრირება მოეხდინა და მიეღო შეკვეთები. მისი შვილი ჯუზეპე აგრძელებდა რა მამის გზას, ახდენდა ნაწარმის საერთაშორისო პოპულარიზაციას. 1900-იანი წლების დასაწყისში მორიგი შთამომავალი პეტრო იღებს ფირმას თავის მმართველობაში და ახდენს მის მოდერნიზაციას და ქმნის მისი კომპანიის ნაწარმის მრავალ პატენტს. მოდერნიზაცია გრძელდებოდა შემდეგ თაობებშიც.


310eb5caf11a.jpg


500 წლიანმა გამოცდილებამ ბერეტას მისცა საშუალება განევითარებინა წარმოების მეთოდები, რომლებიც იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ბერეტა წარმოებაში იყენებს 1000-ზე მეტ ჩარხს. კომპანიას გააჩნია ლაბორატორია იარაღისა და საბრძოლო მასალების კვლევისათვის. იყენებენ კომპიუტერულ დიზაინს bi-tridimensional C.A.D.
მთელი მსოფლიოს ძალოვან სტრუქტურები მაღალ შეფასებას აძლევენ ბერეტას ნაწარმს. მისი ნახევარავტომატური პისტოლეტი Beretta 92 შეიარაღებაში აქვს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსა და სასაზღვრო უწყებას, საფრანგეთის ,,ნაციონალურ ჟანდარმერიას” და საჰაერო ძალებს.
ბერეტას წარმატებებს თან სდევს წარმატებები სპორტულ სარბიელძეც. ბერეტამ მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთაშორისო ასპარეზობა.
დიდი გამოცდილება, ინოვაციები, ტრადიციებისადმი პატივისცემა_ ესაა ძირითადი პრინციპები, რომლებმაც განსაზღვრეს ბერეტას მოწინავეობა.

069977bbb323.jpg
8570291981c5.jpg


დღეისათვის კომპანიის შემადგენლობაში შედიან Benelli, Franchi, Sako, Tikka, Uberti, Burris, Stoeger.

 

 

 

აქ გადმოვიტანოთ ეს თემა უფრო სწორია! ;)   

 

 რა სხვაობაა sv10perennia I kick off  და  sv10perennia III kick off  შორის?



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

შემოვა მცBeretta UGB25

d82c508e6c8f.jpg

ფორუმში განხილული გვაქვს იტალიური ,,კოსმი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ნახევარავტომატად.
დღეს წარმოგიდგენთ ბერეტას სპორტულ ნახევარავტომატს Beretta UGB25, რომელიც ამ ფირმამ რამდენიმე წლის წინ დაამზადა და ტექნიკური თვალსაზრისით სიახლეს წარმოადგენს.
ამ თოფს მჭიდი არ გააჩნია, ის ორტყვიანია(პირველი ვაზნა სავაზნეში). ლულა ღრმადაა ჩაფლული ტიბჟირსა და კალაპოტში და აქვს მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა. ნასროლი ვაზნები ცვივა არა გვერდიდან, არამედ ქვემოთ-წინ. გვერდით(მარჯვნივ), იქ სადაც უმეტეს ნახევარავტომატებში ნასროლი ვაზნის ექსტრაქცია ხდება, განლაგებულია მეორე ვაზნის დამჭერი. მეორე მხრიდან(მარცხნივ) კი ლულის გასახსნელი ბერკეტია განლაგებული.
გადატენვა უკუცემის ძალით ლულის მოძრაობაზეა დაფუძნებული. მექანიზმი საკმაოდ მარტივია და ექსპერტთა შეფასებით მასში არაფერი ტყდება, ამასთან ძალზედ საიმედო და უკაპრიზოა.
თოფი უპრობლემოდ გამოიყენებს მინიმალურიდან 42 გრამამდე წონის(საფანტი) ვაზნებს. კონდახში განლაგებულია უკუცემის კომპენსატორი + ამორტიზატორი. წონა შეადგენს 4,1 კგ-ს. არხის დიამეტრი შეადგენს 18,54 მმ-ს და დაკომპლექტებულია სახსნელი ჩოკებით. ლულის სიგრძე შეადგენს 76 ან 81 სმ-ს. სასხლეტზე დაწოლა საკმაოდ მცირეა 0,9 კგ(რიგი სპეციალისტების აზრით უნდა იყოს 1,2-1,4 კგ).
კონდახი პირველი კლასის კაკლისაა. მისი რეგულირების მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია: სიგრძე იცვლება 358-დან 374 მმ-მდე; რეგულირდება ქედი, დახრა, კუთხე და ა.შ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონდახის ყელისა და ტიბჟირის ნაჭდევები, რომლებიც ლაზერითაა გაკეთებული.
თოფი კარგად ჯდება ხელში და გააჩნია საუკეთესო ბალანსი.
თოფის ფასი 5000 დოლარის ფარგლებში მერყეობს(!!!).

995c516061f0.jpgოდნე ხალხი და გეტყვიან ყველაფერს რაც იციან..



