Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

პალიასტომი


გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მიერ, პალიასტომის ტბაზე თევზაობა მას შემდეგ აიკრძალა, რაც ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოექცა. თუმცა, ეს ღონისძიება დაგვიანებული აღმოჩნდა _ თევზის 39 უნიკალური ჯიშიდან, რომელიც ძირითადად ამ ტბაში ბინადრობდა, ამ დროისთვის მხოლოდ სამი სახეობაღაა შემორჩენილი. გარდა ამისა, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება და მეცნიერები მის საერთოდ გაქრობას ვარაუდობენ.

ვიტალი გუჯაბიძე ამბობს, რომ პალიასტომის ტბაზე უკვე 30 წელია, თევზაობს. მებადურის საქმე აირჩიეს მისმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც. ამ რვასულიანი ოჯახისთვის თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა:

"არავის უხარია, მთელი ღამე, ქარსა და წვიმაში, ნავში სიკვდილის პირისპირ დარჩეს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში, პალიასტომზე თევზაობაც ღირდა _ ერთ ღამეში ზოგჯერ იმდენი დაგვიჭერია, რომ წამოღება გაგვჭირვებია, მაგრამ ახლა თევზიც აღარ არის, გადაშენდა. ძნელი მისაგნებია ადგილი, სადაც იმდენი თევზის დაჭერას შეძლებ, კატერის ბენზინის ხარჯს ზევით მოგება რომ დაატოვებინო. ბევრჯერ უკან ცარიელიც დავბრუნებულვარ", _ ყვება ჭარმაგი მებადური.

ექსპერტი ანზორ ტყებუჩავა, რომელიც პალიასტომის შესწავლით უკვე ათეული წლებია, დაკავებულია, ადასტურებს, რომ ტბაში თევზი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მეცნიერის აზრით, ტბა ეკოლოგიურ კატასტროფამდე ხელოვნური ჩარევის შედეგად მივიდა: "შავ ზღვასთან პალიასტომის მოკლე არხით შეერთებამ ტბაში ზღვის მლაშე წყლის შეჭრა გამოიწვია, მთლიანად შეცვალა წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი. ბუნებრივია, ამან იმოქმედა იქ არსებული ფაუნის სახეობების ცვლაზე, რადგან მტკნარ წყალს თავისი სახეობები ჰყავს, მლაშეს _ თავისი. თევზის 39 სახეობიდან ტბას მხოლოდ სამი სწორედ ამიტომ შემორჩა", _ განმარტავს ექსპერტი.

პალიასტომის ტბიდან თევზების სხვადასხვა ჯიშების გაქრობის ამ ვერსიას ადგილობრივი მოსახლეობაც ეთანხმება: "ყველაფერი შეიცვალა. ადრე მარტო წყალი იყო, ახლა მცენარეებით იფარება ყველაფერი. თქვენც ხედავთ, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის", _ გვეუბნება 80 წელს მიტანებული სერგო ანთელავა.

"ტბა უმოკლესი გზით შავ ზღვას, მალთაყვის არხით, 1934 წლიდან დაუკავშირდა. შედეგად, ტბა შავი ზღვის ღია უბედ გადაიქცა. ნელ-ნელა ქიმიური შემადგენლობით ტბის წყალი ზღვის წყალს დაუახლოვდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პალიასტომის სხვადასხვა სახეობის თევზზე", _ ნათქვამია 1987 წლის დასკვნაში, რომელიც მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

ანზორ ტყებუჩავა თევზის სახეობების განადგურებას პალიასტომზე მომუშავე ტორფის კარიერებსაც უკავშირებს. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ტბის ფსკერიდან ტორფის ამოღება არასწორი მეთოდით ხდებოდა: "ტორფის ამოღება უნდა მომხდარიყო მთლიან სიღრმეში, რომელიც 5-6 მეტრია, მაგრამ ექსკავატორებით იჭრებოდა მხოლოდ 2 მეტრი, დანარჩენი იქვე რჩებოდა. ტორფის ყოველი მოჭრისას იწყება ჟანგვა-აღდგენითი პროცესი და ხდება ბიოგენური გაზების გამოყოფა. ეს ტოქსიკური გაზებია. თევზებმა ამასაც ვეღარ გაუძლეს", _ განმარტავს მეცნიერი.

მისი მოსაზრებებისგან განსხვავებით, ზემოხსენებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ტორფის კარიერის გამოყენება პალიასტომში შემორჩენილი თევზის სახეობების გადასარჩენად არის შესაძლებელი: "ტორფის კარიერებისგან" წარმოქმნილი ხელოვნური ტბები საუკეთესო ადგილია სხვადასხვა სახეობის თევზის, მათ შორის კეფალის მოსაშენებლად".

ანზორ ტყებუჩავა ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს: "წინააღმდეგ შემთხვევაში, ტბა, შესაძლოა, 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს, როგორც ეს მოხდა ტბა იმნათის შემთხვევაში", _ ასკვნის მეცნიერი. იგივე ვარაუდია გამოთქმული მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის დასკვნაში.

https://gurianews.co...7-22&Itemid=125



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

75dcc0cfd98b.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

40b8ebb3d4db.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

პალიასტომზე პირველად რომ წამიყვანეს სათევზაოთ ...რა დამავიწყებს ნაპირიდან ვთევზაობდით ...ქარი ამოვარდა ????/

 

ნაპირიდან 5-6 მეტრაში წყალს ისე აGელვებდა მიწა ჩანდა ....განაგონი მქონდა მაგრამ ჩემი თვალით რომ ვნახე მაშინ დავიჯერე..

გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ ხომ სამოთხეა ეს ადგილი...მაგრამ ბრაკონიერებისაგან ადრე ითოფება სეზონის გახსნამდე და ფრთხება ფრინველი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4923 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სამწუხაროდ არასდროა არ ვარ ნამყოფი . ჩემი აუხდენელი ონებასავიტ არის მანდ ნადირობა :) 

 

თუმცა მემგონი წელს წავალ


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამწუხაროდ პალიასტომი ნაკრძალად გამოცხადებული ტერიტორიაა და ნადირობა აკრძალულია. ტაკ შტო მეტეორა ....ცოტა დააგვიანე , მგონი ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4923 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ხოდა დარჩა ჩემ აუხდენელ ოცნებად :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზაზა თეგები დაამატე რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 650 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

სამწუხაროა ჩემო ნიკა ,,, მეც ეგრე ვარ არ მინადირია , ამ პალიასტომზე  და როგორც ცჰანს ვერც მოვასწარი .. ალბათ სიბერეში მაინც მოგვიწევს ;) :p :D :D

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ ქვეყანაში სიბერეში , მგონი საერთოთ ვეღარ ინადირებთ.... პალიასტომი, ეხლა ჯავახეთის ტბებზეც მიდის საუბრები. ზოგიერთ ადგილას უკვე ტრაფარეტებიც გაჩნდაო....


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზაზა ტეგბი აკლია


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2583 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ *პალიასტომზე* როდის მივდივართ? ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?