Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Jack Daniel's

 

jack_daniels.jpg

 

Jack Daniel's

 

Jack Daniel’s — ამერიკული ვისკის (ტენესის ვისკის ქვესახეობა) და კუპაჟების პოპულარული ბრენდი. იწარმოება ქ. ლინჩბურგის, აშშ, გამოსახდელებში XIX საუკუნიდან.

უცნობია თუ როდის დაიბადა ჯეკ დენიელი. მის ქალაქში მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა სარეგისტრაციო წიგნები, ხოლო მისტერ ჯეკისა და დედამისის საფლავის ქვებზე ამოტვიფრული თარიღები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომ დაბადების ზუსტი თარიღის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება. ცნობილია მხოლოდ მისი დაბადების თვე – სექტემბერი.
ჯეკ დენიელი საკმაოდ დაბალი ადამიანი იყო – მისი სიმაღლე მხოლოდ 155 სმ–ს შეადგენდა. მისი 21–ე დაბადების დღის აღსანიშნავად, ჯეკი გაემართა ქალაქში გამოფენაზე დასასწრებად და დაბრუნდა მუხლებამდე ფორმალურ სერთუკსა და პლანტატორის ფართოფარფლიან ქუდში გამოწყობილი. ჯეკო ცხოვრების ბოლომდე ამ ფორმის ტანისამოსის ერთგული დარჩა. ისინი, ვინც მას იცნობდა, ამტკიცებენ: „თუ ის ისეთ რამეს აღმოაჩენდა, რაც მის მოწონებას დაიმსახურებდა, იგი არასდროს მას არ ცვლიდა“. სწორედ ინდივიდუალურობაა მისი ვისკის ნიშანთვისება.
1904 წელს მისტერ ჯეკმა წარადგინა თავის Old No. 7 Tennessee sipping whiskey მსოფლიო ექსპოზიციაზე, რომელიც ქ. სენტ–ლუისში, მისურის შტატში გაიმართა. კონკურსზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი ვისკის 20 სახეობიდან მხოლოდ მის ვისკის მიენიჭა ოქროს მედალი და ის აღიარებული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ.

 

jack%20daniel.jpg

ერთხელ, მისტერ ჯეკი დილით ადრე მივიდა სამსახურში და საკუთარ ოფისში მოტავსებული სეიფის გახსნა დააპირა. მან ვერ გაიხსენა ციფრების საჭირო კომბინაცია და მრისხანებით ამოარტყა მას წიხლი. ამ დარტყმის შედეგად, მან მოიტეხა ფეხის ცერა თითი, სადაც შემდგომ ინფექციამ შეაღწია. საბოლოოდ, ჯეკ დენიელი 1911 წელს სისხლის მოწამლვისაგან გარდაიცვალა.
რადგანაც ჯეკ დენიელი არასდროს არ ყოფილა დაქორწინებული და არ ჰყავდა შვილები, მან გამოსახდელი ქარხანა მასთან ერთად გულმოდგინედ მომუშავე თავის ძმისშვილს, ლემ მოტლოუს უანდერძა, რომელიც ბიზნესს მშრალი კანონის დროს ხელმძღვანელობდა.


 

 

 

 

 წყარო:whiskyhouse.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3055 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მიყვარს ჯეკ განსაკუთრებით ეფფელ ჯეკი....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვისკი კარგია, მაგრამ ხინკალზე ვერ მიდის :DD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?