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GIOGIO

GIOGIO

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

 ბერეტამ მორიგი სიახლე გამოიტანა ბაზარზე.
თავის ნახევარავტომატურ მოდელებზე A400 Xplor Light და Beretta Xplor Action დააყენა ელექტრონული მრავალფუნქციური მოწყობილობა Gun Pod , რომელსაც თხევადკრისტალური დისპლეი გააჩნია.
ეს მოწყობილობა აჩვენებს ჰაერის ტემპერატურას, თოფის უკუცემის ძალას და გასროლილი ვაზნების რაოდენობას.
მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს 450 ათასი გასროლა. გასროლის ნებისმიერი რაოდენობის შემდეგ შესაძლებელია ათვლის ახლიდან დაწყება. თოფის უკუცემის მაჩვენებლის შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს დენთისა და ვაზნის მუხტის სიდიდე.
ამ მოწყობილობას გამომგონებლები ავტომანქანის ბორტკომპიუტერს ადარებენ.
Gun Pod-ი მოთავსებულია წყალგაუმტარ და დარტყმისადმი მედეგ კორპუსში. ბატარიის სრული დაცლის შემთხვევაშიც კი(რის შესახებაც წინასწარ გვამცნობს) აგრძელებს მაჩვენებლების თვლას, რომლებიც გამოაქვს ეკრანზე კვების ელემენტის შეცვლის შემდეგ(მუშაობს 3 ვოლტიან Cr 1620 ბატარეაზე).

აღნიშნული მოწყობილობა 120 ევრო ღირს


dd0fb7ef7984.jpg


6c7268a48e86.jpg

27cb91b495de.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიო როგორ ხარ მგელო? მე ბევრი არაფერი გამეგება ამ თოფების....

ბერძენა , თარხანა, ჟორჟიკა, გუგა, ....შემოვლენ ბიჭები ბდა მაგენი არიან იარაღის ოღრაშები.

შენ ყიდვა გინდა თუ უბრალოდ ინფორმაცია გაინტერესებს?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GIOGIO

GIOGIO

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

მაინტერესებს თვალი მაქვს დადგმული მაგრამ ძალიან ძვირია  :0030:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მოკლედ დაგიწერ სხვაობებს...

1. კალოტკაზე გრავიურებშია სხვაობა I-აქვს ლაზერიული გრავიურა, III აქვს დანირობის სცემენები ამოტვიფრული და აქვს ნიკელის კალოტკა....

2. I-ს აქვს სამი ლულა 66, 71 და 76 სმ, III-ს 67, 71, 76 სმ

3. I-ს წონა 3100, III-ს წინა 3300

4. კონდახები ცოტა განსხვავებული აქვს...

5. III-ს მოყვება დამატებით ბერეტას თოფის საწმენდი ზეთი :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ruschnicya-mislivska-beretta-sv10-perenn

  Рушниця мисливська Beretta SV10 Perennia III 12/76/76см Kick Off MC  

 

 
.
ruschnicya-mislivska-beretta-sv10-perenn
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
.
ruschnicya-mislivska-beretta-sv10-perenn
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ruschnicya-mislivska-beretta-sv10-perenn
  Рушниця мисливська Beretta SV10 Perennia III 12/76/76см Kick Off MC  
 
 
.
.
.
.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 265 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

არა სხვაობა სულ სხვა რამეშია სინამდვილეში  

 

1) პერენია 1 აქვს დახატული კონდახი ლაზერით ხოლო  პერენია 3 კი ნამდვილი ბუნებრივი კაკალი მე 3 გრადაციის

2) პერენია 1 აქვს უბრალო კალაპოტი უბრალო გრავირებით და პერენია 3 კი უფრო ლამაზი გრავირებით  ანოდირებული და გასუფთავებული მაგალი ელექტრო სხივებით თუ რაგაც მასეთი ტექნოლოგიით

3) პერენია 1 ჩვეულებრივი კონდახის მოხსნის სისტემა აქვს და პერენია 3 კი Q სტოკი ანუ კონდახი იხსნება ბოლტით რომელიც არის მოთავსებული კონდახის სახელურში 

და ორივე ვერსიას აქვს ტიბჟირი ნანო კერამიკის მექანიზმით აწყობილი და არა ბოლტებით



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თარხან ტიბჟირი ხო ცევიოა და კერამიკული ტიბჟირი ??? ეს რაღაც ახალია. კონდახი კაკლის და ცევიო კერამიკული?????



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 265 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

არა ცევიოც კაკლის მექანიზმი არის ნანო კერამიკის



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gio_guruli

gio_guruli

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 43 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guruli
Am tofs fasi ra aqvs? Saqartveloshi tu ishoveba. Magari ramea

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ძაან მაგარი თოფია  :0034:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 265 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

5000 ლარიდან 7000 ლარამდე გააჩნია კომპლექტაციას



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gio_guruli

gio_guruli

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 43 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guruli
tarxana saqartveloshi sad sheicleba eg tofi ro vnaxo magaziashi gasayidad

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gio_guruli

gio_guruli

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 43 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guruli
Martla seriuzulad vapireb am tofis yidvas tu iyideba saqartveloshi da girs amdeni fulis gadaxda rogorc tarxanam tqva 5000-7000 lario. Beretta ragacnairad mevaseba, tqven ras mirchevt





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?