ბრაზილიური მდევარი
მონადირე ძაღლის ეს ჯიში მიზანმიმართულად – მუდმივი გადარჩევის გზით, ჩრდილოამერივული ტიპის მდევრების რამდენიმე ძველი სახესხვაობის ბაზაზეა გამოყვანილი. ბრაზილიაში ასეთ მდევრებს მსხვილ ცხოველებზე, უპირატესად, იაგუარზე სანადიროდ იყენებენ.
ძაღლების უმრავლესობა თავისუფლად ახერხებს ამ საშიშ და ძლიერ მგაცებელს 6-.7 საათის განმავლობაში კვალზე მიპყვეს, თანაც ურთულესი დაბრვოლებების - ჯუნგლების, მდინარეებისა და გაუვალი ჭაობების გადალახვის პირობებში.
ბრაზილიური მდევარი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი სოფლის მოკლებეწვიანი ძაღლია, ოღონდ, ენერგიული, ტემპერამენტიანი და შესანიშნავი ყნოსვით დაჯილდოებული. იგი მძლავრი აღნაგობისაა და მისი სიმაღლე 65 სმ-მდეა. თავი სამკუთხედის ფორმის აქვს; შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა – ნაკლებად გამოხატული; დრუნჩის კეხი – სწორი; ყურები – გრძელი, ბოლოში ჩახვეული და ღაწვებზე მიკრული
კისერი – ძლიერი, მაგრამ ნაკეცებიანი. ფერის მიხედვით სამი ტიპისაა:
ა) ძირითად თეთრ .ფონზე ცისფერი ლაქებია მიმობნეული, ხოლო ფეხებზე – წაბლისფერი წინწკლები;
ბ) ორფეროვანი ან სამფეროვანი, დიდი შავი ან წაბლისფერი ლაქებით.
გ) ძირითადი ფონი ყავისფერია, ხოლო თავი, მთელი ზურგის ხაზი და კუდი კი შავი.
ჟურნალი ნადირობა